მთავარი,სიახლეები

პლასტმასის ბოთლის „საფერფლეები“ ბათუმის ცენტრალურ პარკში [ფოტო]

22.10.2022
პლასტმასის ბოთლის „საფერფლეები“ ბათუმის ცენტრალურ პარკში [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ხეებს შორის, რამდენიმე ადგილზე, გარე-განათების ბოძებზე პლასტმასის ბოთლებია მიმაგრებული. ბოთლებს სავარაუდოდ საფერფლის დანიშნულება აქვს, რადგან პლასტმასის ბოთლებში ყველგან სიგარეტის ნამწვი ყრია.

განათების ბოძებზე პლასმასის ბოთლები სავარაუდოდ თვითნებურად არის განთავსებული.

სიგარეტის ნამწვების გამო, ბოთლების ნაწილი ჩამომდნარია და არაესთეტიურად გამოიყურება.

პლასტმასის „საფერფლეები“ განათების ბოძებზე, ხეებთან ახლოს, პოლიეთილენის წებოვანი ლენტით არის მიმაგრებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.