მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

09.08.2019 • 2104
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის ბოლოს დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 22-27 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დღის ბოლოს დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა; ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ(2-3 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსი. 

ჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმში, 11 აგვისტოს მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის წვიმა,12 და 13 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: