„პუტინის მიმართ უკმაყოფილება რუსეთში იზრდება, მაგრამ პუტინის გზა ომის გაგრძელებაა“ – გენერალი

„საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პუტინსაც აქვს უკვე შიშები და უნდობლობა თავისი გარემოცვის მიმართ. მაგალითად, 500-დან 800 კაცამდე გაზარდა პუტინის პირადი დაცვა… პუტინს უკვე ბლოგერები ეძახიან „ბუნკერის ბაბუს“,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო ცნობებზე ვესაუბრეთ. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ რუსეთი ისევ სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინაზე …

10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 19 წლის ბიჭს ბათუმში რესტორანში ჩხუბისა და დანით დაჭრის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 19 წლის ლაშა გ.-ს. მას პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე : ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის …

დააკავეს ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი, რომელიც იძებნებოდა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. საუბარია 2026 წლის  22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე – ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა. ამ საქმეზე 29 ივლისს რუსთავში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც მოტიციკლით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე კაცი, ვინც გაისროლა. …

ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა

„ემიგრაციაში წასულმა ადამიანმა, როგორც იქნა, ბათუმში ბინა ვიყიდე… ჩავკეტე ბინა და ისევ ემიგრაციაში წავედი. ემიგრაციაში ვიყავი, როცა მითხრეს, შენს ბინაში ვიღაც შესულა, კარი გაუტეხავთო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე ზეინაბ მახარაძე. „ვიღაც“, რეესტრის მიხედვით, ემიგრანტის ქალის მიერ შეძენილი ბინის ოფიციალური მესაკუთრე აღმოჩნდა. ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა. მას რეესტრში ბინა დარეგისტრირებული …

ჩაქვში მატარებელი კაცს დაეჯახა და დაიღუპა

ჩაქვში მატარებელი 35 წლამდე კაცს დაეჯახა, იგი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა წუხელ, 3 აგვისტოს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.

შემცირდა თუ არა მეზღვაურთა დასაქმება გემებზე თავდასხმების შემდეგ

როგორ აისახა მეზღვაურთა დასაქმებაზე ბოლო პერიოდში გემებზე გახშირებული თავდასხმები? – ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ საკრუინგო კომპანიებს ბათუმში, მეზღვაურები კი ამბობენ, რომ დასაქმების მაჩვენებელმა, სავარაუდოდ, იკლო, თუმცა მასშტაბურად – არა. „მეზღვაურებს ჩვენ ვაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, მათ იციან რისკების შესახებ… ვერ ვიტყვით, რომ შემცირდა ნაკადი, ასე არ არის,“ – გვითხრეს, მაგალითად, კომპანია „ალფა ნავიგეიშენ მერითაიმში“. …

რა უთხრეს „ყურშასთან“ დაკავშირებულმა ბრალდებულებმა მოსამართლეს?

„მე მინდა ჩვენების მოცემა,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებუმა გიორგი ხ.-მ, რომელსაც პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება. დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერ ქურდ „ყურშასთან“ დაკავშირებულმა რამდენიმე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა. საქმე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლის განაჩენს მხარეები მალე მოისმენენ. საუბარია 2025 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ …

„ბიძინა „ქურდებთან“ ურთიერთობაშიც გადამგდებია. დაიჭერს, თუ ვინმე ხელს უშლის“ – ინტევიუ

რასთან გვაქვს საქმე, როცა ქვეყანაში ადამიანები მასობრივად არიან დაკავშირებული „ქურდულ სამყაროსთან? როცა მხოლოდ ხელვაჩაურში ჩატარებული ერთი სპეცოპერაციით „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებით 72 პირს აკავებენ? შსს ხშირად აქვეყნებს სტატისტიკას, როგორ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ათეულობით ადამიანი. ეს სტატისტიკა მზარდია: წელს ექვს თვეში უკვე 333 პირს წარუდგინე ბრალი „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე, გასულ წელს კი – ერთი …

„მხოლოდ ფუფუნებაზე ზრუნავენ“ – პოლიტიკოსი უმაღლესი საბჭოს 4 ახალი ჯიპის შესყიდვაზე

„როცა რეგიონში ასობით ოჯახს ელემენტარული სოციალური მხარდაჭერა სჭირდება, ხალხი სიღარიბეს ებრძვის, ჩინოვნიკების ფუფუნებაში ცხოვრება არის საზოგადოების აბუჩად აგდება,“ – მიიჩნევს აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ ტენდერზე: 2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა. შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში …

კაცის ნაჯახით მკვლელობის მცდელობის საქმე შუახევში – რა გაირკვა სასამართლო სხდომაზე

„იმ დღეს საავადმყოფოში მორიგე ვიყავი, როცა დაჭრილი მოიყვანეს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა ჭრილობით, ძლიერი სისხლდენა,“ – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ლევან კონცელიძემ, რომელმაც 30 ივლისს სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. მკვლელობის მცდელობის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით პროკურატურა ტარიელ მ.-ს ედავება. საუბარია 2026 წლის 11 იანვარს, დაბა შუახევში მომხდარ …

„მოსამართლემ თქვა: განვარისხეთ გურული ქალიო“ – რატომ აწყობს „ოცნებას“ საქმეების გაჭიანურება

„6 წელია მოსამართლის თანაშემწე ასე მპასუხობს: იქნება, მალე იქნება თქვენი პროცესიო, მაგრამ პროცესი არ ტარდება… გვაწვალებენ. სხვა რა ჰქვია ამას? ალბათ იმედი აქვთ, რომ დავიღლებით, დავნებდებით და შევეშვებით. ვიღაცამ თვალი დაადგა ამ მიწას და ამიტომ გვჩაგრავენ,“ – უყვება „ბათუმელებს“ გონიოში მცხოვრები 62 წლის მალხაზ ბარამიძე. ეს მოსარჩელე არაა გამონაკლისი, ვინც წლებია ელის „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე …

„ირანს იმედი აქვს, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას“ – ინტერვიუ

„კონფლიქტი ირანს და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით ფართოვდება,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, კონფლიქტი შავ ზღვასაც შეეხოს. „ირანს აქვს იმის იმედი, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში. რეალურად ირანს რა ოდენობით აქვს გამდიდრებული ურანი და სად ინახავს, არავინ იცის. მთათა სისტემაშია ჩამალული – სიღრმეებში. მე ირანში ვსწავლობდი და ბევრჯერ …

ბათუმის მაგისტრალზე საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმის ავტომაგისტრალზე, ხელვაჩაური-ახალშენის გვირაბთან, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა. შემთხვევა დღეს, 29 ივლისს, საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სსკ-ის 187 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.

ახალციხეში იმამის ცემის საქმეზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შსს-ს მიმართავს

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს ახალციხეში ნაცემი იმამის საქმეზე და პროკურატურას მიმართავს. „დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება,“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას მიმართავს. ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის …

როგორ აისახება „ინტერ რაოს“ დასანქცირება საქართველოზე – კომენტარი

„ბანკებს ანგარიშებს დაუკეტავენ, თუ ესენი გააგრძელებენ ლარში ოპერირებას. ეროვნული ბანკი რისკის ქვეშ აყენებს ამ განცხადებით ქართულ ბანკებს“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ვესაუბრეთ თემაზე – როგორ აისახება პრაქტიკულად მომხმარებლებზე „თელასის“ საბოლოო მფლობელის – რუსული კომპანიის დასანქცირება? არის გამოსავალი ეროვნული ბანკის განაცხადი, რომ ბანკები „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ? ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2026 წლის …

„მე განრიდებას ვცდილობდი, მაგრამ არჩილმა თმებში მომკიდა ხელი“ – 19 წლის ბიჭს მკვლელობის მცდელობას ედავებიან

„კიბეზე როცა ჩამოდიოდით, დანა როდის გაშალეთ?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს პროკურორი ოლღა მერებაშვილი და იმის წარმოჩენა სცადა, რომ დანაშაულის ჩადენის მიზანი თავდასხმა იყო და არა აუცილებელი მოგერიება, როგორც ამას ადვოკატები ამტკიცებენ. დღეს, 28 ივლისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. ამ საქმეში ბრალდებულს, 19 წლის ლაშა გ.-ს პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის …

რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას

იცოდით, რომ ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან ტაბლოზე გამოსახული ციფრები კონკრეტული ავტობუსის დარჩენილი გაჩერებების რაოდენობას აჩვენებს და არა დროს? მოქალაქეების ნაწილისთვის ეს ამბავი ცნობილია, ნაწილს კი ჰგონია, რომ ციფრები ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილ წუთებს ასახავს. ბათუმში ჩამოსული ტურისტები, რომლებიც მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობენ, დიდი ალბათობით მიიჩნევენ, რომ ციფრები ტაბლოზე კონკრეტული ავტობუსის გაჩერებასთან მისვლამდე დარჩენილ დროს ასახავს, რადგან მსოფლიოს …

ავარია ხელვაჩაურში, ავტობანზე – 1 პირი დაიღუპა

ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 27 ივლისს, საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ავტობანზე მოძრაობა ჩაკეტილია. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. ბოლო ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მძიმე ავარია მოხდა, რა დროსაც …

