მთავარი,სიახლეები

მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს – შსს

21.03.2021 • 1208
მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს – შსს

მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მამა შელაპარაკების დროს დანით მოკლა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ხოლო დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.
ბრალდებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: