შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდებზე: www.naec.ge ან online.naec.ge. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი, მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება. პრაქტიკოსმა …
Author Archives: ლელა დუმბაძე
ბათუმში თურქულ გემზე 263 სტუდენტი წვრთნებს გაივლის
დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის ნავსადგურში თურქული გემი TCG SANCAKTAR-ი შემოდის. გემზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები გაივლიან სწავლებას, რომელიც მათ გემისა და ნაოსნობის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. სტუდენტები წვრთნებს გაივლიან სანავიგაციო, ტექტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში პირველი რანგის კაპიტნის, ეროლ ქუჩუქის მეთაურობით. ბათუმში თურქეთის საკუნსულოს ინფორმაციით, წვრთნებში 263 სტუდენტი …
Continue reading “ბათუმში თურქულ გემზე 263 სტუდენტი წვრთნებს გაივლის”
გამოცდების შედეგები: მასწავლებლობის მსურველმა 73%-მა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა
2019 წლის ზაფხულის გამოცდაზე, სადაც პედაგოგობის მსურველ პირებს საგნობრივი კომპეტენცია უნდა დაედასტურებინათ, 73-მა პროცენტმა, ანუ 6 568 პირმა ვერ დაადასტურა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაში 8 896 პირი მონაწილეობდა. აქედან უმრავლესობამ ვერ გადალახა 40- 60-პროცენტიანი ბარიერი. ცენტრის ინფორმაციით, ესენი არიან როგორც პედაგოგობის მსურველი, ასევე ის პირები, ვინც სხვა საგანში …
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს საზღვრებთან უკანონო ქმედებები
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს განცხადებას საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელიც გაკეთდა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ვენაში, 2019 წლის 5 სექტემბერს. განცხადებას სტილის დაცვით გთავაზობთ. ვწუხვართ, რომ ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა / წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში.რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო …
Continue reading “ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს საზღვრებთან უკანონო ქმედებები”
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 1.8 მილიონი ლარი სახელწიფო გრანტი გამოიყო
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,845,000 ლარით განისაზღვრა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე …
Continue reading “მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 1.8 მილიონი ლარი სახელწიფო გრანტი გამოიყო”
ბათუმში კერძო სკოლების ნაწილმა სწავლის საფასური 500-ლარით გაზარდა – რა ეღირება სწავლა
ბათუმში ამ დროისთვის სულ 17 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლების ნაწილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებს სწავლის საფასური გაეზრდებათ. კერძო სკოლები სწავლის საფასურის გაზრდას ლარის ინფლაციას უკავშირებენ. საჯარო სკოლებში გამოცხადებული მასწავლებლების ვაკანსიების გამო კერძო სკოლებში შესაძლოა გაჩნდეს კადრების პრობლემაც. 500 ლარით გაზარდა სწავლის გადასახადი სკოლა „გიმნაზია 21-ე საუკუნის“ ადმინისტრაციამ. დირექტორი ირინა ქიქავა ამბობს, რომ გაზრდილი ტარიფი მხოლოდ …
ვინ და რას ხატავს ბათუმის ქუჩებში
ქუჩის მხატვრობა ანუ ე.წ „სტრიტ არტი“ მიჩნეულია გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად, რომლითაც ადამიანები ამბობენ თავიანთ სათქმელს იმ მიმდინარე აქტუალურ თემებზე, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს. მხატვარმა ქუჩის პლატფორმა შესაძლოა გამოიყენოს როგორც სოციალური, პოლიტიკური, ასევე, ესთეტიკური, პოზიტიური გზავნილებისთვის. ხშირ შემთხვევაში, ქუჩის მხატვრობა არის ერთგვარი გზავნილი იმ მტკივნეულ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ. კიდევ ერთი კანონზომიერება, რომელიც სტრიტ არტს ახასიათებს, არის …
სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში
დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე, გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განხილვის თემა იყო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, ბოლო პერიოდში, საკანონმდებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები. ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია ამბობს, რომ ხშირად ქალებმა არ იციან, სად და რა ფორმით ირღვევა მათი უფლება. სწორედ ამისთვისაა საჭირო …
Continue reading “სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში”
მამა ჩემს წარმოდგენებშია – აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის შვილი მამაზე
ნინიკო მჟავანაძე ათი წლისაა. როცა მისი მამა, კაპრალი რაულ მჟავანაძე აგვისტოს ომში დაიღუპა, ის ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. მამის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრების მონათხრობით იცის. წლების წინ, როცა უფრო პატარა იყო, მამას ხშირად ხატავდა, ისეთს, როგორიც მის ბავშვურ წარმოდგენებში იყო, – სიმპათიურ გმირს, რომელიც სამშობლოს გადასარჩენად იბრძოდა. „ახლა აღარ ვხატავ… უფრო სწორად, ვეღარ ვხატავ …
Continue reading “მამა ჩემს წარმოდგენებშია – აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის შვილი მამაზე”
თსუ: საერთაშორისო ურთიერთობებზე შესაძლოა მეოთხე საგნად დაემატოს ზოგადი უნარები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ახალი მოდელის თანახმად, უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებაზე 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სხვადასხვა გამოცდას დააწესებს, ამის შესახებ კი, აბიტურიენტებს წინასწარ შეატყობინებს. „ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დისციპლინების სპეციფიკიდან გამომდინარე,“- განაცხადა რექტორმა. „მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით შესაძლებელია მეოთხე საგნად დაემატოს უნარები, ზოგიერთ ფაკულტეტზე ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ის …
Continue reading “თსუ: საერთაშორისო ურთიერთობებზე შესაძლოა მეოთხე საგნად დაემატოს ზოგადი უნარები”
2020 წელს აბიტურიენტები სამედიცინო პროგრამებზე ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები მხოლოდ სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში; უცხოურ ენაში, მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. …
Continue reading “2020 წელს აბიტურიენტები სამედიცინო პროგრამებზე ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ”
იაპონელი მხატვრის გამოფენა ბათუმში
ბათუმში პირველად, იაპონელი მხატვრის ისაო ტომოდას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა, სახელწოდებით – „წარმოიდგინე“, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 8-10 აგვისტოს გაიმართება. აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, ისაო ტომოდა 1944 წელსაა დაბადებული, განათლება მიღებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების ლიგაში დიზაინის განხრით. „დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ილუსტრატორად, გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მრავალფეროვან ტექნიკაში (ტუში, პასტელი, ზეთი)“. …
მახათას მთაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე ბიუჯეტიდან 284 852 ლარი დაიხარჯა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის განკარგულებით, „საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით“, ქვეყნის ბიუჯეტიდან 893 340 ლარი გამოიყო. აქედან 480 ათასი ლარი განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაეცა. ეს თანხა მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გასცა, რომელიც, დებულების მიხედვით, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის არსებობს. 31 მაისს მთავრობის განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რის საფუძველზეც სამინისტროს 480 ათასი ლარის ნაცვლად 553 ათასი ლარი …
Continue reading “მახათას მთაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე ბიუჯეტიდან 284 852 ლარი დაიხარჯა “
კულტურის ეროვნული ფონდი 50 მილიონი ლარით დაფინანსდება
განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, კულტურის სფეროს რეფორმა დააანონსა და განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. მინისტრის განცხადებით, ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება „თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“. პრესრელიზში, რომელიც სამინისტრომ ჟურნალისტებს …
Continue reading “კულტურის ეროვნული ფონდი 50 მილიონი ლარით დაფინანსდება”
დრონით ადამიანის გადარჩენის პირველი შემთხვევა აჭარაში
მახინჯაურში მაშველებმა დრონის დახმარებით 29 წლის კაცი გადაარჩინეს. მოქალაქე ზღვაში 3-ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ეს შენიშნა სანაპიროზე მყოფმა სხვა პირმა, რომელმაც სამაშველო დანაყოფს მიმართა. „გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს“, – აცხადებენ უწყებაში. ტექნოლოგიური სიახლე – მაშველი …
Continue reading “დრონით ადამიანის გადარჩენის პირველი შემთხვევა აჭარაში”
გონიოში ზღვაში კაცი დაიხრჩო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გონიოში ზღვაში დაახლოებით 12:00 საათზე შევიდა. როგორც საგანგებოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მაშველებმა კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს საავადმყოფოში გადაყვანის დროსაც უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯერჯერობით უცნობია, დაღუპული კაცი ადგილობრივია თუ ტურისტი. ზღვაზე ამ დროისთვის 4-ბალიანი შტორმია.
ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სამსახურში 45 შეტყობინება შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 45 შეტყობინება დაფიქსირდა. საგანგებოს ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. „აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა. მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავეს. გამოძახების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა,“- ნათქვამია აღნიშნული …
Continue reading “ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სამსახურში 45 შეტყობინება შევიდა”
ზღვაზე შტორმის გამო ბანაობა აკრძალულია – სამაშველო სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო ამ დროისთვის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4-ბალიანი შტორმი. აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. …
Continue reading “ზღვაზე შტორმის გამო ბანაობა აკრძალულია – სამაშველო სამსახური”
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა, ასევე ცვლილება შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“. განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში …
Continue reading “საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა”
„ორი ნაპირი“ – ლატვიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში
დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ქართველი მხატვრის, ნუგზარ პაქსაძის პერსონალური გამოფენა – „ორი ნაპირი“ გაიმართება. „ნუგზარ პაქსაძე 1982 წლიდან ლატვიაში ცხოვრობს. ის არაერთი საერთაშორისო პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] მონაწილეა, არის მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი. მუშაობს ფერწერასა და ინტერიერის დიზაინში“, – ნათქვამია ხელოვნების მუზეუმის პრესრელიზში. „ორი ნაპირი“ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება …
Continue reading “„ორი ნაპირი“ – ლატვიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში”
ბათუმში 14 წლის გოგოს მოტოციკლი დაეჯახა
დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 14 წლის მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფოს ინფორმაციით, გოგონას ფეხი აქვს დაშავებული და თავი სტკივა. ადგილზე იმყოფება პოლიციაც. შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების …
ენმ: გვინდა ხელისუფლების პასუხი, რას სთავაზობს გონიოში ტურისტებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან, გია აბულაძე, დღეს 1 აგვისტოს გონიოს პლაჟზე იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გონიოს პლაჟი, ტურისტული სეზონის მიუხედავად მოუწესრიგებელია და ინფრასტრუქტურა გაუმართავი. „გვინდა ხელისუფლების პასუხი, თუ რას სთავაზობს ის გონიოში ტურისტებს. საპირფარეშოები საშინელ მდგომარეობაშია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ საპირფარეშოში ტურისტი უნდა შევიდეს და ის შემდეგ კმაყოფილი დაბრუნდება თავის ქვეყანაში, მაშინ …
Continue reading “ენმ: გვინდა ხელისუფლების პასუხი, რას სთავაზობს გონიოში ტურისტებს”
ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად უცხოელი დაიღუპა
დღეს, პირველ აგვისტოს, დილით, ჩაქვში ერევანი-თბილისის მატარებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეჯახა. შსს ინფორმაციით, კაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
აჭარაში მოქალაქეს 9 ათასი ცალი უაქციზო სიგარეტი ჩამოართვეს
აჭარაში, სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, 9020 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ნ.ც.-ს ჩამოერთვა საქონელი“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამავე წყაროს ცნობით, საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით, …
Continue reading “აჭარაში მოქალაქეს 9 ათასი ცალი უაქციზო სიგარეტი ჩამოართვეს”
ბათუმის ბულვარში 2 აგვისტოდან უფასო კინოჩვენებები იწყება – ბიაფფიადა
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ბათუმის ბულვარში კინოჩვენებებს იწყებს. ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 2, 3, 9, 11, 12, 23, 24, 25 აგვისტოს. გაიმართება დღეში ორი კინოსეანსი: 20:30 საათზე და 22:30 საათზე. კინოჩვენებები ბათუმის გარდა აჭარის რამდენიმე რეგიონშია კიდევ დაგემილი. …
Continue reading “ბათუმის ბულვარში 2 აგვისტოდან უფასო კინოჩვენებები იწყება – ბიაფფიადა”
ნაღმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ ენაზე შევიდა
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, დღეს 31 ივლისს, 18:00 საათზე რუსულ ენაზე შეტყობინება შევიდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ შენობაში ბომბი იყო. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა იმყოფებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეტყობინების შესახებ ინფორმაცია შსს გადაეგზავნა, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ შენობაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელი რუსული ფოსტიდან იყო შეტყობინება, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ …
Continue reading “ნაღმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ ენაზე შევიდა”
ბათუმის უნივერსიტეტში პოლიცია ნაღმს ეძებს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაში პოლიცია ნაღმს ეძებს. უნივერსიტეტის შენობაში ნაღმის შესაძლო არსებობაზე შეტყობინება უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება დაახლოებით 18:00 საათზე შევიდა. „შეტყობინება გადავუგზავნეთ სამართალდამცავ ორგანოებს, ადგილზე იმყოფება პოლიცია, შენობა ევაკუირებულია“- გვითხრეს პრესსამსახურში. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტში პოლიცია ნაღმს ეძებს”
ხელოვნების უნივერსიტეტის სკვერში 200-მდე ხეს დარგავენ
ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ გაშენებული ახალი სკვერი ოფიციალურად ხვალ, პირველ აგვისტოს გაიხსნება. პარკის გახსნაზე, როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 200-მდე ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი. „დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე, ფოთლოვანი ნარგავები, მათ შორის კალისტემონი, ტუია, როდოდენდრონი და მაგნოლია“, – გვითხრეს მერიაში. პარკის გახსნაზე დაუკრავს ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი. სკვერის მშენებლობა ზუბალაშვილის ქუჩაზე გასულ წელს დაიწყო, მის მოსაწყობად ქალაქის …
Continue reading “ხელოვნების უნივერსიტეტის სკვერში 200-მდე ხეს დარგავენ”
ელგუჯა ბაგრატიონს სასამართლომ ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოება აუკრძალა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ელგუჯა ბაგრატიონს, ოზურგეთის სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ელგუჯა ბაგრატიონს პოლიცია სსკ-ის 188-ე მუხლით ედავებოდა, რომელიც სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. ელგუჯა ბაგრატიონის ადვოკატის, მირდატ ქამადაძის თქმით, სასამართლომ ბაგრატიონს გირაოს გარდა, დააკისრა კვირაში ერთხელ პოლიციაში გამოცხადება ხელწერილისთვის და 20 მეტრის რადიუსში იმ ტერიტორიასთან მიახლოება, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაა. „ფაქტობრივად, აქციებზე მისვლა აუკრძალეს“, …
Continue reading “ელგუჯა ბაგრატიონს სასამართლომ ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოება აუკრძალა”
ვინ ისწავლის საირმის ტურიზმის სკოლაში, რომელმაც 200 კადრი უნდა დაასაქმოს წელიწადში
განათლების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საირმეში უნდა გაიხსნას ტურიზმის სკოლა, რომელიც წელიწადში საშუალო რგოლის 200 სპეციალისტს მოამზადებს და „სპეციალისტები ავტომატურად დასაქმდებიან“. სკოლა სასტუმრო და სარესტორნო საქმის სპეციალისტებს გამოუშვებს. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლისთვის აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო პარტნიორები მოამზადებენ. სად და როგორ დასაქმდება ყოველ წელს ტურიზმის სფეროს 200, საშუალო რგოლის სპეციალისტი? – მასპინძლობის ინსტიტუტის დამფუძნებელი მანანა უგულავა, …
რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. „აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი. აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, …
ვაპროტესტებთ ბეტონის ბატონობას ქალაქზე [ფოტორეპორტაჟი]
დღეს, 29 ივლისს, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა, ასევე „ძველი ბათუმის დამცველმა“, სამოქალაქო აქტივისტებმა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „რივიერას“ პროექტი, რომელიც ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ პროექტით ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის შედეგად ქალაქი დაიჩრდილება და შესაძლოა გამოიწვიოს ეკოლოგიური საფრთხეები. ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი, ვინც რივიერაზე მშენებლობას ეწინააღმდეგება, ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელებით ხელისუფლება მოქალაქეთა ინტერესებს …
Continue reading “ვაპროტესტებთ ბეტონის ბატონობას ქალაქზე [ფოტორეპორტაჟი]”
5 ათასი ლარი გამარჯვებულ პროექტს – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოაყალიბონ თეატრალური დასი და დადგან სასკოლო სპექტაკლი. გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული პროექტი, თითოეული პროექტი 5 ათასი ლარით დაფინანსდება. გამარჯვებული პროექტებიდან ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო სპექტაკლს, რომლებიც დამატებით მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. პროექტებს აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სკოლების მოსწავლეებსაც. კონკურსში მონაწილეებმა აჭარის განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ …
Continue reading “5 ათასი ლარი გამარჯვებულ პროექტს – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის”
კომპანია ლიფტის ჩამოვარდნაზე: რომელიღაც მობინადრის მუშები გაუთვალისწინებლად შევიდნენ
კომპანია „გრანდ სითის“ იურისტი მერაბ დიმიტრაძე, მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სატვირთო ლიფტი ექსპლუატაციაში არ არის შესული. „ლიფტი კუსტარულად არ იყო დამონტაჟებული, უბრალოდ, მომზადების პროცესშია. აქ მიმდინარეობს როგორც სამშენებლო, ასევე ლიფტის მონტაჟის სამუშაოებიც. მშენებარე პროცესი იყო ეს. ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს კომპანიასთან, რომელიც ამონტაჟებს ლიფტს“, – ამბობს იურისტი. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ …
ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბათუმში, სამშენებლო კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დღეს ქვები დაუშინეს. ამის საფუძველზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 154-ე მუხლით. „გამოძიება დაწყებულია ინციდენტზე“. ჟურნალისტისთვის უკანონოდ ხელშეშლა „ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე. დღეს, 29 ივლისს, …
Continue reading “ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო”
დაპირისპირება კორპუსთან, რომელსაც ლიფტი მოწყდა
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც მშენებარე კორპუსს ლიფტი მოწყდა, მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე პირი ცდილობდა კორპუსის ტერიტორიაზე შესვლას, რა დროსაც მათ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კორპუსის ტერიტორიაზე მყოფები. შს სამინისტროს ინფორმაციით, ლიფტის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. კომპანია „გრანდ …
Continue reading “დაპირისპირება კორპუსთან, რომელსაც ლიფტი მოწყდა”