ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სამშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

05.08.2019 • 1693
სამშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა: კარგი. ტალღის სიმაღლე: 7-12დმ (2-3 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა: +26,5 გრადუსი.

7 და 8 აგვისტოს სინოპტიკოსები აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: