14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის ბათუმში კაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის გამო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ბრალი აქვს წაყენებული კიდევ ერთ პირს – მამას არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის გამო. „19 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური …

14 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმში მამა დააკავეს – შსს

ბათუმში 14 წლის გოგოზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. შვილზე ძალადობის შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, 22 ნოემბერს, მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით,  როცა მამამ გაიგო არასრულწლოვანი შვილის სქესობრივი კავშირის შესახებ, შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მამა ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. „გამოძიება ასევე დაწყებულია სექსუალური ხასიათის დანაშაულზეც“, – გვითხრეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სექსუალური ძალადობის ბრალდებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, …

ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს

ბათუმში 15 წლის მოზარდს მშობლების ნებართვის გარეშე ტუჩის ფილერი გაუკეთეს. პოლიციას ბავშვის ბებიამ მიმართა. „ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა. შემთხვევით გავიგეთ, რომ კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარებია და ფილერი გაუკეთებია ტუჩებზე. ინსტაგრამის გვერდზე ვნახეთ შემთხვევით ფოტოები და ასე გავიგეთ ამის შესახებ“, – ამბობს მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“. ბებიას თქმით, მას კლინიკაში განუმარტეს, რომ „არ იცოდნენ, მოზარდი არასრულწლოვანი თუ იყო“. …

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გამო რუსული სკოლები და სექტორები არ მომატებულა – ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვები შეეხებოდა საქართველოში რუსული სექტორების ზრდას. მიხეილ ჩხენკელის თქმით, რუსულენოვანი სექტორების ზრდა არა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, არამედ უკრაინელ ლტოლვილებს უკავშირდება. „რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე …

„ახალგაზრდებს აღარ უნდა მოუნდეთ ამ ქვეყნიდან გაქცევა“ – 3 მოსწავლე ბათუმიდან

რეგიონულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს ბათუმში. ოლიმპიადა ყველა სასკოლო საგანში ჩატარდა. გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებით დაასაჩუქრეს. „ბათუმელები“ კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე მოსწავლეს გაესაუბრა. ერთ-ერთია მეთერთმეტეკლასელი ნატა სიხარულიძე, რომელიც ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. ნატას გუნდმა ქიმიის ოლიმპიადის კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი აიღო. „ქიმიის სიყვარული ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები, მაგრამ ამავდროულად, ამ საგნების მიმართ …

მინისტრმა მიმართა სტუდენტებს, თუმცა ერთი სიტყვითაც არ ახსენა მათი პრობლემები

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. სტუდენტებს საერთაშორისო დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა. „გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“, – ამბობს მინისტრი. საქართველოში მცხოვრები სტუდენტები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია, რომელიც …

ცივი იარაღის ტარებაზე ჯარიმა მკაცრდება

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული  ჯარიმები გამკაცრდება. ამის შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა  მხარი საკანონმდებლო ცვლილებებს, „ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში“. ცვლილების საბოლოო დამტკიცების შემდეგ, ცივი იარაღის ტარებისთვის პირი 200 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 500 ლარით და ცივი იარაღიც ჩამოერთმევა. „არსებული ვითარების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ლიბერალურია ჩვენი კანონმდებლობა. ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით …

მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის ბათუმში

მეშვიდე და მერვეკლასელი მოსწავლეებისთვის ბათუმში მეწარმეობის სასწავლო პროგრამა განხორციელდება. პროექტი – „ვიკვლევთ მეწარმეობას“ პირველად ხორციელდება საქართველოში, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი გამოცდილია აშშ-ში, ნებრასკის შტატში. მოსწავლეებს, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ მეწარმეობა, უფრო მეტი გაიგონ სფეროს შესახებ და სცადონ საკუთარი ბიზნესის განვითარება, ასევე გაიცნონ მოტივირებული თანატოლები, შეუძლიათ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. პროექტს „საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან“ ერთად …

9 პირს კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ცხრა პირის მიმართ, რომლებსაც ბანკიდან კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. დამატებით, მათ წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ …

რატომ მუშაობენ ბათუმის საჯარო სკოლები 2 და 3 ცვლაში 

ბოლო წლებში ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობა გაორმაგდა. მაგალითად, თუ ათი წლის წინ ბათუმის საჯარო სკოლებში 1 668 პირველკლასელი სწავლობდა, 2022 წლისთვის, მხოლოდ საჯარო სკოლებში, 3 340 პირველკლასელი სწავლობს. ქალაქში დიდი ხანია აღარ არსებობს ერთცვლიანი სკოლა. უფრო მეტიც, გადატვირთული კონტინგენტის გამო, ზოგიერთ სკოლას სამ ცვლაშიც კი უწევს სწავლა. პედაგოგები ჩივიან, რომ არაფორმალური განათლებისთვის სკოლაში სივრცე აღარ დარჩა …

შუახევის სკოლა-პანსიონი შესაძლოა გაუქმდეს

დაბა შუახევში არსებული საჯარო სკოლა-პანსიონი შესაძლოა დაიხუროს. პანსიონით შუახევის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 10 ბავშვი სარგებლობდა პანდემიამდე, თუმცა საჯარო სივრცეებში სასწავლო პროცესის განახლების მიუხედავად, პანსიონი ამ ბავშვებისთვის აღარ გახსნილა. „გაუქმებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო და პარლამენტსაც აქვს მიღებული დადგენილება, რომ პანსიონური ტიპის სწავლება აღარ უნდა იყოს და ნელ-ნელა …

ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე

5 წელია, რაც ქუჩაში არ გასულა. სამყაროს თავისი ბინის პატარა აივნიდან ეკონტაქტება. მხოლოდ აქედან შეუძლია დაინახოს, როგორ იცვლის გაავდრებისას ზღვა ფერს და მუქდება, ან როცა კამკამა ცისფერს იკიდებს. ბოლო დროს აივანზე გასვლასაც კი ვეღარ ახერხებდა. ამბობს, რომ სამი თვის წინ ოთახში დაეცა და მთელი ეს დრო საწოლში გაატარა. „მეზობლები დამეხმარნენ და ლოგინზე დამაწვინეს. შემდეგ ახლობელმა …

ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა – 3 ოპოზიციური პარტია ბათუმში მოქალაქეებს შეხვდა

დღეს 12 ნოემბერს, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, „მეტი თავისუფლება-გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“, ბათუმში, სასტუმრო „მერიდიანში“  მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა ევროინტეგრაციის თემაზე. აღნიშნული პარტიის ხელმძღვანელების განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული პუნქტები და საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, აუცილებელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდეს. „პროევროპული საზოგადოების გაერთიანების გარეშე კი ეს შეუძლებელია“-ამბობს ოპოზიცია. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის …

186 მოკლული ქალი – რატომ ვერ აჩერებს სახელმწიფო ფემიციდს

სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ერთი შეცდომაც კი, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში, უპატიებლად უნდა შეფასდეს – ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ამავე სასამართლომ უპატიებლად შეაფასა პოლიციის, პროკურატურის უმოქმედობა, რამაც 2014 წელს ახალგაზრდა ქალის – მარიამ წივწივაძის მკვლელობა გამოიწვია. 33 წლის ლექტორი მოძალადე ქმარმა უნივერსიტეტის დერეფანში მოკლა. საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ აჩვენებს, თუ რამდენად მიუტევებელია, როცა სამართალდამცავი ორგანოები …

სოფელ გორგაძეებში ხის მეჩეთი დაიწვა

დღეს, 9 ნოემბერს, ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, ხის მეჩეთი დაიწვა. ხალის ადმინისტრაციულ თემში მერის წარმომადგენელმა ნოდარ კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხანძარი დილით, დაახლოებით 8:15 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის მეჩეთი იყო და ადვილად მოეკიდა ცეცხლი. მოქმედი მეჩეთი იყო, თუმცა იმ დროს არავინ იმყოფებოდა შენობაში“ – გვითხრა ნოდარ კახიძემ. მეჩეთს ჰქონდა თუ …

