დეფიციტი რომ არ შეიქმნას, 5 მილიონის ტესტები და სხვა მასალებია საჭირო – NCDC

„საქართველოში ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარების მიზნით, საჭიროა გამარტივებული შესყიდვით მოხდეს ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის საჭირო რეაგენტების, ტესტების, სახარჯი მასალების დეფიციტის აცილება და ცენტრის ლაბორატორიებთან ერთად ქვეყნის სხვა ლაბორატორიების შესაბამისი ჩართულობაც“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის წერილში, რომლითაც მან, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 7 მაისს მიმართა. „საქართველოში …

1 საათით შემოწმება 14-დღიანი კარანტინის ნაცვლად – როგორ გაკონტროლდება საზღვარი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ლი ივლისიდან მიიღებს. თუმცა მანამდე უნდა გაძლიერდეს საზღვარზე კონტროლი და შემომსვლელი თითოეული ადამიანის შემოწმებას კოვიდზე 1 საათზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს. „ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში, ეს არის საზღვარი. როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე …

RMG Gold-ი საყდრისში ციანიდის მზა წყალხსნარის მიმღებ კვანძს მოაწყობს

კომპანია RMG Gold-ი საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე ნატრიუმის ციანიდის შემრევი უბნის რეკონსტრუქციას და ნატრიუმის ციანიდის 18%-იანი მზა წყალხსნარის მიმღები კვანძის მოწყობას გეგმავს. მზა წყალხსნარის მიწოდება კი დაგეგმილია „რუსთავის აზოტის“ სუფთა ციანმარილების წარმოებიდან, ავტოცისტერნებით. კომპანია ასეთ წყალხსნარს, რაც ოქროსშემცველი კვარციტული გროვების გამოტუტვის ტექნოლოგიური ციკლის ნაწილია, ადგილზეც ამზადებს. „საწარმოს მოქმედი ტექნოლოგიური პროცესი ითვალისწინებს ნატრიუმის ციანიდის წყალხსნარის მომზადებას სპეციალურ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში …

როგორ დავახვნევინოთ მიწა უფასოდ – ნახევარმილიონიანი პროგრამა აჭარაში

აჭარის მთავრობის გეგმით აჭარაში ფერმერებს ჯამში 2 580 ჰექტარი მიწა უფასოდ უნდა დაუხნან. ამისთვის აჭარის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტექნიკით მომსახურებას კი, აგროსერვისცენტრი გამარტივებული წესით შეისყიდის. ცენტრის ინფორმაციით, „რეგიონის კლიმატური პირობებიდან და რელიეფიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მიწის დამუშავება უნდა განხორციელდეს, არაუგვიანეს 5 ივნისისა. აჭარის რეგიონში არსებული მიწის ფონდიდან 9 000 ჰექტარი არის სახნავი, აქედან …

*303# – ახალი კოდი დენის, გაზისა და წყლის გადასახადებზე ინფორმაციის უფასოდ მისაღებად

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით უფასო ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, ახალი მომსახურება დანერგეს. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი. …

როდის გაკეთდება რუსთაველის ქუჩა დელფინარიუმიდან არდაგანის ტბამდე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, დელფინარიუმიდან არდაგანის ტბამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქუჩის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი შედგება და სამუშაოები არსებული გეგმით ჩატარდება. ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 174 557 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 27 მაისია, სამუშაოები კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა …

ამჯერად 40 ჩითილი ერთ ოჯახს აჭარაში – სამინისტრო 111 ათასი ლარის ბოსტნეულის თესლს ყიდულობს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამჯერად თითო ოჯახზე 40 ჩითილის გადაცემას გეგმავს. ამ მიზნით, სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრი ერთ მილიონზე მეტ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის სათესლე მასალას შეისყიდის, რისთვისაც 111 235 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. შეძენილი იქნება კიტრის, პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის თესლი. „პროგრამა ითვალისწინებს აჭარის რეგიონში მცხოვრები ფერმერებისთვის ჩითილების უსასყიდლოდ გადაცემას. აღნიშნული რაოდენობით გათვლილია მინიმალური რაოდენობის – …

სამინისტრო აჭარაში ბოსტნეულის მოსაყვანად 152 ათასი ლარის სასუქს ყიდულობს

260 კუბ.მ ორგანული სასუქის „პრობიოტიკის“ და 1300 კუბ.მ სხვა ორგანული სასუქის შესყიდვას აჭარის სოფლის მეურნეობის აგროსერვისცენტრი, გამარტივებული წესით, ჯამში 152 100 ლარად აპირებს. სასუქი, როგორც ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობაში ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვისაა საჭირო. „კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ მოითხოვა აგროპარკის ამოქმედება, რათა განხორციელდეს ბოსტნეული კულტურების დამატებით წარმოება. სასათბურე მეურნეობაში ჩითილების დარგვის …

როდის შეძლებთ იმ თანამშრომელთა მონაცემების გადაგზავნას, ვისაც კომპენსაცია – 200 ლარი ერგება

დამსაქმებლები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, ვერ ახერხებენ იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციების გადაგზავნას, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ეკუთვნით. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მათ ამის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემათ. შესაბამისი ფორმა სატესტო რეჟიმშია და ის შემოსავლების გვერდზე მალე ჩაეშვება. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ …

COVID 19-ის ფონდიდან თანხის ხარჯვა არ დაწყებულა – ფონდს 129 მილიონი ლარი აქვს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, StopCov ფონდში, 5 მაისის მდგომარეობით, 129 მილიონ 683 ათას 782 ლარია ჩარიცხული და ამ ფონდიდან თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა. „ამ თანხის ხარჯვა ჯერ დაწყებული არ არის. ეს თანხა სახელმწიფო ხაზინაშია, StopCov ფონდის ანგარიშზე, როგორც სახელმწიფო შემოსავლები. ხარჯვას რაც შეეხება, ის კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურებით მოხდება“, – გვითხრეს ბიზნესომბუდსმენის აპარატში. StopCov ფონდი …

ბათუმში ბლოკპოსტები რჩება – ავტომანქანით გადაადგილების წესებს გააკონტროლებენ 

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაზე პრემიერ-მინისტრმა …

როდის დასრულდება სატუმბი სადგურის აშენება, რომელიც ბათუმის დატბორვის რისკებს შეამცირებს

ბათუმში, არდაგანის ტბასთან, ველო და სასეირნო ბილიკები კვლავ მოშლილი და გადაკეტილია. მიზეზი აქვე მშენებარე სატუმბი სადგურია, რომლის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო. მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ მშენებლობა 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, დღეს კი გვითხრეს, რომ დასრულდება ამავე წლის ივნისში. არ არის გამორიცხული, მშენებლობა არც ამ ვადაში დასრულდეს. „სამუშაო დასასრულს უახლოვდება, თუმცა დარჩენილია ელექტრომექანიკური სამუშაოები, …

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 108 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე …

ბათუმის ბაზარში ქათმისა და ყველის სექციები მალე გაიხსნება

„უახლოეს დღეებში ვაპირებთ ბაზრის შენობაში გავხსნათ ქათმისა და ყველის სექციები. ახლა ვამზადებთ სექციებს, დახლებს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც სავალდებულოა ბაზრის ფუნქციონირებისთვის. ვგეგმავთ დანარჩენი სექციებიც გავხსნათ ეტაპობრივად“, – გვითხრეს დღეს, 4 მაისს, ბათუმის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში. არსებული რეგულაციებით, დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, შეზღუდვების მოხსნის სამთავრობო გეგმის მიხედვით, მეხუთე ეტაპზე, ანუ 2020 წლის 21 ივნისის შემდეგ …

მეწარმეებმა აკრძალული საქმიანობის გასაგრძელებლად განაცხადი უნდა შეავსონ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მთავრობის #181 დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი, საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს ელექტრონული რეგისტრაციის ფორმის შესავსებად. განაცხადის ფორმის [ინსპექტირების ეტაპი] შევსება შესაძლებელია ამ ბმულზე იმ მეწარმეებს, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, სამინისტროს ინფორმაციით, …

მძიმეა ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა, შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა „მედინაში“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „18 წლის ახალგაზრდა იმყოფება რეანიმაციის დეპარტამენტში მრავლობითი მოტეხილობით. მისი მდგომარეობა მძიმეა“, – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო ცენტრში. რაც შეეხება მეორე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და მთიან აჭარაში ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 17-22 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო. ზღვის …

18 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 3 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 6 205 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 18 მილიონ 615 ათას ლარს გადააჭარბა. დაჯარიმებულთა სტატისტიკა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის …

საქართველოდან უცხოელთა გაძევების პროცედურები შეჩერებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1-ლი მაისის ბრძანებით, შეჩერდა საქართველოდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გაძევების პროცედურები. ეს პროცედურები შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის ვადით და განახლდება ამ მდგომარეობის გაუქმებისთანავე. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული. მინისტრის ბრძანების მიხედვით, შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი …

მარტში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 58.6%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით

ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 58.6 პროცენტით შემცირდა. ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა. 2020 წლის მარტში რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლებით გამოირჩეოდა რუსეთი (66.5 პროცენტი), აზერბაიჯანი (62.9 პროცენტი) და სომხეთი (61.1 პროცენტი). „ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ საგანგებო …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 88 პირი დააჯარიმეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 30 აპრილის 21 საათიდან 1-ლი მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 88 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების …

მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის 90%-ს სახელმწიფო დაუფარავს-მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, განახლდა პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, რომლითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, 2-ის ნაცვლად აიღოს 5 მილიონამდე ლარის სესხი, ხოლო ამ სესხის უზრუნველყოფის 90 პროცენტს სახელმწიფო დააფინანსებს. „ეს არის პროგრამა, როცა სახელმწიფო ბიზნესს ეხმარება სესხის უზრუნველყოფაში, თანაგარანტორად ვუდგებით ჩვენ ბიზნესს, როცა მათ არ ჰყოფნით თავიანთი უზრუნველყოფა ბანკში …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი შეჩერებულია

პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი ბათუმში შეჩერებულია. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს, თუმცა, როგორც ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მონიტორინგი პანდემიის გამოა შეჩერებული და როდის განახლდება, ჯერ უცნობია. „არსებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე მონიტორინგი ჯერ ვერ აღდგება, ვიდრე ამ მიმართულებით არ იქნება გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული. როცა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, შესაძლოა მონიტორინგიც განახლდეს,“ – გვითხრეს ინსპექციაში. ბათუმში …

რა შემთხვევაში მიიღებს 1200 ლარის კომპენსაციას დაქირავებული, რომელიც უმუშევარი დარჩა

მთავრობის ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის II ეტაპის ფარგლებში იწყება მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის იმ დაქირავებულებზე ანუ დასაქმებულებზე, რომლებიც პანდემიის გამო მარტის თვიდან სამსახურში შეამცირეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. იმ დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი [დახმარების მიღების ინსტრუქცია]:  კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო …

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 27-ით გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დღეს, პირველ მაისს, არის სულ – 566, რაც 27-ით მეტია წინა დღის საღამოს მონაცემთან შედარებით. 566 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა – 184 და გარდაიცვალა – 6 ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამ თემაზე: https://netgazeti.ge/news/448594/

ნახევარი მილიონი აჭარის სოფლებში პროექტებისთვის – 70%-ს სამინისტრო დააფინანსებს

ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, განაცხადების მიღება 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. განაცხადი პროგრამაში ჩართვის მსურველმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში უნდა შეიტანოს. პროექტის ღირებულების 70 პროცენტს კი აღნიშნული ცენტრი დააფინანსებს [თუმცა არაუმეტეს 100 ათასი ლარისა]. პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 5 ათასი ლარი უნდა იყოს. ცენტრის დაფინანსება შესაძლოა 70%-ზე ნაკლები იყოს იმ შემთხვევაში, …

რა შემთხვევაში მიიღებს 300 ლარს ის, ვინც ბინას დღიურად აქირავებდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას მიიღებენ, ანუ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში მოხვდებიან ის პირებიც, ვინც დღიურად აქირავებს ბინებს, ოღონდ ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა). ასეთმა პირებმა 300-ლარიანი სოციალური დახმარების მისაღებად უნდა წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი გამოჩნდება. ინსტრუქციის მიხედვით, თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

ის პირები, ვისაც აჭარის სარეზერვო ფონდიდან შეძენილი პროდუქტები გადაეცათ, განმეორებით სასურსათო კალათას კვლავ მიიღებენ, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში უთხრეს. „სასურსათო კალათას მიიღებენ სხვებიც, თუმცა როდის და კონკრეტულად ვინ მიიღებს, კრიტერიუმების შერჩევაზე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტენთან ერთად და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – გვითხრეს მთავრობის პრესსამსახურში. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემა, ამის შესახებ აჭარის …

ბათუმის მცხოვრებლები 3 თვით წყლის გადასახადს არ გადაიხდიან – ბათუმის წყალი

ბათუმის მასშტაბით საყოფაცხოვრებო აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების ფარგლებში იქნა მიღებული – ამ განცხადებას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს. „ბათუმის წყალში“ განმარტეს, რომ შეღავათი ეხება ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, მან ისარგებლა თუ არა შეღავათებით დენსა და …

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმში მიწის 21 ნაკვეთს გადასცემენ

ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს საკითხს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის მიწის 21 ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ამ ნაკვეთებს [სულ 1489 კვ.მ] შემდგომში აჭარის მთავრობა საკუთრებაში გადასცემს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელიც აქ ახალი ელექტროგადამცემი ხაზისთვის ანძების მშენებლობას გეგმავს. „ბათუმის მერიაში შემოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 21 აპრილის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს …

როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა

ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდება, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს. სხვადასხვა აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში 31 მარტიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, 17 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, სრულად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა [ზოგი გამონაკლისის გარდა]. ბათუმის შემთხვევაში შევადარეთ …

28 აპრილის საღამოს 9 საათიდან ბათუმი ისევ ჩაიკეტება – ვის შეეძლება გასვლა-გამოსვლა

დღეს, 28 აპრილის, საღამოს 9 საათიდან, ბათუმი კვლავ ჩაიკეტება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომლის რეგისტრაციის ადგილი არ არის ბათუმი [ანუ, ჩაწერილი არ არის ბათუმში] ქალაქში ვეღარ შემოვა. ასევე, ქალაქიდან ვერ გავა ის მოქალაქე, ვინც ბათუმში იმყოფება და აქვეა ჩაწერილი. ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, საქართველოს მთავრობის …

განათლებისა და ფინანსთა სამინისტროების დაფინანსება 19 მილიონით მცირდება – აჭარის საგანგებო ბიუჯეტი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებები შედის აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, რის გამოც, მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა მცირდება 23 მილიონ 370 ათას 3 00 ლარით. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას. ე.წ საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაფინანსება მცირდება შემდეგ დაწესებულებებში: უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება მცირდება 90 ათასი ლარით. მთავრობის ინფორმაციით, ეს გამოთავისუფლებული …

სასტუმროებში აჭარის მთავრობა 7.3 მილიონს დახარჯავს – საკარანტინო ზონები

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება რეგიონში საკარანტინო ზონების მოწყობისთვის. ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით [უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს], ეს თანხა, კონკრეტულად კი 7 310 000 ლარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაემატება  პროგრამისთვის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონების ორგანიზებას გულისხმობს. ტურიზმის დეპარტამენტს ბათუმში …

578 ათასი ლარი აჭარის ფერმერებისთვის მიწის უსასყიდლოდ დასახნავად

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება წელს 2 413 500 ლარით გაიზრდება. ეს თანხა უნდა დაემატოს სხვადასხვა პროგრამას. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით. იმ ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, 2,4 მილიონი ლარი …

Exit mobile version