Batumelebi | მასწავლებლის საგნისა და უნარების გამოცდაზე 34 ათასი მსურველი დარეგისტრირდა მასწავლებლის საგნისა და უნარების გამოცდაზე 34 ათასი მსურველი დარეგისტრირდა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

მასწავლებლის საგნისა და უნარების გამოცდაზე 34 ათასი მსურველი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, 12 500-ზე მეტმა კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია.

ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. „ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევდა საგნის გამოცდას.

საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ იყო შეზღუდული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება კი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს ჰქონდა“.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, არაქართულენოვან მასწავლებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ მშობლიური ენის გამოცდა. მათთვის ტესტები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა.

470-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა სომხური ენის გამოცდაზე, 380-მდე კი – აზერბაიჯანული ენის გამოცდაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com