ქობულეთში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხის მორები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „მოქალაქეს ქობულეთში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხამ 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“ – წერს ზედამხედველობის სამსახური. მათივე ინფორმაციით, მასალები, …

ორწლიანი წყვეტის შემდეგ ყარსის უნივერსიტეტმა ქართულის მიმართულებაზე 17 სტუდენტი მიიღო

ორწლიანი წყვეტის შემდეგ, თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის 17 ახალი სტუდენტი მიიღეს. აღნიშნულ მიმართულებას უნივერსიტეტში მაია მესხიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა. მისი თქმით, წელს მიღებული  სტუდენტების ასაკობრივი ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლების, მათი მთავარი მოტივაცია ქართული ენის სწავლების დროს სამომავლო ბიზნესურთიერთობებია ჩვენს ქვეყანასთან. „ქართული ენისა და ლიტერატურის …

ბონის დასახლებაში მიკროავტობუსი ამოტრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა იყო ბონის დასახლებაში, რაფიელ ერისთავისა და დადიანის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მიკროავტობუსი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავარია ბონის კულტურის სახლთან მისვლამდე, ცენტრალურ გზაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსი არ იყო სამგზავრო და ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბენზეში“ 465 ათას ლარად მოწყობილი განათება არ მუშაობს – მერია 192 ათასს აღდგენაში იხდის

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ გარე განათება, რომელიც 2021 წელს თამარის დასახლებაში დაამონტაჟეს, უკვე მწყობრიდანაა გამოსული. განათების კონსტრუქციების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე ბიუჯეტიდან მთლიანობაში 465 270 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. 2022 წელს კი, მერიამ სანათების რეაბილიტაციაზე ისევ ტენდერი გამოაცხადა. „თამარის დასახლებაში, რესტორან „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ დაამონტაჟეს 86 დეკორატიული სანათი, რაშიც 364 812 ლარია …

ბსუ-ში კანცლერის არჩევნები 1 კანდიდატით ჩატარდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები ჩატარდა, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი, მერაბ დიასამიძე იყო წარმოდგენილი. მერაბ დიასამიძე ამავე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. მერაბ დიასამიძე 16 ხმით აირჩიეს კანცლერად. უფლებამოსილების ვადა 4 წელია. აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის 28 ივნისიდან ნიკა ჩხარტიშვილი იკავებდა. როგორც ბსუ-ში განაცხადეს, ჩხარტიშვილმა თანამდებობა თავისი …

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 ქვეყანაში დარჩა. „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ ივლისში მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქონება …

ჩვენ გვაქვს დიდი აცდენა ქაღალდებსა და რეალობას შორის – პროფესორი

„პერმანენტულ რეჟიმში ვმუშაობ, არ ვიცი, როდის მაქვს თავისუფალი დღე და დრო. ბევრი ჩემი კოლეგაა ანალოგიურ სიტუაციაში. უკიდურესად გადატვირთულები ვართ“ – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი. „ბათუმელები“ მას უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ბატონო ლევან, რა პრობლემები არსებობს საუნივერსიტეტო სისტემაში და თქვენ, როგორც პროფესორს, რაში გიშლით ეს ხელს? მე ვფიქრობ, უმაღლესი განათლება ვერასდროს …

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმის მერიაში შეურაცხყვეს, მერია უარყოფს

მოქალაქე გიორგი რომანოვსკი ამბობს, რომ მას ბათუმის მერიაში შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ის ბათუმის მერიაში კონკრეტული საქმის გამო მივიდა, სადაც სამუშაო საათებში საჯარო მოხელეები ნასვამ მდგომარეობაში დახვდნენ. „მივედი მერიაში, გარე რეკლამასთან დაკავშირებით რაღაც დეტალების გარკვევას ვაპირებდი და შევედი ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც რამდენიმე ადამიანი დამხვდა. ვისკი ჰქონდათ მაგიდაზე და სვამდნენ. ხელმძღვანელი სად არის-მეთქი ვიკითხე და „ცისფერი …

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

დღეს, პირველ ნოემბერს, საღამოს, ბათუმში, ყოფილ „პიერ ბათუმის“ პირსიდან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სანაპიროსთან იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა. „მე იქვე ახლოს ვმუშაობ, ვიღაც კაცი მოვიდა და გვითხრა, რომ კაცი ზღვაში გადახტა და ვეღარ ამოყვინთა. იქვე მდგომ ქალს და კაცს ხელში ამ ადამიანის …

ჩხუბის მონაწილე ბავშვები სხვა სკოლებში გადავიდნენ, რამდენიმეს კი სასარგებლო შრომა დაეკისრა

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადავიდნენ. როგორც სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა „ბათუმელებს“ უთხრა, ეს მშობლების გადაწყვეტილება იყო და სკოლის მხრიდან რაიმე იძულებას ადგილი არ ჰგონია. „თვითონ მშობლებმა გადაწყვიტეს სხვა სკოლაში გადაყვანა, სკოლა არ ჩავრეულვართ ამაში. დაზარალებული ბავშვი ქალაქის სხვა სკოლაში გადავიდა, მეორე კი, ვისაც თანაკლასელის ცემას ედავებიან, ქედის …

სკოლაში ბავშვებს შიათ და აღარც სივრცე დარჩა განვითარებისთვის – მასწავლებელი

„სკოლაში დილით მოვდივარ და საღამოს ვბრუნდები სახლში, რადგან ორ-სამ ცვლაში მიწევს მუშაობა. სივრცე, ადგილი აღარ დარჩა სკოლაში არაფორმალური განათლებისა და განვითარებისთვის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დათო ჩხაიძე. მასწავლებლის თქმით, მაღალკონტინგენტიან სკოლებში სერიოზული პრობლემაა გადატვირთულობა. „ფაქტობრივად, ყოველ დღე გაქვს გაკვეთილი ხომ? დღეში მინიმუმ 4 კლასი მყავს, კლასში მინიმუმ …

სულ ვეუბნები ბავშვებს არ დაიზეპირონ, მთავარია აზროვნება – მასწავლებელი

„ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე მათ, გაიაზრეთ ყველა სიტყვა, არ დაიზეპიროთ“, – ამბობს ნანა ზარდიაშვილი. ის იტალიურ ენას ასწავლის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. ნანა დღეს, 31 ოქტომბერს, იტალიური ენის 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს. ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და როდის იყო ეს? საჯარო სკოლაში ორი წელია რაც ვასწავლი, თუმცა იტალიურს 2004 …

განვითარებისთვის დრო არ გვრჩება, ხელფასი დაბალია, ვალდებულება ბევრი – მასწავლებელი

„თუ მასწავლებლის ანაზღაურება არ გაიზარდა, სკოლაში არაფერი შეიცვლება,“ – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თორნიკე შევარდნაძე, რომელიც თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ბატონო თორნიკე, როგორც პედაგოგი, როგორ შეაფასებთ სკოლაში მიმდინარე პროცესებს? ვგულისხმობ სქემას, ახალი სკოლის მოდელს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც აკისრებს სახელმწიფო მასწავლებელს. ყველა მასწავლებელს, ვისთანაც კი მისაუბრია, აქვს გაუცხოება …

ვინ აპროტესტებს შშმ დედებისა და ორსულებისთვის აჭარაში ერთჯერადად 2000 ლარის მიცემას

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინიციატივით, აჭარაში ახალი პროგრამა შემუშავადა, რომლის ფარგლებშიც შშმ ორსული ქალები და 1 წლამდე ასაკის ბავშვის დედები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას – 2 ათას ლარს მიიღებენ. საპილოტე პროგრამა უკვე გათვალისწინებულია აჭარის ბიუჯეტში და ამ ეტაპზე მხოლოდ 20 ბენეფიციარისთვის არის გათვლილი. თუმცა, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამას სხვა …

ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მასზე მაღლა არ დგახარ და მისი მესაიდუმლეც ხარ – მასწავლებელი

„ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ შენ მასზე მაღლა არ დგახარ, მისი მესაიდუმლე ხარ და ამისთვის რაღაც მსხვერპლსაც იღებ,“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ბათუმელები“ ახალგაზრდა პედაგოგს სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში მასწავლებლის როლზე ესაუბრა. გიორგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის, უფროსებს კი – სამოქალაქო განათლებას. „სანამ მასწავლებელი არ გავხდი, მანამდე …

22 წლის მარტოხელა დედას სმენის აპარატი სჭირდება, რომ სწავლა გააგრძელოს

22 წლის ეკატერინე ნოდიას სმენის აპარატი სჭირდება. მას 11 წლის ასაკში სმენა დაუქვეითდა და აპარატის გარეშე აღარ ესმის. ეკატერინე სტუდენტია, გასულ წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ლექციებს სრულფასოვნად ვერ უსმენს. არ გამოადგა აპარატი, რომელიც სახელმწიფო პროგრამით გადაეცა. ეკატერინე სოციალურად დაუცველია და მარტოხელა დედაა. სამტრედიაში ქირით ცხოვრობს და ქუთაისში, უნივერსიტეტში სამტრედიიდან დადის. „ბოლო კვირაა საერთოდ …

რატომ არ ბრუნდებიან ქართველი სტუდენტები გერმანიიდან? – სამი მოსაზრება

ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ში გერმანული სექტორი ფუნქციონირებს, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში მიდის. ბოლო მონაცემებით, ამ სკოლის 59 კურსდამთავრებული გერმანიაში წავიდა, მათგან უმრავლესობა იქ დარჩა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა. „ბათუმელები“ სამ მათგანს ესაუბრა. აქედან ორი სტუდენტია, ერთმა კი საკუთარი კომპანია დააარსა და ამ ეტაპზე დაბრუნებაზე არ ფიქრობს. სალომე ვაშაყმაძე ხუთი …

დამცინოდნენ სოფლელი ხარო, ხელს მიშლიდნენ სწავლაში – 15 წლის გოგო ხულოდან

15 წლის ნინო [სახელი შეცვლილია] ხულოში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ის მეათე კლასშია. როცა სოფელი და სკოლა დაიმეწყრა, ოჯახი  საცხოვრებლად ქალაქში გადმოვიდა. „მეწყრის გამო სკოლაში ვეღარ დავდიოდი, რაღაც პერიოდი ონლაინ ვსწავლობდით, მაგრამ რადგან კარგად ვსწავლობ და ჩემი კონკრეტული მიზნებიც მაქვს, არ მინდოდა რაიმეს ხელი შეეშალა სწავლაში, ამიტომ გადავწყვიტე, ქალაქში გადმოვსულიყავი,“ – გვიყვება ნინო. მისი თქმით, …

მედიკამენტებისა და ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი სარფის საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი. მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ  თურქეთის რესპუბლიკიდან მალულად გადმოიტანა დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები“  …

რატომ აყარეს ქვის ფილები ბსუ-ს ეზოში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქვის ფილები აყარეს. ბსუ-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ეზოში უნდა შეიცვალოს წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო და ელექტრომომარაგების სისტემები. „გათვალისწინებულია მიწისქვეშა სისტემების სრული რეაბილიტაცია, სკამების, დეკორატიული სანათებისა და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა“ – გვითხრეს ბსუ-ში. სამუშაოებისთვის 518 000 ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი შპს „ლეგიონი“ შეასრულებს. კითხვაზე, სად წაიღებენ აყრილ ქვის ფილებს, ბსუ-ში გვითხეს, …

ილია ჭავჭავაძის პირადი ნივთების გამოფენა ბათუმში

ბათუმში ილია ჭავჭავაძის და მისი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის პირადი ნივთების გამოფენა გაიხსნა. ილიას პირადი ნივთები საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან არის ჩამოტანილი. დაინტერესებულ პირებს ქართველი მწერლისა და მისი მეუღლის ნაქონი უნიკალური ნივთების დათვალიერება ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში შეუძლიათ, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე, №5-ში მდებარეობს. მუზეუმი ყოველდღე მუშაობს, დილის 10-დან 18 საათამდე. გამოფენა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Exit mobile version