გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 17-22 გრადუსი სითბო,
- მთაში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
- მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი,
- ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი),
- ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსი.
ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 5 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 6 და 7 მაისს კი, დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.