კულტურა,მთავარი,სიახლეები

„დაბადების დღე“- პირველი მონოსპექტაკლი ჟესტურ ენაზე ბათუმში

02.07.2019
„დაბადების დღე“- პირველი მონოსპექტაკლი ჟესტურ ენაზე ბათუმში

5 ივლისს ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“, წარმოდეგნილი იქნება რეჟისორ ლაშა შეროზიას მონოსპექტაკლი – „დაბადების დღე“ ჟესტურ ენაზე. სპექტაკლი ადაპტირებულია და მორგებულია სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ადამიანებზე.

ადაპტირებული სპექტაკლი პირველად კეთდება ბათუმში, პროeქტ „მედიArt2“-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“.

„სპექტაკლი „დაბადების დღე“ მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგოს ისტორიას და წარსულთან ფსიქო-ემოციურ გამოთხოვებას ახალი ცხოვრების დასაწყებად,“ – ნათქვამია ანოტაციაში.

სპექტაკლში თამაშობს მსახიობი ინგა კირცხალი, სურდო თარჯიმანი კი სოფი იაკობიძეა.

პროექტი ხორციელდება სოციალურ საწარმო კაფე „თავისუფალ სივრცეში“.  სპექტაკლი მიმდინარეობს სრულად ჟესტურ ენაზე, სინქრონული ხმოვანი თარგმანით და განკუთვნილია როგორც სმენის არმქონე, ასევე, სმენის მქონე ადამიანებისთვის.

მონოსპექტაკლი „დაბადების დღე“ თავისუფალ სივრცეში გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: