კირთაძე იმ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს

გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონკრეტულ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც გუშინ, 4 აპრილს, ოპოზიციის და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ კონტრაქცია გამართეს. გიორგი კირთაძემ ამ აქციის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა ბრიფინგზე იმის დასტურად, რომ აქციაზე საჯარო მოხელეები იყვნენ. „ესენი არიან: ანზორ დავითაძე – ბონი-გოროდოკის გამგებელი, კობა ცინცაძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, გალაკტიონ ორმოცაძე – მერიის თანამშრომელი, გურამ დუაძე …

ბათუმელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – „სირცხვილიას“ წევრების დაკავების საქმე

ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 3 აპრილის ღამეს პოლიციელების შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, „დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე …

„პოლიციელების თვალწინ მცემეს“ – აქტივისტი, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა

„სასტიკად მცემეს, ყველაფერი მტკივა, პოლიციელები უყურებდნენ ამას და არაფერი გააკეთეს,“ – ამბობს „ალტერნატივას“ აქტივისტი ირაკლი ფანგანი. ირაკლი ფანგანის თქმით, მას გუშინ ღამით ქაშუეთის ეკლესიის წინ სცემეს, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი. „მომიკითხა უცნობმა კაცმა და გამიყვანა ცოტა მოშორებით, მიხსენა ბათუმის ინციდენტი და რაღაც, არ მაცალა პასუხის გაცემა, პირდაპირ დამიწყო ცემა, ჩავლეიშვილი არ უხსენებია… …

რა ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებულთა უფასო ცენტრში, რომელიც მხოლოდ ბათუმშია

„არ მეგონა, თუ ასე დავეცემოდი ოდესმე, მაგრამ დავეცი. მთავარია, წამოდგომა შეძლო… ამას მაშინ აკეთებ, როცა ხვდები, რომ ყველაფერს კარგავ და დაკარგულის დაბრუნება რთულია,“ – ამბობს ზურაბ ხარაზიშვილი, რომელიც უკვე ორი თვეა ბათუმში, ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობს. ცენტრი, სადაც ადამიანები 6 თვის განმავლობაში ამარცხებენ ალკოჰოლის სურვილს, მხოლოდ ბათუმშია და მას საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ აფინანასებს. სარეაბილიტაციო ცენტრში …

ვინ გადაიხდის დაზიანებული ავტომანქანების ხარჯს – წყლის ამოხეთქვა ჭავჭავაძის ქუჩაზე

„ვერ გვეუბნებიან პასუხს, ვერც იმას, რა უნდა ვქნათ, ვის მივმართოთ,“ – ამბობს ბათუმელი ლადო ხაბეიშვილი. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც 19 თებერვალს ჭავჭავაძის ქუჩაზე წყლის მოულოდნელი ამოხეთქვის დროს დაზარალდა. 19 თებერვლის შემდეგ ლადოს ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ვერ გაჰყავს და ვერც კომპენსაციას იღებს. წყლის ამოხეთქვის დროს ქუჩაში სულ 8 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. ლადო ხაბეიშვილის თქმით, …

„ახლა დაგვრჩა ცუდი და უარესი გამოსავალი“ – ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან

„შეთანხმების გარეშე კრიზისი ვერ დასრულდება,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ კრიზისის დაუსრულებლად, უკუსვლით სცადოს ქვეყნის მიყვანა 2024 წლის არჩევნებამდე. კრიზისის განმუხტვის რა რესურსი დარჩა და როგორ შეიძლება მართოს ქვეყანა ერთპარტიული პარლამენტიდან „ქართულმა ოცნებამ“, თუკი სტატუს-კვო შენარჩუნდება?  – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD …

გონიოში ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა

გონიოში ხანძრის შედეგად 45 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. დაშავდა კაციც, რომელიც დამწვრობის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებს ხანძარი უკვე ჩამქრალი დახვდათ, სახლი დაზიანდა, თუმცა დაწვას გადაურჩა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით კი, 45 წლის კაცს სახისა და ხელის არეში …

რომელ სტუდენტებს დაუფინანსებენ სწავლის გადასახადს – სამინისტროს განმარტება

„დაფინანსებას მიიღებს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2021 წლის 11 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით კონკურსში მონაწილე ყველა ის პირველი კურსის სტუდენტი, რომელთა განცხადებები აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო ყველა სტუდენტს დაუფინანსებენ …

დარღვევის ფაქტი არ არსებობს – სასამართლო საკრებულოში დაკავებული პირის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ალბერტ არაქელოვის [Dj ბაბა] საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 30 მარტს, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. მუსიკოსი ალბერტ არაქელოვი ბათუმის საკრებულოს შესასვლელთან პოლიციელებმა დააკავეს, როცა ის სხვა მოქალაქეებთან ერთად ბათუმის საკრებულოს ღია სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. საკრებულო ბათუმის ძველ ბულვარში პლაჟის ნაწილის სასტუმრო „ლე მერიდიანისთვის“ იჯარით გადაცემის საკითხს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ განხილვა გადაიდო …

ქალის ძარცვისა და გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში

გაუპატიურებასა და ძარცვას გამოძიება ბათუმელ ნიკა შ.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. გამოძიების ვერსიით, ნიკამ ბათუმში, ტაილანდური მასაჟის სალონში, მასაჟისტი გააუპატიურა და გაძარცვა. დაზარალებულად ცნობილი ქალის თქმით, მას ნიკამ გაუპატიურების შემდეგ 1000-მდე ლარიც წაართვა. ნიკა წინასწარ პატიმრობაშია და ბრალს არ აღიარებს. „ბრალდებული ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ამ ქალს ახლოს იცნობდა და …

მორატორიუმი არ ეხება ბულვარში 16 სართულის მშენებლობას – რიჟვაძის განმარტება

„უნდა დაველოდოთ სამართლებრივ შედეგებს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე. დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ბულვარში განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მორატორიუმი ცხადდება, თუმცა თორნიკე რიჟვაძის თქმით, მორატორიუმი ახალ პროექტებსა და ინიციატივებს ეხება. მან არ დააკონკრეტა, რატომ უშლის ხელს სასამართლო დავა იმას, რომ განაშენიანების გეგმის …

სტუდენტების ნაწილს სწავლის საფასურს დავუფინანსებთ – აჭარის მთავრობა

650-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ. ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო. „პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დაფინანსდეს ყველა განაცხადი, რომელიც არის შესული აჭარის განათლების სამინისტროში,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 30 მარტს, გამართულ სხდომაზე. „ბათუმელები“ ინფორმაციის …

რიჟვაძე ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობებზე: გამოცხადდეს სრული მორატორიუმი

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე,“ – აღნიშნა დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია ეხება თუ არა მორატორიუმი ისტორიულ ბულვარში მიმდინარე 16 სართულის მშენებლობას, რასაც საზოგადოება აპროტესტებს. …

 გადაამზადებენ პროკურორებს, რომლებიც ქალებზე სექსუალურ ძალადობას იძიებენ

ევროსაბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით პროკურატურაში რამდენიმე პროკურორი სპეციალურ კურსს გაივლის, რომლის შემდეგაც, 10 აპრილიდან, ისინი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე საპროცესო ზედამხედველობას განახორციელებენ. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორების სასწავლო პროგრამა საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად მოიცავს დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. „4-დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სქესობრივ დანაშაულებზე არსებული …

წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს – პედოფილია პროკურატურის ციფრებით

საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს. პირველი იანვრიდან 17 მარტის ჩათვლით პერიოდში, გარდა გაუპატიურებისა, სხვადასხვა ხასიათის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სულ 42 მოზარდი გახდა. პედოფილიის შესახებ სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან გამოითხოვა. 44 საქმიდან გასულ წელს 13 შემთხვევაში გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვი იყო, 2019 წელს – 13, 2018 წელს – 7, 2017 წელს – …

ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული

„ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოილიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა,“ – განაცხადა დღეს, 29 მარტს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა ოპოზიციასთან მოლოპარაკების რესურსზე ჰკითხეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკების პროცესზე საუბრის დროს ისაუბრა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ხოლო „სააკაშვილის შესაძლო ჩართულობა არის შეურაცხმყოფელი,“ – თქვა მან. პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზადააა გონივრული და სამართლიანი კომპრომისის …

ლეღვაში პედაგოგსა და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – სკოლაში სწავლა შეწყდა

ქობულეთში, სოფელ ლეღვას პირველ საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლაში პედაგოგსა და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგიური რისკების შეფასების შემდეგ ეპიდემიოლოგების ჯგუფმა სკოლაში სწავლის შეწყვეტაზე მიიღო გადაწყვეტილება. 29 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 29 მარტის მდგომარეობით, აჭარაში, ლეღვას გარდა, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სრულად დისტანციური სწავლება.

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეს კოვიდი აქვს – კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადადის, ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. „ახლა გავდივართ ამ პროცედურას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით,“ – გვითხრა ნატალია მგელაძემ, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა. კორონავირუსი ამ სკოლაში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, თუმცა სკოლის დირექტორის თქმით, ის ბოლო დღეებში სკოლაში არ დადიოდა და  ამ კლასის დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საჭიროება …

კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  272 601-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 765 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარში – 21, იმერეთში – 22, ქვემო ქართლში – 15, შიდა …

როგორ ხდება განქორწინება, როცა ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია – იურისტის რჩევა

როგორ ხდება განქორწინება და ქონების გაყოფა – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამ თემაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს „ბათუმელების“ ახალ რუბრიკაში „იურისტის რჩევები“. კვირაში ერთხელ „ბათუმელების“ იუთუბარხზე თქვენ იურისტის რჩევები შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ასევე შესაძლებელია, „ბათუმელების“ ფეისბუქ და იუთუბგვერდებზე მოგვწეროთ, თქვენ რომელ საკითხზე გსურთ იურისტისგან რჩევის მიღება. ბატონო გიორგი, საქართველოს …

მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

„მოსახლეობა უფრო მზად არის ვაქცინაციისთვის, ვიდრე ექიმები,“ – მიიჩნევს ექიმი დეა ქაჯაია, ბათუმის „მედცენტრის“ მენეჯერი ექიმების „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესზე. ჩვენ რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელს ვკითხეთ: რატომ არ სურთ ექიმებს აცრა და რა როლს ასრულებენ ისინი ანტივაქსერულ კამპანიაში, როცა ვაქცინა უკვე არსებობს, ისინი კი, ამაზე უარს ამბობენ. ჩვენ იმ სამედიცინო დაწესებულებებში მოვიკითხეთ ეს ამბავი, სადაც კოვიდკლინიკები იყო …

„სად არიან მაშინ ორსულები?“ – დავა ბათუმის სამშობიაროსთვის დაიწყო

„სად არიან მაშინ ორსულები? პანდემია დააკავებს მშობიარეს? ეკონომიკის სამინისტრომ განგაშის ზარები რატომ არ შემოჰკარით?“ – იკითხა ექიმმა ხათუნა ვარშალომიძემ, როცა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელმა სასამართლო პროცესზე გააჟღერა ბათუმის სამშობიარო სახლის პირგასამტეხლო „10 მილიონ ლარზე მეტია“ და კიდევ: „ყოველდღიურად 1242 ლარი ემატება“. ბათუმის საქალაქო სასამართლო „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 31 მეწილის სარჩელს განიხილავს „ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო …

4 სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმში 4 სასულიერო პირს დაუდასტურდა covid -19, მათ შორის, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს. ინფიცირებული სასულიერო პირები თვითიზოლაციაში არიან. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის თქმით, კორონავირუსი წინამძღვართან ერთად დაუდასტურდა ამავე ტაძრის კიდევ ორ სასულიერო პირს. რამდენიმე დღის წინ კი covid – 19 დაუდგინდა ფერიის მთაზე მშენებარე მონასტერში მცხოვრებ ბერს. „თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა …

ექთნის გარდაცვალება შესაძლოა არ გამოუწვევია ვაქცინას – ტიკარაძე

„ის ღრმა კვლევა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს სამხარაულთან ერთად, ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა,“ – განაცხადა დღეს, 26 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექთნის დაღუპვის საქმეზე. 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე 19 მარტს დაიღუპა მას შემდეგ, როცა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ …

„ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა – ეკატერინე ტიკარაძე

„ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა,“ – აღნიშნა დღეს, 26 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ოზურგეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის გახსნის დროს. ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ, სარგებლის მომტანია. „როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე მკაცრი მარეგულირებლები აცხადებენ, რომ ყველა …

რუსუდან გოცირიძე პანდემიის პერიოდის შეზღუდვებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

მოქალაქე რუსუდან გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს. ის  სადავო ნორმის საფუძველზე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს ღამის საათებში გადაადგილებისთვის იმ მიზეზით, რომ მის სახელზე გაცემულ საშვში მითითებული არ იყო გადაადგილების ტერიტორია. რუსუდან გოცირიძის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] დაიცავს. დავის საგანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის ის …

ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთში

ქობულეთში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი, კლინიკაშია გადაყვანილი. ქვეითს ავტომანქანა, 24 მარტს, ქალაქ ქობულეთში დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ქვეითი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის 60 წლის კაცი იყო. მეორე ავარიაც 24 მარტს საღამოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან მოხდა. ავარიის შედეგად თავის ტრავმის დაზიანებებით ორი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა …

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება – თამარ გაბუნია

„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სამშაბათიდან იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა დღეს, 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. დღეს უკვე დაიწყო 65 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეების რეგისტრაცია, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მინისტრის მოადგილის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოში 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი: ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ კლინიკა, …

„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა

„მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ჩემი ხის სახლი მთლიანად დაიწვა, ფერფლად იქცა ყველაფერი, ვერაფერი გადავარჩინეთ…“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე, რომლის სახლიც წელს, 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ჯოყილაძე ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მულის ოჯახში ცხოვრობს. მას არც ქირის ფულს უხდიან და კომპენსაციაზეც უარს ეუბნებიან, რადგან სახლი, სადაც ოჯახი 6 წელი ცხოვრობდა, მისი კერძო საკუთრება არ იყო. …

ქობულეთში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს შუახნის კაცი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, გარდაცვლილი დახვდა.

„ადვილია გადაბრალება“ – რა იციან სოფლის სამინისტროში ფუტკრების დახოცვაზე

მიზეზი ამ დრომდე არავის უკვლევია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ იმას, რასაც მეფუტკრეები ამბობენ: ფუტკრები იხოცებიან. მეფუტკრეების თქმით, ქვეყანაში ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა და ამის მთავარი მიზეზი პრეპარატებია, რომელთა მიმართ ტკიპამ უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა. ჩინოვნიკები ხელს მეფუტკრეებისკენ იშვერენ და ირწმუნებიან, რომ ისინი სპეციალისტებს არ უჯერებენ. რატომ იხოცებიან ფუტკრები? – ეს …

„მართლმსაჯულების უარყოფა“ – კიდევ რას წერს ევროსასამართლო სერჟანტ შავაძის მკვლელობაზე

„მართლმსაჯულების უარყოფა“, „გულისხმიერების ნაკლებობა“, არაეფექტური გამოძიება“ – ასეთი რადიკალურია ევროსასამართლო საქართველოში ჩატარებულ გამოძიებაზე. საუბარია „როინ შავაძის საქმეზე“, ბათუმელ სერჟანტზე, რომელიც ბათუმში აგვისტოს ომის შემდეგ, 16 აგვისტოს მოკლეს. „როინ შავაძის საქმის“ გამოძიება საქართველოში 2008 წლიდან ამ დრომდე ანუ 13 წელია დასრულებული არ არის. ევროსასამართლოში საქმე სასამართლოს წინააღმდეგ მოკლული სერჟანტის მეუღლემ – ციცინო შავაძემ მოიგო და დაადასტურა, …

„გაუქმდეს პარკირების საჯარიმო ქვითრები“ – მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

„მერმა გააუქმოს დღემდე ყველა გამოწერილი საჯარიმო ქვითარი. შეაჩეროს პარკირების გადასახადი და არ დაჯარიმდნენ მოქალაქეები, სანამ არ იქნება კანონით დადგენილ ნორმებში მოწესრიგებული პარკირება,“ – აცხადებს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ ხელმძღვანელი. მან დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააცნო ჟურნალისტებს, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია. …

„ცეცხლმა წამაქცია. სახანძრო რომ მოვიდა, სახლი აღარ იყო“ – ხულოში სახანძრო ბრიგადას ითხოვენ

„როცა სახანძრო მოვიდა, ჩემი სახლი აღარ იყო, ხანძრის გაჩენიდან 1 საათის შემდეგ მოვიდა ადგილზე სახანძრო,“ – გვიყვება ჯუმბერ შაინიძე, რომელსაც გუშინ, 21 მარტის ღამეს, სახლი და ბოსელი დაეწვა. ხანძრის შედეგად ჯუმბერ შაინიძის 9-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, მათ შორის, 4 მცირეწლოვანია. ჯუმბერ შაინიძის ოჯახი არაა ხულოში ერთადერთი, რომლის ცეცხლმოდებულ სახლთან სახანძრო-სამაშველო ბრიგადა დროულად ვერ …

„ბატონო ჯაბა, გამობრწყინდი გარეთ“ – ოცნების ქალაქის აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებთან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები აქციას მართავენ. „ბატონო ჯაბა ფუტკარაძე, გამობრწყინდი გარეთ. თქვენ რა გენაღვლებათ, კარგი კომფორტი, ჩვენ მხოლოდ სოციალურებით, სასადილოთი და შემწეობით ვცხოვრობთ“ – ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აქციაზე მეგაფონით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომელთა მიხედვითაც …

აჭარის მთავრობის პასუხი „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთ, რომლებმაც დღეს გზა გადაკეტეს

„სპეციალური სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანების პროტესტის საპასუხოდ. აჭარის მთავრობა ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს, წლების განმავლობაში რის გამო ვერ მოხერხდა კრიტერიუმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება, ვის ერგება საცხოვრებელი ფართობი ბიუჯეტის ხარჯზე. „ოცნების ქალაქის“ დასახლება …

Exit mobile version