4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია …

სანიაღვრე არხად ქცეულ მდინარეს ბათუმში 2,3 მილიონად ჯებირებს უშენებენ

მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის ჯებირებში მოსაქცევად ბიუჯეტიდან 2,3 მილიონი იხარჯება. ეს მდინარე, რომელიც კახაბრის ვაკეზე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მიედინება, სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებს. მდინარე ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მასში ხშირად ხვდება ფეკალიებიც, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი რეაბილტირებული არ არის. მოუწესრიგებელი კალაპოტის გამო მომრავლებული იყო მღრღნელები და ქვეწარმავლები. მეჯინისწყალი სასტუმრო „ეუფორისას“ მიმდებარედ კვეთს ახალ ბულვარს და ზღვას …

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …

ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა

აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროდუქტებს შეიძენენ, რომლებსაც ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეულ ოჯახებს უფასოდ გადასცემენ. პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ამჯერად ამზადებენ 19 260 სასურსათო კალათას, რომელსაც ამდენივე ოჯახს გადასცემენ, მათ შორის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 993 ოჯახს. სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: [checklist] ხორბლის ფქვილი 10 კგ; შაქარი 2 …

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამხილეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს ორი კომპანია, რის შემდეგაც სასაქონლო ზედნადებებში და დღგ-ს ანგარიშფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ურთიერთშორის განახორციელეს დაახლოებით 900 000 ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაციის ფიქტიური ოპერაციები, რითაც ერთ-ერთ კომპანიას …

20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათა მზადდება, როდის დაიწყებს მთავრობა დარიგებას?

აჭარაში მცხოვრებ ამჯერად 20 ათასამდე ოჯახს სასურსათო კალათას დაურიგებენ. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება და რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ მას. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემოდა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა. თუმცა, ეს რაოდენობა შეიცვლება. როგორც მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჩანს, კალათას …

ავტომანქანების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა გასდის, რა ღირს ნომრის გამოცვლა

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გრძელდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლას განაახლებს დღეიდან, 18 მაისიდან. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, 72 ლარი დაუჯდება [ბანკის საკომისიოს ჩათვლით]. თუმცა ეს საფასური არ ეხება ფასიან ნომრებს. ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა …

რა ვადა აქვთ ავტომანქანების მფლობელებს სავალდებულო ტექინსპექტირებისთვის

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერებულია და ამ პერიოდში ანუ 22 მაისის ჩათვლით, მფლობელებს არ აჯარიმებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 22 მაისის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება. შესაბამისად, ავტომობილების მფლობელები ვალდებული იქნებიან, სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარონ. კონკრეტულად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი) სავალდებულო იყო 2020 წლის …

ბათუმში კორონავირუსისგან დღეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან დღეს, 17 მაისს, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კლინიკა მედალფაში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პაციენტი ბათუმში დღეს დილით გაწერეს. 29 პაციენტის ანალიზის პასუხები კი, რომლებსაც დღეს საღამოს ელოდებოდნენ, ყველა უარყოფითია. დილის მონაცემებით, ბათუმში 260 ტესტის პასუხიც კორონავირუსზე უარყოფითი იყო. 17 მაისის 23:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში: კორონავირუსის …

რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის, რომლებიც 18 მაისს გაიხსნება

ორშაბათიდან, 18 მაისიდან, სილამაზის სალონებს შეუძლიათ განაახლონ მუშაობა, თუმცა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 15 მაისის ბრძანებით დაამტკიცა: [red_box]ძირითადი რეკომენდაციები:[/red_box] რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების [ PM10 მკგ/მ3] შემცველობის მაჩვენებელი არის საშუალო ან ცუდი. აღნიშნული სადგური ჰაერში დამაბინძურებლების შემცველობას 24 საათის განმავლობაში აფიქსირებს. დღეს, 17 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი  60,2 იყო [ეს მაჩვენებელი  50-ს ზევით არის ცუდი, 100-ს ზევით – ძალიან …

გადაამოწმეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამა იძლევა შესაძლებლობას მოქალაქემ, რომელიც იყო დასაქმებული და კორონავირუსის პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩა, თავად გადაამოწმოს, არის თუ არა ის კომპენსაციის მიმღებთა სიაში/რეესტრში. გადასამოწმებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე [თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის მონაცემების ელექტრონულად წარდგენა შემოსავლების სამსახურში 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით შეუძლია]. პირადი ნომრისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით …

ბათუმსა და აჭარის მთებში ორშაბათიდან უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15, დღისით 22-27 გრადუსი სითბო მთაში – ღამით 5-10, დღისით 20-25 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 13-18 …

22 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 17 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 570 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 22 მილიონ 710 ათას ლარს გადააჭარბა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 10 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო …

ბათუმში კიდევ ერთი ინფიცირებული განიკურნა კორონავირუსისგან

ბათუმში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისის დილის მონაცემებით, ბათუმის კლინიკა მედალფაში კორონავირუსზე სულ 3 პაციენტი მკურნალობს. ბათუმში, ბოლო 260 ტესტირების პასუხი ყველა უარყოფითია. ცხელების კლინიკებში კი ამ დროისთვის იმყოფება 29 პაციენტი. ბათუმში 260 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმში 260 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ბოლო 260 ტესტის პასუხი  უარყოფითია. ბათუმის ცხელების კლინიკებში იმყოფება 29 პაციენტი, რომელთა ტესტირების პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 17 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა და 697-ს მიაღწია. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და სულ გამოჯანმრთელებულია – 425. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 12 ახალი ინფიცირებულიდან …

ბათუმი-სარფის ახალ ავტომაგისტრალს იტალიური კომპანია დააპროექტებს

ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტირებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტრაქტორი იტალიური კომპანიაა, რომელმაც „პროექტზე მუშაობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ დაიწყო.“ „დეტალური პროექტირება 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა მუშაობა ვერ დაიწყო. პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები როგორც კი გაიხსნება, შეძლებენ ჩამოსვლას და …

მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ბათუმში მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.“ – აცხადებს …

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ოშაბათიდან განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება: [crosslist] სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ კიდევ 84 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების …

კომპენსაციის მისაღებად დასაქმებულის მონაცემების გადაგზავნა 20 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებულ პირებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო უხელფასოდ დარჩნენ, შეუძლიათ ისარგებლონ კომპენსაციის – 200 ლარის მიღების უფლებით. ამისათვის საჭიროა დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი. იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით [მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით] შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა …

დოკუმენტების გაყალბებისთვის 4 კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი, ყალბი აქტივის ხარჯზე, განაბაჟეს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი, …

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

თვითდასაქმებულებს, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, დღეიდან, 15 მაისიდან, საშუალება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და გაიარონ რეგისტრაცია, 300 ლარის კომპენსაციის ერთჯერადად მისაღებად. რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში. განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია ნახეთ ამ ბმულზე ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესავსები …

ქორწილები და ქელეხები ისევ აკრძალულია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა]. 18 მაისამდე კი, ასევე, აკრძალულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება და ანალოგიური ღონისძიებები, რაც 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთანაა დაკავშირებული. საგანგებო მდგომარეობა …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 პირი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესს – ნიშნავს თუ არა ეს დაქირავებულის ხელფასის გაზრდას

შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება. რას ნიშნავს ეს შეღავათი – კითხვები და პასუხები მთავრობისგან: ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი? არ ნიშნავს. ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს …

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან, ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება. თუმცა, ეს შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულზე გაცემული ხელფასი, თითოეულ თვეში, არ აღემატება 1 500 ლარს. ამ შეღავათის ასამოქმედებლად საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. პროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია დასამტკიცებლად. შემოსავლების …

როგორ გამოიყენებს ფერმერი აგრობარათზე დარიცხულ თანხას – 200 ქულა 1 ჰექტარზე

პროგრამა, რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. ეს პროგრამა თითქმის იგივეა, რაც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემოღებული აგრობარათები …

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში ჰოსტელებითა და საკვებით უზრუნველყოფს 

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში 550 ათასი ლარის მომსახურების შესყიდვას გეგმავს პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. საელჩოს ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების მიზანია „მსოფლიოში კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, საცხოვრებლისა და საკვების გარეშე დარჩენილი ასობით საქართველოს მოქალაქის უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ, ეს იქნება დროებითი თავშესაფარი, საკვები, მედიკამენტები, ტრანსპორტირება თუ სხვა.“ საელჩოს განცხადებით, 2020 წლის 18 მაისიდან 2020 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, დაგეგმილი …

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ 50%-იანი დაფინანსება მიიღოს 

მთავრობის განცხადებით, ფერმერებს, 2020 წლის 20 მაისიდან, საშუალება ექნებათ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საიტზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ 50%-იანი დაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოსაწყობად. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50%-იანი თანადაფინანსებით შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ტრაქტორის, ხელის მოტობლოკების და ა.შ. მეორე მიმართულება არის სასათბურე მეურნეობის მოწყობა და …

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“. მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. …

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1,6 მილიონად საკონფერენციო დარბაზს ააშენებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორსართულიან საკონფერენციო დარბაზს ააშენებს. მშენებლობისთვის ტენდერი 1 მილიონ 665 ათასი ლარით არის გამოცხადებული. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება. დოკუმენტების მიხედვით, ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზი თბილისში [მარშალ გელოვანის N6-ის მიმდებარედ], სამინისტროს ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ 2020 წლის 23 მარტს გასცა. დარბაზის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის …

როგორ შევავსოთ მონაცემები 200 ლარი კომპენსაციის მისაღებად [ინსტრუქცია]

დამსაქმებლებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, საშუალება აქვთ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციები გადააგზავნონ იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია [თვეში 200 ლარი] ეკუთვნით. ინფორმაციის გადასაგზავნად დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურის ვებპორტალიდან rs.ge  შედის თავის [გადამხდელის] გვერდზე, შემდეგ გადადის „განცხადებებში“, აქედან შედის გრაფაში – „ახალი განცხადების რეგისტრაცია“ და ძებნის გრაფაში უთითებს „ინფორმაცია …

ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 მაისს, დასრულდა. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას დეპარტამენტს ტენდერში მონაწილე შპს „მამისონი“ 14 581 880 ლარად სთავაზობს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ამიტომ, ამ ეტაპზე [შერჩევა-შეფასება] უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები …

20 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 10 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 6 795 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 20 მილიონ 385 ათას ლარს გადააჭარბა. [red_box]დაჯარიმებულთა სტატისტიკა[/red_box] ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 3 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის …

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი მეწყერმა ჩაკეტა

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [10:00 სთ] ჩაკეტილია. გზაზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, დღეს, 10 მაისს, მეწყერი ჩამოწვა. გზა ხეებითა და ლოდებითაა ჩახერგილი. „მეწყერი დიდია, კლდეა ჩამოშლილი და მაგისტრალის გასაწმენდად შესაძლოა აფეთქება გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე ტექნიკა მუშაობს შემოვლითი გზის მოსაწყობად. შემოვლითი გზა დაიწყება ქვედა მახუნცეთის ხიდიდან და უნდა ჩამოვიდეს ახალ ხიდამდე. ესეც დროებით და გადაუდებელი …

Exit mobile version