მთავარი,სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებს მასწავლებლის მომზადების პროგრამა დაემატება

12.04.2022
საბაკალავრო პროგრამებს მასწავლებლის მომზადების პროგრამა დაემატება

უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამებზე მასწავლებლის მომზადების მაინორპროგრამების დანერგვა იგეგმება.

ამის შესახებ დღეს, 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებით აირჩიონ მასწავლებლის მომზადების პროგრამაც და სწავლის დამთავრების შემდეგ კონკრეტული პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლებაც.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას. მათ შორის STEM (ტექნოლოგიები) მიმართულების გაუმჯობესებას“, – ამბობს ამილახვარი.

გიორგი ამილახვრის თქმით, განათლების კომიტეტი ასევე იწყებს მოკვლევას ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე.

კერძოდ, სახელმწიფო ენის სწავლებასა და სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: