ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ბლოკპოსტები რჩება – ავტომანქანით გადაადგილების წესებს გააკონტროლებენ 

04.05.2020 • 2430
ბათუმში ბლოკპოსტები რჩება – ავტომანქანით გადაადგილების წესებს გააკონტროლებენ 

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს, 4 მაისს, განაცხადა.

ქალაქების გახსნის მიუხედავად, ძალაში რჩება კომენდანტის საათი ანუ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

ასევე, ძალაში რჩება რეკომენდაციები და წესები, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილებას შეეხება. მაგალითად, აკრძალულია, მძღოლის ჩათვლით 3 პირზე მეტის ყოფნა მსუბუქ ავტომანქანაში. ამასთან, მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.

ამ წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება.

რუსთავსა და თბილისში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კი კვლავ ძალაშია.

ამ თემაზე:

რა შეზღუდვები მოიხსნება? – მთავრობის პასუხი 6 შეკითხვაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: