მთავარი,სიახლეები

საპატრიარქომ არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა

15.12.2025
საპატრიარქომ არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა

საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა.

„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი),  გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება,“ – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფაქსიმილე ადევს.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ხშირად აკრიტიკებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო.

მღვდელმოქმედების შეჩერებამდე 29 ოქტომბერს არქიმანდრიტი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს.

ვიცი, რომ მამა ანდრიას განკვეთა უნდოდა, მადლობა უწმინდესს, რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა – არქიმანდრიტ დოროთე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: