ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა 35 094,4 ლარის საბაჟო ღირებულების 374,62 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის …
Author Archives: ლელა დუმბაძე
საჯარო უწყებებმა ქვეკონტრაქტორების აყვანის მანკიერი პრაქტიკა არ შეცვალეს – TI
„სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქვეკონტრაქტორი კომპანიების აყვანის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ორგანიზაციის განცხადებით, ეს პრაქტიკა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დამატებით კორუფციულ რისკებს და საჯარო ფინანსების მანკიერი მართვის პრაქტიკას აძლიერებს. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში და პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს. …
Continue reading “საჯარო უწყებებმა ქვეკონტრაქტორების აყვანის მანკიერი პრაქტიკა არ შეცვალეს – TI”
ვის დისკრედიტაციაში იხდის ფულს „ქართული ოცნება“
„დაფინანსებულია ქართული ოცნების მიერ“ – ამ წარწერას დაინახავთ ყველა გამოქვეყნებული პოსტის ზემოთ, რომლებიც ფეისბუქგვერდ „სინამდვილეში“ ქვეყნდება. შინაარსის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი გვერდი ძირითადად კრიტიკული მედიის, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევა. გვერდზე გამოქვეყნებულ ყველა პოსტს „ქართული ოცნება“ არეკლამებს, 149 ასეთი პოსტის რეკლამირებაში კი 7 503 დოლარი გადაიხადა. ფეისბუქგვერდი …
Continue reading “ვის დისკრედიტაციაში იხდის ფულს „ქართული ოცნება“”
ხულოში გზაზე კლდე ჩამოიშალა
ხულოში, სოფელ ბეღლეთისა და დიოკნისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ და გვაცნობებენ, როდის გაიწმინდება გზა და რა სამუშაოები ჩატარდება.
ბათუმის ცენტრალურ პარკში საკურას ხეები დაავადდა
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბის მარჯვენა მხარეს გაშენებული საკურას ხეები დაავადდა. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში უთხრეს, საკურას მავნებელი მწერი, ამერიკული პეპელა გაუჩნდა. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, მავნე მწერების წინააღმდეგ მცენარეებს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე წამლავენ. „მცენარეები ბიფეტრონის შემცველი ინსექტიციდით იწამლება. 20 დღეა, რაც შევნიშნეთ დაავადება და პერიოდულად უტარდება მცენარეებს შეწამვლა,“- გვითხრეს მერიაში. მერიის …
Continue reading “ბათუმის ცენტრალურ პარკში საკურას ხეები დაავადდა”
„ხიდი დაგვრჩა ჰაერში“ – ქედაში ამბობენ, რომ ინერტული მასალის ამოღებამ ხიდს საფრთხე შეუქმნა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში (ბელტური), დუმბაძეების დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი დაახლოებით სამი წლის წინ ააშენეს, რაზეც ბიუჯეტიდან ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თუმცა, როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები გვეუბნება, ხიდი დაზიანების საფრთხის წინაშეა ინერტული მასალების ამოღების გამო. „რამდენიმე წელია ხიდის ირგვლივ ინერტული მასალის მოპოვება მიმდინარეობს, თავიდან ხიმინჯები დაფარული იყო წყლით და ინერტული მასალაც ამაგრებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც …
PHR: ბავშვებს შიათ და სტკივათ – სასამართლომ 9-10 წლის უკრაინელი ბავშვების საჩივარი არ დააკმაყოფილა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ქართულმა სასამართლომ ორი მცირეწლოვანი უკრაინელი ლტოლვილი ბავშვის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ბავშვებს ამ დროისთვის არ აქვთ საკვები, თავშესაფარი და აქვთ ფიზიკური ტკივილი, რისთვისაც ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას. ბავშვების უფლებებს სასამართლოში აღნიშნული ორგანიზაცია იცავდა. „ორგანიზაციაში ათი იურისტი ვართ და ათივეს გვიჭირს იმის გაგება, რატომ თქვა სასამართლომ …
აგვისტოს ომში დაღუპული მაიორის შვილი: ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა
18 წლის ლუკა დოლიძე აგვისტოს ომის გმირის, მაიორ შალვა დოლიძის შვილია. ლუკა აპირებს, რომ მამის მსგავსად თვითონაც სამხედრო საქმეს გაჰყვეს და სწორედ ასე იზრუნოს მისი სამშობლოს უსაფრთხოებაზე. როცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველო დაბომბა და ომი დაიწყო, ლუკა მხოლოდ 4 წლის იყო. მაშინ არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ერთ დღესაც მამის საქმეებით და მისი სახელით იამაყებდა. …
ჩვენთან ომი ტყვიის გასროლის გარეშე დაიწყო – აგვისტოს ომის ვეტერანი ოფიცერი
ნათია გუმბერიძე აგვისტოს ომის ვეტერანია. უფროსი ლეიტენანტი, ახლა სახლში უმუშევრად ზის და იმ ტკივილზე გვიყვება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის გამო გადაიტანა. „ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, როცა ფორმის გახდა მომიწია,“ – ამბობს ნათია „ბათუმელებთან“. ის აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსეთთან წარმოებული პოლიტიკის გამო, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ომში დაღუპული გმირების მსხვერპლს ფასს …
Continue reading “ჩვენთან ომი ტყვიის გასროლის გარეშე დაიწყო – აგვისტოს ომის ვეტერანი ოფიცერი”
„ხელისუფლებამ ქსენოფობიით სპეკულირება დაიწყო“ – შიში სახელმწიფო უსაფრთხოებაზე
საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ბოლო დღეებია აკრიტიკებენ იმ ადამიანებსა და ჯგუფებს, ვისაც აშინებთ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში „უკონტროლო შემოსვლა“. ხელისუფლება ამ შიშს აფასებს როგორც ქსენოფობიას და შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებასაც გეგმავს. ბოლო წლებში ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიის წყარო, განსაკუთრებით აზიური ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, არაერთხელ გამხდარა თავად ხელისუფლება. რა შეიცვალა ახლა? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რუსეთის მოქალაქეების …
Continue reading “„ხელისუფლებამ ქსენოფობიით სპეკულირება დაიწყო“ – შიში სახელმწიფო უსაფრთხოებაზე”
პარკინგად და სავაჭრო დახლებად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში
ბათუმის ევროპის მოედანი სავაჭრო ცენტრად იქცა. რამდენიმე თვეა მოედანზე წრიულად არის განთავსებული სავაჭრო დახლები, სადაც სხვადასხვა ნაწარმი იყიდება, მათ შორის, ტანსაცმელი და საკვები. ამ დრომდე ევროპის მოედანზე სხვადასხვა კონცერტი იმართებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, ყოველ პარასკევს უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა. გარდა იმისა, რომ დახლების გამო მთლიანად გადაფარულია მოედნის სივრცე, ვეღარც შადრევანი ფუნქციონირებს, რომელიც მოედნის …
Continue reading “პარკინგად და სავაჭრო დახლებად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში”
ის, რომ რუსეთს უნდა შევეტენოთ, კეთდება მიზანმიმართულად – ინტერვიუ
საქართველოში ბოლო ექვს თვეში რუსეთიდან 247 000 ვიზიტორი შემოვიდა. ბათუმსა და თბილისში გაიხსნა რუსულენოვანი კაფეები, სადაც ქართულად ვერ გემსახურებიან. ბიზნესი აქტიურად იყენებს ოკუპანტი ქვეყნის ენას რუსი ტურისტების მოსაზიდად. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ეკონომიკა წინ მიდის, თუმცა ამის პარალელურად იზრდება ქვეყნიდან წამსვლელი მოქალაქეების რაოდენობა. რას მოუტანს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა ქვეყანას, რა საფრთხეები შეიძლება ამას ახლდეს …
Continue reading “ის, რომ რუსეთს უნდა შევეტენოთ, კეთდება მიზანმიმართულად – ინტერვიუ”
„შუამთობის“ დღესასწაულის ორგანიზებაზე წელს 155 900 ლარი დაიხარჯება
წელს „შუამთობის“ დღესასწაული ბეშუმსა და ჩირუხის მთაზე 6-7 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებებისთვის 155 900 ლარი დაიხარჯება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან. შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ჩირუხსა და ბეშუმში გასამართი ღონისძიებები თითქმის იდენტურია. აღნიშნული თანხა დაიხარჯება ღონისძიებების მოწყობაში. უნდა მოეწყოს სცენა, დამონტაჟდეს მონიტორი და ა.შ. ასევე, სცენის წინ უნდა მოეწყოს დასაჯდომი სივრცე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 000 ლარია …
Continue reading “„შუამთობის“ დღესასწაულის ორგანიზებაზე წელს 155 900 ლარი დაიხარჯება”
„სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო 56 პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ე.წ „სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. დარღვევები 22 აფთიაქში გამოვლინდა, მათ შორის, აჭარაშიც. „2022 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა …
Continue reading “„სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო 56 პირი პასუხისგებაში მისცეს”
ცვლილება სტუდენტების მობილობის წესში – მინისტრის ბრძანება
განათლების მინისტრის ბრძანებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის წესში ცვლილება შევიდა. ცვლილება შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც სხვა სასწავლებლებში აპირებენ მობილობას. ბრძანების მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის შეცვლის შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას კი სტუდენტი ვალდებულია …
Continue reading “ცვლილება სტუდენტების მობილობის წესში – მინისტრის ბრძანება”
ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა
სექტემბრიდან ქედასა და შუახევში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ხანდაზმულები შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებას მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის დაგეგმილი იყო აბილიტაცია-რეაბილიტაცის ცენტრის გახსნა, თუმცა ხულოს მერიამ ცენტრისთვის ფართობი არ გამოყო და ხულოს მუნიციპალიტეტი პროექტს გამოეთიშა. ხულოს მერიამ დაახლოებით 20 შშმ პირი აღნიშნული მომსახურების გარეშე დატოვა. პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები …
Continue reading “ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა”
„ლელო” რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს
პოლიტიკური პარტია „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. პარტიის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას უკრაინის ომის შემდეგ, როცა დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა. „ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების …
Continue reading “„ლელო” რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს”
17 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომელმაც ბათუმის ციხეში თანასაკნელი დაჭრა
პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის, მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო …
Continue reading “17 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომელმაც ბათუმის ციხეში თანასაკნელი დაჭრა”
უკრაინიდან ლტოლვილი 30-მდე ოჯახი ბათუმში ღია ცის ქვეშ რჩება
უკრაინიდან ლტოლვილი რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ქობულეთსა და გონიოში, სასტუმროებში იყვნენ გაჩერებულნი, ღია ცის ქვეშ რჩებიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ სასტუმროები დღეს, პირველ აგვისტოს, უნდა დატოვონ. სახელმწიფფო ლტოლვილებს 300 ლარს გადაუხდის. ლტოლვილების თქმით, ამ თანხით საცხოვრებელი ბინების მოძიება ბათუმსა და ქობულეთში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მათ კი სხვა შემოსავალი არ აქვთ. უკრაინელ ლტოლვილებთან იმყოფება პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი, …
Continue reading “უკრაინიდან ლტოლვილი 30-მდე ოჯახი ბათუმში ღია ცის ქვეშ რჩება”
ქართულისა და ოსური ენის გამოცდის შედეგები დღეს გამოქვეყნდება – გამოცდების ცენტრი
დღეს, პირველ აგვისტოს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას იწყებს. აბიტურიენტებმა დღეს დილიდან უკვე მიიღეს შეტყობინებები თავიანთი შედეგების შესახებ. დღეს ცნობილი იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები. საბოლოო შედეგები კი გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის, ასევე, ოსური ტესტის მაქსიმალური …
Continue reading “ქართულისა და ოსური ენის გამოცდის შედეგები დღეს გამოქვეყნდება – გამოცდების ცენტრი”
ხულოში ავარიის შედეგად 26 წლის კაცი დაიღუპა
ხულოში, სოფელ დიოკნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც მერის წარმომადგენელი გვეუბნება, დაღუპული ახალგაზრდა დაახლოებით 26 წლისაა. „მიქსერის ტიპის მძიმე მანქანა იყო, რომელიც გზის მშენებლობაზე მუშაობდა“, – გვეუბნება მერის წარმომადგენელი დიოკნისის თემში. მისი თქმით, მანქანის გადავარდნა სავარაუდოდ ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპული ახალგაზრდა სოფელ რიყეთის მცხოვრებია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. შსს ინფორმაციით, …
Continue reading “ხულოში ავარიის შედეგად 26 წლის კაცი დაიღუპა”
მოქალაქე: ავტომანქანის საბარგულში ათობით რუსული სანომრე ნიშნები აღმოვაჩინე
მოქალაქე გიორგი ჭიბოშვილი ამბობს, რომ საკუთარი ავტომობილის საბარგულში, ავტომანქანის ათობით რუსული ნომერი აღმოაჩინა. მან შემთხვევის ადგილიდან ლაივი ჩართო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც ჭიბოშვილი ამბობს, კრიმინალურ პოლიციასაც ელოდება. გიორგი ჭიბოშვილმა საპატრულო პოლიციელს განუმარტა, რომ ის ავტომანქანას ძირითადად დაკეტილ მდგომარეობაში ტოვებს, თუმცა ზოგჯერ ჩამოწეული აქვს მინები. „დღეს შევამჩნიე, რომ მანქანის ერთი საბურავი დაშვებული იყო და როცა …
Continue reading “მოქალაქე: ავტომანქანის საბარგულში ათობით რუსული სანომრე ნიშნები აღმოვაჩინე”
რატომ არ იღებება ზებრა გადასასვლელები ბათუმში
ბათუმში, შედარებით პერიფერიულ ქუჩებზე ზებრა გადასასვლელები თითქმის ყველა ქუჩაზე წაშლილია. მაგალითად ბესიკის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, ლუკა ასათიანის ქუჩებზე, საღებავის აქა-იქ შემორჩენილი ფრაგმენტებით თუ მიხვდებით, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში ზებრაა და ქუჩაზე გადასვლისას გზა ავტომობილმა უნდა დაგითმოთ. საგზაო უსაფრთოების ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. აღნიშნულ სამსახურს ვკითხეთ, თუ რატომ არ არის დახაზული ქვეითთა გადასასვლელები და …
Continue reading “რატომ არ იღებება ზებრა გადასასვლელები ბათუმში”
ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ
„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ“, – ამბობს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის „ბათუმელებთან“ პრესტიჟული დიპლომებისა და ადამიანური ღირებულებების განსხვავებაზე საუბრობს და იმაზე, თუ რატომ ვერ გადავაბარებთ მაგალითად გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს მოქალაქეების აღზრდას საქართველოში და „ვერ ვუსაყვედურებთ …
უკრაინელ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს – ის ჯერ კიდევ უგონოდაა
უკრაინელი ქალი, რომელზეც სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს, ამ დროისთვისაც [21:00 საათი] ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და უგონო მდგომარეობაშია. ინფორმირებული პირების თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა. ქალი სხეულზე ძალადობის ნიშნებით, ლანჩხუთის კლინიკაში წუხელ გვიან ღამით შეიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „გურია ნიუსი“ წერდა. ბათუმის რეფერალური კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვკითხეთ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გვითხრეს, რომ კომენტარს ამ თემაზე …
Continue reading “უკრაინელ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს – ის ჯერ კიდევ უგონოდაა”
ვინ არის ბექა, ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი აჭარიდან
აჭარაში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი, ბექა ჯოყილაძე გახდა. ბექა ამჟამად ბათუმში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით ხულოდან, სოფელ ქედლებიდანაა და სოფელთანაც ხშირი ურთიერთობა აქვს. რას ნიშნავს თანასწორობის ელჩობა? – ვკითხეთ ბექას. მისი თქმით, თანასწორობის ელჩები ევროპის საბჭოს ეხმარებიან მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაში სხვადასხვაზე საკითხზე, იქნება ეს რელიგიური უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები, ქალთა უფლებები, სექსუალური უმცირესობები, შშმ პირთა პრობლემები თუ …
Continue reading “ვინ არის ბექა, ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი აჭარიდან”
ბობოყვათის სამკერვალოში მინიმუმ 15 პირი მოიწამლა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 29 ივლისს, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან მინიმუმ 15 ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით ქობულეთის ორ და ბათუმის ერთ კლინიკში გადაიყვანეს. შემთხვევასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინტოქსიკაცია გამოიწვია ან ბუნებრივმა აირმა, ან წყალმა, თუმცა ჯერ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო სამსახური ადასტურებს. უწყების ცნობით, დაზარალებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. „ბათუმელები“ ტექსტილის წარმომადგენელს, გია ლომინაძეს …
Continue reading “ბობოყვათის სამკერვალოში მინიმუმ 15 პირი მოიწამლა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს”
ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა – შსს
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი ივნისის თვეში რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 340 პროცენტითაა გაზრდილი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ამავე პერიოდში საქართველოში 28 989 ადამიანია შემოსული. რუსეთის მოქალაქეების შემდეგ, ყველაზე მეტი – 86 565 მოქალაქე შემოსულა სომხეთიდან, 69 973 მოქალაქე კი თურქეთიდან. …
Continue reading “ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა – შსს”
როცა გავრილოვის ღამის შემდეგ კობახიძის დაცვა „ოცნებას“ ისევ უწევს – ინტერვიუ მკვლევართან
როცა ირაკლი კობახიძეს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ირაკლი კობახიძის მამა კგბ-ს აგენტია, ამის საპასუხოდ კობახიძემ ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. „კობახიძემ სახე დაკარგა“ – ასე შეაფასა საზოგადოების ნაწილმა მისი რეაქცია. დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელსაც ასე ასრულებს: „დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა“. …
რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას – ახალი ბილბორდი ბათუმში
„რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“ – ამ შინაარსის ბილბორდი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გამოჩნდა. ბანერი კომპანია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ნაწილია, რომელიც ახალ საგზაო ნიშნებს უკავშირდება. „ჩვენი კამპანიის ფარგლებში შევქმენით ახალი საგზაო ნიშნები და განვათავსეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. „რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“, ეს კონკრეტული ნიშანიც არის საგზაო მოძრაობის კულტურის ჭრილში გამოყენებული. ეს არის …
Continue reading “რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას – ახალი ბილბორდი ბათუმში”
იდენტობას თუ რამე გვართმევს, ეს არის რუსეთი – ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე
15 წლის ქეთევან ხიზანიშვილი ისტორიის კონკურსის – „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“, გამარჯვებულია. მან პირველი ადგილი აიღო თემისთვის „მოჯადოებული წრე“, სადაც საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში არსებულ სკოლაზე გვიყვება. ქეთევანი სკოლა „ათასწლეულის“ მეათეკლასელია. ქეთევან, სანამ ამ პროექტში ჩაერთვებოდით, რა იცოდით საბჭოთა წარსულის შესახებ და როდის დაინტერესდით ამ თემით? საბჭოთა წარსულის შესახებ მესმოდა სკოლაში, სასწავლო მასალებიდან, ასევე ოჯახის წევრები …
შენობა ვერ ვიპოვეთ, წიგნები რომ გადავიტანოთ – ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ორი თვეა მკითხველს აღარ ემსახურება. შენობა ავარიულობის მიზეზით დაკეტეს, თუმცა ვერც მერიამ და ვერც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ წიგნების განსათავსებლად ალტერნატიული შენობა ამ დრომდე ვერ გამოძებნეს. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა წლის განმავლობაში 200 ათასამდე წიგნს გასცემს მკითხველებზე. ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წიგნებისთვის ფართობს ეძებენ, თუმცა ვერ იპოვეს. „ვერ ვიპოვეთ და ეს არის პრობლემა, …
სკოლის დირექტორები შესაძლოა უფრო შეშინდნენ – ყოფილი დირექტორი გოგაშვილის ფაილებზე
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. მიმოზა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის ყოფილი დირექტორია, რომელიც წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, თანამდებობიდან მაინც გაუშვეს. კითხვაზე – „რატომ?“ – მას პასუხი დღემდე არ მიუღია. გოგაშვილის ფაილებში დირექტორების დოსიეების მოხვედრამ კი მას დამატებითი კითხვები გაუჩინა. როგორია ასწავლო სკოლაში, სადაც სისტემა დირექტორებს აკონტროლებს და როგორ შეიძლება იბრძოლო თავისუფლებისთვის? …
Continue reading “სკოლის დირექტორები შესაძლოა უფრო შეშინდნენ – ყოფილი დირექტორი გოგაშვილის ფაილებზე”
რატომ სწავლობენ საქართველოში შემოსული რუსები ქართულს – ინტერვიუ პედაგოგთან
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანია ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საზღვარი რუსეთის მრავალმა ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა. მარტო ივნისის თვეში საქართველოში რუსეთიდან 90 239-ი ადამიანი შემოვიდა. ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველაზე ხშირად სწორედ რუსულ ენაზე საუბარს გაიგონებთ. ბათუმში უცხოელი მოქალაქეებისთვის ენის შემსწავლელი ცენტრებიც გახსნეს. ერთ-ერთი ასეთი ცენტრია „ბილიკი“, სადაც ასზე მეტი სლავური წარმოშობის ადამიანი ქართულ ენას …
Continue reading “რატომ სწავლობენ საქართველოში შემოსული რუსები ქართულს – ინტერვიუ პედაგოგთან”
ყოფილი პარლამენტარი ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს
პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს. როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქანთარია ამ თანამდებობაზე აჭარის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგება. კითხვაზე, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკურსი, სამინისტროში გვითხრეს, რომ მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება აქვს. სამინისტროში ზუსტად …
Continue reading “ყოფილი პარლამენტარი ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს”
რუსები „ჰაიმარსებს“ ვერ მისწვდებიან, ბაზები ხერსონში თითქმის გავანადგურეთ – ვანო ნადირაძე
რუსეთი ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ ნადირობას აცხადებს. რამდენად გამოუვათ ეს და როგორია ბრძოლის სურათი ამ წუთებში უკრაინაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც ხერსონის ოლქში იბრძვის. ბატონო ვანო, წინა კვირას ითქვა, რომ დონეცკიდან ხერსონის მიმართულებით, რუსების სამხედრო მანქანების კოლონა გადაადგილდება, რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე, შეინიშნება სადმე ეს კოლონა? დონეცკიდან ხერსონამდე ძალიან შორი მანძილია …