ბრალდებულმა დევნილ მოქალაქეს 1000 დოლარი მოტყუებით გამოართვა – თაღლითობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირის მეშვეობით, შეძლებდა დაინტერესებული პირისთვის დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე …

თბილისში 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. უკრაინიდან ლტოლვილ მოსწავლეებს I-XI კლასის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულ სექტორზე სწავლის სურვილი 130-მა ბავშვმა გამოთქვა. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში უკრაინული სკოლა 1999 წელს საქართველოში მცხოვრები უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს მიმართვის საფუძველზე დაფუძნდა და ფუნქციონირებდა. „2011 წელს, …

რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა – ზურაბიშვილი ევროკავშირის კითხვარზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 აპრილს, საქართველოსთვის გადმოცემულ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა. „დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას, ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ, ცხადია, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მაგრამ კიდევ უფრო …

„გადადგები!“ – საქართველოში ახალი სამოქალაქო მოძრაობა იწყება

„გადადგები!“- ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი სლოგანი ახალი სამოქალაქო მოძრაობის, რომელიც დღეს, 11 აპრილს, დაიწყება თბილისში და რომლის მიზანია მოიცვას მთელი საქართველო. მოქალაქეთა ერთობა ყველა იმ მიზეზს ჩამოწერს პლაკატებზე, რის გამოც, მათი აზრით, ხელისუფლება უნდა გადადგეს. „ბათუმელები“ მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილს ესაუბრა.  ქალბატონო ცირა, რატომ გაჩნდა ამ მოძრაობის დაწყების აუცილებლობა და როგორი იქნება სტრატეგია? …

აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა

„არსებობს ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? მოდი ყველანი იქ წავიდეთ“, – ეს სიტყვები მარიუპოლის ჯოჯოხეთს გამოქცეულ 6 წლის გოგოს ეკუთვნის, რომელიც პოლონეთში, აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა, მეგი ბიბილურმა შეიფარა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსებმა ომი დაიწყეს, მეგი იმ დღიდან ზრუნავს უკრაინიდან ლტოლვილ ადამიანებზე. „ბათუმელებთან“ იმაზე ჰყვება, რაც ბავშვებმა და ქალებმა უკრაინიდან პოლონეთამდე გაიარეს. მეგი, როგორც ვიცით, …

„უკრაინაში 2 მებრძოლი დაგვეღუპა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, ფეისბუკზე წერს, რომ დღეს, 9 აპრილს, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა. „9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკრაინაში, იზუმში დაიღუპნენ დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში …

ავარია ბათუმში

დღეს 9 აპრილს, დაახლოებით 17:40 საათზე, ბათუმში მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.  

დონეცკის ოლქში მატარებლის სადგური დაბომბეს, დაიღუპა 30 ადამიანი – ზელენსკი

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა –  ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე ავრცელებს. პრეზიდენტის ინფორმაციით, სადგურში ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდებოდა. „რუსები თავიანთ არაადამიანურ მეთოდებზე უარს არ ამბობენ. არ აქვთ ძალა და გამბედაობა, რომ დაგვპირისპირდნენ ბრძოლის ველზე, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას.  …

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 1 მილიონით გაიზარდა – მთავრობა

მთავრობამ რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაუზარდა. მთავრობის ინფორმაციით, რელიგიური გაერთიანებების საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მოტივით იღებენ. აქამდე ეს თანხა 4,5 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წლისთვის კი საკომპენსაციო თანხა 1 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა გამოყოფილია რელიგიური უმცირესობებისთვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ბიუჯეტიდან ცალკე …

„ეს არის ბრძოლა რუსული ფულისთვის“ – რისთვის გააქტიურდა პატრიოტთა ალიანსი

რატომ შეახსენა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთს თავი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ელოდება თუ არა ინაშვილი-თარხან მოურავის რუსეთისადმი ერთგულებას კიდევ ერთი მარცხი საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას ესაუბრა. ბატონო ბაკურ, როგორც ვიცით, ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი რუსეთში არიან. ისინი შეხვდნენ რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის …

კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – გაერო

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. გაერო საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას. „ტემპერატურის მატება, წყალდიდობა და ექსტრემალური ნალექი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, იწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, ართმევს ადამიანებს თავშესაფარს და საარსებო წყაროს და იწვევს იძულებით მიგრაციასა და გადაადგილებას. კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ …

ექიმი დავით მურვანიძე გარდაიცვალა

ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე თვე თურქეთში მკურნალობდა. მის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონიც გაიმართა. დავით მურვანიძე აქტიურად იყო ჩართული კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში.

„არა გენოციდს!“ – უკრაინელების სოლიდარობის აქცია ბათუმში | ფოტო

დღეს, 6 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქცია – „არა გენოციდს!“ გაიმართა. სოლიდარობის აქციაზე მოსული ადამიანების თქმით, რაშიზმი უნდა დასრულდეს. აქციაზე მოსულმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნას. „პუტინ ხუილო“, „პუტინი – პირუტყვი“, – ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ ბათუმში მყოფი უკრაინელები პუტინს. მათი თქმით, რუსული ფაშისტური რეჟიმი უნდა დასრულდეს, „რადგან …

რუსულმა კულტურამ ტარას შევჩენკოს თავში ტყვია ესროლა – უკრაინელი მწერალი

უკრაინელი მწერალი და სცენარისტი ანდრეი კურკოვი twitter-ზე აქვეყნებს ტარას შევჩენკოს მონუმენტის ფოტოს, სადაც უკრაინელების ეროვნული პოეტის, ტარას შევჩევნკოს მონუმენტს ორ ადგილას აქვს ტყვია ნასროლი. ანდრეი კურკოვი წერს, რომ ამით რუსულმა კულტურამ ტარას შევჩენკოს, უკრაინის ეროვნულ პოეტს, ბოროდიანკაში, ბუჩასთან ახლოს, თავში ტყვია დაახალა. „უფრო მეტია ნაწამები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც ბუჩაში ამბობენ და დამატებით, ტყვია …

ბათუმში 4 იხვი გაუშვეს წარწერით: ბიძინა, ღარიბაშვილი და კობახიძე – ვიდეო

დღეს, 6 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ პერფორმანსი გამართა. ღია სივრცეში 4 იხვი გაუშვეს, რომლებსაც ზურგზე თეთრ ნაჭრებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლების გვარები ეწერათ. პირველ იხვს ეწერა – „ბიძინა“, მეორეს – „ღარიბაშვილი“, მესამეს – „კობახიძე“, მეოთხეს კი წარწერა არ ჰქონდა. მოედანზე გაშვებული იხვები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიჭირეს.

დადასტურდა კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა საქართველოში

Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 234 პაციენტი. სტაციონარში მკურნალობს 445 პირი. ამავე პერიოდში ჩატარდა 24 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 059, PCR ტესტით – 2 094. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,56 პროცენტია. ამ დროისთვის სულ აცრილია …

რუსებმა ლუგანსკში აზოტის მჟავას ავზი ააფეთქეს – უკრაინის საელჩო საქართველოში

საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის რუბიჟნეში ტოქსიკური აზოტის მჟავას ავზი ააფეთქეს. „რაც უკიდურესად საშიშია ადამიანის სასუნთქი ორგანოებისთვის“, – წერს საელჩო. უკრაინის საელჩო ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, სერჰი ჰაიდეიზე დაყრდნობით ავრცელებს. ___________________ ამავე თემაზე: ნადიმ ხმალაძე: 6 ქართველ მოხალისეს ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნები გვაქვს

არა გენოციდს! – 6 აპრილს ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართება

ხვალ, 6 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია – „არა გენოციდს!“ ბათუმის გარდა სოლიდარობის აქცია დაგეგმილია თბილისში, ქუთაისსა და ანაკლიაში. თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართება უკრაინის საელჩოსთან, ქუთაისში – წითელ ხიდთან, ანაკლიაში კი – ანაკლიის ხიდთან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ დაკავებული ქალაქები – ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და კიევის მთელი ოლქი …

9 ქალი ვიპოვეთ, რომლებიც გააუპატიურეს და ჩამოახრჩვეს – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

ვანო ნადირაძე უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვის. ის „ბათუმელებს“ უყვება იმ სისასტიკეზე, რაც რუსებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში და სხვა ქალაქებში ნახა. ბატონო ვანო, რა ნახეთ რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში იმაზე მეტი, რაც არ ჩანს ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მედიაში ვრცელდება? პირველი კადრი  – დახვრეტილი ველოსიპედიანი კაცი თავის ძაღლთან ერთად, პირველად მე და ჩემმა თანამებრძოლებმა …

გამოცხადდა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენა დაიწყო. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, წელს გაიზარდა საპრიზო ფონდიც და გამარჯვებული 15 ათას ლარს მიიღებს. ფინალისტები კი 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან. აპლიკაციის მიღება 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. „სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად …

დამტვრეული სანაგვე ურნები ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში დამტვრეულია თეთრი ქვის სანაგვე ურნები. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ უკვე მიმართეს პოლიციას შემთხვევის გამო. მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში პარასკევს სამი სკამიც დაამტვრიეს, რომლებიც ახლით უკვე ჩაანაცვლეს. ცენტრალურ პარკში სკამების დაზიანების შემთხვევა ადრეც იყო, პოლიციამ მაშინაც დაიწყო მოკვლევა, თუმცა ამ დრომდე უცნობია გამოძიების შედეგი. პარკში ახალი ქვის სკამები და …

ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს არ გადაიხდის – ღარიბაშვილი

დღეს, 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ეს სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. „საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადს ჩამოვწერთ. შევისწავლეთ ამ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა, კოვიდის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ეს სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, …

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. „დავით ზალკალიანი მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, იქნებოდა ეს ევროინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. აშშ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვენელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ, როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავ ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანაა სხვა …

შენი თავის აღმოჩენას, სწორად შეფასებას გთხოვენ – 17 წლის ანასტასია ჰარვარდში ისწავლის

17 წლის ანასტასია ლელაძე, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან დადებითი პასუხი უნივერსიტეტისგან რამდენიმე საათის წინ მიიღო. ანასტასია ჰარვარდში 95-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. ის ჰარვარდში პოლიტიკური მეცნიერებებს შეისწავლის. ანასტასია ქუთაისში ცხოვრობს და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სწავლობს. ანასტასია ჰარვარდამდე გავლილ „ეკლიან“ გზაზეც გვიყვება. „თბილისიდან უფრო ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდები უცხოეთში მიდიან სასწავლებლად, რეგიონებში კი, გარემოს თვალსაზრისით, უფრო …

განათლების მინისტრის ახალი სქემა 4 თვის შემდეგ

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ ცვლილებების დაანონსებიდან, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას შეეხებოდა, ოთხი თვე გავიდა. დღეს პირველი აპრილია, ამ განცხადებებიდან მეხუთე თვე დაიწყო, თუმცა განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული პასუხი, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მის მიერვე დაანონსებული რეფორმების მიმართულებით. მინისტრმა ჯერ კიდევ პირველ დეკემბერს თქვა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის …

მაშველებმა ქობულეთში დელფინი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს. დელფინი ბადეში იყო გახლართული. „მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა. სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს“, – ამბობს საგანგებო სამსახური.

მტერია, მაგრამ მაინც რთულია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი. მათი ტყვია ჯერ არ მომხვედრია, მაგრამ გავრილოვის გამო ზურგში ქართველის მიერ ნასროლი ტყვია მომხვდა. განა ჭრილობა მეტკინა, გული მეტკინა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში, ქალაქ ირპენში მებრძოლი ქართველი, ვაჟა ცეცაძე. ის ომიდან დაბრუნების შემდეგ თავის სოფელში ტურიზმის განვითარებაზე აპირებს მუშაობას. ბატონო ვაჟა, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში, რატომ მიიღეთ ომში წასვლის გადაწყვეტილება? 2002 წლიდან …

ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან „5 ნარკორეალიზატორია“. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. „ჰეროინის“, „სუბოქსინის“, „მეტადონისა” და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვა შსს-მ ფარულად ჩაწერა. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ზ.ბ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ …

ამნისტია შესაძლოა შეეხოს ლევან მამალაძეს, მაგრამ არა გიორგაძეს – სარჯველაძე

შეეხება თუ არა ამნისტიის კანონი ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძეს ან ლევან მამალაძეს, ასევე, იმ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის ბრალი აქვთ წაყენებული, თუმცა ისინი თავს აფარებენ რუსეთს ან სხვა ქვეყანას და სასჯელი არ აქვთ საქართველოში მოხდილი? – ეს კითხვები ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღეს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, …

ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში, დაიღუპა 1 ადამიანი

დღეს, 30 მარტს, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანის შემდეგ დაიღუპა.    

„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან

რა სჯობს, მშვიდობა თუ თავისუფლება, – „უკრაინელებმა დღეს დაამტკიცეს, რომ არც ილია, არც ვაჟა და არც ჰომეროსი ტყუილ-უბრალოდ არ დაწერილა და ჩვენ ისევ ვსვამთ კითხვას, ვინ არის მტერი?“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფო გოგოხია, „ბათუმელებთან“ ეროვნული ცნობიერების მნიშვნელობასა და თავისუფლებაზე საუბრობს. ქალბატონო სოფო, დღეს, ისევე როგორც ალბათ წინა წლებში, …

მარიუპოლში სკვერები მიცვალებულებითაა სავსე – ქართველი ბერი უკრაინაში

„მარიუპოლში ვერ ხერხდება დაღუპული ადამიანების დასაფლავება. იმდენად წარმოუდგენელი მდგომარეობაა, რომ ზოგს აივანზე ჰყავს თავისი მიცვალებული გამოყვანილი, რომ არ გაფუჭდეს ცხედარი და ან ცხოველებმა არ შეჭამოს. ყველა სკვერი მიცვალებულებით არის გადავსებული. ახლა იმაზეც დარდობენ, როცა დათბება, შესაძლოა ქალაქში ეპიდემიამაც იფეთქოს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში უკრაინაში მცხოვრები ბერი, ნექტარიოს მჭედლიძე. იგი ამჟამად უკრაინის ქალაქ რივნეში იმყოფება. მამა …

როცა ყველაფერი „ნაციონალების“ ბრალია

დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასების გამო  პროტესტის ნიშნად ქუჩაში გასული მოქალაქეების ორგანიზებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. საზოგადოების ნაწილი ღარიბაშვილის განცხადებას იუმორით გამოეხმაურა. „არც დღეს წვიმს უმიზეზოდ“, „რა გგონიათ, მარტში ორი კვირა რომ თოვდა, ეს თავისით მოხდა? ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა იდგა!“, „ხალხს უხარია საწვავის ფასების ზრდა, მიშა და მისი „კამანდა“ აპროტესტებს“, „აშკარად შეყვარებულია ნაცებზე, ყველგან …

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 29 მარტიდან დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაცია 29 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ: საგნის გამოცდა სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად …

ბათუმში ავარიული სახლების ადგილზე ახალი კომპლექსები აშენდება – ღარიბაშვილი

დღეს, 28 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმზეც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის მთავრობამ უკვე წარადგინა მიზნობრივი პროგრამა ბათუმში ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა დღეს დამტკიცდება. „ბათუმში მწვავედ დგას ავარიული სახლების პრობლემა. ავარიული სტატუსის მქონე სახლები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ავარიული სახლები მალე თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება და ამ პროგრამას დავამტკიცებთ დღესვე“, – ამბობს …

საწვავის ფასებთან დაკავშირებული აქცია „ნაციონალების“ ორგანიზებულია – ღარიბაშვილი

დღეს, 27 მარტს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასებზე ისაუბრა. მან საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა. „გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს მინდა განუმარტო, რომ ზოგადად ინფლაციას როცა ვახსენებთ, კოვიდ 19-ით გამოწვეული ინფლაციის ფონზე, არაერთ ქვეყანაში გადააჭარბა კი …

Exit mobile version