როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. 8 ივნისს ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 10-15, დღისით 15-20 გრადუსი სითბო; …

აჭარაში კორონავირუსზე 449 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 449 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 27 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. stopcov.ge-ს 7 ივნისის დილის მონაცემებით, …

ბათუმში ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმში ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩების ცალ მხარეს ავტომობილების გაჩერება შემოდგომიდან აიკრძალება. ამ ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობა ცალმხრივი იქნება და მოეწყობა ე.წ. Bus lane-ბი [ავტობუსის სავალი ხაზები]. ამ ხაზებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. პარალელურად, ავტომობილების მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება გორგასლისა და პუშკინის ქუჩებზეც. Bus lane-ბის მოწყობა პროექტ „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში იგეგმება. რა იცვლება კონკრეტულად [პროექტის მიხედვით] …

კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 …

ავტოავარია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე

ბათუმში დღეს, 4 ივნისს, პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 155 ფაქტი გამოავლინეს მაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე უწყების თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 41 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში …

რატომ გადაკეტეს ზღვაზე ჩასასვლელები ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი გაამაგრეს

ბათუმში, ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის მიმართულებით სასეირნო ალეა და ზღვაზე ჩასასვლელები კვლავ რკინის ბარიერებით გადაკეტეს. ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დასრულებულია. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე გაფორმებული არ არის.  სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებდა. „ნაპირდაცვის პროექტი და, შესაბამისად, სამუშაოებიც დამთავრდა. ნაპირდამცავი …

შუახევში ბათუმი-ახალციხის გზის 10 კმ-ის რეაბილიტაციისთვის 10,9 მილიონი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამჯერად 10 935 265 ლარი აქვს გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაიწყება ხიჭაურიდან, გაივლის დაბა შუახევს და დამთავრდება სოფელ ჩანჩხალოს მიმდებარედ. ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2020 წლის 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების …

8 ივნისიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა არ აღდგება

საქართველოს მთავრობის 2 ივნისის დადგენილებით, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან არ აღდგება. მანამდე, 27 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 8 ივნისს საქართველოში აღდგებოდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. მთავრობის 2 ივნისის დადგენილების მიხედვით კი: „ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ …

200-ლარიან კომპენსაციაზე 91 810 დასაქმებულის განაცხადი დაკმაყოფილდა – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამსახურმა ამ დროისთვის 22 851 დამსაქმებლის მიერ წარდგენილი 91 810 განაცხადი დააკმაყოფილა. შესაბამისად, აპრილის თვისთვის კომპენსაციის სახით ჯამში 18 362 000 ლარი გაიცემა. „კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მონაცემები გადაეგზავნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან. კანონით, კომპენსაცია მოქალაქეებმა 11 ივნისამდე უნდა მიიღონ. თანხა მათ პირად ანგარიშებზე …

გამოცდებისთვის 1 მილიონი ლარით სადეზინფექციო და დამცავ საშუალებებს შეიძენენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდები და ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში. ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა …

სასოფლო ტექნიკისთვის 6 მილიონი 2 საათში ამოიწურა – სამინისტრო

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილი 6 მილიონი ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული განაცხადების მიღებიდან დაახლოებით 2 საათში ამოიწურა. შესაბამისად, განაცხადების მიღებაც ავტომატურად შეწყდა. არაერთი ფერმერი ამბობს, რომ რეგისტრაცია ვერ მოახერხა. „რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება. ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ, …

ბათუმის სტადიონი გასხვისდება თუ სახელმწიფო მართვაში დარჩება?

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. აჭარის მთავრობაში კი ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ უნდა მართოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ობიექტი. ამ დროისთვის არც ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც აქ გაიმართება. სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები, ჯამში, 129 მილიონ 532 ათას 437 ლარზეა გაფორმებული. მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ შეკითხვები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს …

საპატრიარქო ითხოვს მიწას ქობულეთში, სადაც ტაძარი უკანონოდ ააშენეს – რეესტრი უარზეა

საქართველოს საპატრიარქო ქობულეთის სოფელ გვარაში იმ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვს, სადაც ტაძარია აშენებული. საჯარო რეესტრმა კი, 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაზე, საპატრიარქოს უარი უთხრა. დოკუმენტების მიხედვით, ეს ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ტაძარი იქ უკანონოდ აშენდა. ტაძრის კურთხევას ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძეც ესწრებოდა. ტაძრის მშენებლობა დააფინანსა წარმოშობით გვარელმა მეცნიერმა, რომელიც …

საკომპენსაციოდ დასაქმებულთა მონაცემების გადაგზავნის ბოლო დღე 1-ლი ივნისია

ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების  წარდგენის სავალდებულო ვადა – 30 მაისი დაემთხვა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 1-ლი ივნისის ჩათვლით. ეს დრო ეხება მაისის თვეში გადასაგზავნ მონაცემებს. ეს ბოლო ვადა ჯერ 20 მაისი, შემდეგ კი 30 მაისი იყო. ახალი კორონავირუსით გამოწვეული …

„ხოფის ბაზრობა“ ბათუმში 2 ივნისს გაიხსნება

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი [ე.წ. ხოფის ბაზრობა] სრულად 2 ივნისიდან გაიხსნება. ბაზრობაზე ამ დრომდე მხოლოდ სურსათის სექციები მუშაობს, რომლებსაც მუშაობა არც საგანგებო მდგომარეობის დროს შეუჩერებიათ. „1-ლი ივნისი თვის პირველი ორშაბათია და ბაზრობა დაკეტილი იქნება სანიტარული დღის გამო. მომდევნო დღიდან კი ბაზრობა გაიხსნება და ყველა სექცია იმუშავებს,“ – გვითხრეს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში. ბათუმში პირველ …

პატიმრობით დაისჯება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, კოდექსს დაემატა ახალი 343​1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით …

დღეს ღამით წყლის მიწოდება ბათუმში სამ ქუჩაზე შეწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო, 30 მაისს ღამის 00:00 საათიდან 30 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმოამრაგება შეუწყდება: ჯავახიშვილის ქუჩას და ლერმონტოვის ქუჩას ბაგრატიონის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე; ორბელიანის ქუჩას, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე. „ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც …

როდის განაახლებენ ქობულეთი-ბათუმის მიკროავტობუსები მუშაობას

ქობულეთი-ბათუმის ხაზზე მოძრავი კერძო მიკროავტობუსები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ, რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ეს ავტობუსები როგორც ქალაქში, ასევე სოფლების მიმართულებით, 29 მაისიდან იმოძრავებს. „29 მაისიდან ქობულეთის მუნიციპალურ ავტობუსებშიც [შემდეგ უკვე კერძო კომპანიების მიკროავტობუსებშიც] აკრძალული იქნება პირბადის გარეშე ასვლა, ტრანსპორტში გამორთული უნდა იყოს კონდიციონერი, არავინ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით და დაცული უნდა იყოს …

პირბადის გარეშე ტრანსპორტში ვერ ახვალთ – მგზავრობის წესები ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობას 29 მაისიდან განაახლებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით მუნიციპალურ ტრანსპორტში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აკრძალულია კონდიციონერების გამოყენება და ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა უნდა იყოს მოძრაობისას, რათა მოხდეს ვენტილაცია და განიავება. რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა და მძღოლებმა: [crosslist] ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის …

„პერსილისა“ და „არიელის“ გაყალბებისთვის აჭარაში ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის დაფასოებას და მის …

იქნება თუ არა შეზლონგები პლაჟზე – ზღვაზე ბანაობა დისტანციის დაცვით

რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. განსხვავებული სეზონისთვის ემზადება ბათუმის ბულვარიც. დამსვენებლები ვალდებული იქნებიან პლაჟზე ორ მეტრამდე სოციალური დისტანცია დაიცვან და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტურად ყველაფერი აქვთ მზად და ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროდან …

ხელფასებში 44,3 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან გასულ წელს

აუდიტის მიხედვით, გასულ წელს, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისთვის სულ გაიხარჯა 44 366 300 ლარი, რაც 1 206 100 ლარით მეტია, ვიდრე 2018 წელს. აუდიტის თქმით, „აჭარის მთავრობის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი განმარტება სახელფასო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით“. „მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ ხელფასის ხარჯების ზრდა სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის, 2019 წელს შეიქმნა სსიპ – …

სამინისტრომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა შეაჩერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გასაცემად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა. კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“, ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში სამინისტროს 2020 წლის 14 მაისს წარუდგინა. ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაგეგმილია ფოთის პორტის ჩრდილოეთისკენ გაფართოება [იმ ტერიტორიაზე, სადაც კორპორაცია ფლობს 100 ჰა …

წულუკიანმა განსაზღვრა, ვის შეუძლია დაესწროს წყვილის ქორწინების რეგისტრაციას 

ქორწინების სახლები სარიტუალო მომსახურებას ეტაპობრივად განაახლებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ვინაიდან 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, იმ პირების ჩამონათვალი განსაზღვრა [მაქსიმუმ 9 კაცით], რომლებიც დასაქორწინებელ პირებთან ერთად შესაძლოა დაესწრონ ხელის მოწერის რიტუალს. მინისტრის ბრძანებით, საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოგრაფი. აუცილებელია სოციალური დისტანციის …

ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. სამუშაოები აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა გამოყოფილი. თუმცა, ამ სამ სოფელში, როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ გვითხრეს, სამუშაოები არა ამ თანხით, არამედ, ცალკე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 800 …

დოკუმენტების გაყალბებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა …

139 ათასამდე უხელფასოდ დარჩენილი დასაქმებული კომპენსაციის მოლოდინში – პანდემია

შემოსავლების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 22 000 დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია 138 949  დაქირავებით დასაქმებულზე, რომლებიც პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩნენ. დამსაქმებლებს ასეთი თანამშრომლების მონაცემების გადაგზავნა 20 მაისის ნაცვლად 30 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით – „გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე. კერძოდ, კომპენსაციის მიღების …

ბსუ 29 ათას ლარად სადეზინფექციო მოწყობილობას იყიდის – რეკომენდაციები უმაღლეს სასწავლებლებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბსუ 8 ცალი თაღოვანი ტიპის სადეზინფექციო მოწყობილობის და 16 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის [დენზოტეკის კონცენტრატის] შეძენას 29 280 ლარად, ტენდერის გარეშე გეგმავს. ამ ღირებულებაში შედის მოწყობილობის ტრანსპორტირება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. „ბსუ-ში 2020 წლის ივნისის მესამე დეკადიდან იგეგმება სასწავლო პროცესების განახლება და სტუდენტთა ლაბორატორიული პრაქტიკები, რომლებზეც სტუდენტთა დასწრება განხორციელდება ფიზიკურად. …

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. ელჭექი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა 25 მაისს: აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 12-17, დღისით 16-21 გრადუსი სითბო; მთაში – ღამით 5-10, დღისით 10-17 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით …

დღემდე საპატრიარქოს 17 მილიონი კვ.მეტრი ტყე აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან 

დღეს, 22 მაისს, საქართველოს პარლმანეტმა 79 ხმით დაამტკიცა კანონი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საშუალება ექნება ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. ამ თემაზე: საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა ამ კანონის მიღებამდე საპატრიარქოს სახელმწიფო ტყეს მიჩენის წესით გადასცემდა მართვაში, 20 წლის ვადით. ამ დრომდე, იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც …

ბათუმმა დათქმულ ვადაში ვერ მიიღო 1,3-მილიონიანი ელექტროავტობუსები

ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს ბათუმი ახალ ელექტროავტობუსებს, უცნობია. ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 1,3 მილიონი ლარი [384 790 ევრო] ჯდება. 8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე, ბათუმი „ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი …

23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისის ღამის 12 საათიდან აღარ გაგრძელდება, გაუქმდება კომენდანტის საათიც [რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება ძალაში]. მიუხედავად ამისა, ძალაში დარჩება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება; ტაქსში უნდა იყოს მხოლოდ 3 პირი მძღოლის ჩათვლით [ამასთან, მგზავრი არ უნდა იჯდეს წინ, მძღოლის გვერდით]. იკრძალება ასევე სოციალური …

კურორტ ბეშუმში გზის რეაბილიტაცია იგეგმება – 1.2 მილიონი 1 კმ გზისთვის

კურორტ ბეშუმში მთავარი გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 771 ლარია გამოყოფილი. გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული ვალდებული იქნება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს ასეთი წერილობითი დავალების მიღებამდე. სარეაბილიტაციო გზის …

კომპენსაციის მისაღებად მონაცემების გადაგზავნა 30 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი – სიახლე

დამსაქმებლებს, შემოსავლების სამსახურში იმ თანამშრომლების მონაცემების გადაგზავნა, რომლებიც პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩნენ, 20 მაისის ნაცვლად 30 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. დამქირავებელი უფლებამოსილია ასევე ამ დროისთვის უკვე წარდგენილი მონაცემები დააზუსტოს და 30 მაისის ჩათვლით პერიოდში ხელახლა წარადგინოს შემოსავლების სამსახურში. ამასთან, კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა  პირის მითითებულ საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო …

78 000 დასაქმებული უმუშევარი დარჩა, მათი რიცხვი მეტი უნდა იყოს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან [04.05.2020 წელი] 6 თვის განმავლობაში. ამ თემაზე: კომპენსაციის …

Exit mobile version