მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 9

21.03.2021
კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 9

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 9 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 43, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 15, გურიაში – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთსი – 4, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 277 480.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 595 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 328  PCR ტესტით.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც: 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  709, აჭარაში – 149, იმერეთში – 284. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 25, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 76 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის, 134 – თბილისში, 35 – აჭარაში.  2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: