მთავარი,სიახლეები

საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ნოემბერში – ფულადი გზავნილები

15.12.2025
საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ნოემბერში – ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი თანხა, 57 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, 50 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს იტალიიდან, ხოლო 38 მილიონი აშშ დოლარი რუსეთიდან.

მეოთხე ადგილზეა გერმანია – 27 მილიონი აშშ დოლარით.

ხუთეულში ასევე შედის საბერძნეთი, საიდანაც ემიგრანტებმა 24 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს.

ფულადი გზავნილები საქართველოში – 2025 წლის ნოემბერი / წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ  ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.9% მოდიოდა,“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.8 მლნ აშშ დოლარი (99.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის ნოემბრის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3% მეტია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: