მთავარი,სიახლეები

ხელახალი ტენდერი ძველ ბათუმში ეზოების მოწყობაზე – ამჯერად 3 ეზო, 9-ის ნაცვლად 

07.08.2019 • 1511
ხელახალი ტენდერი ძველ ბათუმში ეზოების მოწყობაზე – ამჯერად 3 ეზო, 9-ის ნაცვლად 

ძველ ბათუმში ცხრა ეზოს კეთილმოწყობაზე ქალაქის მერიას წელს 87 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებული, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტს – „პატიო არტს“ დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანია მომსახურებას მერიას 82 840 ლარად სთავაზობდა.

მერიამ დღეს, 7 აგვისტოს ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, თუმცა 9 ეზოს ნაცვლად, ამჯერად 3 ეზოს მოწყობა იგეგმება. შემცირდა სატენდერო თანხაც და ამჯერად 30 ათასი ლარია. წინადადებების მიღება კი 2019 წლის 16 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

ამჯერად დაგეგმილია ეზოების მოწყობა შემდეგ მისამართებზე:

[checklist]

  • ზ. გამსახურდიას ქ. N43;
  • მემედ აბაშიძის ქ. N35;
  • ნინოშვილის ქ. N3.

[/checklist]

სატენდერო განცხადებას ახლავს შესაბამისი ესკიზებიც [იხილეთ ბმული].

ტენდერში გამარჯვებულს ამ 3 ეზოში მცირე ეკონომიკური საქმიანობის დაწყების მხარდასაჭერად, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებისა (მათ შორის კედლების მოხატვა) და შესაბამისი საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის (ავეჯი, ტექნიკა) შესყიდვის ორგანიზება ევალება.

წინა ტენდერში კი ანალოგიური საქმიანობის განხორციელება იგეგმებოდა კიდევ 6 ეზოში შემდეგ მისამართებზე:

26 მაისი/ფ. მეფე, N 37/87; რ. კომახიძის ქ. N7; ლუკა ასათიანის ქ. N12; ი. აბაშიძის (იმნაძის) ქ. N4; კოსტავას ქ. N32 და თავდადებულის ქ. N10;

ამ თემაზე:

ძველი ბათუმის ეზოების ესკიზები – 87 200 ლარი ცხრა ეზოს მოსაწყობად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: