„ოცნების ქალაქი“ ისევ საპროტესტო აქციას მართავს | Live

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები ისევ საპროტესტო აქციას მართავენ. ამჯერად ისინი დასახლების წინ, გზატკეცილზე [ფრიდონ ხალვაშის გამზირზე] შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ახლა შენდება. ამ დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების მშენებელობის პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 …

მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს – შსს

მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მამა შელაპარაკების დროს დანით მოკლა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ შემთხვევის …

კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 9

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 9 ადამიანი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 43, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 15, გურიაში – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთსი – 4, სამცხე-ჯავახეთში …

აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 მარტი

დღეს, 21 მარტს, აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა 4-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში, ანუ მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 108 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 38, ონლაინკლინიკაში – 107.

მოზარდების დაჩოქების და ბოდიშის მოხდის საქმეზე ბებიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეების დაჩოქების და ბოდიშის მოხდის საქმეზე ერთ-ერთი მოზარდის ბებიას ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 4 ნოემბერს სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა. 8 ნოემბერს, მ.კ.-ს ბებიამ – ვ.კ.-მ ანალოგიური მეთოდით – …

„რას გვაძალებთ, სიკვდილს?“ – მეუფე სპირიდონი მრევლს ვაქცინით აშინებს, რას ამბობს ეკლესია სიცრუეზე

„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება… შესაძლოა, ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ“, – აცხადებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი covid 19-ის ვაქცინაციის შესახებ. ეპისკოპოსის ქადაგების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს, 20 მარტს. გაავრცელეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოს სთხოვა კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში გვერდში დგომა. საპატრიარქომ მაშინ დააფიქსირა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას …

რატომ შეჩერდა ვაქცინაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში – 2 განსხვავებული პასუხი

„მიმართვიანობა არის ძირითადი მიზეზი“, – აღნიშნა დღეს, 20 მარტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის შეჩერების შესახებ ჰკითხეს. გუშინ, 19 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდებოდა ვაქცინაცია. რას ნიშნავს ჯანდაცვის უწყების ორი თანამდებობის პირის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები? – კითხვით …

„როგორც წინასაარჩევნოდ, ისე ვივლით კარდაკარ“ – ოპოზიციის ახალი გეგმა

„როგორც წინასაარჩევნოდ, ისე უნდა ვიაროთ კარდაკარ, მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ წინ არის საქართველო,“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგალავა. დღეს, 20 მარტს ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი რეგიონებსა და სოფლებში აპირებენ მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს, ხოლო 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასობრივ საპროტესტო აქცია გაიმართება. მოთხოვნა იგივეა: რიგგარეშე არჩევნები. „ოცნებამ“ ღიად …

225 ახალი ავტომობილი პოლიციას გადასცეს

პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომობილი: “შკოდას” მარკის, სედანის ტიპის 175 ავტომობილი და “კია ნიროს“ მოდელის 50 ჰიბრიდული მანქანა შეემატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის.“ ავტომანქანების გადაცემის ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები – ვლადიმერ ბორცვაძე და …

ბათუმში ნარკორეალიზატორს ფარულად ვიდეო გადაუღეს და დააკავეს – შსს

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში ა.ბ. დააკავეს. იგი თურქეთის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლოდ შეისყიდეს და ეს ფარულად ჩაიწერეს. „ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, “მეტამფეტამინის“ შემცველი …

აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 20 მარტი

აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა 8 პაციენტმა. ამ დროისთვის კრიტიკულად, მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 100 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია – 35. ხოლო ონლაინკლინიკაში – 94.  

დანიელსონი წავიდა, რა იქნება შემდეგ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ეს პრობლემა თავად ჩვენ თუ არ მოვაგვარეთ, საქართველო გამოჩნდება, როგორც აი, ჭიჭყინა ბავშვი, როგორც უმწიფარი. ამის გამო, ევროკავშირში შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი გაქრეს, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. მას წარუმატებლად დასრულებული პოლიტიკური მოლაპარაკების შესახებ ვესაუბრეთ. პოლიტოლოგი ქვეყნის შიგნით მოლაპარაკების რესურსს ვეღარ ხედავს. თუმცა იმედს არ კარგავს, …

რა სარგებელი მიიღო ბიუჯეტიდან კომპანიამ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრმა სიძეს აჩუქა – TI

„მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, დაიწყონ მოკვლევა ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ წარმოებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც „ტრეიდინგ სერვისის“ გამარჯვებით დასრულდა… “ – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრის ირაკლი პატარიძის შესახებ დღეს, 19 მარტს, გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. „ტრეიდინგ სერვისი“ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანიაა. მან ამ კომპანიის წილები 2019 …

სუსი ქობულეთში მიწის კომისიის თავმჯდომარის დაკავებაზე: ქრთამის სახით აიღო 2 ათასი დოლარი

ქობულეთში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრის დაკავებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ, ვიტალი ქარცივაძემ, მიწის კონკრეტული ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის სანაცვლოდ ქრთამის სახით 10 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა, ხოლო 2 ათასი აშშ დოლარი წინასწარ აიღო. „გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში …

მე და ეს ძაღლი, რომელსაც ჩემი მაისური აცვია, ბულვარიდან ვიცნობთ ერთმანეთს – 16 წლის გოგო

„ქუჩაში როცა გავდივარ, სულ მახსოვს, რომ იქ ძაღლები არიან, რომლებსაც შიათ, სცივათ… მადლიერებას გამოხატავენ, გცნობენ, თვალებში გიყურებენ და სიხარულით მოგყვებიან უკან,“ – ამბობს ბათუმელი ანი ტიკარაძე. მას სახლში ძაღლები არ ჰყავს, ის ქუჩის ძაღლებზე ზრუნავს. ანი ტიკარაძე ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. ანის შესახებ ინფორმაცია ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა და იმ …

ქობულეთში მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე დააკავეს

ქობულეთში მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ვიტალი ქარცივაძე დააკავეს. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა გუშინ ღამით დააკავა. ვიტალი ქარცივაძე 2019 წლიდან იყო  მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე. კომისია ქობულეთის მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურაა. ვიტალი ქარცივაძე ამავდროულად ქობულეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.  ის სოფელ ქაქუთის მაჟორიტარი დეპუტატია. ვიტალი ქარცივაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ქობულეთის მერიაში, თუმცა …

„ვერ შევთანხმდებით“ – თურნავა ნამახვანი ჰესის პროტესტის მონაწილეებზე

დღევანდელ [18 მარტი] ბრიფინგზე ნამახვანი ჰესის პროექტზე საუბრის დროს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირთან ასოცირება ახსენა. „ნამახვანჰესის პროექტი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი ამ თვალსაზრისით. მოგახსენეთ კიდევაც, რომ ევროკავშირთან ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წყალქვეშა კაბელი უნდა აშენდეს იმისთვის, რომ ჩვენგან მწვანე ჰიდროენერგია მიეწოდოს ევროკავშირს და ეს არის …

რატომ აჭიანურებს უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას

აჭარის უმაღლესი საბჭო ისევ არ განიხილავს ოპოზიციისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. უმაღლესი საბჭო ხვალ, 18 მარტს, პლენარულ სხდომას გამართავს, თუმცა დღის წესრიგში ისევ არ არის ოპოზიციონერი დეპუტატების საქმე. 2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა, მოთხოვნა საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს. უფლებამოსილების შეწყვეტა „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით გასულმა …

ავტოავარია ბათუმში, უნივერსიტეტის წინ – ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 17 მარტს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ავტოავარია მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული, რომლებსაც ზედაპირული ტრავმა ჰქონდათ,  კლინიკაში გადაიყვანეს.    

რატომ გაითიშა შუქი – “ენერგო-პრო ჯორჯიას” პასუხი

ბათუმში, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში შუქის მიწოდება ერთდროულად შეწყდა. ამ დროისთვის (00:40) უცნობია, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ან რის გამო გაითიშა შუქი. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, შუქის გათიშვის მიზეზი ამ კომპანიის ქსელი არ არის და არც ავარიული დაზიანებაა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, პრობლემა სავარაუდოდ “სახელმწიფო ელექტროსისტემას” აქვს, საიდანაც ელექტროენერგია მოეწოდება “ენერგო-პრო ჯორჯიას”. “ბათუმელები” ამ ეტაპზე ვერ დაუკავშირდა …

დამირეკეს მამა ცოცხალ-მკვდარია კლინიკაშიო, გამოვვარდი სახლიდან და დამაჯარიმეს – შშმ პირი

„დამირეკეს თუ არა, მამაშენი ცოცხალ-მკვდარი დავტოვეთ საავადმყოფოშიო, გამოვვარდი სახლიდან, უკვე ღამის 10 საათი იქნებოდა…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამაზ ფუნდუკიდი, რომელიც 15 მარტს პოლიციელებმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. თამაზ ფუნდუკიდი ქობულეთში, სოფელ დაგვაში ცხოვრობს. „მამაჩემი 80 წლისაა და ხშირად ავადმყოფობს. ის ჩემს ახლობელთან მყავდა დატოვებული ქალაქში,“ – გვიყვება თამაზ ფუნდუკიდი, „ღამით დამირეკა …

„ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა“ – რას ამბობენ ასოციაციები და მთავრობა

„ფუტკარი მასობრივად იხოცება,“ – ამბობენ მეფუტკრეები, რომლებიც ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის საჭიროებას ხედავენ. მეფუტკრეების თქმით, ფუტკრის მასობრივი განადგურების მიზეზი ტკიპაა, რომელმაც წლების განმავლობაში იმუნიტეტი გამოიმუშავა და მასზე შესაწამლი საშუალება აღარ მუშაობს. ამ საქმის პროფესიონალები ფუტკრის დახოცვის სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. „ჩვენი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ფუტკრის დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა. ფუტკრის მასობრივი განადგურების მთავარი მიზეზი მეფუტკრეების ნაკლები …

„პირველ აპრილს დაველოდებით“ – რა უთხრა მთავრობამ სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულებს

„პირველ აპრილს დაველოდებით, თუ ისევ არ გახსნიან სარიტუალო დარბაზებს, სავარაუდოდ, 5 აპრილს ორგანიზებულ საპროტესტო აქციას გავმართავთ, ყველა გამოვალთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ გოგონა ხალვაშმა, იგი დღეს, 16 მარტს, აჭარის მთავრობის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეა. საპროტესტო აქციაზე სარიტუალო დარბაზებში დასაქმებული ადამიანები შეიკრიბნენ, ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ. საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილეს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ. „კონკრეტულად …

„მოგვეცით მუშაობის საშუალება“ – ბათუმში სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები აქციას მართავენ

დღეს, 16 მარტს, ბათუმში, მთავრობის სახლთან სარიტუალო დარბაზებში დასაქმებული პირები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, მათ უკვე აღარ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ეკონომიკურ კრიზისს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვითაა გამოწვეული. უკვე თვეებია საქართველოში არ მუშაობენ სარიტუალო დარბაზები, კოვიდის გამო აკრძალულია ქორწილები, ქელეხები და ხალხმრავალი ღონისძიებები. დაწესებული შეზღუდვები საქართველოში ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ამ დრომდე შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება …

ბათუმელი პოლიციელი, რომელსაც გამოსახლებას უპირებენ და რომელმაც საკონსტიტუციოში დავა მოიგო

„თუ საკუთარი უფლება არ დავიცავი, სხვას როგორ დავიცავ?“ – კითხულობს რემზი შარაძე, რომელიც უკვე 25 წელია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობს. რემზი მაჭახლის ხეობაში მუშაობს. ეს ის უბნის ინსპექტორია, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში დავა იუსტიციის მინისტრს მოუგო. ამჯერად ისევ ბათუმის სასამართლომ უნდა განსაჯოს – გამოასახლებენ თუ არა ბინიდან უბნის ინსპექტორს და მის ოჯახს. რემზი შარაძეს 2014 წელს „იშ …

რატომ არ აჰყავთ მოზარდებს ადვოკატი დამოუკიდებლად – 1 შემთხვევა ბათუმში

იმის მიუხედავად, რომ 18 წლამდე მოზარდებს ადვოკატის დამოუკიდებლად აყვანის უფლება აქვთ, ისინი ამ უფლებას არ იყენებენ. მოზარდს თავადაც შეუძლია საჩივარი მოამზადოს და უჩივლოს მშობელს, მასწავლებელს, ექიმს ან ნებისმიერს, ვისზეც ფიქრობს, რომ მის უფლებას არღვევს. ეს გაწერილია ბავშვთა უფლებების კოდექსში, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო. ჩანაწერი, რომლითაც ბავშვს ადვოკატის აყვანა დამოუკიდებლად შეუძლია, 2020 წლის სექტემბერში …

შვილმა დედას თოფი იმიტომ ესროლა, რომ ქალია – პროკურატურა

სენაკში ო.ბ.-მ დედას ორლულიანი თოფით, ახლო მანძილიდან ესროლა იმიტომ, რომ ის ქალია. ეს პროკურატურის ვერსიაა. შემთხვევაა 29 იანვარს მოხდა. პროკურატურა ბრალდებულს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავება. გამოძიების ვერსიით, გასროლის შედეგად ქალს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები აქვს. სამედიცინო დახმარების შედეგად ქალს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ბრალდებულს სენაკის სასამართლომ უკვე შეუფარდა …

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

ადამიანებმა, რომლებიც გუშინ დილით „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეიჭრნენ, ტერიტორია დღეს, გამთენიისას დატოვეს. მანამდე ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა შენობიდან… სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ისევ ეცდებიან ბინების თვითნებურად დაკავებას – მიიჩნევენ, რომ მათაც ეკუთვნით ბინები, რომლებიც ქალაქში 2013 წლიდან შენდება და უკვე ორი წელია აშენებული ბინები ცარიელია. სოციალურად დაუცველი ადამიანები აცხადებენ, რომ …

„არაფერს გამოვრიცხავ“ – სალაძე TV პირველში პროკურატურის „პროპორციული ძალის“ გამოყენებაზე

„ეს არის ცუდი და უკანონო გადაწყვეტილება, არაპირდაპირ სურთ წყაროს გაგება,“ – მიიჩნევს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან სალაძე მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ დღეს, 11 მარტს გამოტანილი განჩინების შესახებ. განჩინების მიხედვით, პროკურატურას შეუძლია TV პირველიდან ამოიღოს „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საკუთრების ამსახველი ჩანაწერები“. „პროკურატურა ითხოვს ყველაფერს, რაც ამ ჩანაწერებთან არის …

მოქალაქე ხულოდან: ჩვენს იაილებს რატომ არ გვაძლევს სახელმწიფო?

„ვინ იცის, რამდენი ხანია ეს იაილები ჩვენი, მაგრამ არ გვაძლევენ,“ – გვითხრა ვარლამ ხოზრევანიძემ, რომელსაც ბათუმში საპროტესტო აქციაზე შევხვდით. გუშინ, 9 მარტს, წაბლანელებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ვარლამი წაბლანელი არ არის, ის სოფელ ბოძაურში ცხოვრობს, მაგრამ წაბლანელების აქციას შეუერთდა: „სოლიდარობას ყველაზე დიდი ძალა აქვს,“ – ფიქრობს ვარლამ ხოზრევანიძე. მან თავისი პრობლემების შესახებ მოგვიყვა. …

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის მოსამართლეობის ფიცი დადო

იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დღეს, 10 მარტს, ფიცი დადო. იუსტიციის მინისტრი  საქართველოში საქმიანობას გააგრძელებს მანამ, სანამ ის  მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას არ შეუდგება. თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე გახდა. ის მოსამართლედ გასული წლის 19 დეკემბერს აირჩიეს. დღეს ჰააგის სასამართლოში ახალარჩეულმა ექვსმა …

კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა

კოტე ანანიაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უკვე დატოვა. ის ბოლო ერთი თვე რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მანამდე კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. „ეგ გამორიცხულია,“ – გვიპასუხა კოტე ანანიაშვილმა, როცა მას ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდებოდა თანამდებობის დატოვება იმას, რომ ის გიორგი გახარიას კადრი იყო. კოტე ანანიაშვილმა თქვა, …

„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა… მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს, რომელიც უპირისპირდება მეუფე პეტრეს. არავინ იცის, წავა თუ არა მეუფე პეტრე ვა-ბანკზე და როდის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ. ბატონო მირიან, ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს შორის არაერთი ღია კონფლიქტი ვნახეთ. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად – …

ქედაში 2 თვის წინ მდინარის წაღებული ხიდი ჯერ არ აღუდგენიათ

ქედაში, სოფელ წონიარისში, ხიდი ამ დრომდე არ აღუდგენიათ. ხიდის ნაწილი ადიდებულმა აჭარისწყალმა 12 იანვარს წაიღო. მას შემდეგ ხიდზე გავლა შეუძლებელია.  ადგილობრივების თქმით, მათ დამატებით დაახლოებით 12 კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ შემოვლითი გზით შინ მისვლა შეძლონ. „პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს,“ – მიიჩნევენ აჭარის გზების დეპარტამენტში. აქ ვერ გვითხრეს, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მინიმუმ ახალი …

როგორ მიულოცეს პოლიტიკოსებმა ქალებს 8 მარტი მშობლების მარშის ფონზე

„გილოცავთ 8 მარტს“, „გილოცავთ ქალთა დღეს“ – ძირითადად ასე მიულოცეს მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა უწყებებმა 8 მარტი ქალებს იმ ფონზე, როცა ქალების და განსაკუთრებით მოზარდი გოგონების უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გაუპატიურების მსხვერპლმა, 13 წლის გოგომ გორში იმშობიარა, თებერვალში კი ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა, 14 წლის ნინიმ ქობულეთში სიცოცხლე …

რა ხდება ცენტრში, სადაც შეგიძლია ალკოჰოლი გადააგდო – რას ჰყვება 48 წლის მხატვარი 

„…ძალიან მიჭირდა, ვეძებდი შველას და ვერსად ვპოულობდი. ვერავინ მითხრა, რა უნდა მექნა, ყველა ზურგს მაქცევდა, ეს არის ყველაზე მძიმე,“ – გვიყვება ამური ტერაშვილი. მან ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაძლია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება სარეაბილიტაციო ცენტრში. ამური 48 წლისაა. ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ნაწილს დღეს სახელმწიფო მხოლოდ ერთჯერადად სთავაზობს სამედიცინო დახმარებას უფასოდ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ამავე ადამიანს ფსიქოზი …

Exit mobile version