ბათუმი,მთავარი,სიახლეები

COVID 19-ის ფონდიდან თანხის ხარჯვა არ დაწყებულა – ფონდს 129 მილიონი ლარი აქვს

05.05.2020
COVID 19-ის ფონდიდან თანხის ხარჯვა არ დაწყებულა – ფონდს 129 მილიონი ლარი აქვს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, StopCov ფონდში, 5 მაისის მდგომარეობით, 129 მილიონ 683 ათას 782 ლარია ჩარიცხული და ამ ფონდიდან თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა.

„ამ თანხის ხარჯვა ჯერ დაწყებული არ არის. ეს თანხა სახელმწიფო ხაზინაშია, StopCov ფონდის ანგარიშზე, როგორც სახელმწიფო შემოსავლები. ხარჯვას რაც შეეხება, ის კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურებით მოხდება“, – გვითხრეს ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

StopCov ფონდი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიქმნა.

პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ StopCov  ფონდში ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. კითხვაზე, რა მიმართულებებზე დაიხარჯება ფონდში აკუმულირებული თანხები, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ფული მოხმარდება მოქალაქეების ინტერესებს და COVID19-ის  წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს.

ფონდის შემწირველების არასრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა 5 მაისის 12:00 საათის მდგომარეობით ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 604
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 240
  • მათ შორის გარდაცვლილი – 9
  • კარანტინის რეჟიმში – 4887
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: