დამსაქმებელმა 15 წლის მოზარდს სცემა და შეურაცხყო – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს იძულებით ამუშავებდა. „არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი, 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.). არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, …

ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გვარზე რუსული დაბოლოების ჩამოშორების უფლება მიეცათ

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მათი ისტორიული გვარის დაბრუნების უფლება ექნებათ. „კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებლები აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ“, – წერს პარლამენტი. დღეს, 20 მაისს, ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეხვდა. საკანონმდებლო ინიციატივა – „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის …

ბოლო ზარი საქართველოს სკოლებში

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა მეთორმეტეკლასელებისთვის. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს რეგიონში სკოლას 4 681 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაშიც მეთორმეტეკლასელებმა ტრადიციულად მოუხატეს ერთმანეთს თეთრი პერანგები და სამახსოვრო წარწერები გააკეთეს. მეთორმეტეკლასელებს სამახსოვრო წარწერები თეთრ პერანგებზე კლასის დამრიგებელმა და სხვა მასწავლებლებმაც დაუტოვეს. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, …

სკოლის პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება

განათლების მინისტრის ბრძანებით, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება, რადგან „ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში“, – წერია მინისტრის ბრძანებაში. ამავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს. თუმცა, ამავე ბრძანების მიხედვით, პირველ კლასში ჭადრაკის …

სანაპირო დაცვის სამეთვალყურეო სისტემები განახლდა – აშშ-ს საელჩო

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს სანაპირო დაცვისთვის სამეთვალყურეო სისტემის განახლების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. „აშშ-ის ეს პირდაპირი დახმარება ასევე მოიცავდა სენსორულ აღჭურვილობასა და საკონტროლო სისტემას, რომელიც ბათუმში, ფოთსა და სუფსაში განთავსდა. აღნიშნული პროექტი მხოლოდ ნაწილია ჩვენი მიმდინარე ძალისხმევის, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს, რათა მათ დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული წყლები,“ – წერს საელჩო საელჩოს …

მდინარე ბარცხანა გალურჯდა – სავარაუდო ქიმიური დაბინძურება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარე სავარაუდოდ ქიმიური ნარჩენებისგან არის დაბინძურებული. მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქარხანა და მშენებარე ობიექტია. როგორც მდინარესთან მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, გიორგი სიხარულიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მდინარის ფერისცვლილება მან უკვე მეორედ დააფიქსირა. „გოგოლის ქუჩიდან ბაქრაძის ქუჩის მონაკვეთამდე შევნიშნე ეს ცვლილება. მდინარე არის მთლიანად ლილისფერი. არა მგონია, რომ …

ბათუმის მე-20 სკოლაში უკრაინული სექტორი გახსნეს, სადაც 100 ბავშვი ისწავლის

დღეს, 18 მაისს, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სკოლაში ასი უკრაინელი ბავშვი ისწავლის 1-4 კლასების ჩათვლით. სექტორის გახსნას ესწრებოდნენ  საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრები, ასევე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი. უკრაინელი მოსწავლეები ბათუმში განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ. უფრო ადრე უკრაინელი სექტორი თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, …

რატომ არის ნავთობის მძაფრი სუნი ბათუმში და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის?

ბათუმში ნავთობის მძაფრი სუნი განსაკუთრებით გუშინ, 16 მაისის, დღის მეორე ნახევარში იგრძნობოდა. მძაფრი სუნი არა მარტო ღია, დახურულ სივრცეებშიც კი შემაწუხებელი იყო. როგორც ბათუმის პორტში გვეუბნებიან, ნავთობის სუნი პორტში ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვისას უკავშირდება. „ნავთობტერმინალზე იტვირთება ტანკერი, ნავთობის გადმოტვირთვა მიმდინარეობს და ეს სუნი სულ იყო ბათუმში. იმიტომ, რომ ყაზახურ ტვირთს საერთოდ აქვს დიდი გოგირდიანობა, სპეციფიკური სუნია. ეს …

ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა – კაცი დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 17 მაისს, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აქვს მიყენებული. „ქალი დაახლოებით 32 წლისაა. კლინიკაში ის დღეს დილით შეიყვანეს“. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის …

„აბა, ომი გინდათ“ ლოგიკით ყველაზე ცუდი მეფე აღმაშენებელია – გაბედა და დიდგორი მოიგო

„ზოგი ამბობს, სად ევროპა და სად ნიკა გვარამია, ამან როგორ უნდა იქონიოს გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. არადა, ეს ამბავი თავშიცაა, შუაშიც და ბოლოშიც“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი.  მას დღეს, 16 მაისს, „ბათუმელები“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ბატონო ლევან, ევროკავშირმა დაახლოებით ერთ თვეში უნდა იმსჯელოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ამ დროს …

როდის იწყება მოსწავლეთა კომპლექსური დავალებებით შეფასება – სამინისტროს განმარტება

როდის ჩატარდება სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასება, კონკრეტული თარიღი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის. 18 აპრილს სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეთა შეფასება მაისში დაიწყებოდა, თუმცა დღეს, 13 მაისს, ამავე სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეფასების დაწყების კონკრეტული თარიღი უცნობია. სკოლებში ასევე აქვთ მოლოდინი, რომ დიაგნოსტიკური შეფასებისთვის საჭირო ტესტირების ნიმუშები განათლების სამინისტროსგან უნდა მიიღონ. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მოსწავლის …

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას 1 ტესტით ჩააბარებენ – ნაეკი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს  ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, ანუ 53 …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის „ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“

დღეს, 13 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ლტოლვილებს პრობლემები შეექმნათ, რადგან საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი დევნილების დახმარების ერთიანი გეგმა და შეიძლება ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა და „ეს უნდა დაინახოთ და დააფასოთ“. საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ერთიანი გეგმა – რატომ? …

პოლონეთში ზელენსკის საფოსტო მარკა დაბეჭდეს

პოლონურმა ფოსტამ (Poczta Polska) უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით მარკა გამოუშვა. მარკის შექმნის ინიციატორი ლუკაშ ვანტუჩი იყო, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საკრებულოს წევრი. პოლონური ფოსტის ხელმძღვანელის განცხადებით, სწორედ მისი შეკვეთით დამზადდა მარკა. მედიის ცნობით, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მარკა სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის გამოსახულებით. მარკა ზელენსკის გამოსახულებით 500 პოლონური ზლოტი [დაახლოებით 310 ლარი] ღირს. მისი ტირაჟი შეზღუდულია. …

მანძილის შეზღუდვის უფლება არავის აქვს, ვფიქრობ, ეს დროებითია – პედაგოგი ექსკურსიების შესახებ

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ბოლო სამი წელი აკრძალული იყო ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა, მართ შორის სასკოლო ექსკურსიებიც. შესაბამისად, ბავშვებს, ქალაქად თუ სოფლად, ძირითადად დროის გატარება დახურულ სივრცეებში ან სახლში უწევდათ. წელს, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ბევრმა სკოლამ დაგეგმა სასკოლო ექსკურსია, თუმცა ამჯერად შეზღუდვები სკოლებს განათლების სამინისტრომ დაუწესა. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვეღარ შეძლებენ ღამისთევით ტურში წასვლას, მათ მანძილიც შეეზღუდათ. …

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას არქეოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას აღმოაჩინეს უძველესი ამფორები, რომლებიც ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით IV-V საუკუნით თარიღდება. ინფორმაცია თავდაპირველად ოდესის 126-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ გაავრცელა, რომელიც გაზიარებული აქვს ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმსაც თავის ფეისბუქის გვერდზე. წყაროს ინფორმაციით, არქეოლოგიური ნიმუშები ჯარისკაცებმა სწორედ ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცეს. „ბრიგადის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში საფორტიფიკაციო სამუშაოების დროს ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 საუკუნეებით …

გემი, რომელსაც უკრაინაში მოპარული ხორბალი გადაჰქონდა, სირიაში შევიდა – AP

„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, გემი, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბალი გადაჰქონდა, სირიის პორტში შევიდა. ინფორმაციას გამოცემა სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 10 მაისს დედამიწის შემსწავლელმა ამერიკულმა კომპანიამ Planet Labs PBC-მა გადაიღო, სადაც ნაჩვენებია რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი Matros Pozynich-ი სირიაში, ლატაკიას ნავსადგურში. „ფოტოზე ასახული გემის ზომები და მისი სხვა მახასიათებლები ემთხვეოდა ტვირთმზიდი გემის …

ივანიშვილი ხორბლის სქემაშია, ის უნდა დასანქცირდეს – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 11 მაისს, ბათუმში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბლის გატანის სქემაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს. „მინდა გაგიზიაროთ დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სანქციების თავიდან არიდების სქემის შესახებ და კონკრეტული ფაქტები წარმოვადგინო. 7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე. …

„საქართველოს ფოსტამ“ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა ფასიანი გახადა

უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა „საქართველოს ფოსტით“ ისევ ფასიანი გახდა. 1 კილოგრამი ტვირთის ღირებულება 115 ლარია. ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს „საქართველოს ფოსტაში“. ოპერატორის თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უფასოდ, აქციის ფარგლებში იგზავნებოდა, ახლა კი აქცია დასრულდა. „ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნა – ეს აქცია აღარ არის, დასრულდა. მხოლოდ აქციის ფარგლებში იგზავნებოდა უფასოდ, ახლა ჩვეულებრივად შეგიძლიათ გააგზავნოთ ტვირთი ტარიფით. 1 …

ხულოდან რომ კახეთში წახვალ, 1 დღეში როგორ უნდა დაბრუნდე? – მოსწავლეები ექსკურსიის შეზღუდვაზე

განათლების სამინისტრომ სკოლებს ახალი რეგულაციები დაუწესა ექსკურსიებზე. გარდა იმისა, რომ სკოლა ვალდებულია გამართული ტრანსპორტი და კვალიფიციური მძღოლი დაიქირაოს მგზავრობისთვის, შეუზღუდა ექსკურსიის მარშრუტიც. მოსწავლეებს მხოლოდ 150 კმ-ის ფარგლებში შეუძლიათ ექსკურსიაზე წასვლა და არც ღამის თევის უფლება აქვთ. რას ფიქრობენ ახალ რეგულაციებზე სოფლად მცხოვრები ბავშვები და რა პრობლემებს შეუქმნის მათ ახალი რეგულაციები? ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში და …

აეროპორტში ჩვენი დაკითხვაზე გადაყვანა სცადეს – უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი

ოთხი ქართველი მებრძოლი – გიორგი ფარცვანია, ზაზა ბარძიმიშვილი, გიორგი გელაშვილი და კიდევ ერთი მებრძოლი კოპიტნარის აეროპორტში გააჩერეს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მის თანამებრძოლებს  პასპორტები ჩამოართვეს და ორი საათის განმავლობაში არც ტერიტორიიდან გაუშვეს. „ბიჭები დაკითხვაზე გადაიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ფარცვანიამ. მებრძოლის თქმით, აეროპორტიდან მას შემდეგ გამოუშვეს, როცა ადვოკატი და მედია ჩარია. ფარცვანია ირწმუნება, …

რუსებს წლობით დაკავებული პოზიციები დავაკარგვინეთ, საგიჟეთი მოვაწყვეთ – ქართველი მებრძოლი

ავთო ქაჯაია იმ ქართულ ოცეულშია, რომელმაც, როგორც თავად ამბობენ, რამდენიმე დღის წინ დონეცკში რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ავთო „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ შეტევის შედეგად რუსებმა წლების განმავლობაში დაკავებული პოზიციები დაკარგეს. „ეს იყო ყველაზე მაგარი ბრძოლა, რაც ყოველთვის მემახსოვრება. ნამდვილი საგიჟეთი მოვაწყვეთ, რა გავაკეთეთ ან რამ გადაგვარჩინა, ბიჭებს ახლაც გვიკვირს. იდეალურად დაგეგმილი შტურმი იყო, ოცეულის …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა 4 ადამიანი

დღეს, 9 მაისს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. _____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

უშედეგო ოპერაციებს სხვა ორგანოებს ვეღარ შევწირავ – მომეხმარეთ, მინდა ვიცოცხლო I ვიდეო

32 წლის არჩილ შაქარიშვილს ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. მან დაზიანება იმ დროს მიიღო, როდესაც მამის გადარჩენას ცდილობდა, რომელსაც სატვირთო მანქანამ გადაუარა სახლის წინ. ფეხების დაზიანების შემდეგ არჩილს გულის პრობლემებიც შეექმნა. მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს ბათუმში, თუმცა მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. „თებერვალში ინფარქტი მივიღე, შემდეგ უკვე გამირთულდა მდგომარეობა. კლინიკაში გულის უკმარისობა დამიდგინდა, ამიტომ ხელოვნურ ჟანგბადზე ვიყავი …

ზოგჯერ მინდა ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, კლასი რომ შემოტრიალდეს – პედაგოგი

როგორ შეიძლება იქცეს მასწავლებელი მოსწავლისთვის მოტივაციად და პირიქით, შესაძლოა დაუქვეითოს მოსწავლეს როგორც თვითშეფასება, ასევე გაუნელოს სწავლის მიმართ ინტერესი. სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრა „ბათუმელებს“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე. მისი თქმით, დანაშაულია, როცა მასწავლებელი მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების გადმოსახედიდან აფასებს პროცესებს, რადგან სწორედ აქედან იწყება სხვა მოსწავლეების უგულებელყოფა. ბატონო მინდია, ხშირად მოსწავლეები ერთ …

„პენსიონერი როცა ხდება ადამიანი, შშმ აღარ არის?!“ – დისკუსია ბათუმში შშმ პირთა პრობლემებზე

დღეს, 5 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების დღისადმი მიძღვნილ პანელური დისკუსია გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით. დისკუსიაში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შშმ პირები მონაწილეობდნენ. დისკუსიაში მონაწილე პირები იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რაც საქართველოში ხელს უშლის შშმ ადამიანებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში. საუბარი იყო როგორც გაუმართავ და არახელმისაწვდომ გარემოზე, ასევე ჯანდაცვის სერვისებსა და განათლების ხელმისაწვდომობაზე. შშმ …

5 მაისს ხულოში მოთოვა

დღეს, 5 მაისს, ხულოში მოთოვა. სოფელ თხილვანაში, როგორც ამ სოფლის მცხოვრები თეიმურაზ ქამადაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს. სოფელში ხეხილი აყვავებულია. როგორც თეიმურაზ ქამადაძე გვეუბნება, შესაძლოა თოვლმა ყვავილი დააზიანოს, რაც მოსავალზე აისახება. „შეიძლება მოყინოს“- გვითხრა ქამადაძემ.

12 დაპირება, რომლებიც ხელისუფლებამ საპირისპიროდ შეასრულა – ენმ-ს აქცია ბათუმში

დღეს, 4 მაისს, აჭარის მთავრობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. „12 საპირისპიროდ შესრულებული დაპირება“ – ასე ერქვა აქციას, სადაც აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ის დაპირებები გამოფინეს პლაკატებზე, რომლებიც, მათი თქმით, არ შესრულდა ან საპირისპიროდ შეასრულა „ოცნებამ“. აქციაზე წარმოდგენილი ტრანსპარანტების შინაარსი ასეთია: ივანიშვილის მთავრობამ არ შექმნა შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის ღირსეული სამუშაო ადგილები და პირობები. …

რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან წელს ტურისტებს აჭარაში

წელს ყველაზე მეტ ტურისტს აჭარაში ისრაელიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ელოდებიან. როგორც აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, წელს ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმართულებებზე მუშაობენ. „დღეს, როდესაც ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და პანდემია არ არის ჯერ კიდევ დასრულებული, ტურისტულ მიმართულებებზეც შეიცვალა მიდგომები. აუცილებელია ჩვენი რეგიონის და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო, სტაბილური, …

მახუნცეთში სპილენძის მონუმენტი გაძარცვეს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში განთავსებული მონუმენტი – „სამშობლოს სადარაჯოზე“ დაზიანებულია. მონუმენტის ნაწილი სპილენძის გარსისგან მთლიანად გაძარცვულია. როგორც ქედის მერი, როლანდ ბერიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რამდენიმე დღის წინ სავარაუდოდ ქურდობის ფაქტი მოხდა, რაზეც „დაწყებულია გამოძიება ქურდობის მუხლით“. კითხვაზე, როდისთვის აპირებს მერია მონუმენტის აღდგენას, როლანდ ბერიძემ გვიპასუხა, რომ ჯერ გამოძიებას დაელოდებიან: „ვნახოთ, როგორ იქნება და რა იქნება.“ …

ბრიტანეთის მოქალაქის თქმით, ის საქართველოში რასისტული მოსაზრებით არ შემოუშვეს

2022 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს და ანთროპოლოგ აიდა ბალაფკანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ის დაუყოვნებლივ დეპორტირებული იქნა დიდ ბრიტანეთში, მიუნხენის გავლით, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე. აიდა ბალაფკანი მეუღლესთან, სოციალურ ანთროპოლოგ, დოქტორ სტეფან უილიამსონ ფასთან ერთად მოგზაურობდა, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. აიდა წერს, რომ მის მეუღლესთან მესაზღვრეებს კითხვები არ ჰქონიათ, ის საქართველოში უპრობლემოდ …

10 კილოგრამი ჰეროინის შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ​ე.მ. დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, …

სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია

WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, 2021 წელს ჩაატარა „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, რომლის მიზანი ისტორიის და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევამ აჩვენა, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ …

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავტობუსი დაინიშნა

ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავტობუსი დაინიშნა. მუნიციპალური ავტობუსი ქობულეთის ავტოსადგურიდან გამოვა და ბათუმის ავტოსადგურში გაჩერდება. ავტობუსი დღეში სამ რეისს შეასრულებს. „მოთხოვნა იყო მოსახლეობიდან, ასევე, სტუდენტები ითხოვდნენ ავტობუსის დანიშვნას და ამიტომ გამოვნახეთ სახსრები და შევაკეთეთ ავტობუსი. ყვითელი ავტობუსი ივლის. დამატებითი რეისი სადგურიდან-სადგურამდე იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება ქობულეთიდან ბათუმამდე 80 თეთრია. ავტობუსი ქობულეთიდან გამოვა დილის 09:00 საათზე, შემდეგ …

ხარკოვის ოლქში გავჭერით ალყა, მალე რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავლენ – ვანო ნადირაძე

„მესამე დღეა კონტრშეტევებზე ვართ გადასული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვანო ნადირაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაშია ომის დაწყების დღიდან. ის ამჟამად ხარკოვის ოლქში იმყოფება, სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად. „ალბათ იცით, რომ იზიუმთან, ხარკოვის ოლქში, გავჭერით ალყა, ხარკოვის აღმოსავლეთით 4 სოფელია უკვე გათავისუფლებული და, ფაქტობრივად, შეტევაზე ვართ გადასული. ალბათ იცით, რომ იზიუმთან კიდევ ერთი რუსი გენერალია მკვდარი და …

პირბადის გამოყენება მხოლოდ ტრანსპორტში და საავადმყოფოებში იქნება სავალდებულო

დღეს, 2 მაისს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირბადის ტარება დღეიდან მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. „შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის სიტუაცია დასტაბილურდა. დღეს 52 შემთხვევა გვქონდა, ძალიან მშვიდი ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება,“ – თქვა ღარიბაშვილმა. …

Exit mobile version