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები ისევ დაიხოცა

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ დღეს, 27 ივლისს მოგვაწოდა. არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შესახებ „ბათუმელები“ წერდა 2026 წლის მაისშიც. მაშინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებდნენ. დღეს „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, ორი თვის წინ ჩატარებული …

„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება… რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“ – ინტერვიუ

„რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე… ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება – ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი უახლესი ისტორიის გამოცდილება. სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელსაც …

როგორ გაიზარდა ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით? – „ეს არის რუსული მოდელი“

„ოცნების“ მთავრობა აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შემდეგ, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში 3 553 ნარკოდანაშაულის [სსკ-ის 260 – 274 მუხლები] შემთხვევა დაფიქსირდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 1738 ნარკოდანაშაულის ფაქტის ჩადენა დაფიქსირდა. მხოლოდ ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით გაიზარდა. „ეს არის რუსული მოდელი – …

პროფესორის გოგოზე თავდასხმის საქმე ბათუმში – რა გაარკვია ბსუ-მ, შს სამინისტრომ

რა დაადგინა გამოძიებამ და რა რეაგირება მოახდინა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორის მიერ ახალგაზრდა აქტივისტების თავდასხმის საქმეზე? – შეკითხვით შსს-ს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. საუბარია დაახლოებით 2 თვის წინ – 2026 წლის 28 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს შესასვლელთან ახალგაზრდა აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის პეტიციაზე …

„კაფეში ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს“ – ძარცვის 2 საქმე ბათუმის სასამართლოში

22 ივლისს ძარცვის ორი საქმე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მტკიცებით, კაცი კაფეში გაძარცვეს – ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს, მეორე შემთხვევაში კი, თურქეთის ორ მოქალაქეს წაართვეს ქუჩაში პირადი ნივთები, მათ შორის, მაჯის საათი. „როდის გამომკითხეთ, ყველაფერი რომ გადაწყვიტეთ მერე?“ – მიმართა სასამართლო სხდომაზე პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა ბექა თ.-მ გამომძიებელს. სხდომაზე მოსამართლე …

კურორტ გომისმთაზე 3 სახლი დაიწვა

გურიაში, კურორტ გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა წუხელ, 21 ივლისს მოხდა. როგორც სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ, ხანძრის ჩაქრობა ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთიდან კურორტზე ავიდა სახანძროს მანქანაც, თუმცა მოქალაქეების თქმით, ამ დროს ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო. ოზურგეთის მერიის პრესცენტრში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კურორტზე მუშაობენ სახანძრო სამსახურის, ასევე სასწრაფო-სამედიცინო …

რა თქვა მაშველმა ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობაზე – ბრალდებული მამა-შვილია

„ადიდებული არ იყო იმ დღეს მდინარე… ის მონაკვეთი, სადაც ჩააგდეს, ძალიან სწრაფი დინება იყო, მყვინთავი ვერ ჩავიდა საერთოდ. სადაც უკვე მდინარის დინება ნელდება, იქ ჩავიდა და დათვალიერება მოხდა წყალქვეშ ზღვის შესართავამდე,“ – ეს მაშველმა უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს „ხიდიდან ჭოროხში გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმეზე“. ამ საქმეზე დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაგრძელდა. …

„უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო ბრძანება… ქერჩის ხიდი დაუტოვეს რუსებს გასაქცევად“ – ინტერვიუ

„რუსეთის ტერიტორიული სიდიდე გახდა მისი სუსტი წერტილი. ვერ ახდენენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას – ამხელა ტერიტორიის დაცვას. აღარ ჰყოფნით თავდაცვის საშუალებები და ამის გამო ჩნდება ე.წ. ღრიჭოები, რომელსაც კარგად იყენებენ უკრაინელები,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს ამჯერად უკვე ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა. გადამდგარი …

როცა გამცილებელი პატრულს იძახებს სინდისის პატიმრების პლაკატების დანახვისას – ინტერვიუ

რასთან გვაქვს საქმე, როცა მატარებლის გამცილებელი სინდისის პატიმრების მშობლების დანახვაზე პატრულს იძახებს? როცა პატრული მატარებლის გასვლას აყოვნებს 20 წუთით?  სწორედ ასეთი ინცინდენტი მოხდა 19 ივლისს, გუშინ – სინდისის პატიმრების მშობლები თბილისიდან ბათუმში მოდიოდნენ მატარებლით, მშობლებს თან ჰქონდათ თავიანთი პატიმარი შვილების ფოტოები და პლაკატები, რის გამოც რკინიგზის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მატარებელი 20 წუთის დაგვიანებით გავიდა …

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

დღეს, 20 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბათუმში მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. დღევანდელ სხდომაზე ორი სამართალდამცველი დაკითხეს. საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა შურისძიების მიზნით დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს. 2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე პირი, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა …

„უნდათ მიაღწიონ თვითცენზურას… ეს შეუძლებელია“ – ინტერვიუ მიშა მშვილდაძესთან

„დავუშვათ, „ოცნების“ პრემიერს“ თუ არ იტყვის ჟურნალისტი და იტყვის, რომ „ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო პრემიერია“ – მერე ირონია აიკრძალება?… ასე რომ, ეს სიმბოლური აქტია – კისრის მოგრეხის ამბავია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მიშა მშვილდაძე, „ფორმულას“ დირექტორი. დღეს, 17 ივლისს, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. „ფორმულა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის ორჯერ …

„კანონიერ ქურდ“, ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული საქმე – რეპორტაჟი სასამართლოდან

„როცა დამაკავეთ ღამის სამ საათზე, კარზე დამიკაკუნეთ და მწოლიარე ავდექი, 20 სპეცრაზმელით დამადექით თავზე, კარი გაგიღეთ თუ არა, მაშინვე ძირს დამაგდეთ, წინააღმდეგობა როგორ გაგიწიეთ?“ – ჰკითხა ბრალდებულმა რამაზ ჭ.-მ უფროს გამომძიებელს – ვლადიმერ ნაკაშიძეს. მან დღეს, 17 ივლისს, სასამართლოს ჩვენება მისცა ე. წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან კავშირში მყოფი ბრალდებულების საქმეზე. უფროსი გამომძიებლის თქმით, რამაზ …

ბათუმში გაზის ჩართვა დაწყო და დღის ბოლომდე დასრულდება

„დილის 10 საათიდან დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად დღის ბოლოს, დაახლოებით 6 საათამდე დასრულდება,“ – გვითხრეს კომპანია „სოკარის“ ცხელ ხაზზე. ბათუმში 19 037 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა ბოლო 5 დღეა – 13 ივლისიდან. გაზი ბათუმში 39 ქუჩაზე იყო გათიშული. მიზეზი ხიდის მშენებლობაა გოროდოკის უბანში. ამ ხიდის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო …

„ოცნებას“ აქვს გზავნილი: მეტი უნდა მოიპარო, მეტი ქსელი გააბა“ – ინტერვიუ უფლებადამცველთან

„ხვალ ვინმე მშენებელმა, რომელსაც ჩაბარდება სხვა სკვერის რეაბილიტაცია და სხვა შადრევანზე იქნება პასუხისმგებელი, მან რა გზავნილი მიიღო? – მან მიიღო გზავნილი, რომ თუ ხელს არ დაადებს, მაგალითად, ქალაქის მერს, თუ იქნება ჩუმად, თუ ზემდგომებს არ დაასახელებს, თუ საზოგადოება ძალიან აღშფოთებული იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელიც ძალიან მალე შეუმცირდება და ციხის უკანა …

„ივანიშვილი… ერთს დაიჭერს, მეორე გამოჩნდება“ – „ბათუმელების“ გამოკითხვა

სამართლებრივად დასაბუთებულია, თუ პირდაპირ ჩანს ივანიშვილის განზრახვა – გაანადგუროს ოპოზიცია? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

„ოცნების“ ყოფილ დეპუტატს 5 მილიონის ქურდობას ედავებიან და 10 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს

ბრალდებული ლევან გამრეკელი, რომელსაც პროკურატურა 5 მილიონი ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობას ედავებოდა, 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი კიდევ ორ პირთან ერთად 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. სამივე ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაში იყო. სასამართლომ ბრალდებულები 10-10 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2026 წლის 14 ივლისს …

„ოცნებაში“ ხიფათი დაინახეს… იმდენად სამარცხვინო იყო ეს პროცესი“ – რა შეიცვალა გადაღების აკრძალვით?

„თუ გახსოვთ, როდის მიიღეს ეს გადაწყვეტილება?“ – სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე საუბრის დროს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, პირველ რიგში, იმაზე გვიყვება, რომ „ოცნების“ მთავრობამ სასამართლო სხდომებზე გადაღების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, როცა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სილის გაწვნის შედეგად დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელი – ირაკლი დგებუაძე სასამართლოში დაკითხეს. „დიახ, ირაკლი დგებუაძის დაკითხვის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს …

ბათუმში მდებარე კორპუსში გაზის ბალონი აალდა – დაშავდა ორი ადამიანი

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სავარაუდოდ თხევადი გაზის ბალონი აალდა. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე გამოცემა „აჭარა თაიმსს“, რომელმაც ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, უთხრეს, რომ კორპუსი ჩაუბარებელია და იქ ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.

Exit mobile version