ბათუმში კორპუსზე მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსს ლიფტი მოწყდა. ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ხუთი კაცი და ერთი ქალი. „ბათუმელების“ რეპორტიორის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, სამ პირს მძიმე გარეგნული დაზიანებები აღენიშნება. ერთ-ერთი პირი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა და ლიფტში იმყოფებოდა, ამბობს, რომ არ იცის რა სიმაღლეზე იყო ლიფტი. მისივე თქმით, ლიფტი იყო სატვირთო, თავად კი ამ კორპუსის მშენებლობაზე მუშად …

ბიჭი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში გაუჩინარდა, ბათუმში იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში 28 ივლისს გაუჩინარებული არასრულწლოვანი იპოვეს. „ინტენსიური ძებნის შედეგად, პოლიციამ გვიან ღამით არასრულწლოვანს ბათუმში მიაკვლია. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს და პოლიციამ ოჯახში დააბრუნა“, – გვითხრეს შსს-ში. არასრულწლოვანი, რომლის გაუჩინარების შესახებ მშობლებმა მიმართეს პოლიციას, 17 წლისაა. მის გაუჩინარებაზე პოლიციაში შეტყობინება გუშინ შევიდა.

ყველა რაიონში და ქალაქში რეანომობილს ვერ დავაყენებთ – გადაუდებელი დახმარების ცენტრი

ონისა და ამბროლაურში მოსახლეობის მხრიდან რეანომობილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაგეგმარების, ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე. მისი თქმით, საჭიროა თუ არა ამ მუნიციპალიტეტებში რეანომობილის დამატება, ეს უნდა შეისწავლონ. რეფერალური სისტემა აგებულია ისე, რომ  როდესაც პაციენტი შედის კლინიკაში და კლინიკა აკეთებს გამოძახებას რეანომობილზე, სანამ რეანომობილი მოვა, …

სააგენტო 16 წლის მოზარდის კომაში ყოფნაზე: „კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა ხარვეზები“

სოციალურ ქსელში დღეს, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. პეტიციის ავტორი ლამარა ბოჭორიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რეანომობილის არქონის გამო, 16 წლის მოზარდი, რომელიც დროულად ვერ გადაიყვანეს კლინიკაში, ისევ კომაშია. მოზარდი 22 …

აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ ხუთი მონაწილე პოლიციაში დაიბარეს

საპროტესტო აქციების – „გააღვიძე ოლიგარქის“ აქტივისტები ოზურგეთის პოლიციაში დაიბარეს. აქციები ყოველ ღამით, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან ტარდება. ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას განცხადებით, დღეს, 26 ივლისს, 13:00 საათზე, ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე უნდა მივიდნენ: ლაშა ადამია, გია ხალვაში, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე და ბონდო თედორაძე, რომელიც ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. „მოტივი როგორც, გვითრეს, არის საპროტესტო აქციები, რომელსაც …

წაშლილი ზებრა გადასასვლელები ქალაქში

ბათუმის როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე პერიფერიულ უბნებშიც, ზებრა გადასასვლელები გარკვეულ ადგილებში მთლიანად წაშლილია, ზოგან კი – ნაწილობრივ. ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის პარალელურ – პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე. ზებრა გადასასვლელებზე ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. როგორც კომპანიაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ნიშნულების მოხაზვა დაწყებულია, თუმცა როდის დასრულდება,  კომპანიაში ვადებს ვერ აკონკრეტებენ. „საღებავები შეძენილია და გეგმის მიხედვით მოხდება ნიშნულების გაკეთება,“ …

„ბათუმი ევროპული ქალაქი“ – გამოფენა უფასო ყავითა და ღვინით

27 ივლისს აჭარის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა – „ბათუმი ევროპული ქალაქი“. ფოტოებზე  ასახულია 1880-1921 წლების ბათუმი. კერძოდ, გამოიფინება ფოტოებზე ასახული ბათუმში არსებული ევროპული ქვეყნების საკონსულოების შენობები და ამ პერიოდში მოღვაწე ბათუმთან დაკავშირებული ცნობილი ევროპელების ფოტომასალები. მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის დროს დაგეგმილია ჯინჭარაძის ქუჩის გადაკეტვა, სადაც გამოიფინება იმ პერიოდის ფოტოები და მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი. გამოფენა 14:00 …

26 ივლისს ბათუმში სამდღიანი მუსიკის ფესტივალი იწყება

26, 27 და 28 ივლისს ბათუმში ყოველწლიური ფესტივალი Black Sea Sound-ი იწყება. პროექტის ფარგლებში კონცერტები გაიმართება ბათუმის ქუჩებში. 26 ივლისი, 20:00 საათზე, კონცერტი დაიწყება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯგუფები: Savannah Fish (თბილისი); Project – Free Space (ბათუმი); Dj Max (ბათუმი). 27 ივლისს, ამავე დროს, „წიგნები ბათუმში“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, Flow Masters-ი დაუკრავს. …

ივანიშვილის ქონების დაზიანებაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს. როგორც ელგუჯა ბაგრატიონი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით და ასევე ადმინისტრაციული კოდექსით დაიწყო გამოძიება. როგორც ელგუჯა ბაგრატიონი გვეუბნება, პირველი მუხლი სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი, მას ხმაურის გამო ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ელგუჯა ბაგრატიონს მოუწევს …

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 24 ივლისს, დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 95% გამოცხადდა. ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდებიდან მობილური ტელეფონის შეტანის გამო, ორი კი – იმის გამო, რომ მათ ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდაზე გასვლას. იყო დამხმარე რესურსის გამოყენების ერთი მცდელობაც. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე დღეს, 24 …

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღეს, 24 ივლისს, ბათუმში, „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულებს უნივერსიტეტები ვეღარ დაადგენენ, რადგან სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. გორგოძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბოლოო დებულება აგვისტოს შუა რიცხვებში, განათლების მინისტრის ხელის მოწერის შემდეგ გამოქვეყნდება. „თავიდან ითქვა, რომ გამსვლელ …

ივანიშვილის რეზიდენციასთან, კარავში მისასვლელი პლაჟი ლოდებით ჩაგვიხერგეს – აქტივისტი

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, მოშიმშილე პირებსა და აქციის ორგანიზატორებს კარვები კიდევ სამ ადგილზე აქვთ განთავსებული – ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან ახლოს, სასტუმრო „პარაგრაფის“ სიახლოვეს პლაჟთან და  გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბესო ქათამაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პლაჟთან განთავსებულ კარავში აქტივისტები ვეღარ მიდიან, რადგან მესამე დღეა პლაჟი ლოდებით ჩახერგეს. „კარავთან რომ მიხვიდე, ზღვაში უნდა შეცურო, ისე …

ბიოლოგიისა და ქიმიის ბათუმელი მასწავლებლები, რომლებიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიდიან

მაგდანა ხაბაძე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და შპს „განათლების“ ბიოლოგიის მასწავლებელია, რუსუდან შავაძე კი მე-6 საჯაროს სკოლაში ქიმიას ასწავლის. ისინი იმ 12 მასწავლებელს შორის არიან, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს და ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. რას ელოდებიან ამ სტაჟირებისგან პედაგოგები და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საჯარო სკოლებში სწავლება აქტიური გახდეს. გამარჯვებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა. …

გამარჯვებული კონკურსანტები აჭარიდან – 12 პედაგოგი სტაჟირებას პოლონეთში გაივლის

ვარშავაში საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა სტაჟირების კონკურსის 12 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდა. ბიოლოგია: ნინო ქათამაძე (ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა) ნონა ქორიძე  (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა) მაგდანა ხაბაძე (ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა) ბუნებისმეტყველება: დალი თებიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა); ნინო მალაზონია (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა); თამარ კონცელიძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა); ფიზიკა:  მერაბ დიასამიძე  (ქედა, მახუნცეთის საჯარო სკოლა); …

შსს: ბათუმში ოთხ არასრულწლოვანს დედა და დეიდა მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს დედა და დეიდა, რომლებიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს, იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ …

რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდა სამთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში – დმანისში, მარნეულსა და საგარეჯოში, სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან. პროგრამას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს. როგორც პროექტის მენეჯერი მარიკა ციბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის პროგრამაში 50-მდე პირია დარეგისტრირებული. „ბევრმა გამოთქვა სურვილი, ამიტომ ოქტომბერში კიდევ დაემატებიან ბენეფიციარები“, – გვეუბნება ციბაძე. მისი …

ქალი: 6 შვილი მყავს, მერია კი მეუბნება, რომ ბინას 7-შვილიანებს აძლევს

32 წლის ნაირას 6 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობს. მერიაში უთხრეს, რომ ბინას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეშვიდე შვილს გააჩენს. ნაირა ქმარს გაშორდა. ახლა ნაირა ექვს შვილთან ერთად ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, თუმცა დიასახლისი უკვე სთხოვს ბინის დაცლას – „ბავშვები ხმაურობენ და მაწუხებენო, მეუბნება“. მარტოხელა ქალი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს. ნაირა თავის ექვს შვილთან ერთად …

კონკურსი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად

აჭარაში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათი ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 პროცენტის და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას: სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების …

„კაკუნი სამოთხის კარზე“ და სხვა ქანდაკებები ძველი საფლავებიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა, გურანდა ბენიძემ და ეკა გიგაურმა თბილისსა და მის შემოგარენში უძველესი საფლავები შეისწავლეს ფინალური გამოცდისთვის. ძიების პროცესში მათ აღმოაჩინეს „კაკუნი სამოთხის კარზე“ თუ ედუარდ მუნკის მუზის – დაგნი იუელის საფლავის ქვა. როგორ და რატომ დაინტერესდნენ ამ თემით სტუდენტები? – „ბათუმელები“ ამის შესახებ  სტუდენტებს ესაუბრა.  „ვერასოდეს …

ბავშვს 1912 წლის ლექსიკით ვერ დავხვდებით – მასწავლებელი დედაენის სკოლაში დაბრუნებაზე 

პრემიერმა და განათლების მინისტრმა საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ სკოლებში გოგებაშვილის „დედაენას“ აბრუნებენ. პრემიერის აზრით, „დედაენის“ დაბრუნება ეროვნული იდეაა და ის სასწავლო პროგრამიდან „უპასუხისმგებლო ადამიანებმა ამოიღეს“. თუმცა განათლების სამინისტროში ისიც ითქვა, რომ  საუბარია არა უშუალოდ „დედაენის“ შემოტანაზე, არამედ გოგებაშვილის მეთოდზე. რატომ არ უნდა ვასწავლოთ 21-ე საუკუნის ბავშვებს 1912 წლის სახელმძღვანელოთი, – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს თათა ჭანტურიას …

მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბულვარმა ორ თვეში 25 პირი დააჯარიმა

ბოლო ორ თვეში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების ცალკეულ სამართალდარღვევებზე 25 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ექვს პირზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. „ბათუმის ბულვარის“  ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურის მიერ ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობის წესების დარღვევისთვის 4 პირი დაჯარიმდა, ელექტრომობილების მართვის წესების დარღვევისთვის – 13, მათგან 12 პირი ელექტრომობილით მოძრაობდა ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ აკრძალულ ტერიტორიაზე. „აგრეთვე, რიქშის ერთი …

ცრუ განგაში ხანძარზე სასტუმრო „ადმირალში“- სტუმარმა ჩილიმი მოწია

დღეს, 18 ივლისს, დილით, ბათუმში, სასტუმრო „ადმირალში“ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, განგაში ცრუ აღმოჩნდა, სასტუმროში ერთ-ერთმა სტუმარმა ჩილიმი მოწია, რის გამოც კვამლის დეტექტორი ჩაირთო. სასტუმროში მოწევა აკრძალულია. ადგილზე სამი სახანძრო მანქანა იმყოფებოდა.

ივანიშვილი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს: რუსთავი 2-ის ფილიალი ხართ

ბიძინა ივანიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, უთხრა: „დაწყნარდით შვილო, ნუ უზრდელობ.  როგორ ერთმანეთს გავხართ (იგულისხმა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2),  გიორგი გახარიამ დაიცვა რუსთავი 2-ის მეპატრონეები, თქვენიც (საზ.მაუწყებლის),“-განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც ის პარტიულ შეხვედრას დახურულ ფორმატში მართავდა. ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან  დაკავშირებით განაცხადა, …

თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელად წარადგინეს

დღეს, 17 ივლისს,  მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ იმყოფებოდა, სადაც  „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. აქამდე „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია არ არსებობდა. პარტიის აჭარის რეგიონულ ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძე ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილის „ჰილტონში“ სტუმრობა ენმ-სა და სხვა აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აქციაზე გამოჩნდა ტრანსპარანტები: „STOP …

ივანიშვილმა „ჰილტონი“ პროტესტის ფონზე დატოვა

ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ჰილტონი“, სადაც ის შეხვედრას მართავდა, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა. იმ დროს, როცა ივანიშვილის ესკორტი სასტუმროს ტოვებდა, მცირე ინციდენტი მოხდა – ენმ-ის წევრებმა მცირე ხნით რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს. შეხლა-შემოხლა იყო პოლიციასა და აქტივისტებს შორის. დღეს, 17 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული დახურული შეხვედრა გამართა „ჰილტონში“. დღეს დაფუძნდა „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. „ქართული …

ჩაქვში „წადი გახარია“ ბანერის გამოფენისთვის ზედამხედველობამ აქტივისტები 7-ჯერ დააჯარიმა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე, აქტივისტების მიერ გამოფენილი ბანერის – „წადი გახარიას“ გამო ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური აქტივისტებს აჯარიმებს. „ყოველდღე მოდიან, გვთხოვენ პირადობის მოწმობებს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ. წერენ რაღაც ოქმებს და გვეუბნებიან, რომ ჯარიმები მოგვივა. თუმცა კონკრეტულად ვის სახელზე წერენ ჯარიმას, არ ვიცით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი აქტივისტი, ხათუნა ბერიძე. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მათ ეუბნება, …

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხის განხილვას საკრებულოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა მაინც მისცეს. საკრებულომ და მერმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „რივიერა“ ქალაქს სჭირდება“. „რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ტერიტორია კერძო კომპანიას ეკუთვნის. პროექტის გაჟღერებიდან დღემდე, საზოგადოება „ბათომი“ და …

რა გზავნილები დაუტოვეს ბათუმის საკრებულოს წევრებს აქტივისტებმა შესვენებაზე [ფოტო]

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში [13:30] საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, სამოქალაქო აქტივისტები კი საკრებულოს წევრებს მაგიდაზე ბარათებს უტოვებენ.    

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს: თქვენ ამართლებთ ძალადობას

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე 20 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა. „მათი მოწოდებებით, ქმედებებით, წაქეზებებით, მომიტინგეთა ნაწილი სულ მცირე ორი საათის განმავლობაში ახორციელებდა შტურმს ჩვენს სამართალდამცველებზე. დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი, დაშავდა რამდენიმე ათეული ახალგაზრდაც, სამწუხაროდ, რამდენიმემ დაკარგა თვალი. ფაქტია, რომ აღიკვეთა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდით დამხობის გზა. დღეს ჩვენს ხელისუფლებაში არის პარტია, რომლისთვისაც ერთ-ერთი ამოსავალი …

„ბათომის“ მიმართვა: ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობას იწყებს. საზოგადოება „ბათომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართავს ქალაქის თვითმმართველობას. „მოვითხოვთ, ქალაქის მმართველობამ უარი თქვას ქალაქის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე, რითაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება ბათუმის კონცხზე – რივიერაზე. ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია, ისტორიული ბათუმის ნაწილია, ერთადერთი დარჩენილი სივრცეა, რითაც …

ბათუმის საკრებულომ ენმ-ის ინიციატივა 20 ივნისის მოვლენებზე არ დაარეგისტრირა

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს  მიმართვის პროექტი არ დაურეგისტრირეს.  ფრაქცია მიმართვის ტექსტში ითხოვდა, რომ ბათუმის საკრებულოს ოფიციალურად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ბათუმის საკრებულოში, მირდატ ქამადაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკრებულომ მათ ამ ქმედებით ინიციატივის უფლება წაართვა. „თვითმმართველობას შეუძლია მიიღოს კონკრეტული უწყებისადმი …

სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთმა თანამშრომელმა მეორეს სცემა – დაწყებულია გამოძიება

ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ორმა თანამშრომელმა სამსახურში იჩხუბა. ინფორმაციას ამის შესახებ tv 25 ავრცელებს. ფაქტს „ბათუმელებთან“ ადასტურებს როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ნანი კახაძე, ასევე შს სამინისტრო, რომელმაც გვითხრა, რომ გამოძიება სსკ-ის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას გულისხმობს. სააგენტოსა და შს სამინისტროში სქესს არ გვიკონკრეტებენ, თუმცა ინფორმირებული პირის თქმით, კოლეგა ქალს კაცმა დაარტყა. აჭარის …

ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება

16 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მე-11 საერთაშორისო ვორქშოფი“ გაიხსნება. ბსუ-ს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი  მაგნიტურ, ოპტიკურ, ზეგამტარ, მრავალფუნქციურ  და ნანომასალებში ახალი კვლევების, მიღწევებისა და შედეგების გაცნობაა. კონფერენციაში მონაწილეობენ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის, გერმანიის, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომლები. „კონფერენციის ამოცანაა შექმნას …

13 ივლისს ავარიაში დაღუპული ოჯახის მეორე შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

13 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული უცხოელი ტურისტების მეორე შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავარიის დროს მშობლები და მათი 6 წლის შვილი დაიღუპნენ. მეორე ბავშვი კი ამ დრომდე ქუთაისში ინტერვენციულ საავადმყოფოში რჩება. ევექსის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება“. ბავშვი კლინიკაში სხეულის სხვადასხვა მოტეხილობით მოათავსეს. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის …

სამინისტროს სკოლებში ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვს

სექტემბრიდან საჯარო სკოლებში გოგებაშვილის ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვთ. ამის შესახებ განათლების სამინისტრომ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სფეროთი დაინტერესებული ზოგიერთი პირი გოგებაშვილის „დედაენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ზოგიერთი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრე იყო. დღეს, 15 ივლისს, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში „დედაენის“ …

1 გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი მძიმედ დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა როგორც ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დასადგენია, „რადგან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ჯერ არ დაბრუნებულან, დაახლოებით ათამდე ადამიანი გადმოჰყავთ კლინიკაში“. შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. გამოძიება …

Exit mobile version