ხულო-ადიგენის გზის გოდერძის უღელტეხილზე დღეს, 16 დეკემბერს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


![კურორტ გოდერძიზე თოვს [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/10/goderdzi.jpg)



