ენდობით პუტინს, დაგპირდათ ის ტერიტორიების დაბრუნებას? – რა ჰკითხეს ღარიბაშვილს ყატარში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. მას გამოსვლისას კითხვები დაუსვეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე. მისი თქმით, 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მსოფლიოს არ ჰქონია ისეთი რეაქცია, როგორც ეს აქვს უკრაინის შემთხვევაში. „მაშინ მსოფლიოს არანაირი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის. იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული …

ვინ არის ოლიგარქი და რას უნდა უკრძალავდეს მას კანონი – ინტერვიუ

ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობები წამოუყენა. ჩამონათვალში მე-5 პუნქტად მითითებულია დეოლიგარქიზაცია. „განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“, – წერს ევროკომისია ვალდებულებების ჩამონათვალში. რას გულისხმობს კონკრეტულად ეს პირობა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ამ პირობების შესასრულებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა. ბატონო ლევან, რამდენად შესაძლებელია შემჭიდროებულ …

დამიჯერეთ, უკრაინა გაიმარჯვებს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე – ვანო ნადირაძე

ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე უკრაინაში მიკოლაევი-ხერსონის ფრონტზე იბრძვის. ამ რეგიონის მთავარი ქალაქი, ხერსონი ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიპყრო რუსულმა არმიამ. ახლა უკრაინის არმია ცდილობს რეგიონი გაწმინდოს ოკუპანტებისგან, ექსპერტების თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღებას მიიღებს. თავად ვანო ნადირაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ძირითადი ომი სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება უკრაინის …

დაიღუპა 1 ბავშვი – ბათუმში ავტომობილი 2 ბავშვს დაეჯახა

დღეს 18 ივნისს, ბათუმში ტაბიძის ქუჩაზე ავტომობილი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შსს ინფორმაციით გარდაიცვალა ერთი, 10 წლამდე ბავშვი, მეორე კი დაშავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არის ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის …

ოკუპირებულ ხერსონში ციხის უფროსის ავტომანქანა ააფეთქეს

УНИАН-ის  ინფორმაციით, ხერსონში აფეთქდა ავტომანქანა, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ციხის უფროსი ევგენი სობოლევი იმყოფებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ის ოკუპანტებთან თანამშრომლობდა. წყაროს ცნობით, ავტომანქანა დროებით ოკუპირებულ ხერსონში სენიავინის ქუჩაზე აფეთქდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ხეზე იყო მიმაგრებული. „უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ყოფილმა აგენტმა ევგენი შევჩენკომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად, 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიის ხელმძღვანელი ევგენი სობოლევი ლიკვიდირებულია. ჩვენ …

18 ივნისის მონაცემებით რუსებმა უკრაინაში 323 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 18 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 323 ბავშვია მოკლული. უკრაინის არასრულწლოვანთა პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 323 ბავშვი და დაშავდა 583-ზე მეტი. ▪️ 16 ივნისს ზაპოროჟიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, პოლოგის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მტრის რაკეტის აფეთქების შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა. ▪ 17 ივნისს მიკოლაივის ოკუპანტების მიერ დაბომბვისას …

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა – EECMD

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, თავიდან აარიდოს ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება და მთელი ძალისხმევა მიმართოს საჭირო რეფორმების განხორციელებისკენ“-ამ განცხადებას დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაცია ავრცელებს. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია – აღნიშნული მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო სტრუქტურებს, უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება. „თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები …

20 ივნისს უნდა ისმოდეს ბათუმის ხმა, ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად – მოქალაქეები

ბათუმში, 20 ივნისს, თბილისის პარალელურად გაიმართება აქცია, – #შინევროპისკენ #წინევროპისკენ, რომლის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. „გვსურს ბათუმიდან ისმოდეს ხმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული მომავალი. ორშაბათს, 19:00 საათიდან ცენტრალური პარკის კოლონადებთან ველოდებით ადამიანებს ყველა ასაკის, პროფესიის, სამუშაო ადგილის თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად. ასევე, საჯარო მოხელებს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს,  რელიგიური კონფესიების …

ევროკავშირმა გვითხრა თავისი სათქმელი, დანარჩენი ქართველ ხალხზეა – ინტერვიუ

დღეს, 17 ივნისს, ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე უარი უთხრა, თუმცა ასევე მოაყოლა პირობების გრძელი ჩამონათვალი. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში აქვს. რამდენად შესრულებადია ევროკომისიის მოთხოვნები და კიდევ უფრო ხომ არ გააძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებელს და „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრს, სერგი კაპანაძეს. …

„ორბი“ ფანჯრებთან კედელს გვიშენებს – აქცია ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით

დღეს, 17 ივნისს, ბათუმის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. ისინი სამშენებლო კომპანია „ორბის“ მშენებლობას აპროტესტებენ თავიანთ უბანში. მოქალაქეები ბათუმის მერთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა მათ მერიიდან  ჯერ არავინ დაკონტაქტებია. შესაბამისად არ იციან, მოახერხებენ თუ ვერა არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას. მოქალაქეების თქმით, ამ უკანონო მშენებლობას თუ მერია დააკანონებს, მათ მზის შუქი არასდროს აღარ ექნებათ, …

საბავშვო ბაღის წინ დაზიანებული ჭიდან კანალიზაცია ქუჩაში მიედინება

ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 27-ე საბავშვო ბაღის წინ, შესასვლელთან, საკანალიზაციო ჭა დაზიანებულია, რის გამოც ჭიდან დაბინძურებული წყალი ბაღის შენობის წინ, ქუჩაში მიედინება. როგორც საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ჭა დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაშია, „თუმცა ჭა არ არის უშუალოდ ბაღის ტერიტორიაზე, ქუჩაშია, ამიტომ ბათუმის წყალმა უნდა მოაგვაროს ეს საკითხი.“ „ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯავახიშვილის ადმინისტრაციული სერვისცენტრის ხელმძღვანელს და ჰკითხა, რატომ …

საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის რეგისტრაცია იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ივლისიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია იწყება ავტორიზაციაზე. 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციას. დაწესებულებები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, საბავშვო ბაღების ავტორიზაცია რეფორმის ნაწილია, რომელიც სკოლამდელ …

დააკავეს მამა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა

შსს-ს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა. გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, …

65-65 ათასი ლარით დააჯარიმეს 3 გემი, რომლებმაც შავი ზღვა დააბინძურეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 65-65 ათასი ლარით დააჯარიმეს გემები, რომლებმაც ბათუმსა და ფოთში შავი ზღვა დააბინძურეს. „გამოვლინდა შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი. პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურმა თანხამ კი, 64 …

დადგენილია პირი, რომელმაც ბათუმის დელფინარიუმს Z დაახატა – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, რომელმაც 10 ივნისს ბათუმის დელფინარიუმის შენობაზე პუტინის ომის სიმბოლო – „Z“ დაახატა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს, დადგენილი პირი საქართველოს მოქალაქეა თუ უცხო ქვეყნის. სიმბოლო „Z“, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 2022 წლის თებერვლიდანვე გამოჩნდა. სიმბოლო გამოსახულია რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ …

მთავრობის მიერ გაფუჭებული საქმეები – რა შეეძლო პრეზიდენტს და არ გააკეთა

„ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე. ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მთავრობამ მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯები, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული და რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეზოლუციაში. სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა კონკრეტული საკითხები, რომლებიც, მისი აზრით, აზიანებს ქვეყნის მომავალს ევროინტეგრაციის გზაზე და „ქართული ოცნება“ ამას შეგნებულად …

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა. „ლაბორატორიული კვლევების შედეგად  დადასტურდა  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა …

ახალი სასწავლო ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

„განათლების კოალიცია“, „გაეროს ბავშვთა ფონდი“ და  „საერთაშორისო პლატფორმა CK-12“  სკოლებისთვის ახალ ინიციატივას იწყებენ. უნდა შეიქმნას „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“, რომლის მიზანი CK-12-ის რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 60 საჯარო სკოლა და პროექტის დასკვნით ეტაპზე გამორჩეული პრაქტიკის მქონე 10 მათგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. „განათლების კოალიციის“ ინფორმაციით, ამ ქსელში ის სკოლები ჩაერთვებიან, …

შშმ პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს – სახალხო დამცველი

დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება. სახალხო დამცველი ამ დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ დაძლია სახელმწიფომ შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვისთვის. მისი თქმით, …

აშშ-ის საელჩო რუსული ტანკის ფოტოს აქვეყნებს მოპარული უნიტაზით – „რუსული დეზინფორმაცია“

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საელჩოს მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ. ფაქტები კი ასეთია: 1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში …

საქართველოში კოვიდის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო ერთ კვირაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან კოვიდის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში. ამავე პერიოდში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 3 პაციენტი. გასულ 7 დღეში ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით. დადებითობის 7-დღიანი მაჩვენებელი  0.51 პროცენტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი.

ივანიშვილი ქართველი ხალხია, თუ ერთი ჯგუფის კარიკატურული ბელადი? – ინტერვიუ

„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ასევე მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ორკესტრირებულად იმეორებენ, რომ „ასეთი“ ანუ ივანიშვილის დამსანქცირებელი ევროპა არ უნდათ. ამ უარს კი ისინი „ქართველი ხალხის“ სახელით იტყვიან. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველო და ქართველი ხალხი? – ამ თემაზე საბჭოთა წარსულის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა …

რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ-ს მეორე ფრონტის გახსნა სურდეს – კელი დეგნანი

დღეს, 13 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს 30-წლიან თანამშრომლობას ეძღვნებოდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა გახდა ანტიდასავლური, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს ცვლის? – ვკითხეთ შეხვედრაზე კელი დეგნანს. ელჩის განცხადებით, 30 წელია …

მართვით სუნთქვაზეა ახალგაზრდა, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა

20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ, 12 ივნისს, ბათუმში „DS გრუპის“ სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა, ისევ მძიმეა. დაშავებული ბათუმში საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა თავის არეში. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და „მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც მძიმეს“. მშენებარე კორპუსი კობალაძის 16 ნომერში მდებარეობს.  მოქალაქეს მშენებლობიდან …

ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს. მას აქვს 2 არჩევანი – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან 

„ახლა ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს, ერთგვარ აფექტშია“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მას „ბათუმელებთან“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის პირით გახმოვანებულ პოზიციაზე ვკითხეთ – რომელმაც თქვა, რომ თუკი EU სტატუსს „უსამართლო ვალდებულებებით“ მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ სტატუსზე. ბატონო გია, აქამდე თითქმის არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირში გაიხსნებოდა დისკუსია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. ახლა …

ხუნდაძის აბსურდულმა განცხადებამ ცხადყო, რომ „ოცნებას“ ევროკავშირის წევრობა არ სურს – ნაკაიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, მისი კოლეგის, „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა ფეისბუქში. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა დეპუტატმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვალდებულებებით მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას. „დღეს დიმიტრი ხუნდაძის აბსურდულმა განცხადებამ ცხადყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრობა არ სურს. ადრეც იყო კულუარული საუბრები, რომ …

ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნაზე ბიუჯეტიდან 328 535 ლარი დაიხარჯება

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება და ღონისძიება 20 ივნისამდე გაგრძელდება. ღონისძიებებისთვის მთლიანობაში 328 535 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, 90 ათასი ლარი ბათუმის, ხოლო 238 535 ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თანხა ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით, დაიხარჯება. დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება. აღნიშნული თანხებით გათვალისწინებულია საზაფხულო დეკორაციების – კერძოდ, ფერადი ტილოების, …

ბათუმში დელფინარიუმს პუტინის ომის სიმბოლო – Z დააწერეს

ბათუმის დელფინარიუმის შენობას რამდენიმე ადგილზე პუტინის ომის სიმბოლო – „Z“-ი დაახატეს. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, შენობა აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით. შესაბამისად, პოლიციამ უნდა შეძლოს იმ პირის თუ პირთა ჯგუფის დადგენა, ვინც რაშიზმის სიმბოლო დახატა დელფინარიუმის კედელზე. როგორც „ბათუმელებს“ ადმინისტრაციაში უთხრეს, ამ დროისთვის დელფინარიუმის კედელი გადაღებილია და მიმდინარეობს მოკვლევა. „ინფორმაცია გადავეცით შს სამინისტროს, ამოღებულია მასალები. სხვა დეტალების …

რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია რას ედავებიან – კობახიძე

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. რეზოლუციას დღეს, 9 ივნისს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედიის თავისუფლებამ ფუნდამენტური პროგრესი განიცადა. „როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, …

ჩემს შვილს საბავშვო ბაღში სცემეს, ხელმძღვანელობა მის უსაფრთხოებას ვერ იცავს – მშობელი

5 წლის ბიჭის დედა, მარი გ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მის შვილს, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში სწავლობს, თანატოლებმა სცემეს. მან ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოგვიგზავნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს რამდენიმე ბავშვი ერთს. დედა ამბობს, რომ ვიდეო გუშინ დღის მეორე ნახევარშია გადაღებული. „მე იტალიაში ვარ, თუმცა საბავშვო ბაღის ვიდეოთვალთან მაქვს წვდომა და ასე ვაკვირდები …

უკარაინის დასახმარებლად ლადო აფხაზავამ 700 000 დოლარი შეაგროვა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის მეშვეობით 700 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად დედის სახსოვარ ოქროს ბეჭედს და იმ ოქროს მონეტას ყიდდა, რომელიც მას მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე გადასცეს. „უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად …

რას მისცემს სკოლებს სამოქალაქო განათლების ახალი, ხუთწლიანი პროგრამა

საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ი და USAID-ი ქართულ საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ახალ, ხუთწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამის მიზანია სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარება, სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას. საქართველოს მასშტაბით პროექტში 650 სკოლაა ჩართული. აქედან 70 სკოლა აჭარიდანაა. პროგრამა ითვალისწინებს VII-XII კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის …

კაცმა უნდა გაიგოს, რომ ქალი თავისუფალი ადამიანია – კორძაია ქალების მკვლელობაზე

2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. ასევე გაზრდილია ქალთა მკვლელობის მცდელობის ფაქტებიც. ხშირად ქალებს მეუღლეები თუ ყოფილი მეუღლეები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ კლავენ. ფემიციდის ორი შემთხვევა გვქონდა სულ ახლახან, მაისში, როცა ქალები დამამძიმებელ გარემოებაში მოკლეს. ქალებს ვერ იცავს სახელმწიფო. 2016 წელს პარლამენტის წევრებმა – თამარ ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ ინიციატივა წარადგინეს, რომელიც კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად …

ბათუმიდან გოგოს გამტაცებელ პირს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც ბათუმიდან 19 წლის გოგო გაიტაცა. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ახალგაზრდა გოგო ავტომობილით ბათუმიდან გუშინ წაიყვანეს. შსს-ს ცნობით, ავტომობილი გადაადგილდებოდა ზუგდიდში, სადაც ზუგდიდის საპატრულო პოლიციამ გააჩერა და გატაცებული გოგო გაათავისუფლა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 2-იდან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კობახიძემ პარლამენტში ძმებ ბერძენიშვილებზე სიძულვილის ენით ისაუბრა

დღეს, 7 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას ძმებზე, ლევან და დავით ბერძენიშვილებზე თქვა, რომ ისინი ისტორიული პიროვნებების კრიტიკით „ეროვნულ იდენტობას ებრძვიან“. „მათ გამოარჩიეს რამდენიმე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობის დაკნინებას. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ …

მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა კი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. 12 500-ზე მეტმა მასწავლებელმა წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის გამოცდა …

Exit mobile version