მთავარი,სიახლეები

ქვეყანაში სამშენებლო ნებართვა 3 520 869 კვ/მ-ზე გაიცა, აქედან აჭარაში ყველაზე მეტი აშენდება

08.08.2019
ქვეყანაში სამშენებლო ნებართვა 3 520 869 კვ/მ-ზე გაიცა, აქედან აჭარაში ყველაზე მეტი აშენდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დეკლარირებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მშენებლობაზე სულ 4 991 ნებართვაა გაცემული. ნებართვები ჯამში 3 520 869 კვ/მ ფართობის აშენებაზე გაიცა. აქედან, ყველაზე მეტი ფართობი, სხვა რეგიონებსა და თბილისთან შედარებით, აჭარაში აშენდება – 1 440 148 კვ/მ.

ფართობის მიხედვით აჭარის შემდეგ თბილისია – 1 405 422 კვ/მ, შემდეგ ქვემო ქართლის რეგიონი – 210,420 კვ/მ და ა.შ. ბოლო, მე-11 ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც მშენებლობის ნებართვა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სულ 6 619 კვ/მ ფართობის აშენებაზე გაიცა.

გაცემული ნებართვების რაოდენობის მიხედვით კი, დედაქალაქი ლიდერობს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მთლიანობაში გაცემული 4 991 მშენებლობის ნებართვიდან თითქმის ნახევარი – 2 435 ნებართვა თბილისში გაიცა. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 582 ნებართვა, შემდეგ აჭარა – 556 ნებართვა. ყველაზე ნაკლები მშენებლობის ნებართვა კი გურიაში [62] და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში [28] გაიცა.

მთავარი ფოტო: ბათუმი / როინ გუნდაძის ფოტო

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/81031/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: