განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლებისთვის კრიტიკული აზროვნების ტრენინგი დაიწყო

01.07.2019 • 1924
მასწავლებლებისთვის კრიტიკული აზროვნების ტრენინგი დაიწყო

განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება – „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანი მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა  და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება.

მასწავლებლებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები დაეხმარებიან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. „მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდება ვიდეორგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების კოალიცია 2013 წელს ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. „კოალიციის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: