მთავარი,სიახლეები

ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია – რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავი

08.08.2019
ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია – რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით „რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის მეთაურის განკარგულების შესაბამისად, დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე“.

საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე ბათუმშიც.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომში „რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა“.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაშვებულია / 8.08.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: