გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
- მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
- მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ხილვადობა 4-10კმ;
- ტალღის სიმაღლე: 7-12დმ(2-3ბალი), დღის მეორე ნახევრიდან 13-18დმ(4ბალი);,
- ზღვის წყლის ტემპერატურა: +16 გრადუსი.
ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, შაბათ-კვირას, 9 და 10 მაისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი.