როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გზა სკოლისკენ – მერია სახელმძღვანელოს ქმნის სკოლებისთვის

როგორი უნდა იყოს სკოლასთან უსაფრთხო მისასვლელი, ამაზე ბათუმის მერია სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს GIZ-ის [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] დახმარებით გამოსცემს და განათლების სამინისტროს და რესურსცენტრებს გადასცემს. ბათუმში 25 საჯარო სკოლიდან 12 სკოლასთან მისასვლელი სავალალო მდგომარეობაშია. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასთან მივიდა, მოსწავლეებს ზებრა-გადასასვლელი მოახატვინა და ფოტოებიც გადაიღო. როგორც მერიაში ამბობენ, „დამონტაჟდა დროებითი ბარიერები …

„ოცნებასთან“ დაკავშირებული ღვინის კომპანიები ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ – გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2021 წელს ღვინის კომპანიებზე სახელმწიფომ 107 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. 80 კომპანიიდან 31 კომპანია „ქართული ოცნების“ მოქმედ ან ყოფილ წევრებს ეკუთვნით ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. კვლევის მიხედვით, აღნიშნულ 31 კომპანიაზე 30 343 512 ლარი გაიცა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22 პროცენტია. „კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, …

აქ ყველა ბავშვი ბედნიერია – რა ნახა ქართველმა პედაგოგმა ნორვეგიულ სკოლაში

თამთა ჯიჯავაძე „სამოქალაქო განათლების“ მასწავლებელია ამერიკულ საერთაშორისო უმაღლეს სკოლა-კოლეჯში „პროგრესში“. ის ამჟამად ნორვეგიაში იმყოფება და ეცნობა ნორვეგიული სახალხო სკოლის მოდელს. „ბათუმელებთან“ თამთა ამბობს, რომ რთულია შეცვალო ზრდასრული ადამიანების ღირებულებები და აზრები, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ იმუშაოს სკოლაში, ბავშვებთან, რადგან სწორედ ისინი შექმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. „მუშაობა რომ დავიწყე, მალევე მოვხვდი ამ პროექტში. პროგრამა არის ხანგრძლივი …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი 10 ლარი იქნება

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების ფასი იზრდება. პირველი მაისიდან ბაღში შესვლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 8 ლარის ნაცვლად 10 ლარი იქნება, უცხოელებისთვის კი – 20 ლარი. ბოტანიკურ ბაღში შესვლის ბილეთის ფასი იზრდება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვისაც. თუ აქამდე მოსწავლე 1 ლარად შედიოდა ბაღში, ახლა 2 ლარის გადახდა მოუწევს, სტუდენტი კი 2 ლარის ნაცვლად 5 ლარს გადაიხდის. „ბათუმელების“ კითხვაზე, …

რა შედეგი აჩვენა პრეტესტმა, რომელიც მენტორობის მსურველმა პედაგოგებმა დაწერეს

სკოლის პედაგოგები პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებს ელიან. წელს პედაგოგები პირველად ჩააბარებენ გამოცდას წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად. აქამდე პედაგოგები სტატუსს  კრედიტქულებითა და საგნობრივი გამოცდაში მიღებული ქულებით იმაღლებდნენ. წამყვანი და მენტორის სტატუსის მიღების მსურველმა პედაგოგებმა უკვე დაწერეს პრეტესტები. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა პედაგოგმა შეძლო 45 ქულის დაგროვება, მინიმალური – 3 ქულა აიღო ერთმა, დანარჩენმა კი …

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს იწყებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი,  პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები“, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. …

საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – რას ცვლის უკრაინის ომი სამხრეთ კავკასიაში

რა შეიცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის უკრაინის ომის დასრულების შემდეგ? რის მიღწევას ცდილობენ ეს ქვეყნები? რამდენად ემუქრება სომხეთს ახალი ომის საფრთხე? რატომ შეიძლება დაკარგოს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი? რა გეგმები აქვს აზერბაიჯანს და რამდენად რეალურია რუსეთის იმდენად დასუსტება, რომ თუნდაც უახლესი ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა საკითხებში ჩარევის უნარი აღარ ჰქონდეს? ამ კითხვებზე პასუხებისთვის …

საქართველოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ფეხბურთში – ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი დაიხარჯება

2023 წლის ივლისში საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი  იგეგმება ფეხბურთში. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება, რის გამოც, დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. „ჩემპიონატი უეფას ეგიდით იმართება. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი, ფინალიც იქნება საქართველოში, ამიტომ ინფრასტრუქტურაც უნდა იყოს უეფას სტანდარტების. …

ივანიშვილი ცოცხალია, ჯანმრთელია და დიდხანს იქნება ბედნიერად – წულუკიანი ჩანაწერებზე

რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვეს ჟურნალისტებმა კომენტარი. კითხვას, ადასტურებს თუ არა ჩანაწერი, რომ ივანიშვილი კვლავ არის ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველი, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად …

3 ათას სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობაზე თსუ-მ აუქციონი გამოაცხადა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 3 ათას სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე აუქციონი ახლახან, 18 აპრილს, გამოაცხადა. სტუდენტებს განათლების სამინისტრო სტუდენტური ქალაქის მშენებლობას ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ჰპირდებოდა. აუციონის პირობით კი, ირკვევა, რომ თუ მშენებლობა დაგეგმილ ვადაში დაიწყო, ის მინიმუმ 2027 წელს დასრულდება. სტუდქალაქი თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენდება. ტერიტორია თსუ-ს საკუთრებაშია. ორი წელია სტუდენტები ონლაინფორმატში სწავლობენ, …

უკრაინელებმა და ბელარუსებმა ბათუმში სანაპირო დაასუფთავეს

ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა და ბელარუსის რეჟიმს გამორიდებულმა მოქალაქეებმა ზღვის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს. როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა გენო თებიძე „ბათუმელებს“ უთხრა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ იქცნენ ლტოლვილებად. ასევე ისინი, რომლებიც ბელარუსიიდან ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ და ბათუმში ცხოვრობენ. „როგორც ჩეხეთში და პოლონეთში გააკეთეს მადლიერების ნიშნად, დაახლოებით ასეთი მოტივი ჰქონდათ აქაც ამ …

სტუდენტები საერთო საცხოვრებლების აშენებას ითხოვენ – მინისტრის ცრუ დაპირება

„ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“, – ამ სლოგანით გამოვიდნენ სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და გააპროტესტეს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება 2 მაისს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებაზე. აქციაზე მყოფი სტუდენტები აცხადებენ, რომ ახლა, როცა სწავლის დასრულებამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი, სჯობს სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდეს და რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს, კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ლექციებს. სტუდენტები თბილისში ბინების გაორმაგებულ …

ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეიცვალა პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები 2022-2023 სასწავლო წლისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: პირველი ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ …

აჭარის განათლების სამინისტროს თანამშრომლების ავტოავარიის საქმეზე მძღოლი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს მძღოლი, რომელიც 2022 წლის 15 მარტს ავტომანქანას მართავდა და ავარიაში მოყვა. ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბთან მოხდა, რის შედეგადაც აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია დაიღუპა, განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი კი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის …

„დავიხოცებით, მაგრამ არ დავთმობთ“ – „აზოვის“ ქართველი მებრძოლი

„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთმა დამაარსებელმა გიორგი ქუფარაშვილმა, „დროების“ ეთერში იმაზე ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში დატოვებს „აზოვი“ მარიუპოლის აზოვსტალს და რა შემთხვევა – არა. გიორგი ქუფარაშვილის თქმით, ამ დროისთვის მებრძოლების განწყობა არის ასეთი – „აზოვი“ არ აპირებს იქიდან გამოსვლას, თავის დაღწევას. ეს ბიჭები ყველანი დარჩებიან ბოლომდე“. მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკისგან იყო შეთავაზება, რომ დაეტოვებინათ მარიუპოლი, თუკი თვითონ …

„ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ“ – რატომ არ მიუწვდებათ შშმ ქალებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელი

რეგიონში მცხოვრებ შშმ ქალებს, არაადაპტირებული გარემოს გამო სამედიცინო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ეტლით მოსარგებლე შშმ ქალები არიან, რადგან ისინი ხშირად ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ აღწევენ. 42 წლის ეკა ქაჯაია ეტლით მოსარგებლეა. ის თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანში ცხოვრობს. შვილი ოთხი წლის წინ გააჩინა და გვიყვება იმის შესახებ, თუ რამდენად სტრესული იყო მისთვის სამედიცინო …

სოფელ ბეღლეთში მოტობლოკი ხევში გადავარდა – დაშავდნენ ბაბუა და შვილიშვილი

დღეს, 19 აპრილს, ხულოში, სოფელ ბეღლეთში, ერთ-ერთი მცხოვრები კუთვნილი მოტობლოკით ხევში გადავარდა. მძიმედ დაშავდა მოტობლოკის მფლობელის შვილიშვილი, დაახლოებით სამი წლის ბავშვი, რომელიც თან ახლდა ბაბუას. შემთხვევა დილას მოხდა. როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელ ბეღლეთში გურამ კახაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის ბათუმში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. „ბავშვის ბაბუას არ აქვს მძიმე დაზიანებები“, …

გამოვლინდა კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა – 19 აპრილი

Stopcov-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი. ამავე პერიოდში ჩატარდა 22 329 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 058, PCR ტესტით – 2 271 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,53%-ია. ამ დროისთვის სულ აცრილია  2 873 980 ადამიანი. დღიურად აცრილია – 992. …

მასწავლებლის საგნისა და უნარების გამოცდაზე 34 ათასი მსურველი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, 12 500-ზე მეტმა კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია. ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის …

IV-IX კლასების მოსწავლეებს კომპლექსური დავალებებით შეაფასებენ – სამინისტრო

საჯარო სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება იწყება. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრში უთხრეს, შეფასება IV-IX კლასის ჩათვლით ჩატარდება. „სადიაგნოსტიკო შეფასებას განათლების სამინისტრო ატარებს იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური სურათი. დავალებები როგორ არის შედგენილი, ვერ გეტყვით. დავალებების შედეგები არ ფასდება ნიშნით და არც სემესტრულ ნიშნებზე აისახება“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე. როგორც „ბათუმელებს“  საქართველოს განათლების …

მიწის დასამუშავებლად ფერმერები 300 ლარს მიიღებენ – ღარიბაშვილი

დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავებისთვის სახელმწიფო სუბსიდიები გაიცემა. „სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული დაწყების მიზნით, გაიცემა სახელმწიფო სუბსიდიები. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია და დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ …

სოციალურად დაუცველი ბავშვები თვეში 150 ლარს მიიღენ – ღარიბაშვილი

დღეს, 18 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 50 ლარით გაიზრდება და თვეში 150 ლარი იქნება. „პირველი ივნისიდან 150 ლარი იქნება ბავშვების სოციალური დახმარება. ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი, ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ეს გაგრძელდეს ყოველ წელს. ეს დახმარება …

რატომ ებრძვის „ალტ-ინფოს“ ისტორიის მასწავლებელი გურიიდან

„იმედგაცრუებული ვარ ჩემი ბევრი კოლეგის გამო, რადგან პედაგოგები, სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით, ყველაზე ინერტული და მდუმარე ფენაა საქართველოში“- ამბობს ირმა გორდელაძე, ლიხაურისა და ბაილეთის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი და გარემოსდამცველი. ირმა აქტიურადაა ჩართული პრორუსული მოძრაობების წინააღმდეგ. ბოლო თვეა საზოგადოებამ იგი სწორედ ამ ბრძოლისას გაიცნო. ქალბატონო ირმა, ბოლო პერიოდში ძალიან …

დღეს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში – ნადირაძე

დღეს, 16 აპრილს, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პირველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ ინფორმაცია 15:29 საათზე გაავრცელა, მოგვიანებით კი, დაახლოებით 17:30 წუთზე, მან ფეისბუკზე კიდევ ორი მებრძოლის შესახებ დაწერა. პირველად არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით კი ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავაზე. ვანო ნადირაძის ინფორმაციით, მძიმედაა დაჭრილი კიდევ …

რუბეჟნოიში კიდევ 1 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში მიმდინარე ომში. „ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია“, – წერს ვანო ნადირაძე. მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუბეჟნოიში გაწმენდის დროს დაიღუპა. არკადი კასრაძის დაღუპვამდე, რუსეთ-უკრაინის ომში 6 ქართველი მებრძოლი იყო სულ დაღუპული. სამი მებრძოლი ირპინთან …

ხვალ მართლმადიდებლები ბზობას აღნიშნავენ, მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე

ხვალ, 17 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც იესო ქრისტეს დიდებით შესვლას უკავშირდება იერუსალიმში. ამავე დღეს, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ქრისტეს აღდგომის დღეს ზეიმობენ. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე. აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება. კანონმდებლობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის …

ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბუჩაში, ქართველი ხალხის სახელით, საბავშვო ბაღის აშენება სურს. იდეა მაქარაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი რუსული აგრესიის საპასუხოდ, ომის მიუხედავად, მაინც აპირებენ დანგრეული ქალაქების ეტაპობრივად აღდგენას. „ამ დროისთვის უკვე გამოგვეხმაურა 217 ქართული კომპანია, რომლებსაც სურთ, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მიიღონ ბაღის მშენებლობაში. ზოგმა სურვილი გამოთქვა, …

რატომ ვსწავლობთ გეოგრაფიას? – ბათუმელი მოსწავლეების შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, მაია ბლიაძეს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები კითხვებს სვამდნენ მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ, გლობალურ დათბობაზე და ბუნებრივ კატასტროფებზე. ორი შეკითხვა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც დასვეს მოსწავლეებმა. მათ აინტერესებთ, თუ რა გავლენას ახდებს ომები გარემოზე, კერძოდ, გლობალურ დათბობაზე? წიგნის ავტორმა მაია ბლიაძემ, პირველ რიგში …

ექიმმა გვითხრა, რომ „ზარინით“ ვართ მოწამლულები – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქიმიური ნივთიერება „ზარინით“ არიან მოწამლულები და ამის შესახებ მათ ექიმმა დღეს განუცხადა. ნადიმ ხმალაძემ 5 აპრილს დაწერა: „რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი, ქიმიური მოწამლვა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში“. „აქამდე მხოლოდ ჩვენი ვარაუდი გვქონდა, სიმპტომებიდან გამომდინარე და დღეს უკვე ექიმმა დაგვიდასტურდა, რომ ჩვენი მოწამვლა გამოიწვია ნივთიერება „ზარინმა“, რომელიც სხვა ნივთიერებასთან იყო …

დააკავეს გორის მერიის ბუღალტერი – მან ბიუჯეტიდან 143 000 ლარი ტოტალიზატორებში დახარჯა | სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების ბრალდებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი,  მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა …

რუსებს აქვთ განწყობა, რომ აქ ყველა რუსულად დაველაპარაკებით – რას ამბობენ ბათუმში

24 თებერვლიდან ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა კი რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, 20 მარტამდე პერიოდში, საქართველოში 35 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ბათუმში ცხოვრობს, რაც განსაკუთრებით ქალაქის ცენტრშია შესამჩნევი. რა ენაზე ურთიერთობენ კაფე-ბარების, რესტორნების, სილამაზის სალონების და მომსახურების სხვა სფეროების თანამშრომლები რუსეთის მოქალაქეებთან უკრაინის ომის შემდეგ და …

ჩემს კოლეგას დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა – პაპუაშვილი

დღეს, 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ფეიბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ის მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის. „ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს. ჩემმა კოლეგამ კვლავ …

ვინ არიან აქტივისტები, რომლებიც რუსებს ბათუმში ოკუპაციას ახსენებენ

კახი გურგენიძე, ლადო ჩიბურდანიძე და ანდრია ფენი ის აქტივისტები არიან, რომლებმაც ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერეს ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ. „პუტინ ხუილო! რუსეთი ოკუპანტია! თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია. ჩვენ არ გვიხარია თქვენი დანახვა. ჩვენ თქვენ არ შეგხვდებით ღიმილით.  ჩვენ არ გენდობით. არ ვართ დარწმუნებული, რომ თქვენს …

სასამართლოს გადაწყვეტილებას საზღვაო აკადემიის არც ახალი რექტორი ასრულებს

6 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გადაწყვეტილება ყოფილმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ არ აღასრულა და, როგორც ჩანს, მის აღსრულებას არც ახალი რექტორი, მურთაზ დევაძე აპირებს. „ბათუმელები“ აკადემიის რექტორს გუშინ, 11 აპრილს, დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაჟა ანანიძის სამსახურში …

საბაკალავრო პროგრამებს მასწავლებლის მომზადების პროგრამა დაემატება

უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამებზე მასწავლებლის მომზადების მაინორპროგრამების დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ დღეს, 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებით აირჩიონ მასწავლებლის მომზადების პროგრამაც და სწავლის დამთავრების შემდეგ კონკრეტული პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლებაც. „აღნიშნული ცვლილება …

ფაშიზმზე გამარჯვება 8 მაისს უნდა აღვნიშნოთ – არმაზ ახვლედიანი

დღეს, 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტში გამოსვლისას 9 მაისთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დროა საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე არა 9 მაისს, არამედ 8 მაისს აღნიშნოს. „ხშირად გაიგონებთ ალბათ, როდის უნდა აღინიშნოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, 8 მაისს თუ 9 მაისს. მე მგონია, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენთვის აღარ უნდა …

Exit mobile version