ბათუმი,მთავარი,სიახლეები

10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართება

09.08.2019
10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართება

10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარედ, რიგით მეხუთე „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი მეფუტკრე-ფერმერი მიიღებს მონაწილეობას.

თაფლის ფესტივალი 10 აგვისტოს დღის 4 საათზე დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 10 საათამდე, ხოლო 11 აგვისტოს – დილის 12 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 7 საათამდე.

[checklist]

  • ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება „ჯარას“ ტრადიციული მეფუტკრეობა და ჯარას თაფლი;
  • სტუმრებს 2 დღის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან დამზადებული ნატურალური თაფლი და ფუტკრის პროდუქტების ნაირსახეობა;
  • მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება მეფუტკრეების მასტერკლასები; იქნება გასართობი ღონისძიებები, მუსიკალური გაფორმება და შოუპროგრამები ბავშვებისათვის.

[/checklist]

თაფლის ფესტივალი ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

 

მთავარი ფოტო: თაფლზე დამზადებული ტკბილეული თაფლის ფესტივალზე – ბათუმი 2017 / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.