„ჰორმუზის სრუტე ისევ უკონტროლო ზონაა, სიტუაცია მიდის გართულებისკენ“ – ინტერვიუ ირანისტთან

„ამ ეტაპზე ჩანს, რომ ორივე მხარე სამხედრო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს… სიტუაცია მიდის გართულებისაკენ. მე ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში ამერიკა-ისრაელმა და ირანმა, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ ტრამპის მიერ დაანონსებულ „გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციაზე ირანის წინააღმდეგ“. ირანისტის დაკვირვებით, ირანის დამარცხება მხოლოდ სანქციებით და ეკონომიკური ბლოკადით რთული იქნება, თანაც ამ ომში ჩართულ …

„შემოდის მოსამართლე და გეუბნება, მეო ძალიან ბევრი ვიფიქრეო“: საქმე – „ბიძინა ყ არაა? არის?“

„პატიმრობა ყ-ს გამოყენებისთვის“ „ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება“, „პატიმრობა ფეისბუქსტატუსის გამო“, „ჯარიმა ზებრა გადასასვლელით სარგებლობის გამო“, „პატიმრობა გადაკეტილ გზაზე დგომისთვის“, – რა როლი აქვთ მოსამართლეებმა ამ საქმეებში? რა ჩაწერეს გადაწყვეტილებებში? „ბიძინა ყ არაა? არის?“ – ამ წარწერით პლაკატის ხელში დაჭერის გამო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს ამბავი 2026 წლის 2 აგვისტოს მოხდა. „ძირითადად მოსმენის …

ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში ჩაერივნენ, ზიანი 374 715 ლარია – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, „დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღება განიზრახეს. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს – ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩაერივნენ, რის შედეგადაც ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს,“ – …

„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან“ – რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში

„არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი – მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძე, რომელიც ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრია. მურმან დუმბაძეს ვესაუბრეთ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე …

„მეც მოვაწერ ხელს“ – ემიგრანტების დავა ხმის დასაბრუნებლად საკონსტიტუციოში

„ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ემიგრანტების ხმების… როგორც კი მომმართავენ, ჩავერთვები და მეც ამ სარჩელის თანამონაწილე გავხდები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ანნა ხელაია. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ახალ საკონსტიტუციო დავაზე ვესაუბრეთ: მას შემდეგ რაც „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის არჩევნებში საზღვარგარეთ 13 % აიღო, ხოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქართველ ემიგრანტებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა …

„ჩემს 59 წლის ცოლს ბათუმში დაეჯახა მანქანა, პოლიციელის სიძე. 1 წელი გადის, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე

ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი [ირინა] ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას ქუჩაზე ავტომანქანების სავალ ნაწილს კვეთდა, შვილთან რომ ასულიყო სტუმრად. გამყოფ ზოლზე თითქმის გადასული იყო ქალი, როცა მას, სავარაუდოდ, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი …

ბათუმში 2 მოქალაქე დააკავეს – ჩხუბი, სადაც ცივი იარაღი გამოიყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 20 აგვისტოს, ბათუმში, ორი პირის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულები და დაკავებულებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ პირს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს – მათ შორის ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით, რის შემდეგაც შემთხვევის …

გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი, რომელსაც დაზარალებულზე ზემოქმედებას ედავებიან

დღეს, 19 აგვისტოს, გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი მურმან ქამადაძე, რომელიც გუშინ, 18 აგვისტოს დააკავეს დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბრალდებულ ადვოკატს 7 ათასი ლარი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს ადვოკატთა ასოციაცია იცავს, ადვოკატები: ზაზა პაპიძე და ლელი ბჟალავა. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის …

პოლიგონზე შესახლებული უსახლკარო ქალი: ვაპირებ ყვავილების ბიზნესს, შემოღობვაში დახმარება მჭირდება

„დღეს „პადონები“ მივიტანე ადგილზე, დამეხმარნენ… ახლა მინდა ეს ადგილი შემოვღობო – ყვავილების მოშენებას ვაპირებ და გაყიდვას, ჩემი ბიზნესი უნდა მქონდეს,“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. უსახლკარო, მარტოხელა დედა, რომელიც 14 წლის შვილთან ერთად 10 აგვისტოს გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესახლდა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. გონიოს გზატკეცილთან ახლოს, მინდორში მდებარე შენობის ირგვლივ მხოლოდ ეკალ-ბარდია. ამ ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობა …

ასახლებენ ქალს, რომელიც ფეხმძიმე აგვისტოს ომში მონაწილეობდა: შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები

„შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები, მათ შორის, იმ შვილთან, ვის გაჩენასაც ველოდებოდი აგვისტოს ომის დროს,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი, რომელიც ომის ვეტერანია, სამი შვილის დედაა და დღე-დღეზე საკუთარი ბინიდან გამოსახლებას ელის. მაია კაკიაშვილი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ 2015 წელს სესხად აიღო მევახშისგან 5 ათასი დოლარი. დავალიანება წლების განმავლობაში 80 ათას დოლარამდე ავიდა. …

ძმებ წულუკიძეებს ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან – მოწმეები დაკითხეს, გამოსაკვლევია ჩანაწერები

მოწმეების დაკითხვის ეტაპი უკვე დასრულდა „ძმები წულუკიძეების საქმეზე“. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, მაგრამ ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მალე წულუკიძეების ჩვენებას მოისმენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, ვიდრე იგი საქმეზე განაჩენს მიიღებს. „საქმეში არაა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებს იმას, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები… გამოსაკვლევი …

კობა ფარტენაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

კობა ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. კობა ფარტენაძე გუშინ, 17 აგვისტოს, დააკავეს ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლების შესაბამისად. გუშინვე კობა ფარტენაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს. კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას 2026 წლის 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება, თუმცა …

ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს, ადრე დილით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბულვარში ორი კაცი დაუპირისპირდა ერთმანეთს – ერთმა მოწინააღმდეგე  სავარაუდოდ მინის ნამსხვრევით დაჭრა, მეორემ კი – დანა გამოიყენა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 120-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა, ან საერთო …

ემიგრანტი: „ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი ისევ დაუსრულებელია და აღარავინ მპასუხობს“

„19 წელია ემიგრაციაში ვარ. ემიგრაციაში ყოფნის დროს ვიყიდე ბინა ბათუმში 2021 წელს, ერთიანად გადავიხადე თანხა. ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი დღესაც დაუსრულებელია… ბოლოს მითხრეს, გასაღები წაიღეთო. ახლა კი, საერთოდ აღარავინ არ გვპასუხობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო მუმლაძე. იგი აშშ-ში ცხოვრობს შვილთან ერთად. ემიგრაციაში მყოფ დედა-შვილს ცალ-ცალკე უყიდია ბინები ბათუმში, მშენებარე კორპუსში. ბინა ახალ …

ბათუმში ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება – რა თქვეს მოწმეებმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 აგვისტოს, განახლდა საქმის განხილვა, რომელიც მკვლელობის მცდელობას შეეხება. „მითხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა, რა ვალი ჰქონდა, არ ვიცი… ამბობდა, მირეკავენ და მაწუხებენო,“ – უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა – მალხაზ ალტეიბამ. ის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხეს. ეს მოწმე მდინარე ჭოროხში სავარაუდოდ გადაგდებულ კაცთან მეგობრობდა – მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ. მალხაზ …

შსს ამბობს, რომ კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს

შსს-ს ამბობს, რომ კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს. „კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ასევე, აღნიშული …

„დაკავებულია კობა ფარტენაძე… ვარკვევთ, რა საფუძვლით დააკავეს“ – ადვოკატი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს. „ბათუმელები“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას. „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში… ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული… ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში,“ – წერს ადვოკატი …

როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება

„მოსამართლის მანტია პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული… მოსამართლე ემსახურება სისტემას რუსული, რეპრესიული მანქანის ჩამოყალიბებაში“, – ამბობს მოქალაქე და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი – თორნიკე თოშხუა „ბათუმელებთან“. ის რამდენიმე დღის წინ, ამჯერად მხოლოდ პლაკატის ხელში დაჭერის გამო დააპატიმრეს. პლაკატზე ეწერა: „ბიძინა ყ არაა, არის?“ როცა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების სარგებლობისთვის მოქალაქე დაცვის ნაცვლად დააპატიმრა, კიდევ …

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – საკონსტიტუციოს მხოლოდ ერთი მოსამართლის განსახვავებული აზრი

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებას ეხება. ამავდროულად, სასამართლომ უარი თქვა სადავო ნორმის შეჩერებაზე, ვიდრე მოსამართლეები ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად წლების განმავლობაში აჭიანურებს, როცა საქმე რეზონანსულია და დემოკრატიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო შემადგენლობით: ვასილ როინიშვილი, ევა …

„გაუქმდა მიღება“ – გზავნილი სტუდენტებს, რომლებმაც თსუ-ში ევროპისმცოდნეობაზე ჩააბარეს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, აგვისტოს ომის წლისთავზე, აბიტურიენტებმა, რომლებიც თსუ-ს ევროპისმცოდნეობა აირჩიეს, სმს შეტყობინება მიიღეს: „გაუქმდა მიღება, გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიერ შედგენილი პროგრამების პრიორიტეტულ სიას…“ ირკვევა, რომ განათლების ხარისხის ცენტრს [ეს უწყება აწარმოებს პროგრამების აკრედიტაციას] და თსუ-ს შორის არსებობდა მოლაპარაკება და პროგრამებს, რომლებსაც ვადა გასდიოდა [მათ შორის, ევროპისმცოდნეობას], ამ ვადას 2029 წლამდე გადაუვადებდნენ. ეს თსუ-ს …

6 ბავშვია – გომისმთზე ავარიის შედეგად 11 დაშავებულს ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობენ

კურორტ გომისმთის გზიდან ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის დაშავებულ 11 მგზავრს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ყველა დაშავებულის, მათ შორის, 6 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, გია კიკაბიძე. მისივე თქმით, ამ დროისთვის ორი პაციენტი, მათ შორის, ერთი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში …

გომისმთის გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა – დაიღუპა მინიმუმ 4 მგზავრი

კურორტ გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 12 აგვისტოს საღამოს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, დაღუპულები უცხოელები არიან. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, შეიძლება დაღუპულების რაოდენობა გაიზარდოს. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად. წელს მესამე შემთხვევაა, როდესაც ტურისტების მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა და მგზავრები დაიღუპნენ. …

„ამ უწყლობაში, ქვეწარმავლების გვერდით უნდა ვიცხოვრო“ – მარტოხელა დედა 14 წლის შვილთან ერთად პოლიგონზე დასახლდა

ბათუმში, გონიოს გზატკეცილთან ახლოს, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მინდორი და „ოცნების“ მთავრობა არაბული ქალაქის გაშენებას აპირებს, მარტოხელა, უსახლკარო დედა – მზია მეგრელიშვილი 14 წლის შვილთან ერთად, მიტოვებულ შენობაში 2 დღის წინ საცხოვრებლად შევიდა. „როდესაც აქ შემოსვლას ვაპირებდი, ერთი თვის წინაც ვიყავი აჭარის მთავრობასთან, პატრულიც გამოვიძახე, რომ ყველას ყველაფერი სცოდნოდა, მაგრამ არავინ რეაგირება …

კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს გირაო შეუფარდეს

დღეს, 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებული ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა. გირაოს გადახდის შემთხვევაში ისინი დღესვე გათავისუფლდებიან. კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა …

„დღეს, შინდისში, კობახიძემ დაადასტურა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი არ შეიძლება“

  „კობახიძის ეს განაცხადი ვნებით ვერ ავნებს საქართველოს ინტერესებს დიდ სურათში, მაგრამ ეს შეფასებები უკვე გამოყენებულია და შემდეგშიც აუცილებლად გამოიყენებს მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მას ვესაუბრეთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: „ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამ უნდა აიღოს“. რამდენად …

„უნდა გამართლდეს“ – კიდევ რა უთხრა „ყურშას“ ადვოკატმა მოსამართლეს დასკვნით სიტყვაში

„მხოლოდ ის, რომ ან აღიარებს, ან ცნობილია „კანონიერი ქურდის“ სახელით, ეს არ არის საკმარისი,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულის, გოჩა კახიძის, იგივე „ყურშას“ ადვოკატმა, დავით კეკელიძემ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული ბრალით დაახლოებით 40 ბრალდებულის საქმეს 3 სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს, მათ შორის, ერთ საქმეს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი „ყურშა“ ფიგურირებს, მოსამართლე …

„გვერდზე შევალთ… პირდაპირ მიგჭრი“ – კობა ფარტენაძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაჭრით ემუქრებიან

„წუხელ ქუჩაში დამხვდნენ და დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, დაჭრით, ეს უკვე თავდასხმის მერამდენე შემთხვევაა აღარ ვიცი… გუშინვე, ამ შემთხვევამდე კაცმა პიაცაზე ქვა მესროლა,“ – ამბობს კობა ფარტენაძე, „აჭარის ტელევიზიის“ მეტეოროლოგი. კობა ფარტენაძე ფეისბუკში ვიდეოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მას კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. „ვიდეოში, რომელსაც ნახულობთ …

როცა 2 მოსამართლის გადაწყვეტილება ურთიერთსაპირისპიროა – ერთი უცხოელის გაძევების საქმე

როგორ გააძევებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ქობულეთში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როცა მოსამართლე მას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს? – ამ შეკითხვით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 7 აგვისტოს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ანატოლი ვ. უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქმის მასალების მიხედვით, მისი საქართველოდან გაძევება შსს-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს. მის დაკავებას – გაძევების აღსასრულებლად – ბათუმის საქალაქო სასამართლოში …

რა უნდა იცოდეთ, მშენებარე კორპუსში შეძენილი თქვენი ბინა სხვას რომ ვერ მიჰყიდონ – ინტერვიუ იურისტთან

არსებობს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, როცა ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობ და ბანკში სესხის აღების ნაცვლად კომპანიასთან აფორმებ ე.წ. შიდა განვადებას? – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ არსებობს რისკების შემცირების რამდენიმე გზა. „ბათუმელები“ ზეინაბ მახარაძის შესახებ წერდა, რომელმაც ემიგრაციაში მუშაობით იყიდა ბინა ბათუმში, აქ ჩამოსულს კი, ბინა გასხვისებული დახვდა. აღმოჩნდა, რომ იგი გამონაკლისი არ არის. „ბათუმელებმა“ ადვოკატ …

ბათუმში კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ფალსიფიცირებულ ვისკის ამზადებდნენ – საგამოძიებო

ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბათუმში 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიოებო სამსახური დღეს, 7 აგვისტოს ავრცელებს. „ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში …

საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ფაქტზე 1 პირი დააკავეს, მეორეზე ძებნა გამოცხადდა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნებართვოდ შეაღწიეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშზე და 58 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. აჭარის პოლიციამ ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, მეორეს მიმართ კი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად …

„პოლიციელების თვალწინ გამომასახლეს უკანონოდ“ – შშმ ქალი ბათუმიდან

„ბინიდან გამომიყარეს ჩემი ნივთები და კარს ბოქლომი დაადეს. სადაა სამართალი? პოლიცია მეუბნება, უკან თუ შეხვალ, დაგაკავებთო, ღია ცის ქვეშ დავრჩი მარტო“ – ამბობს მოქალაქე გულნაზ ფერაძე. ის შშმ ქალია, სოციალურად დაუცველი და ბოლო წელიწადნახევარია ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარაკულ ნაგებობაში ცხოვრობს. პირი, რომელიც ამბობს, რომ ბარაკის მესაკუთრეა, შშმ ქალის ბინაში შეიჭრა და იქედან მფლობელის ნივთები …

პროკურატურა აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან სხვა ქვეყნის თანამშრომლობით არ ინტერესდება

რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ალიშერ ბეისენბაევის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ალიშერ ბეისენბაევი ყაზახეთის მოქალაქეა. ექსტრადიციის ამ საქმეში დადგენილია, რომ ყაზახურმა მხარემ მიმართა საქართველოს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებაა. ალიშერ ბეისენბაევს ყაზახეთი თაღლითობის ჩადენას ედავება და ამის გამო ეძებდა. საინტერესო ისაა, …

„პუტინის მიმართ უკმაყოფილება რუსეთში იზრდება, მაგრამ პუტინის გზა ომის გაგრძელებაა“ – გენერალი

„საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პუტინსაც აქვს უკვე შიშები და უნდობლობა თავისი გარემოცვის მიმართ. მაგალითად, 500-დან 800 კაცამდე გაზარდა პუტინის პირადი დაცვა… პუტინს უკვე ბლოგერები ეძახიან „ბუნკერის ბაბუს“,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო ცნობებზე ვესაუბრეთ. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ რუსეთი ისევ სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინაზე …

10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 19 წლის ბიჭს ბათუმში რესტორანში ჩხუბისა და დანით დაჭრის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 19 წლის ლაშა გ.-ს. მას პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე : ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის …

დააკავეს ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი, რომელიც იძებნებოდა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. საუბარია 2026 წლის  22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე – ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა. ამ საქმეზე 29 ივლისს რუსთავში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც მოტიციკლით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე კაცი, ვინც გაისროლა. …

Exit mobile version