მთავარი,სიახლეები

ზღვის წყალი +27, მოღრუბლულობა და მცირე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

07.08.2019 • 1588
ზღვის წყალი +27, მოღრუბლულობა და მცირე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსი.

ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო ორ დღეს, 10 და 11 აგვისტოს კი, მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: