უკრაინაში დაიღუპა ქართველი მოხალისე, რომელიც აფხაზეთიდან იყო

დღეს, 26 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ირპენთან ახლოს, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი დაიღუპა. როგორც უკრაინაშ მყოფი ერთ-ერთი ქართველი მოხალისე „ბათუმელებს“ ეუბნება, დავით გობეჯიშვილი უკრაინაში დაახლოებით 3-4 დღეა რაც იბრძოდა, ის დაბომბვის დროს დაიღუპა. დაღუპულის მეუღლე „მთავართან“ საუბარში ამბობს, რომ დავით გობეჯიშვილი აფხაზეთიდან იყო, იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც. დავით გობეჯიშვილი დაახლოებით 50 წლის იყო. …

დახურეთ ცა! – ბათუმში მყოფი უკრაინელების პერფორმანსი

დღეს, 26 მარტს, ბათუმში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ბულვარში პერფორმანსი გამართეს. ისინი უკრაინაში ცის დახურვას მოითხოვენ, რადგან ამ დრომდე, რუსეთი უკრაინის ქალაქებს შეუჩერებლად ბომბავს. ყველაზე კრიტიკული ვითარება მარიუპოლშია. ბულვარში უკრაინელებმა სანთლებით დაწერეს – „დახურეთ ცა“, „გადაარჩინეთ ბავშვები“.    

ხულომდე მგზავრობის ფასი 10 ლარი გახდა – ტარიფები იზრდება

პირველი აპრილიდან მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გადაჰყავთ, მგზავრობის ტარიფების ზრდას ელოდებიან. მათი თქმით, თუ საწვავზე ფასებმა არ დაიკლო, ისინი ან გაჩერდებიან, ან მგზავრობის საფასურს გააძვირებენ. როგორც ბათუმელებმა“ გაარკვია, დღეს 26 მარტის მდგომარეობით, მგზავრობის ფასი მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით გაძვირებულია, სხვა მიმართულებებზე კი ჯერ-ჯერობით ძველი ტარიფია შენარჩუნებული. როგორც ბათუმის ავტოსადგურის სალაროში გვეუბნებიან, დღეს, 26 …

თბილისში უკრაინელი ბავშვებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. სამინისტროს ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას ექნებათ. ამ დროისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა ასაკის 190 უკრაინელი ლტოლვილი ბავშვია ჩარიცხული. საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინელი ხალხისა და მოსწავლეების მხარდაჭერისათვის და …

ილია II უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე სამძიმარს ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლების გამო ქვეყანას უსამძიმრებს. „სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია! აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და  ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი …

კლუბებში უცხოელებისთვის თანხების გამოძალვის ბრალდებით 13 პირი დააკავეს – შსს

შსს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ჯგუფის წევრები თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხებს ეუფლებოდნენ. შსს განცხადებით, „ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია“. „გამოძიებამ დაადგინა, რომ …

კოვიდის 658 ახალი შემთხვევა ქვეყანაში – 26 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 26 მარტს, ქვეყანაში კოვიდის 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 22 836 ტესტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.88 პროცენტია. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარაში – 37, იმერეთში – 88, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 46, გურიაში …

უკრაინის მცირე შეტევები ხელს უწყობს დიდი კონტრშეტევის მზადებას – ინტერვიუ

როგორ გამოიყურება დღეს რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლა შესაძლებლობები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბევრ მიმართულებაზე შეუძლიათ კონტრშეტევაზე გადასვლა, თუმცა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ნაკლებობის გამო ამას ვერ ახერხებენ. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა მარიუპოლზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს? უკრაინის ომიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ არსებულ ვითარებაზე …

№2 სკოლის რემონტის გამო ონლაინსწავლებაზე გადასვლას მშობლების ჯგუფი აპროტესტებს

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის რემონტის გამო მოსწავლეები ონლაინსწავლებაზე გადადიან. სკოლის გადაწყვეტილებას ზოგიერთი მშობელი აპროტესტებს, მათ მიაჩნიათ, რომ პანდემიის პერიოდში ბავშვები ისედაც დაზარალდნენ და ვერ მიიღეს ხარისხიანი განათლება. „ახლა კი ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, თითქოსდა ბავშვების ინტერესების გამო ვაკეთებთ რემონტს, მეორე მხრივ კი, ვაზარალებთ მათ ყველაზე საუკეთესო ინტერესებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, …

მარიუპოლელი ბავშვების სანაცვლოდ უკრაინელი გენერალი ოკუპანტებს ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს

უკრაინელმა პოლიციის გენერალმა ვიაჩესლავ აბროსკინმა მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ რუს ოკუპანტებს საკუთარი თავი მძევლად შესთავაზა. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქის გვერდზე წერს. „ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დავპირდი ქალაქის მოსახლეობას, რომ ომის შემთხვევაში აზოვთან ერთად დავიცავდი მარიუპოლს. აღმოჩნდა, რომ ომს ოდესაში შევხვდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვანი იყო რუსი ოკუპანტებისთვის, მაგრამ ვცდებოდი. სრულიად დანგრეულ …

ხანძარი ჯიხანჯურში – 1 ოჯახი უბინაოდ დარჩა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც მერის წარმომადგენელმა, როინ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ერთი ბინა მთლიანად დაიწვა. როინ გოგიტიძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარ ბინაში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. „ბათუმელები“ ჯიხანჯურის ერთ-ერთი მცხოვრებს მამული სურმანიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, დამწვარი ბინა აგვისტოს ომის ვეტერანს, ავთანდილ ჯაყელს ეკუთვნოდა. ხანძრის დროს სახლში ორი …

აჭარაში ტუბერკულოზის შემცირების ტენდენციაა – სამინისტრო

დღეს, 24 მარტს, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ბოლო პერიოდში აჭარაში ტუბერკულოზის შემცირების ტენდენცია აღინიშნება. სამინისტროს განცხადებით, 2030 წლისათვის  დაავადების მაჩვენებელი 90%-ით უნდა შემცირდეს. ტუბერკულოზის მკურნალობა ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება. ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში, ინტეგრირებული სკრინინგი ჩაატარა როგორც ტუბერკულოზზე, ასევე აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტსა და …

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია შეჩერდა – იქნება ახალი ტენდერი

ბათუმის მერიის განცხადებით, შპს „ზიმო 7“-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ბაგრატიონის ქუჩაზე [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოცხადდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი სატენდერო პროცედურების დასრულებამდე და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ამ ქუჩის გარკვეული ნაწილი ისევ გადაკეტილი იქნება. ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ბათუმის მერიის საქალაქო …

პედაგოგები ტრენინგებზე უფრო ავლენენ ლიდერულ თვისებებს, ვიდრე სკოლაში – ინტერვიუ

რა შედეგი აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას სკოლაში და რატომ ვერ ავლენენ ლიდერობას სკოლებში ის პედაგოგები, რომლებიც კარგად მუშაობენ ტრენინგების დროს და სიახლეებს ადვილად იღებენ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეულ ლექტორს, ეკატერინე სლოვინსკის ესაუბრა, რომელმაც ორი წელი იმუშავა სკოლის პედაგოგების გადამზადებაზე, მიმდინარე წელს კი კვლევის შედეგები …

ბათუმის მერიისა და „აჭარგანათების“ თანამშრომლობა კორუფციის რისკებს შეიცავს – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მერიის მიერ 2022 წლის 11 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში შპს „აჭარგანათებამ“ გაიმარჯვა. კომპანიამ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და ხელშეკრულება 28 963 288 ლარზე გააფორმა ბათუმის მერიასთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მერიას სატენდერო პირობები „აჭარგანათებაზე“ ჰქონდა მორგებული, რაც კორუფციის რისკებს შეიცავს. ტენდერის მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 2026 წლამდე ქალაქის განათების სისტემა Led სანათებით უნდა შეცვალოს. ასევე, …

4 ნაბიჯია საჭირო, რომ არ დაინახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის პარტნიორ ქვეყნებს Twitter-ზე მიმართა და ოთხი პირობა დაასახელა იმისთვის, რომ უკრაინაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა შეწყდეს და მარიუპოლი გადარჩეს. „ძვირფასო პარტნიორებო! 4 ნაბიჯია საჭირო იმისათვის, რომ არ დაინახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები ან არ იგრძნოთ დამწვარი მარიუპოლის სუნი სიზმარში. თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თუ ცას ვერ დახურავთ ფრთიანი რაკეტები …

„წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი“ – 57 წლის ქართველი მოხალისე უკრაინაში

„ბავშვობაში სულ ცაში ვიყურებოდი ხოლმე. ზუსტად ვიცოდი, მზე რომელი ხის თავზე ამოვიდოდა და რომელი საათი იყო. ახლა ის შემთხვევაა, როცა ცას აღარ ვუყურებ… თუ ჭურვი შენკენ მოდის, მაინც ვერაფერს მოასწრებ, ვერსად გაასწრებ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 57 წლის ნადიმ ხმალაძე, რომელიც ახლა უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ბატონო ნადიმ, როგორც ვიცით ბიზნესი გაქვთ საქართველოში. რატომ მიიღეთ …

ამ კვირაში გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 22 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ქვეყანაში კოვიდის სამკურნალო გერმანული მედიკამენტს შემოიტანენ. „ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც ფაიზერის მიერ არის შექმნილი და გამოიყენება იმ პაციენტებში, ვინც შესაძლოა პოტენციურად დამძიმდეს. ეს პრეპარატი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და მიხარია, რომ საქართველოსაც ექნება,“- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის თქმით, პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები …

PCR ტესტის გარეშე შემოსულ საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაცია აღარ ევალება

საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 22 მარტს, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ღია სივრცეებში პირბადეს ტარება 28 მარტიდან სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა საქალაქო ტრანსპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა. ასევე, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ თუ სახელოვნებო ღონისძიებებზე. დისტანციურზე მყოფი მოქალაქეები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან. …

ომის განმავლობაში კიევში 807 ბავშვი დაიბადა

უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი ომის შემდეგ, კიევში 807 ბავშვი დაიბადა. დაბადებული ჩვილებიდან 427 ბიჭია, 380 – გოგო. ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა kyivindependent-ი ავრცელებს. „ცხოვრება გრძელდება! რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის 25 დღის განმავლობაში დედაქალაქში 807 ბავშვი დაიბადა: 427 ბიჭი და 380 გოგონა. ახალშობილთა შორის 15 ტყუპია. ახალშობილებსა და მათ ოჯახებს ვუსურვებ მშვიდ ცას და ჯანმრთელობას!“ …

„ნიკოს ძალიან უყვარს ხატვა და თეატრი“ – დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, სახელმწიფო პროგრამებში, ამ დროისთვის დაუნის სინდრომის მქონე 30 ბავშვია ჩართული. ბათუმელი ნიკოლოზ ხიტირი 7 წლისაა და მასაც დაუნის სინდრომი აქვს. ნიკოლოზის დედა, ანა მახარაძე ამბობს, რომ დღეს საზოგადოების ცნობიერება ბევრად გაზრდილია დაუნის სინდრომის შესახებ, თუმცა იმისთვის, რომ უფრო ბედნიერად და ლაღად …

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორად მურთაზ დევაძე დაინიშნა

ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, მურთაზ დევაძე აკადემიის რექტორად დაინიშნა. ის მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან რექტორის მოვალეობას ასრულებდა. მასვე დაეკისრა ფოთში აკადემიის ახალგახსნილი ფილიალის საზღვაო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობაც. მურთაზ დევაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანია. „ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს …

„ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას“ – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ მოხალისეებზე

დღეს, 21 მარტს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ გამოუცხადა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მოხალისეების ოჯახებს სამძიმარი და აპირებს თუ არა მთავრობა მათ გმირის წოდება მიანიჭოს. „მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ზოგიერთი მათგანი, ჩემი ინფორმაციით, იბრძოდა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვსიტოს ომში… სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა …

ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების უმეტესობა კერძო სკოლაში ჩარიცხეს

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი 20 ბავშვია მხოლოდ ამ ეტაპზე სკოლებში ჩარიცხული. აქედან ორი ბავშვი საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, 18 კი – კერძო სკოლაში. ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, სკოლებს ამ დრომდე 30-ზე მეტმა უკრაინიდან ლტოლვილმა მშობელმა მიმართა. „უკრაინელი ბავშვები ჩაირიცხნენ კერძო სკოლაში – „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, რადგან ამ სკოლას აქვს რუსული სექტორი. საჯაროში კი, ჯერჯერობით მხოლოდ …

რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა ისევ თავისუფლად შეუძლიათ

რუსულ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა კვლავ თავისუფლად შეუძლიათ და მათთვის რაიმე შეზღუდვა სახელმწიფოს ამ დროისთვის არ დაუწესებია. შეზღუდვები ტენდერებში მონაწილეობაზე დაწესებული არ არის არც იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები უკვე დაუწესა სხვადასხვა სახელმწიფომ თუ ევროკავშირმა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საჯარო რეესტრს ასობით რუსეთის მოქალაქემ მიმართა. ისინი საქართველოში ახალ …

სპეციალური მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები გადაიდო

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიცვალა სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ვადები. ბრძანების მიხედვით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩატარდეს „არაუგვიანეს 2023 წლის პირველი იანვრისა, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩატარდეს, არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა“. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას ვერ …

რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება? – მასწავლებლის მოსაზრება

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება. დღეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია ერთ საგნად ისწავლებაი. რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე გამოტანა სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №16 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ თევზაძე საუბრობს. ქალბატონო თამარ, ფიქრობთ, რომ საქართველოს ისტორია ცალკე უნდა ისწავლებოდეს? რა შეიცვლება ამით? ეს ფაქტი, …

15 მარტს სკოლებში სწავლა განახლდება

ხვალ, 15 მარტს, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, სკოლის პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე ხვალიდან განახლდება. არადადეგების დროს ტესტირება შეჩერებული იყო. განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული წესები. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურზე 32 სკოლა სწავლობდა, დისტანციურად მუშაობდა 97 …

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს – პრეზიდენტი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. მან მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც  თავიანთი ქმედებებით სცოდავენ. „დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც, სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, …

სალომე ზურაბიშვილი მთავრობას: საზოგადოება თქვენზე ფხიზელი და მამაცია

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოხსენებით მიმართავს. „ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება, რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, ონკოლოგიური საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც  ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცთა და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების თავგანწირული ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოსა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობას და გვერდში დგომას იწვევს. …

ქართველი ბერი უკრაინაში: 2 სასულიერო პირი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს

„სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე. მათ თავიანთ მიწა-წყალზე მშვიდად უნდა ეცხოვრათ“, – ამბობს მღვდელ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც ოთხი წელია უკრაინაში ცხოვრობს და ახლაც, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, ადამიანებს დაბომბილი ქალაქებიდან გამოსვლაში ეხმარება. რომელ ქალაქში იმყოფებით …

15-20 უკრაინელ ლტოლვილს ვეპატიჟები მარტვილის სახლში – მოქალაქე

46 წლის თეა შენგელია ქალაქ მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ცხოვრობს. თეა უკრაინიდან დევნილ მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს. თეა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 15-20 ადამიანის მიღება შეუძლია. მისი თქმით, უკრაინელ დევნილებს მანამდე შეუძლიათ მის სახლში ცხოვრება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტენ წასვლას. „დიდი სახლი მაქვს, სადაც ძირითადად ჩემი მეათეკლასელი შვილი და დედა ცხოვრობს. მე და ჩემი მეუღლე …

ვწყვეტ შიმშილობას – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან დღეს, 10 მარტს, 14:37 საათზე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა. როგორც სააკაშვილი წერს, ის მე-20 დღეა, რაც შიმშილობდა. „მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო …

სკოლებში „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად გამოიყო

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფას ითვალისწინებს მე-10 და მე-12 კლასებში. ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო მოდებაძის განმარტებით, „დღევანდელი მდგომარეობით, საგანი ისტორია ისწავლება მე-7 კლასიდან მე-12 ჩათვლით, ოღონდ საქართველო და მსოფლიო ისტორია ერთად“. მოდებაძის თქმით, მეცხრე კლასის სახელმძღვანელოები ახალია, თუმცა მასაც „საქართველო და მსოფლიო ისტორია“ აწერია. …

როდის განახლდება სამგზავრო მატარებლების მოძრაობა თბილისის მიმართულებით

რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მეწყერი 7 მარტს ჩამოწვა, რის გამოც სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია. დღეს, 10 მარტს, „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „საქართველოს რკინიგზას“ ჰკითხა, რა სამუშაოები შესრულდა პრობლემის აღმოსაფხვრელად და როდის განახლდება მოძრაობა რკინიგზაზე. „გაწმენდის სამუშაოები ჩავატარეთ, გუშინ საღამოს უკვე გაწმენდილი იყო ხიდის ნარჩენებისგან გზა. როგორ ვიცი, დარჩენილი იყო ელექტროსისტემასთან …

50 და მეტი წლის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ, თუ 31 მარტამდე აიცრებიან

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის ბოლომდე გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ. მოქალაქეებისთვის თანხის ჩარიცხვას სოციალური მომსახურების სააგენტო …

Exit mobile version