მთავარი,სიახლეები

„სანდასუფთავება“: თუ ვერ დავადგინეთ ვინ დაყარა ნაგავი ჭოროხთან, ვის დავუწეროთ ჯარიმა? [ფოტო]

11.07.2019
„სანდასუფთავება“: თუ ვერ დავადგინეთ ვინ დაყარა ნაგავი ჭოროხთან, ვის დავუწეროთ ჯარიმა? [ფოტო]

ახალი ბულვარის ბოლოს, გამწმენდ ნაგებობასთან ახლოს, მდინარე ჭოროხის ნაპირის სამშენებლო მასალებით დანაგვიანების ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა.

ფოტომასალაზე ჩანს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლოს, მდინარეში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია გადაყრილი. მოქალაქის თქმით, როგორც ჩანს, სანაპიროზე დიდი სატვირთო მანქანებიდან ცლიან სამშენებლო ნაგავს, რაზეც ჩამტვრეული ლუქი და ამოვარდნილი ბორდიურიც მიუთითებს.

სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებული გარემო ბათუმში, მდინარის პირას
ფოტო: ნუკრი ყველაშვილი

ფოტო: ნუკრი ყველაშვილი

ბათუმში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „ბათუმელები“ მერიის  „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შოთა თოდაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მათ გარემოს დანაგვიანებაზე რეაგირება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ დამნაგვიანებელი იდენტიფიცირებულია.

სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებული გარემო ბათუმში. ფოტო: ნუკრი ყველაშვილი

„თუ ვერ დავადგინეთ ვინ დაყარა, ვის დავუწეროთ ჯარიმა?  დაზუსტებით თუ ვინმემ არ დაადო ხელი, არ ვიცით, ისევ ვერ დავაჯარიმებთ. იცით რამდენი მასეთი ფოტო გვაქვს და რამდენი უკანონო ნაგავსაყრელია? რამდენი ფაქტზე დავიჭირე, ჯარიმა დავუწერე, მაგრამ სასამართლოში გამისაჩივრეს,“ – გვითხრა მან.

გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 200 ლარიდან იწყება. „გააჩნია, რა რაოდენობის ნაგავი დაყარა,“ – ამბობს შოთა თოდაძე.

მისივე თქმით, სანდასუფთავების სამსახურს არ აქვს იმის რესურსი, რომ გარემოს დანაგვიანებაზე ხშირი მონიტორინგი აწარმოოს. „საზოგადოების მენტალობის ბრალია ეს. როცა დაინახავენ, რომ ჩაყარა ვიღაცამ ნაგავი, უნდა მოკიდონ ხელი ტელეფონს და დაგვირეკონ,“ – ამბობს თოდაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: