მთავარი,სიახლეები

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა – NCDC

15.06.2022
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა.

„ლაბორატორიული კვლევების შედეგად  დადასტურდა  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა.

ორგანიზაციის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ საეჭვო შემთხვევების შესწავლას.

ჯანმოს ევროპის ოფისმა ვირუსული დაავადების – „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების შესახებ განცხადება 19 მაისს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებთან ერთად, დაავადების პირველი შემთხვევა აშშ-მაც დაადასტურა.

___________________________

ამავე თემაზე:

აქვთ თუ არა მაიმუნის ყვავილის მიმართ იმუნიტეტი ჩუტყვავილას ვაქცინით აცრილ ადამიანებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: