მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნარკორეალიზატორს ფარულად ვიდეო გადაუღეს და დააკავეს – შსს

20.03.2021 • 1944
ბათუმში ნარკორეალიზატორს ფარულად ვიდეო გადაუღეს და დააკავეს – შსს

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში ა.ბ. დააკავეს. იგი თურქეთის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლოდ შეისყიდეს და ეს ფარულად ჩაიწერეს.
„ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, “მეტამფეტამინის“ შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, 849 აბი და 12 ნატეხი „მდმა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: