დღეს, 13 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს. მეზღვაურებმა საზეიმო მსვლელობა 13:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყეს. See more
Author Archives: ლელა დუმბაძე
დაჯილდოებული მეზღვაურები და კაპიტნები ბათუმში
დღეს, 13 ივლისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმში. საზღვაო აკადემიის სტუდენტების მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან მემედ აბაშიძის ქუჩის მიმართულებით 13:00 საათზე დაიწყო. ქუჩის დასაწყისში მეზღვაურებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი, შემდეგ კი გადაინაცვლეს ნავსადგურის ტერიტორიაზე. ნავსადგურის ტერიტორიაზე ცერემონია საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის …
Continue reading “დაჯილდოებული მეზღვაურები და კაპიტნები ბათუმში”
სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება შეზღუდულია
დღეს, 13 ივლისს, დილას, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია კვარიათის გზაზე, სარფის სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით. თვითმხილველების თქმით, კვარიათში გზა გადაკეტილია და საპატრულო პოლიცია მსუბუქ ავტომაქანებს უკან აბრუნებს. შსს სამინისტროს ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა თურქეთის მხრიდან, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტექნიკურმა შეფერხებამ გამოიწვია.
რა არის საქართველოდან ტვინების გადინების მიზეზი
განათლების მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დღეს, 12 ივლისს, პანელის მონაწილე იყო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, სადაც კითხვები დაისვა ქვეყნიდან ე.წ „ტვინების გადინების პრობლემაზე. მინისტრის მოადგილეს დისკუსიის დროს კითხვა დაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა. მან თქვა, რომ ქვეყნიდან კომპეტენტური და განათლებული ადამიანების გადინების მიზეზი არა მხოლოდ დაბალი ხელფასია, არამედ ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ აძლევს …
Continue reading “რა არის საქართველოდან ტვინების გადინების მიზეზი”
მაია ცქიტიშვილს კონფერენციაზე ანაკლიის პორტის შესახებ დაუსვეს კითხვა
საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს ბათუმში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორი იქნება ამაზე ხელისუფლების მხარდაჭერა? პანელზე დასმულ კითხვას ვიცე-პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რა თქმა უნდა, არის ტრანსევროპული პროექტი და ძალიან …
Continue reading “მაია ცქიტიშვილს კონფერენციაზე ანაკლიის პორტის შესახებ დაუსვეს კითხვა”
„სანდასუფთავება“: თუ ვერ დავადგინეთ ვინ დაყარა ნაგავი ჭოროხთან, ვის დავუწეროთ ჯარიმა? [ფოტო]
ახალი ბულვარის ბოლოს, გამწმენდ ნაგებობასთან ახლოს, მდინარე ჭოროხის ნაპირის სამშენებლო მასალებით დანაგვიანების ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. ფოტომასალაზე ჩანს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლოს, მდინარეში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია გადაყრილი. მოქალაქის თქმით, როგორც ჩანს, სანაპიროზე დიდი სატვირთო მანქანებიდან ცლიან სამშენებლო ნაგავს, რაზეც ჩამტვრეული ლუქი და ამოვარდნილი ბორდიურიც მიუთითებს. ბათუმში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „ბათუმელები“ …
გვავალდებულებს თუ არა ევროკავშირი პრაიდის ჩატარებას – ჯაღმაიძის კითხვა ევროპელ პოლიტიკოსებს
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, დღეს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ, კითხვა დასვა იმის შესახებ, ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს ლგბტქ პრაიდის ჩატარებას, რაზეც პანელის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა მას უპასუხეს, რომ აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე. „ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების პოლარიზაციას ლგბტქ პრაიდის საკითხზე. ჩვენ ვამბობთ, …
საგნობრივ გამოცდაზე მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა
მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე ერთ-ერთი მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „იყო დაგვიანების 9 შემთხვევა, სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა, ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა“. პედაგოგები დღეს გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ. გამოცდები გუშინ, 10 ივლისს, დაიწყო. ცენტრის ინფორმაციით, სამივე …
Continue reading “საგნობრივ გამოცდაზე მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა”
„თქვენ ხართ პრორუსი მთავრობა!“- აქცია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფონზე
ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ წინ, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, ორგანიზაცია „ალტერნატივას“, ენმ-ს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. „თქვენ ხართ პრორუსი მთავრობა, პრორუსი ხელისუფლება, ამიტომ თქვენ არ უნდა ისხდეთ ევროპული, დემოკრატიული განვითარებული ხალხის გვერდით, თქვენ არ გიყვართ საქართველო, რადგან ხელს უწყობთ რუსეთის ინტერესების გატარებას საქართველოში,“ – ასე მიმართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ წუთებში …
Continue reading “„თქვენ ხართ პრორუსი მთავრობა!“- აქცია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფონზე”
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა – დაიღუპა მძღოლი
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა. სამშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა ტრაილერის მძღოლი. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, სხვა პირები ავარიის შედეგად არ დაშავებულან. [ინფორმაცია განახლდება]
ქვეყნები, საიდანაც აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, აჭარას 660 970 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით მეტია. ოფიციალური ინფორმაციით, 41.3%-ით არის გაზრდილი ბათუმის აეროპორტის მაჩვენებელი. „მხოლოდ ივნისის თვის მაჩვენებელი კი წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 38.8 პროცენტით არის გაზრდილი“, – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში. ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი …
Continue reading “ქვეყნები, საიდანაც აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა”
ენმ: შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარვები დაურბიეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარავი დაუნგრიეს. ამ წუთებში რეზიდენციის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილიდან აქციის მონაწილე, მინდია ადაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი მოშიმშილე ამბობს, რომ გაურკვეველმა პირებმა მოშიმშილეების კარვები დაარბიეს. „კარვები მიწასთან გაასწორეს, პოლიცია აქ იდგა მაგრამ რეაგირება აქ ჰქონია. ხელი არ შეუშალეს, უბრალოდ შუაში იდგნენ, რომ ჩხუბი არ მომხდარიყო. ბანერებიც …
Continue reading “ენმ: შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარვები დაურბიეს”
მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 15 პროცენტი არ გამოცხადდა
დღეს, 10 ივლისს, მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები დაიწყო. გამოცდაზე მასწავლებელთა 15 პროცენტი არ გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 25 ათასზე მეტი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, აქედან 5 ათასი – მასწავლებლობის მსურველი, 20 ათასამდე კი – პრაქტიკოსი მასწავლებელი. ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი სესია პრაქტიკოსი პედაგოგების პროფესიული უნარების დადასტურებას დაეთმობა. ზაფხულის გამოცდაზე პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებიც დარეგისტრირდნენ. …
Continue reading “მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 15 პროცენტი არ გამოცხადდა”
ქობულეთში პარაშუტი პლაჟზე ჩამოვარდა – დაშავდა ორი ადამიანი
ქობულეთის პლაჟზე პარაშუტის გაუმართაობის გამო ორი ადამიანი ჩამოვარდა. შემთხვევა 7 ივლისს მოხდა. პარაშუტი, რომელზეც ორი ადამიანი იყო ჩაბმული, ზღვაზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა პლაჟზე შევარდა, განათების ბოძს გამოედო და ჩამოვარდა. როგორც ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გვითხრეს, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ქალი დაშავდა, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ჰქონდათ დაზიანებები, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი – არა. თბილისელები იყვნენ, ამიტომ …
Continue reading “ქობულეთში პარაშუტი პლაჟზე ჩამოვარდა – დაშავდა ორი ადამიანი”
ევროპული მოედნების გამოფენა ბათუმში – მთავარი ელემენტი ადამიანია
დღეს, 9 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო ფოტოგამოფენა – ევროპული მოედნები და მათი ისტორიები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. წიგნზე მუშაობდა ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი კატალინ დ. კონსტანტინი. ის საქართველოში, კერძოდ, თბილისში არსებულ მოედნებსაც სწავლობს. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ საქართველოს მოედნებს შემდეგ გამოფენებში უფრო ვრცლად …
Continue reading “ევროპული მოედნების გამოფენა ბათუმში – მთავარი ელემენტი ადამიანია “
ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა
დღეს, 9 ივნისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ბათუმის მერის კომენტარი შეხვედრის შესახებ პრესსამსახურმა წერილობით მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში, მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერ დავეთანხმები იმ განცხადებებს, რომლებიც პრესით მოვისმინე, თითქოს შეურაცხმყოფელ შეთავაზებებს ვაკეთებდეთ. პირიქით, მინდა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა და …
Continue reading “ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა”
სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა
დღეს, 9 ივლისს, აბიტურიენტები ბოლო სავალდებულო გამოცდას უცხო ენაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ორი ფაქტი გამოვლინდა, როცა აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ცენტრის ინფორმაციით, ორივე აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან და „ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება“. ერთ შემთხვევაში კი, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონი შეიტანა გამოცდაზე და ისიც მოიხსნა გამოცდიდან. ცენტრის ინფორმაციით, ამ …
Continue reading “სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა”
როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება საგარეოს მიმართვას გაბუნიას საქციელზე
გამოეხმაურა თუ არა საერთაშორისო საზოგადოება და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვას „გაბუნიას საქციელზე?“ – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით სამუშაო დღის ბოლოს სამინისტროს მიმართა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამის შესახებ თვითონ გააკეთებენ განცხადებას. „დაგიკავშირდებით, როცა გვექნება განცხადება“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, თავისი გადაცემა …
Continue reading “როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება საგარეოს მიმართვას გაბუნიას საქციელზე”
აბაშიძე-კარასინის შეხვედრებში ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობაზე ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა. ე.წ. კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს 2012 წლის ბოლოდან ჩაეყარა საფუძველი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში. როგორც მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმატში საუბარი სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიმდინარეობს.
მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს
მაშველებმა მყინვარწვერზე საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს. „შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე, მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ვერ ახერხებდა გადაადგილებას და დახმარება ესაჭიროებოდა“. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები. „რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო …
Continue reading “მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს”
საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს – 2019 წლის კვლევა
ევროკავშირი საქართველოში 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდს მოიცავს. კვლევა ემყარება პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით. ევროკავშირი საქართველოში ინფორმაციით, მსგავსი კვლევა უკვე ოთხი წელია ტარდება, პირველი ტალღა 2016 წელს დაიწყო. მსგავსი კვლევები ასევე ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და …
Continue reading “საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს – 2019 წლის კვლევა”
ტბელ აბუსერიძე: ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან
ბათუმელი ტბელ აბუსერიძე, რომელიც ამერიკაში, მერილენის St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, არდადეგებს თბილისში ატარებს. ის 20-21 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა და მას შემდეგ, თითქმის ყოველდღე უერთდება აქციის მონაწილეებს. ტბელი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ფოტოებზეც ასახავს. „არ მინდა ამას ვიღებდე. არ მინდა ჩემხელა ბავშვებს ვხედავდე სისხლიან ქუჩაში. ფესტივალზე მინდა ვუღებდე ბავშვებს, …
Continue reading “ტბელ აბუსერიძე: ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან”
მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადები განისაზღვრა
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლებისთვის სქემით განსაღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრა. უფროსი და წამყვანი სტატუსის მასწავლებლებისთვის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 9 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩავლით პერიოდი, ხოლო პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის – 2019 წლის 29 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით …
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ექვს თვეში 103 283 ვიზიტორი ესტუმრა
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, 2019 წელს ბაღის დამთვალიერებელთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წელს ბოტანიკური ბაღი სულ 103 283-მა ვიზიტორმა მოინახულა. ესენი არიან როგორც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, ბავშვები და მოზარდები). წინა წლის ამავე პერიოდში ბოტანიკურ ბაღს 91 ათასი სტუმარი ეწვია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირდება. …
Continue reading “ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ექვს თვეში 103 283 ვიზიტორი ესტუმრა”
სალომე ზურაბიშვილმა არ შეაფასა კარასინის მუქარა საქართველოსთან შესაძლო ომზე
დღეს, 5 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში იმყოფება. პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა, შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, შემდეგ კი პრეზიდენტი აჭარის მთავრობაში მივიდა. ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კარასინმა რუსულ მედიაში განაცხადა, რომ „საქართველოსთან ან უნდა ვიომოთ, ან ჟენევაში შევხვდეთ მოლაპარაკებებზე“, – „ბათუმელების“ კითხვა, რამდენად საშიშია კარასინის …
Continue reading “სალომე ზურაბიშვილმა არ შეაფასა კარასინის მუქარა საქართველოსთან შესაძლო ომზე”
ბათუმში სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა
„ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ – ამ სლოგანით გაიხსნა დღეს, 5 ივლისს, ბათუმში სტომატოლოგ ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმს ესწრება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეითლინ კელი აშშ-დან. „კონფერენციას ესწრებიან წამყვანი ქვეყნების სტომატოლოგთა ასოციაციების წარმომადგენლები, წელს არის მე-15 საერთაშორისო კონგრესი. ქალთა …
Continue reading “ბათუმში სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა”
რატომ არის ახალი ვოლიერების ყველა კედელი დახურული ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში
ბათუმის მერიის ცნობით, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში დამატებითი სივრცეები მოეწყო. ახალი ვოლიერები ლეკვებისთვისაა განკუთვნილი და 6 საკარანტინო და 10 საცხოვრებელ ვოლიერს მოიცავს. ცხოველთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი თინათინ ჭავჭანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვოლიერის წინა მხარე გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ცხოველისთვის აუცილებელია ხედვის არეალი ჰქონდეს. „გარდა ამისა, პირველ რიგში, ეს ვეტერინარისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩამოვლის დროს ხედავდეს რა …
Continue reading “რატომ არის ახალი ვოლიერების ყველა კედელი დახურული ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში”
ტექნოლოგიების 3 ათასი სპეციალისტის გადასამზადებლად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში 3 ათას სპეციალისტს გადაამზადებენ. პროგრამაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. როგორც „ბათუმელებთან“ მსოფლიო ბანკის პროექტის კომუნიკაციის მენეჯერი, დიანა ჯუმუხაშვილი ამბობს, პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები ჯერ შემუშავებული არ არის, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ კომპანიების შერჩევაზეა ტენდერი გამოცხადებული, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებს გადაამზადებენ. „დღეს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი …
Continue reading “ტექნოლოგიების 3 ათასი სპეციალისტის გადასამზადებლად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება”
რატომ ვდგავარ „ხუთკაციან“ საპროტესტო აქციაზე ბათუმში
20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, თბილისში პარლამენტის წინ აქციები არ წყდება. ყოველდღე, საღამოს 19:00 საათზე, დემონსტრანტები იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მშვიდობიან აქციებს მართავენ. რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ბათუმშიც იმართება. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი სოლიდარობის აქციას პოლიტიკური აქტორების გარეშე მართავს. ბათუმში მიმდინარე აქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება, რადგან პოლიტიკოსები გაანაწყენა პირველ აქციაზე გამოტანილმა ბანერმა – „სისხლიანი …
Continue reading “რატომ ვდგავარ „ხუთკაციან“ საპროტესტო აქციაზე ბათუმში”
ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა ბათუმში მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარა
დღეს, 3 ივლისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის მიკროსტიპენდიის პროგრამის (Access) მონაწილე მოზარდებს ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა Mariami-მ მასტეკლასი ჩაუტარა. Access -ის პროგრამა ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვისაც. მუსიკოსი აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, მისი ოჯახი საქართველოდან დიდიხნის წინ წავიდა. მარიამის მუსიკა არის პოპის, ფოლკლორისა და სოულის ნაზავი. როგორც მუსიკოსმა „ბათუმელებს“ უთხრა, ის ახლა მეოთხე …
Continue reading “ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა ბათუმში მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარა”
გამოცდის ჩაბარებას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი
დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტები ზოგად უნარებში აბარებენ გამოცდას. ამ დროისთვის ორი აბიტურიენტია მოხსნილი თბილისის საგამოცდო ცენტრებიდან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში, კონკრეტული ადამიანის ნაცვლად გამოცდაზე შესვლას სხვა პირი ცდილობდა და დაწყებულია გამოძიება, ხოლო ის აბიტურიენტი, რომლის ნაცვლადაც გამოცდის დაწერას სხვა ცდილობდა, გამოცდიდან მოიხსნა. მეორე შემთხვევაში აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის მიზეზი გახდა ფარულად შეტანილი მობილური ტელეფონი, …
გიდების შენიშვნებიდან 1 თვის შემდეგ რა გამოსწორდა ტურისტულ ობიექტებზე ბათუმში
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შენიშვნები მოისმინა ბათუმში და არა მარტო ამ ქალაქში, ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ შედგა, გიდები საუბრობდნენ იმაზე, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც დატანილია ტურისტულ რუკაზე და რომელთა სანახავადაც მიჰყვათ ტურისტები, ისე არ გამოიყურება, როგორც სარეკლამო ბუკლეტზე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ობიექტი „ალი და …
Continue reading “გიდების შენიშვნებიდან 1 თვის შემდეგ რა გამოსწორდა ტურისტულ ობიექტებზე ბათუმში “
„დაბადების დღე“- პირველი მონოსპექტაკლი ჟესტურ ენაზე ბათუმში
5 ივლისს ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“, წარმოდეგნილი იქნება რეჟისორ ლაშა შეროზიას მონოსპექტაკლი – „დაბადების დღე“ ჟესტურ ენაზე. სპექტაკლი ადაპტირებულია და მორგებულია სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ადამიანებზე. ადაპტირებული სპექტაკლი პირველად კეთდება ბათუმში, პროeქტ „მედიArt2“-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. „სპექტაკლი „დაბადების დღე“ მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგოს ისტორიას და წარსულთან ფსიქო-ემოციურ გამოთხოვებას ახალი ცხოვრების დასაწყებად,“ – ნათქვამია …
Continue reading “„დაბადების დღე“- პირველი მონოსპექტაკლი ჟესტურ ენაზე ბათუმში”
„სირცხვილია“, „წადი გახარია“- აქციის მოთხოვნა არ იცვლება
დღეს, პირველ ივლისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ისევ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც თბილისში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტის წინ მიმდინარე პერმანენტულ აქციებს. საპროტესტო აქციები პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ კი აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასაც ითხოვენ. „ქართული საზოგადოება არის …
Continue reading “„სირცხვილია“, „წადი გახარია“- აქციის მოთხოვნა არ იცვლება”
ინფორმაცია პედაგოგებისთვის, ვინც eFlow-ში დოკუმენტაციის ატვირთვა ვერ მოასწრო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს იმ პედაგოგების საყურადღებოდ, რომლებმაც ვერ მოასწრეს განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების ატვირთვა, გამოქვეყნება ან არასწორად ატვირთეს დოკუმენტები. ცენტრის განცხადებით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით eFlow-ში წერილობითი მიმართვის საფუძველზე გეძლევათ შეცდომების გასწორების საშუალება. ცენტრი განიხილავს შემდეგი ტიპის დარღვევებს: [checklist] დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ არასწორ ველში; დოკუმენტაცია …
Continue reading “ინფორმაცია პედაგოგებისთვის, ვინც eFlow-ში დოკუმენტაციის ატვირთვა ვერ მოასწრო”
მასწავლებლებისთვის კრიტიკული აზროვნების ტრენინგი დაიწყო
განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება – „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანი მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება. მასწავლებლებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები დაეხმარებიან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა …
Continue reading “მასწავლებლებისთვის კრიტიკული აზროვნების ტრენინგი დაიწყო”