აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში დღეს აქცია გაიმართება – „პროპორციული არჩევნებისთვის“

დღეს, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. აქციის ორგანიზატორები, გუშინ, ბათუმში მოქალაქეებს ურიგებენ ფლაიერებს და მოუწოდებენ, რომ 17 ნოემბერს ერთად შეიკრიბონ აჭარის მთავრობის სახლთან, რათა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ გამოვიდეს და პასუხი მოსთხოვონ „მატყუარა ქართულ ოცნებას“. ბათუმში …

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ორშაბათიდან უნალექო დღეები შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17  ნოემბრის  21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 5-10, დღისით 17-20 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 1-6, დღისით 12-17 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ, …

გადათხრილი სკვერი და შეჩერებული სამუშაოები

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერთან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, მოსახლეობის თქმით, სამუშაოები  შეჩერებულია, ტერიტორია კი გადათხრილია. „ბათუმელები“ სექტემბრის დასაწყისში წერდა, რომ აქ მრავალწლოვანი ნარგავები ამოთხარეს და შემცირდა სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. ადგილზე დასაქმებულები მაშინ ამბობდნენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ტროტუარი უნდა გაფართოებულიყო, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის …

საზღვარზე ოქროსა და ტექსტილის მალულად შემოტანისთვის 2 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ბრალდებულის სახით,  ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა ოქროს ზოდი და  დიდი …

ბათუმის ნავთობტერმინალი ნავთობპროდუქტების 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს

ბათუმის ნავთობტერმინალი 5 000 კუბ/მ მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავ 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს. რეზერვუარები ტერმინალის ძირითად ტერიტორიაზე [მაიაკოვსკის ქუჩა N4] აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სკოპონგის დასკვნა უკვე გასცა. ამ დასკვნის საფუძველზე ნავთობტერმინალმა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში [გზშ] უნდა მოამზადოს. დასკვნის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიიდან დასახლებულ ადგილამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 190 მეტრია. ახალი რეზერვუარების ზომებია: …

ბათუმისა და ქობულეთის ზონებში დენის მიწოდება 14 ნოემბრიდან 2 კვირის განმავლობაში შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ზამთრისათვის მზადების ფარგლებში, კომპანია აგრძელებს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას რეგიონებში, რა დროსაც შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება ქობულეთისა და ბათუმის ზონებში. სამუშაოები დაიწყება 14 ნოემბრის 00:00 საათიდან და გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში. „ხანგრძლივი გათიშვის შემთხვევაში, ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება მედიით და დამატებით ეცნობება შესაბამის მუნიციპალიტეტებს, დაწესებულებებსა და ადგილობრივ მოსახლეობას,“ – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“. …

ბათუმში ჰაერის დაბინძურების ძალიან ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ახალი მონაცემები

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა [PM10 მკგ/მ3] დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, PM10 მკგ/მ3 -ის მაჩვენებელი ჰაერში 101.52-ია, რაც – „ძალიან ცუდია“. ეს მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“; 50-დან 100-მდე კი – „ცუდი“. ჰაერის დაბიძურების ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია სამშენებლო პროცესები. „ცუდია“ ჰაერში PM2.5 მკგ/მ3 მყარი ნაწილაკების შემცველობის დღევანდელი მაჩვენებელიც. გარემოს …

ქობულეთის სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღს ააშენებენ – ტენდერი 1,2 მილიონი ლარით

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო, სატენდერო ღირებულება 1 204 331 ლარია. სოფელ ალამბარში, ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 წელზე მეტია საბავშვო ბაღი [2 ჯგუფი] სოფლის საჯარო სკოლის პირველ სართულზე ფუნქციონირებს, სადაც 70 ბავშვი დადის. მერიის ინფორმაციით, ახალი შენობა სამ ჯგუფზეა გათვლილი. პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი რკინა-ბეტონისკარკასიანი შენობის მშენებლობა. …

14 ნოემბერს დღისით რიკოთის გვირაბი 10 საათით ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2019 წლის 14 ნოემბერს, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. „დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას, უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  …

მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას 414 207 ლარით ნაკლებად მიჰყიდა მიწა მწვანე კონცხზე – აუდიტი

მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთები კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვით, საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად მიჰყიდა, – აუდიტის ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 414 207 ლარით ნაკლებად. ქონება 2017 წელს გასხვისდა და ფასიც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ იყო დადგენილი, თუმცა სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ რვათვიან შუალედში ექსპერტიზამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ფასად შეაფასა …

მთავრობამ 7,6 მილიონის ქონება „რივიერას“ 1 ლარად გადასცა, რა იზარალა ბათუმმა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო. „მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, …

41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ.მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 41 468 000 ლარია. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის წარმოადგენს ცამეტსართულიან კარკასული ტიპის შენობას. გარე კედლებისათვის გამოყენებულია 60X30X20 სმ-იანი პენო …

აჭარის მთავრობამ ქონების ფასი 4,9 მილიონით შეამცირა და ისე გაყიდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ექსპერტის მიერ დადგენილი, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება, აჭარის მთავრობის შესაბამისი ბრძანებებით, „ყოველგვარი არგუმენტების გარეშეა“ შემცირებული. მარტო 5 ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუდიტორის მიერ შეფასებული ქონების საერთო ღირებულება, მთავრობის მიერ 5 მილიონამდე ლარითაა შემცირებული და ისე არის გასხვისებული. ინფორმაცია საწყისი საპრივატიზებო …

ბათუმმა 1 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა პირსის უკანონოდ გამოყენების გამო – აუდიტი

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე საზღვაო პირსის და მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ აუქციონზე გაიტანა, თუმცა, სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, მერიამ აუქციონზე გამარჯვებულთან ხელშეკრულება ვერ გააფორმა. მიზეზი აუდიტის მიხედვით იყო ის, რომ ბათუმის მერიამ ვერ უზრუნველყო ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის აღკვეთა. „ქონების უნებართვოდ გამოყენების აღსაკვეთად სამინისტროსა და მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის შედეგად, ბიუჯეტმა, საერთო ჯამში, არანაკლებ 1 221 …

აჭარისა და ბათუმის ქონების ფასი მთავრობამ სავარაუდოდ შეამცირა და იაფად გაყიდა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში, აუდიტის დასკვნით, არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. „გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის …

კურორტ გოდერძიზე 27,3 მილიონი ლარის პროექტები შეფერხებულია – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის დადასტურება წარმოებდა აკრედიტირებული აუდიტორების დასკვნების საფუძველზე, თუმცა აუდიტის განცხადებით დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში, დასკვნებში ფაქტობრივი მონაცემები ფიქსირდება. „კურორტ გოდერძიზე“ გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 7 შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები არ სრულდება, რაც 27 300 000 ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტების შეფერხებას …

ბათუმსა და აჭარის მთებში ორშაბათიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბრის 21 საათიდან 11 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 5-10 გრ, დღისით 17-22 გრ სითბო, მთიან რაიონებში ღამით 2-7 გრ, დღისით 13-18 გრ. სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის …

„აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა

„აპოლოში“ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა. მაყურებელს გარეთ აქციის მონაწილეები აღარ დახვედრია. „აპოლოს“ შენობასთან მხოლოდ პოლიციელები არიან, რომლებიც ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ. ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე დღეს, 8 ნოემბერს, სამი პირი დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო. ბათუმში, …

მარიხუანა, ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი – ქვეყანაში 4 წელში 2 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს

2015-2018 წლებში საქართველოში უკანონო ბრუნვიდან 2 ტონაზე მეტი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და 40 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებებია ამოღებული. ეს სტატისტიკა ასახულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 55 000 ე.წ. ინექციური ნარკოტიკების [პრობლემური] მომხმარებელია. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 2015-2018 წლებში …

ბათუმის პორტში შემოტანილ გაყინულ ქათამში სალმონელა აღმოჩნდა – 23 ტონა ხორცი გაანადგურეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში [23 380კგ.] სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა. „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“ – აცხადებს …

წყლის მიწოდება ბათუმში 8 ნოემბერს ღამით ოთხ ქუჩაზე შეწყდება – „ბათუმის წყალი“

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 8 ნოემბრის საღამოს 12 საათიდან 9 ნოემბრის დილის 8 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ინასარიძის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა. კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია …

21 ნოემბრიდან იკრძალება დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2019 წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.  აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. თამბაქოს …

ბათუმის კაზინოებს 2018 წელს 1,1 მილიონი კლიენტი ჰყავდა – 81% უცხოელი იყო

2018 წელს ბათუმში მოქმედ 10 სამორინეში ვიზიტორთა რაოდენობამ 1,1 მილიონი ფიზიკური პირი შეადგინა, რომელთა 81 პროცენტი უცხოელი იყო. საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კაზინოების კლიენტების უმეტესობა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, თუმცა კაზინოების ნაწილი ასევე აწყობს სპეციალურ „სათამაშო ტურებს“ და სხვადასხვა ქვეყნიდან [მაგალითად, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი] შეძლებულ მოთამაშეებს მასპინძლობს. საქართველოში მოქმედი 20 კაზინოდან ნახევარი სწორედ ბათუმშია განლაგებული. …

ავტომობილებში მოწყობილ სამალავებში მებაჟეებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და თუქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული პარფიუმერული და ელექტრო საქონელი აღმოაჩინეს. „ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  212 471.04 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ …

ხულოს მუნიციპალური დარბაზის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 224 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალური დარბაზის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 224 ათას 547 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება. ტენდერის მიხედვით უნდა გარემონტდეს სააქტო დარბაზი და გადასასვლელი, რომლითაც დარბაზი ხულოს მერიის შენობას უკავშირდება. პროექტით სააქტო დარბაზი, არსებული ფანჯრებისა და კარების ღიობების განლაგების გათვალისწინებით იყოფა ორ ნაწილად, რომლის ერთ მხარეს უნდა მოეწყოს საკონფერენციო დარბაზი (მთელ …

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მშრალი ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ნოემბრის 21 საათიდან 6 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ; ხილვადობა …

ქუჩები ბათუმში, სადაც ღამით წყლის მიწოდება შეწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 5 ნოემბრის ღამის 12 საათიდან ხვალ, 6 ნოემბრის დილის 8 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბათუმში შემდეგ ქუჩებს: ინასარიძის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა. კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც …

2,6 მილიონი ლარი სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების ქსელს მოსაწყობად

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა ბაზრის კვლევა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალასა და დაბა ჩაქვში აჭარის ქუჩის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 653 581 ლარია. სამუშაოები სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 22 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს შეწყდება. სამუშაოები ორივე ადგილზე ტენდერში გამარჯვებულთან …

ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა ბათუმში დასაშვებ ნორმას აღემატება

დღეს, 5 ნოემბერს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. მყარი ნაწილაკების [PM10 მკგ/მ3 და PM2.5 მკგ/მ3 ] შემცველობა ჰაერში 2019 წლის 5 ნოემბრის 11:00 საათის მონაცემების შესაბამისად არის: 83.23 და 44.01, რაც დაშვებულ ნორმას აღემატება. PM10 მკგ/მ3 -ის მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“; დღეს არსებული მაჩვნებელი კი, [83.23] არის „ცუდი“; …

დიდი ოდენობით ყალბი ლირის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა  და გაასაღა 15 000 ყალბი თურქული ლირა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 5 000 ყალბი თურქული ლირა,“ – აცხადებს საგამოძიებო …

რატომ შეჩერდა ახალი ყინულის არენის მშენებლობა ბათუმში

ბათუმში ახალი ყინულის არენის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავს, 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი დროში გაიწელა. ყინულის სასახლეში დღეს ინფორმაცია არ აქვთ, თუ როდის დაიშლება არსებული მოედანი, ხოლო ახლის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ სამინისტროში ფაქტობრივად იგივე განუცხადეს, რაც წლის დასაწყისში, თებერვალში. …

31 622 ავარია და 337 დაღუპული 9 თვეში – ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 337 ადამიანი დაიღუპა, აქედან 23 აჭარაში [ოქტომბრის თვეში აჭარაში ავარიის შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა]. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად კი იანვარ-სექტემბერში დაშავდა 5 884 ადამიანი [მათ შორის 580 აჭარის ტერიტორიაზე]. 2019 წლის პირველ 9 თვეში, სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ადგილი ჰქონდა 31 …

ხელფასებში აჭარის ბიუჯეტიდან 39,2 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის 39 269 700 ლარი დაიხარჯება, რაც 2 213 300 ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით. თუმცა აქედან 1 498 800 ლარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებს მოხმარდება. 2020 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია, რომლის ჩატარებისთვის მთლიანობაში აჭარის ბიუჯეტის პროექტში 2,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებს გამოვაკლებთ, აჭარის ბიუჯეტიდან …

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინებს 2021 და 2023 წლებში მიიღებენ – პროგრამა

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებს, ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 73 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პროგრამაში ადრე 48 750 000 ლარი იყო გაწერილი და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი. ამ პროგრამით, …

გადის თუ არა ავტობანი ბათუმში იმ ნაკვეთზე, სადაც კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალის მშენებლობა, სვიშევსკის ქუჩის N1-ში მდებარე ნაკვეთზეა დაგეგმილი. სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ამ ნაკვეთზე ბათუმის შემოვლითი გზა [მშენებარე ავტობანი] გადის. ამ ნაკვეთზე უნდა აშენდეს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობაც. კომაროვის სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგისთან“ – 11 399 994 ლარზე. „ბლექსის“ შენობისთვის კი, …

რატომ დაიტბორა ბათუმი – ზოგიერთი სანიაღვრე არხის შესართავი ხრეშითაა ამოვსებული [ფოტო]

29-30 ოქტომბრის წვიმის გამო, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, „ღამის განმავლობაში შენობების სარდაფებისა და პირველ სართულზე მდებარე კომერციული ობიექტების დატბორვის შესახებ „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 14 შეტყობინება შევიდა. პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“. ბათუმში ორი მთავარი სანიაღვრე არხია [„ჯავახიშვილის“ და „ლერმონტოვის“], რომლებიც ჭაობის დასახლების, ასევე, ჭავჭავაძე-ლერმონტოვი-გრიბოედოვის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან წვიმის წყალს …

Exit mobile version