იურისტმა სულხან სალაძემ, რომელიც ძველი რუკების შეგროვებითაცაა დაკავებული, იტალიაში, კერძოდ, ქალაქ გენუაში, ანტიკური რუკებისა და წიგნების მაღაზიაში მიაკვლია 1716 წლით დათარიღებულ რუკას, რომელზეც ბათუმი თანამედროვე სახელწოდებით პირველად არის აღნიშნული. სულხან სალაძის თქმით, ზოგადად „ბათუმს“ ვხვდებით ძველ ევროპულ რუკებზე, მაგრამ ეს ძირითადად მდინარე ყოროლისწყლის სახელწოდებას აღნიშნავს ხოლმე და არა ქალაქს. „ამ შემთხვევაში Batunum ქალაქის სახელია, იმიტომ, …
Author Archives: ლელა დუმბაძე
პლასტმასის ბოთლის „საფერფლეები“ ბათუმის ცენტრალურ პარკში [ფოტო]
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ხეებს შორის, რამდენიმე ადგილზე, გარე-განათების ბოძებზე პლასტმასის ბოთლებია მიმაგრებული. ბოთლებს სავარაუდოდ საფერფლის დანიშნულება აქვს, რადგან პლასტმასის ბოთლებში ყველგან სიგარეტის ნამწვი ყრია.
როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“
„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები. მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, …
რატომ ავრცელებენ სკოლებში, მშობლების ჩათში შეტყობინებას უცნობ პირებზე
„ქალაქის ერთ-ერთ სკოლასთან იყო შემთხვევა, როცა უცნობმა პირებმა სკოლის მოსწავლე გოგონას სთხოვეს დახმარებოდა მათი ერთ-ერთი მეგობრისთვის ყვავილების გადაცემაში და ამისთვის მანქანით გაყოლა შესთავაზეს. დამრიგებლებო, გააფრთხილეთ მშობლები და განსაკუთრებით გოგონები, რომ არავის ენდონ და მანქანაში არ ჩაუსხდნენ უცნობ პირებს“, – ეს შეტყობინება ბათუმის ერთ-ერთი სკოლის ჩატიდან ყველა მშობელმა მიიღო. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გავრცელდა მსგავსი შინაარსის …
Continue reading “რატომ ავრცელებენ სკოლებში, მშობლების ჩათში შეტყობინებას უცნობ პირებზე”
ქედაში საცხოვრებელ სახლს ქვის ლოდი დაეცა
დღეს, 21 ოქტომბერს, ქედაში, სოფელ ბზუბზუში, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ქვის ლოდი მოწყდა და მიხეილ ღოღობერიძის საცხოვრებელ სახლს დაეცა. სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ბათუმელებს“ ქედის მერიაში უთხრეს, მეწყერი საცხოვრებელ სახლთან განვითარდა. „ადგილზე მივიდა გეოლოგიური სამსახური და შეისწავლა მდგომარეობა. გეოლოგიური დასკვნის შემდეგ, დაისახება პრობლემის მოგვარების გზები,“- გვითხრეს ქედის მერიაში. მანამდე …
როცა ბავშვები სკოლის გარეთ ჩხუბობენ, ეხება ეს მასწავლებელს? – ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან
მთავრდება თუ არა მასწავლებლის, კლასის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სკოლის კართან. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი ამოიწურა და პირიქით – იზიარებს სკოლა პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სკოლის გარეთ, მძიმე შედეგით სრულდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას ესაუბრა. ბატონო ლადო, ბათუმში ახლახან იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს შორის კონფლიქტი დაიწყო კლასში, შემდეგ …
როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა
ქობულეთში, ზედა სამების სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ორი კვირის წინ დაიმეწყრა. როგორც სკოლის დირექტორმა მზემზე კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მეწყერმა შემაკავებელი კედელი გაარღვია და საშიშროება შეუქმნა სკოლის საძირკველს. „მეწყერი პირდაპირ მოსულია სკოლის საძირკვლამდე,“ – ამბობს დირექტორი. სკოლაში 67 მოსწავლე სწავლობს. დირექტორის თქმით, მოსწავლეები მეოთხე დღეა სწავლას მეზობელი სოფლის სკოლაში აგრძელებენ. „მანამდე ხან ონლაინსწავლებაზე ვიყავით, შემდეგ მეწყერმა …
Continue reading “როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა”
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველების სერტიფიცირება იწყება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება. სერტიფიცირება მოიცავს ორ ეტაპს – ტესტირებასა და გასაუბრებას. დირექტორობის სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია 24 ოქტომბერს იწყება. სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აქვთ. „2020 წელს გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულ პირებს ხელახალი რეგისტრაცია აღარ …
Continue reading “საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველების სერტიფიცირება იწყება”
სექტემბერში 1 462 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემებით, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებიდან, 30 სექტემბრამდე პერიოდში სტატუსი 1 462 სტუდენტს შეუჩერდა. აღნიშნულ უწყებას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რა არის სტატუსის შეჩერების მიზეზები, თუმცა აღნიშნული უწყებიდან ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. შესაბამისად, ოფიციალურ მონაცემებში არ ჩანს, სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან რამდენია ისეთი, ვინც სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო და ამის გამო შეიჩერა სტატუსი. …
Continue reading “სექტემბერში 1 462 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა”
თავდგირიძე სუს-ის დაწერილი ტექსტით ლაპარაკობდა – კირთაძე ყოფილ თანაპარტიელზე
ხელვაჩაურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მალხაზ თავდგირიძემ თანამდებობა და პარტია დატოვა. მან ამის მიზეზად, პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი დაასახელა. ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერი ბათუმში, გიორგი კირთაძე პარტიის შიგნით კრიზისს გამორიცხავს და ამბობს, რომ მალხაზ თავდგირიძის განცხადებები სუს-ის მიერაა დაწერილი. „ეს ადამიანი განცხადებას რომ აკეთებდა, ყველა ხვდებოდა, რომ სუს-ის დაწერილი ტექსტით გველაპარაკებოდა. ახსენებდა ბათუმის …
Continue reading “თავდგირიძე სუს-ის დაწერილი ტექსტით ლაპარაკობდა – კირთაძე ყოფილ თანაპარტიელზე”
რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან
13 ოქტომბერს 13 წლის გოგო ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად შევიდა და დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. იმ დღეს იმავე შადრევანში დენმა კიდევ ორ მოზარდს დაარტყა. მათი გადარჩენა მებაღემ შეძლო, გოგონას გადარჩენა კი დაგვიანდა. ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა და დაამწუხრა. მათი უმრავლესობა ფეისბუქზე აპროტესტებდა მომხდარს და ქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებდა დაეტოვებინა თანამდებობა. ქუჩაში …
Continue reading “რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან”
ბოლო ორ წელში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 812 შემთხვევა გამოვლინდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ორ წელში [2021-2022] საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 812 შემთხვევა გამოვლინდა. 133 შემთხვევაში საჯარო მოხელეებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ხოლო 383 შემთხვევაში უფლებამოსილებას გადააჭარბეს. ამავე წლებში სამსახურებრივი გულგრილობის 105 შემთხვევა გამოვლინდა. 78 შემთხვევაში კი, გამოვლინდა სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი. შსს-ს მონაცემებით, 2021-2022 წლებში გაიზარდა ქრთამის აღების შემთხვევებიც საჯარო მოხელეების მხრიდან. სულ გამოვლინდა 47 …
Continue reading “ბოლო ორ წელში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 812 შემთხვევა გამოვლინდა – შსს”
სწავლა დოქტორანტურაში – რა პრობლემები აქვთ მკვლევრებს? | ინტერვიუ
საქართველოში დოქტორანტურის საფეხურს ბევრად ნაკლები ადამიანი ამთავრებს – კვლევა, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა და საქართველოს 12 საჯარო უნივერსიტეტში დოქტორანტის საფეხურზე მიღების, დამთავრებისა და აკადემიური შვებულების მაჩვენებლებს შეეხება, სწორედ ასეთ დინამიკას აჩვენებს. ბოლო 6 წელიწადში დოქტორანტების რაოდენობა 1029-იდან 797-მდე შემცირდა, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობა – 480-იდან 285-მდე. აკადემიურ შვებულებაში იმყოფება 1201 დოქტორანტი. რა პრობლემების წინაშე დგანან მკვლევრები …
Continue reading “სწავლა დოქტორანტურაში – რა პრობლემები აქვთ მკვლევრებს? | ინტერვიუ”
ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა
ხელვაჩაურში, სასამართლოს შენობასთან ახლოს, 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ [14:00 საათზე] უთხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და მოგვაწვდიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, 5 წლის ბავშვი ამჟამად ბათუმში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალშია. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ …
გაშიშვლებული დენის კაბელები ბათუმის ცენტრალურ პარკში
ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები გასულ წელს დადგეს. ქვის სკამებს ქვედა ნაწილში დამონტაჟებული აქვს განათება. შესაბამისად, მას მიეწოდება დენის წყაროს. დღეს, 14 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ ცენტრალურ პარკში გადაიღო ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სკამების ქვეშ დამონტაჟებული განათებები დაზიანებულია, დენის კაბელები კი – გაშიშვლებული. პარკის მარცხენა სანაპიროზე, ზოოკუთხის გასწვრივ, დაახლოებით 20 ქვის სკამია განთავსებული. უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო …
Continue reading “გაშიშვლებული დენის კაბელები ბათუმის ცენტრალურ პარკში”
სად არიან მოზარდები, რომლებმაც ბათუმში კლასელს სასტიკად სცემეს
ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობს, დაშავებული მოზარდი კი ამ დროისთვის სახლში მკურნალობს. მოზარდს კლასელებმა და სხვა პირებმა 5 ოქტომბერს სკოლასთან სცემეს. მშობლის თქმით, ცემის შედეგად მოზარდმა რამდენიმე წამით გონებაც დაკარგა. ის საავადმყოფოში მოათავსეს. ინციდენტის შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა მოზარდი, რომელსაც თანაკლასელის ცემაში სდებენ ბრალს. დირექტორის თქმით, მასთან არც ფსიქოლოგი მუშაობს. …
Continue reading “სად არიან მოზარდები, რომლებმაც ბათუმში კლასელს სასტიკად სცემეს”
იმას, რაზეც ვწერ, თავად ბავშვები ჰყვებიან – საბავშვო პოეტი თანასწორობასა და გენდერულ ძალადობაზე
საბავშვო პოეტი, ლიტერატურული პროექტის – „გახდი საბავშვო ბესტსელერის“ 2021 წლის გამარჯვებული თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს ემპათია, თანასწორობა და განსხვავებულის მიმღებლობა სახალისო და შემეცნებითი ლექსებით. თუთა, მოგვიყევი, როგორ რეაგირებენ ხოლმე პატარები თქვენს ლექსებზე და ეხმარება თუ არა პოეზია მათ ცნობიერების ამაღლებაში? ლექსებს ის პლუსები აქვს, რომ ლაკონიურია, მუსიკალურია და ჟღერადობითაც უფრო ამახსოვრდებათ …
ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებისთვის აჭარაში 1 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე აჭარაში ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეოებით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა ჯამში 177 501 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში, რომლის რეალიზაციის შედეგად, მიიღო 1 325 938 ლარის …
Continue reading “ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებისთვის აჭარაში 1 პირი დააკავეს”
„КГБ-ს მეთოდებით ებრძვიან“ – ვინ და რატომ ქმნის მტრის ხატს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან?
„მდიდარი არასამთავრობოების კლანი“ – ასე ჰქვია ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც გადაცემა „იმედის კვირაში“ 9 ოქტომბერს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტი დადის ქუჩაში, ხელთ აქვს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების – „საიას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „ღია საზოგადოების ფონდის“ და სხვა NGO-ის ხელმძღვანელების ფოტოები და მოქალაქეებს ეკითხება, იცნობენ თუ არა ამ ადამიანებს. ეს არ იყო ერთადერთი სიუჟეტი, რაც „იმედის“ ეთერში გავიდა არასამთავრობო ორგანიზაციების …
დამაჯარიმეს ბანერისთვის: „მუხამბაზი რუს ოკუპანტებს არ ღებულობს“, „თავისუფლება მიშას“ – მოქალაქე
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 38-ში მცხოვრები მოქალაქე, ავთანდილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ თავის საკუთრებაზე ბანერის გაკვრისთვის 500 ლარით დააჯარიმა. დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ამ დაჯარიმების საქმეს და გადაწყვეტს, რამდენად კანონიერად გაატარა ინსპექციამ სანქცია მოქალაქის წინააღმდეგ. მოქალაქე 500 ლარით 29 ივლისს დააჯარიმეს. ავთანდილ ბოლქვაძის აზრით კი, „მუნიციპალური ინსპექციის“ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ავთანდილ …
ბათუმის აეროპორტის გავლით 42 383 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოვლინდა დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულის და ოქროს ნაკეთობის შემოტანის ორი ფაქტი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტისგან დამზადებული სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლოს გავლით, სომხეთის …
Continue reading “ბათუმის აეროპორტის გავლით 42 383 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს”
ბირთვული საფრთხე და საქართველო – ინტერვიუ პროფესორთან
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ხელში ჩაიგდო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, ბირთვული საფრთხეები გაჩნდა. ბირთვული იარაღის გამოყენების მზარდ საფრთხეზე საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები და სპეციალისტები – რომ არ არის გამორიცხული რუსეთმა, მაგალითად, დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მათ შორის შავ ზღვაში. როგორია უნდა დაიცვა თავი ბირთვული რადიაციისგან? არსებობს თავშესაფარი? როგორ …
Continue reading “ბირთვული საფრთხე და საქართველო – ინტერვიუ პროფესორთან”
„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო
„სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე. მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. …
Continue reading “„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო”
ჩემი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა – მოსწავლის დედა
ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში 6 ოქტომბერს მომხდარი კონფლიქტის შესახებ, „ბათუმელებთან“ დაზარალებული მოსწავლის დედა საუბრობს. დედის თქმით, მისი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა, აქედან 10-მდე პირი ამოცნობილია და პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. „ათი მოზარდი, ვინც ამ ჩხუბის თანამონაწილე იყო, ყველა დასახელებულია პოლიციის მეორე განყოფილებაში. აქედან ჩემი შვილის კლასელი არის ერთი, დანარჩენი იმ კლასელს ჰყავს გამოძახებული. ზოგიერთი სრულწლოვანიც …
Continue reading “ჩემი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა – მოსწავლის დედა”
მოსწავლეების ჩხუბი ბათუმში – რას ამბობს სკოლის დირექტორი
ბათუმის №8 საჯარო სკოლაში გუშინ, 6 ოქტომბერს მეთორმეტეკლასელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა. მისი ინფორმაციით, დაზარალებული მოზარდი ამ დროისთვის ისევ კლინიკაში იმყოფება, ექიმების დაკვირვების ქვეშ, მეორე მოზარდი კი პოლიციამ დაკითხა. „ჩხუბში მონაწილე ბიჭი მოიყვანეს სკოლაში და გამოიძახეს პოლიცია. მეორეს, დაზარალებულს, ნათესავი შეხვედრია გუშინ და იმას წაუყვანია სახლში. მე ველაპარაკე …
Continue reading “მოსწავლეების ჩხუბი ბათუმში – რას ამბობს სკოლის დირექტორი”
ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ბათუმში – გამოძიება დაიწყო
დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოზარდებს შორის კონფლიქტი ჯერ სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი სკოლის გარეთ გაგრძელდა. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, მოზარდები ტელეფონის დასამუხტის გამო შეკამათდნენ, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი ფიზიკურად სკოლის გარეთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „სკოლასთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსთან გაუგრძელებიათ ჩხუბი. ერთ მოზარდს ცხვირი აქვს დაზიანებული, …
Continue reading “ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ბათუმში – გამოძიება დაიწყო”
აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ნანა მგალობლიშვილი, რომელიც ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს ფეისბუქში გამოქვეყნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი გახდა. „მოღალატე“, „ფარისეველი“ – ამ და სხვა შინაარსის კომენტარებს მას საჯაროდაც უწერდნენ და პირად შეტყობინებებშიც უგზავნიდნენ. ქალბატონო ნანა, თქვენ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს კონკურსის …
Continue reading “აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი”
რა კრიტერიუმით შეარჩიეს მასწავლებლები, რომლებიც 300 ლარით დააჯილდოვეს? – განმარტება
5 ოქტომბერს აჭარაში სკოლის მასწავლებლები 300-300 ლარით დააჯილდოვეს. 21 ათასი ლარი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოყო ბიუჯეტიდან. მასალას გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქში, სადაც ცალკეული სკოლების სახელით ადამიანები წერდნენ, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ დაჯილდოებული პედაგოგები. „მცირეა ეს გუნდი… სადაა ბათუმის მერვე სკოლის საუკეთესო პედაგოგები, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ამ გუნდში, მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი შერჩევითიააა…“ – წერს ერთ-ერთი …
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო როლანდ შავაძემ მიიღო, პედაგოგმა ხულოდან
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. წლის მასწავლებლის ტიტული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ მიიღო. ფინალში ასევე იყვნენ: ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი სოფიო ძიგრაშვილი …
Continue reading “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო როლანდ შავაძემ მიიღო, პედაგოგმა ხულოდან”
ბათუმში 70 მასწავლებელი 300-300 ლარით დააჯილდოვეს
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები 300-300 ლარით დააჯილდოვეს. პედაგოგები ბათუმის 20 სკოლიდან იყო შერჩეული, მუნიციპალიტეტებიდან კი ათ-ათი პედაგოგი შეირჩა. დაჯილდოებაზე ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც იმყოფებოდნენ სასტუმრო „შერატონში“. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, საპრიზო ფონდი, 21 000 ლარი, სამინისტროს ბიუჯეტიდან გაიცა. დღეს, საქართველოში მასწავლებლის …
Continue reading “ბათუმში 70 მასწავლებელი 300-300 ლარით დააჯილდოვეს”
უნივერსიტეტმა ფეისბუქპოსტის გამო სტატუსი შემიწყვიტა – სტუდენტი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ყოფილი სტუდენტი, თამარ ლომიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტის სტატუსი ფეისბუქპოსტის გამო შეუწყვიტა. „ფაქტობრივად, გამაგდეს, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ლომიძე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი მიიჩნევს, რომ სტუდენტის პოსტი არაეთიკური იყო. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მან შეტყობინება 6 სექტემბერს წერილობით მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა, მობილობა ერთ დღეში მოესწრო. „ოქმში …
Continue reading “უნივერსიტეტმა ფეისბუქპოსტის გამო სტატუსი შემიწყვიტა – სტუდენტი”
ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ ქალაქის სამი ქუჩიდან და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი. მისი თქმით, ვერც საკრებულოში და ვერც მერიის შესაბამის სამსახურებში ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებზე. მან დღეს, 5 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა იმის …
Continue reading “ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი”
რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“
4 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. ეს მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს წელს, აგვისტოში და აქამდე ძირითადად იმით გახდნენ ცნობილი, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ავრცელებენ კრიტიკულ განცხადებებს. რატომ გადაწყვიტა ზაალ მიქელაძემ მოძრაობაში …
Continue reading “რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“”
მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს – დირექტორი
„მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, მიწევს ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, არ არსებობს, რომ ეს დავთმო“, – გვეუბნება მარნეულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მწერალი, პედაგოგი შორენა ხუხუა. „ბათუმელები“ მას დირექტორის ახალ სტანდარტზე ესაუბრა. ქალბატონო შორენა, როდის გახდით დირექტორი და რატომ? 2009 წელს ავარიაში …
დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ბრალდებით აჭარაში 1 პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ …
რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან
„ჩემს თვალზე ცრემლი არ გამშრალა. ყოველი დღის გათენების მეშინია, არ ვიცი რა მელოდება ხვალ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 68 წლის ეთერ შარაძე. ის საუბრის დროსაც ვერ მალავს ცრემლებს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომობდა, არასდროს გაჩერებულა, თუმცა ხანდაზმულ ასაკში მაინც ბინის გარეშე, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა. ეთერი ახლა ნივთებს ალაგებს, მუყაოს ყუთებში ფუთავს და ელოდება, როდის ეტყვის ბინის …
Continue reading “რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან”