მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ექვს თვეში 103 283 ვიზიტორი ესტუმრა

05.07.2019
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს  ექვს თვეში 103 283 ვიზიტორი ესტუმრა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, 2019 წელს ბაღის დამთვალიერებელთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წელს ბოტანიკური ბაღი სულ 103 283-მა ვიზიტორმა მოინახულა. ესენი არიან როგორც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, ბავშვები და მოზარდები).

წინა წლის ამავე პერიოდში ბოტანიკურ ბაღს 91 ათასი სტუმარი ეწვია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირდება. წელს ბაღს ელექტრომობილები დაემატა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ნეკერჩხელების პარტერს. ბაღის ტერიტორიაზე ვიზიტორებს უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც შეუძლიათ.

 

2018-2019 წლის პირველი და მეორე კვარტალის ვიზიტორთა რაოდენობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: