აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

“ისინი არიან უკანონო პატიმრობაში,” – მიმართა დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს და საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სამი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულები ღია ზღვაში იახტაზე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე ვოლოდიმერ დიაჩენკოს …

„ჩვენი მიწები წყლით იფარება, რა ვაკეთოთ?“ – კირნათელები ჰესის პიკეტირებას აპირებენ

ხელვაჩაურში, კირნათში მცხოვრები ადამიანები „კირნათიჰესთან“ საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, ისინი ჰესის მშენებელმა კომპანიამ ხელისუფლებასთან ერთად მოატყუა, ისევ იტბორება სახნავ-სათესი მიწის ფართობები, რაც შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. „კომპენსაცია მე პირადად ავიღე მხოლოდ 2500 ლარი, 6-დოლარ-ნახევარი გამოვიდა კვადრატული, ეს იყო საკარმიდამო, რაც დავთმე… ახლა კომპანია იძახის, რომ კომპენსაცია გადახდილი მაქვსო, მაგრამ ვეღარ ვიყენებთ სახნავ-სათესებს, რით ვიარსებოთ, …

თუ პარკირების თანხა გადახდილი გაქვს, მაგრამ ავტომანქანის ნომერი განაახლე, მაინც დაგაჯარიმებენ

თუ ბათუმში ცხოვრობთ და ავტომანქანის პარკირების საფასური გადახდილი გაქვთ, შესაძლოა მაინც დაგაჯარიმონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ავტომანქანის ნომერს შეცვლით, მაგრამ ამის შესახებ შესაბამის ცნობას ბათუმის მერიაში არ წარადგენთ. იმის მიუხედავად, რომ მონაცემთა ბაზები ორივე საჯარო უწყებაში [შსს-ს მომსახურების სააგენტო და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“] ელექტრონულადაა, ერთი საჯარო უწყება მეორისგან მონაცემს დამოუკიდებლად ვერ იღებს. …

ხულოში 8-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები დამხმარე შენობების გადარჩენას ცდილობენ. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. “ამ დროისთვის მიმდინარეობს უსაფრთხო ადგილის შერჩევა, სადაც ამ ოჯახს გადავიყვანთ, ქირის ფულს ხულოს მერია გადაიხდის… ამ სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა, სამი კი, ბათუმში …

ხოფაზე ტანსაცმლის 2 მაღაზია დაიწვა – ადგილზე საქონლის გადარჩევას ცდილობენ | LIVE

დღეს, 9 თებერვალს, ხოფის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზია დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა მაღაზიაში არსებული საქონლის დიდი ნაწილი. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბაზრობის მოვაჭრეები შეეცადნენ მაღაზიის მეპატრონეს დახმარებოდნენ გადარჩენილი საქონლის დახარისხებაში. ხოფის ბაზრობა, ისევე როგორც სხვა ბაზრობები საქართველოში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გუშინ გაიხსნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რაზე კამათობდნენ საუკუნის წინ პირველი კონსტიტუციის მიღებისას

„…მე 1000 წლებით წინ ვერ გავიხედავ, სულ დიდი 100 წლის გათვალისწინება შეგვიძლია და იქაც კი იქნება უმრავლესობა და უმცირესობა, დღეს ამის არსებობა აუცილებელია ეკონომიკური მიზეზების გამო, მაგრამ მომავალშიც იქნება უმცირესობა და უმრავლესობა სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის დროს, სხვა ნიადაგზე, ამიტომ იქაც იქნება კრატია, უმრავლესობის ბატონობა,“ – ამ სიტყვებით სოციალისტ-ფედერალისტმა იოსებ ბარათაშვილმა 1921 წელს დამფუძნებელ კრებას მიმართა. …

„არ გადავიხდით ჯარიმებს“ – სააკაშვილი დაუმორჩილებლობის აქციაზე

ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და ბათუმში 6 თებერვლის საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც შეკრებილმა ადამიანებმა პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. პოლიციამ ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავა და ჯამში 3-3 ათასი ლარითაც დააჯარიმეს, თბილისში კი, აქციის მონაწილეების დაჯარიმება დღეს, 8 თებერვალს დაიწყო. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ჯარიმას არავინ გადაიხდის. „გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი …

რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე …

იძალადეს თუ არა პოლიციელებმა ბათუმში აქციის მონაწილეებზე – გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს უწყება იმ შემთხვევებს სწავლობს, როცა დანაშაული ან სამართალდარღვევა სავარაუდოდ სამართალდამცველს აქვს ჩადენილი. ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო 6 თებერვალს ღამით ბათუმში აქციის 11 წევრის დაკავებაზე. ისინი მაშინ დააკავეს, როცა კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ “არაგონივრული შეზღუდვების” გაუქმების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, მათზე პოლიციამ დაკავების დროს …

მოსამართლე აქციის მონაწილეების დასჯაზე: პოლიტიკა მე არ მაინტერესებს

“პოლიტიკა მე არ მაინტერესებს,” – ხმამაღლა თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და ადვოკატ დავით ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა. ადვოკატმა იმის ახსნა სცადა, რომ ფირუზ წულუკიძე პოლიტიკური პატიმარია და მასთან გარიგებას მაღალჩინოსნები ცდილობდნენ. ფირუზ წულუკიძის და ასლან ჩოგაძის საქმე დღეს, 7 თებერვალს, განიხილა მოსამართლე კობა გოცირიძემ. ფირუზ წულუკიძე 1500 ლარით დააჯარიმეს, ასლან ჩოგაძე – 1000 ლარით. საუბარია 6 …

აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს კოტე ანანიაშვილი აღარ უხელძღვანელებს. ინფორმაცია “ბათუმელებთან” თავად კოტე ანანიაშვილმა დაადასტურა. კოტე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა, რის გამო გაათავისუფლეს ან რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. ამ ეტაპზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დანიშნული არ არის. მოვალეობას სავარაუდოდ კოტე ანანიაშვილის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო ცვლილებებზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. ____ კოტე ანანიაშვილი აჭარის …

ბათუმის აქციაზე დაკავებულები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

“რა მტკიცებულება სჭირდება ამას? რა ვიდეოს წარმოდგენაა საჭირო? ფაქტია, რომ კომენდანტის საათი დაირღვა…” – იკითხა მოსამართლე კობა გოცირიძემ, როცა ადვოკატმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და პროცესის გადადება ითხოვა ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით. მოსამართლემ უარი თქვა პროცესის გადადებაზე, რის გამოც თავად მოსამართლის აცილება ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ითხოვა. “მე არავითარი თქვენი კონსტიტუციური უფლება არ შემიზღუდია, შემჭიდროებული ვადები არსებობს…” – …

აჭარაში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 2

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი, ხოლო კლინიკა უკვე დატოვა 8 პაციენტმა. ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს – 174, კოვიდსასტუმროში – 124, ონლაინკლინიკაში – 160.  

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული და ხილი ბათუმის ბაზარში – Live

ბათუმის აგრარული ბაზარში დასაქმებული პირების თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები 10 %-ით მაინც გაძვირდა, ზოგიერთ პროდუქტზე კი 30-40%-ით. თუმცა ეს არ ეხება ადგილობრივი წარმოების ფასებს. ერთ-ერთი მოვაჭრის, თამაზ დარჩიძის თქმით, თავად ყველზე ვაჭრობს, მაგრამ ყველი სახლში ვერ მიაქვს. აქ გვეუბნებიან, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ის ფასებია, რაც შემოდგომაზე იყო – მაგალითად, კარტოფილზე, სტაფილოზე ფასები არ …

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ 5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა 

„შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“ – ამ მოთხოვნით არსებულ პეტიციას უკვე 5 152 ადამიანი აწერს ხელს. პეტიციით გათვალისწინებული ხელმომწერების რაოდენობა სულ 4 დღეში შეგროვდა – პეტიციაზე ხელმოწერები 30 იანვრიდან დაიწყო. პეტიციის მოთხოვნა ბათუმის ძველ ბულვარში 16-სართულიან მშენებლობის შეჩერებაა, ასევე ის, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე აღარ გაიცეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობის ნებართვა. „ხელმოწერების შეგროვება ისევ გრძელდება, …

მოზარდის დედა: ჩემს შვილს პოლიციელებმა სცემეს, მას 12 დღეა ვერ ვუკავშირდები 

„შვილს არ მაკავშირებენ, ის 25 იანვარს დააკავეს და მას შემდეგ არაფერი ვიცი, როგორაა, რას შვრება, 25 იანვარს ჩემი შვილი კი არ დააკავეს, არამედ მოიპარეს და სცემეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები დ. ლ. ის 16 წლის არასრულწლოვნის ა.ბ.-ს დედაა, რომელსაც გამოძიება ტაქსტის მძღოლის ძარცვას ედავება. არასრულწლოვანს პატიმრობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა. დიანას თქმით, მას 25 იანვარს …

კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11

პლატფორმა stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 11. დადებითობის მაჩვენებელი, 5 თებერვლის მდგომარეობით, 3.28 %-მდე შემცირდა, ხოლო ბოლო 14 დღეში – 3.98 %-მდე. 6 თებერვლის მდგომარეობით, მძიმეა 509 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 216, იმერეთში – 131, აჭარაში – 40, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 141 პაციენტი.

პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში 573 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯარიმებულს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა – 457 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება. პირბადის არქონა ან მისი ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ 116 პირი დააჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის. კანონი ამ …

აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 6 თებერვალი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 40. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკა უკვე დატოვა 9 პაციენტმა, კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზეა 5 პაციენტი. 6 თებერვლის მონაცემებით, ბათუმში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 178 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია – 123. ონლაინკლინიკაში – 173.  

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეები მაშველებს გამოჰყავთ. ამ ეტაპზე 5 ავტომანქანის და მგზავრების გამოყვანას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და საფრთხე არავის ემუქრება. მაშველებმა ბუქსირის დახმარებით უკვე გამოიყვანეს 8 ავტომობილი, რომელმაც სვლა განაგრძო, 2 ავტომანქანის მგზარები კი, უახლოეს სასტუმროში დააბინავეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო …

პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც საქართველოში დეპუტატი გახდა და შეიარაღებული დადიოდა

„ბაბუა ბევრს მიყვებოდა ფარი ხანუმზე, როგორც ძლიერ ქალზე… ბაბუას განსაკუთრებით უყვარდა მამიდა. კაცი ფარი ხანუმს ეტყოდნენ, ასე მიმართავდნენო… როცა გაირკვა, რომ ფარი ხანუმი პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელსაც დემოკრატიული არჩევნები მოუგია, ბაბუა ცოცხალი აღარ იყო,“ – გვიყვება ისმაილ სოფიევი. მისი ბაბუას მამიდა იყო ფარი ხანუმ სოფიევა – ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალი სამყაროში, რომელიც პირდაპირი არჩევნების …

აჭარის მთავრობა: საპროტესტო აქციას არ აქვს ხალხის ნდობა

„2 თვეზე მეტია აჭარის მთავრობის სახლთან იმართება აქცია, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ხერხით, პერიოდულად მიმართავენ დესტრუქციულ ქმედებებს…“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს, 4 თებერვალს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის უკანა მხარეს გადავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს დისკომფორტს შეუქმნიან და გადაადგილებას შეუზღუდავენ. აჭარის …

აქცია აჭარის მთავრობის ალტერნატიულ შესასვლელთან გადმოვიდა

“დისკომფორტს შევუქმნით, თორნიკე რიჟვაძეს აქედანაც არ შევუშვებთ,” – აცხადებენ ბათუმის აქციის მონაწილეები, რომლებმაც დღეს აჭარის მთავრობის სახლის უკან მხარეს გადაინაცვლეს. აქ მთავრობის სახლის ალტერნატიული შესასვლელია. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში [13:50] ენმ-ს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერს, ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხვდება. 2 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბათუმში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო …

8 თებერვლიდან ბაზრობები გაიხსნება

8 თებერვლიდან ბაზრობები იხსნება. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე. პრემიერის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც რიგი შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი გახდა. ყველა ტიპის ბაზრობის გახსნა 15 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ იმოძრავებს – გახარია

8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს ყველა ქალაქში ამოქმედდება, ასევე 15 თებერვლიდან სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მანვე თქვა, რომ ჯერჯერობით არ იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, აქ ასევე არ დაწყებულა სასწავლო პროცესი სკოლებში. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეების …

ალეკო ელისაშვილის პარტია ბათუმში დაიშალა

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად,” – წერს ფეისბუქგვერდზე პარტია “მოქალაქეების” პოლიტსაბჭოს წევრი გენრი დოლიძე. მან პარტია “მოქალაქეები” დატოვა გიორგი გაბაიძესთან, მირიან მერცხალაძესთან და გუჯა ხაბაძესთან ერთად. “ეს არ უკავშირდება ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას… ეს უფრო იყო შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხი, რაზეც …

„საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სასამართლო არ ასრულებს“ – რატომ მალავენ განაჩენებს

გასული წლის აპრილის შემდეგ სასამართლოების ერთიან პორტალზე, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღარ ქვეყნდება. რატომ აღარ ქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილებები საჯაროდ ერთიან პორტალზე, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და არსებობს კანონის მოთხოვნა, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯარო და გამოქვეყნდეს? „კანონის მოთხოვნა არ სრულდება… ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტი არ ასრულებს და არც საერთო სასამართლოები“, …

ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები მშენებლობებზე – ინტერვიუ

სამშენებლო ბადის გარეშე მიმდინარე ეს მშენებლობა ბათუმის პროფკავშირის წარმომადგენელმა 30 იანვარს გადაიღო. სტატიის მთავარ ფოტოზე აეროპორტის გზატკეცილის 73-ია ასახული, სადაც მშენებარე ობიექტის მე-11 სართულიდან 34 წლის მამია ბერიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. კომპანია „სუპერ გრუპში“ ამ დრომდე არაფერი უთქვამთ მუშის დაღუპვის გამო. 30 იანვარს მუნიციპალურმა ინსპექციამ ხელახლა დაიწყო საქმისწარმოება, რადგან მანამდე „სუპერ გრუპს“ ხარვეზის გამოსასწორებლად მიუთითეს. მერია …

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი საკადრო ცვლილებებზე: ჭარბია მედპერსონალი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსები ტარდება. რესპუბლიკურის ძველ შენობაში დარჩენილი თანამშრომლები ეჭვობენ, რომ მათ ახალ რესპუბლიკურში პანდემიის ჩავლის შემდეგ ადგილი აღარ მოუწევთ, რადგან „იქ მენეჯმენტი თავიანთ კადრებს ასაქმებს“. „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ბათუმის რესპუბლიკურის რამდენიმე თანამშრომელმა ვერ დაგვისახელა ნეპოტიზმის კონკრეტული შემთხვევა. გამოცდილი თანამშრომლების თქმით, მათ საპენსიო ასაკის გამო აღარ მოუწევთ ადგილი ახალ რესპუბლიკურში. კლინიკის დირექტორი …

მოსამართლე პრეზერვატივის წარწერაზე: რას ნიშნავს „ძლევაი საკვირველი“?

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ანანია გაჩეჩილაძემ აღწერა, რას მოიაზრებდა პრეზერვატივზე წარწერა „ძლევაი საკვირველი“, მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა გამეორება ითხოვა. „არ მესმის კარგად, იქნებ გაიმეოროთ…“ – თქვა მოსამართლემ. მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, მარი კაპანაძემ, მოსამართლეს მოკლედ უთხრა, რომ ინტერპრეტაცია შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ „ძლევაი საკვირველის“ პრეზერვატივზე დაწერა უფრო მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას აღწერს სექსში. „მიზანი იყო იმის …

რამდენად კანონიერია პრეზერვატივზე წმინდანის გამოსახვისთვის დაჯარიმება – დავა საკონსტიტუციოში

შეიძლება თუ არა პრეზერვატივზე იმის გამოსახვა, რაც გსურს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 2 თებერვალს, ამ თემაზე არსებითი განხილვა დაიწყო. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, „არაეთიკური“ რეკლამა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გასაჩივრებულია კანონის ის მუხლიც, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის. საუბარია პრეზერვატივზე სახელწოდებით „აიისა“, რომელზეც წმინდანები სხვადასხვა წარწერით გამოსახეს. 2018 წელს კომპანია „აიისა“ 500 ლარით …

რა ხდება სახლში, სადაც 100 წლის წინ პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა? 

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს. „ეს იყო ერთსართულიანი ბელეტაჟი სახლი სარდაფით. ისე გავიზარდეთ, რომ არ ვიცოდით, აქ თუ კონსტიტუცია დაბეჭდეს… მერე …

სად გაქრა „ბათუმიველოს“ ველოსიპედები? – მერია კომენტარს არ აკეთებს

პანდემიის დროს „ბათუმიველოს“ სერვისი გაუმჯობესების ნაცვლად, გაქრა – ტერმინალებში ველოსიპედი საერთოდ აღარ დაგხვდებათ. ბულვარში სასეირნოდ გასულ ადამიანებს მუნიციპალური ველოსიპედებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე მეორე წელია აღარ აქვთ. „ბათუმიველოდან“ ბათუმის ბულვარში ველოსიპედების გასაჩერებელი მოწყობილობაღა შემორჩა. „ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ბათუმის მერიამ 2020 წლის ზაფხულში გადაწყვიტა, რაც თავად მოძველებული ველოსიპედების რეაბილიტაციას და საბარათე სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. „სისტემის განახლება“ ამჯერად …

16 წლის ბიჭი, რომელიც ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაშია ბრალდებული, გირაოთი გაათავისუფლეს

ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაში ბრალდებულ 16 წლის მოზარდს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 500 ლარის გადახდა დააკისრა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, პირველ თებერვალს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქმის მასალების მიხედვით, 16 წლის მოზარდი 12 და 13 წლის არასრულწლოვნებთან ერთად ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა. შემთხვევა 29 იანვარს მოხდა. არასრულწლოვანს გამოძიება ქურდობის მცდელობას ედავება. ის შემთხვევის ადგილას დააკავეს. „აშკარაა რესურსების …

ბათუმში 200-მდე მოვაჭრე „უნივერსამში“ სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვს | LIVE

დღეს, პირველ თებერვალს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, აქციას მართავენ ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში მდებარე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები. ისინი სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვენ. დღეს ბათუმში გაიხსნა მაღაზიები და მოლები, თუმცა არა ბაზრობები. მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის თანახმად, სავაჭრო ცენტრების გახსნა 15 თებერვალს იგეგმება, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა გაიხსნა მაღაზიები, მოლები, სკოლები, სავაჭრო ცენტრების …

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარი დოკუმენტი ნაჩქარევად დაიბეჭდა, თუმცა ამ მოვლენით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარი ადასტურებს, რომ პირველი …

Exit mobile version