„ოცნებას“ მოუწევს ცვლილება – EU-ს ახალი დათქმა საგარეო პოლიტიკის „შესაბამისობაზე“

„შანსი არ აქვს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ან მასთან მოლაპარაკებები გაიხსნას, რომელიც აცდენაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვერ გადავალთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ევროკომისიის ახალ დათქმაზე ვესაუბრეთ: „საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“. დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროსაბჭოს საქართველოს …

რა იცვლება სტატუსის მიღებით, რა იქნება შემდეგ? – ვანო ჩხიკვაძის განმარტება

„ახალი პირობითობა არის ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს შევასრულებთ და მის აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ, ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ვაიძულებთ, გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ეს არის ერთადერთი ბერკეტი,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მას ვკითხეთ, რა ბერკეტია კანდიდატის სტატუსი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს? …

„28 მოქალაქეს ტურების ორგანიზებას დაჰპირდა და 61 ათასი ლარი მიითვისა“ – პროკურატურა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 28 მოქალაქეს სხვადასხვა ტურის ორგანიზებას დაჰპირდა და 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. შსს განაგრძობს გამოძიებას „სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა წრე გაიზარდოს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ …

როცა მოზარდი ქუჩას ირჩევს, ანუ რას სთავაზობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს – ინტერვიუ

„ცურვაზე უფასოდ ვერავინ ივლის, ცურვა და ჩოგბურთი ძვირადღირებულ სპორტად ითვლება. ისეთი ფასებია, მართლა ფუფუნებად ითვლება და ეს ძალიან სამწუხაროა,“ – გვიყვება სოციალური მუშაკი მაია ჯაში, რომელსაც სერვისებზე ვესაუბრებით: რას ვთავაზობთ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს. სოცმუშაკი კონკრეტულ პირობების შესახებ გვიყვება, რის გამოც მოზარდი ზოგჯერ ქუჩაში წასვლას ამჯობინებს, მაგალითად, მშობლის სამუშაოდ საზღვარგარეთ ყოფნა, ან ის, რომ მშობელი …

„შიშის დათესვა უნდათ, ახალგაზრდები გარბიან, რუსები – შემოდიან“ – რას ამბობენ სოფელ ხაბელაშვილებში 

„საიდანაც მეტ შემოსავალს მიიღებენ, იმის მხარეს იჭერენ. ახლა ისე არიან, რომ რუსეთისკენ არიან მიწოლილი… ინტერნეტში ვნახე ქალი, „ზაბორს“ რომ შლიდა, ჩემს ეზოში რატომ უნდა შემოღობოსო… ბოლო ვარიანტი მაგია, რუსი შემოღობავს ჭოროხს აქეთ,“ – ხელს იქნევს უიმედობის ნიშნად თამაზ ბერიძე. მას შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებში  შევხვდით. მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ადამიანების აზრით, საქართველო ევროპას სცილდება და ხელისუფლება ხალხის მოტყუებას …

ბათუმში ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში დღეს, 2 ნოემბერს, მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ქუჩას კვეთდა, როცა ის ავტობუსს შეეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

პროპაგანდის ამოცანაა, აპოლიტიკური გავხდეთ – რისთვის ემზადებიან ახალგაზრდა აქტივისტები

„ჩემს თაობაში პროპაგანდას ცოტა სხვანაირად ამუშავებს ხელისუფლება – ჩვენ შემთხვევაში, ამოცანაა ინერტულობის მიღწევა, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება გამოთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან,“ – ამბობს ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი. როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდულ მოძრაობებში ცვლილებების მიღწევა და გავლენა პროცესზე? – ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა მათთან გასაუბრების დროს საგრძნობია ტენდენცია: აქტივისტები ხედავენ, როგორ მუშაობს სახელისუფლებო …

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 31 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

რას ამბობს ყოფილი მოსამართლე სასამართლოში „საინტერესო საქმეების“ გადანაწილებაზე

„ელექტრონული გადანაწილება ჩვენ მოცემულობაში ვერ უზრუნველყოფს თანაბრობას: ზოგიერთი მოსამართლე ნაკლებად დატვირთულია და საქმეებს ნაკლებად განიხილავს, თუმცა ჩვენთან ისეთი მოსამართლეები არიან პრივილეგირებული, უმჯობესია, მაგათ არც განიხილონ რომელიმე საქმე,“ – ხუმრობის განწყობაზე მოდის ადვოკატი ბექა ბასილაია, როცა მას საქმეების ელექტრონულ გადანაწილებაზე ვესაუბრებით. ეს სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. ამ მოდელმა უნდა უზრუნველყოს როგორც თანაბრობა მოსამართლეებს …

მარტოხელა დედა: გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე, თავშესაფარში ადგილი აღარ არის

„გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე. ღამის თავშესაფარში მითხრეს, გამოტენილი ვართ, აღარ არის ადგილებიო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია მ. ის 43 წლის მარტოხელა დედაა. ნათია მას შემდეგ დაგვიკავშირდა, როცა ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიტყო, რომ ვარშანიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფრის რეაბილიტაცია მალე, 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო უსახლკარო ადამიანებს თავშესაფრად დაქირავებულ სახლებს სთავაზობენ. „ვესაუბრე მერიის წარმომადგენელს და …

აჭარაში საზმაუს ბორდის 2 კანდიდატი შეარჩიეს – მათ შორისაა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისთვის მეურვეობის ორი კანდიდატი შეარჩია: გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე. სხდომა უმაღლეს საბჭოში დღეს, 30 ოქტომბერს შედგა. უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში „აჭარის ტელევიზიას“ სამი კვოტა აქვს. აქამდე აჭარიდან საზმაუს მრჩეველთა საბჭოში ერთი კვოტა იყო გათვალისწინებული და …

„დაშავებული კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – ავარია მახოს ხიდზე

„დაშავებული კაცის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება,“ – გვითხრეს კლინიკა BMC-ის პრესცენტრში, სადაც ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები მოათავსეს. ხელვაჩაურში, სოფელ მახოში, მსუბუქი ავტომანქანა ხიდიდან ხევში 28 ოქტომბრის ღამით გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. ავარიის დროს კიდევ ერთი მოზარდი დაშავდა, ის ახლა იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკაში …

შეჯიბრი საგრიალოებით – იმერეთის მაღალმთიან სოფელში ფესტივალი მოაწყვეს

„ზაფხულის ერთ საღამოს, როცა ველომოყვარულებს იმერეთში ველოტური გვქონდა და ბაღდათის ამ მაღალმთიან სოფელში – ხანში გავჩერდეთ, ბავშვები მოვიდნენ საგრიალოებით. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ხანში საგრიალოებით შეჯიბრი იქნებოდა კარგი,“ – ამბობს ლექსო პაიკიძე, ფესტივალ „ხანის დრიფტის“ ორგანიზატორი. „ხანის დრიფტი“ შეჯიბრია საბავშვო თვითმავლებით, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორებმა „საგრიალოები“ დაარქვეს. ასეთი ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება: 53 სრულწლოვანი ადამიანი სოფელ ხანის …

კაცი ცოლს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა – ტრეფიკინგის შემთხვევა ბათუმში

შსს-ს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ვ.ა. დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავის მეუღლეს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. „ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. …

ავარია ხელვაჩაურში – დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში, მსუბუქი ავტომანქანა ხიდიდან ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. ავარიის შედეგად კიდევ 5 მგზავრი დაშავდა, მათ შორის, ერთი კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, იგი ბათუმის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამავე კლინიკაში მოათავსეს დედა-შვილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კიდევ ორი დაშავებული „მედინაშია“ გადაყვანილი. შემთხვევა 28 ოქტომბერს, …

საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილი „ოცნებამ“ თანამდებობაზე აირჩია, მან პრეზიდენტი გაამტყუნა

რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დადო, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. 17 ოქტომბერს პარლამენტი შეიკრიბა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად გოგა კიკილაშვილი აირჩია. გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ არამხოლოდ ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო …

როგორ ახერხებს ივანიშვილი ოპოზიციის დასუსტებას

„ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ მთლიანობაში ნდობა დაიკარგა ყველაფრის მიმართ, დისკრედიტაცია მოხდა მთლიანად პროცესის,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ეკა ბესელია, რომელსაც ვკითხეთ: რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის დასუსტებაში? პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, თუ ივანიშვილის თანაგუნდელები სხვადასხვა მეთოდს ასახელებენ, თუ როგორ მუშაობს ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პირველ რიგში, მათ ფინანსური მოტივაციების შექმნა ახსენდებათ და დისკრედიტაცია. „ჩვენთან პერსონებზე …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 65%-ით შემცირდა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის სექტემბერში 65.81 %-ით შემცირდა. ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკურ მონაცემს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სექტემბერში, რუსეთიდან საქართველოში 59.47 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო: მაისში რუსეთიდან საქართველოში 157.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, ეს 49%-იანი კლებაა საერთო მოცულობის წლიურ მაჩვენებელში. კლება დაფიქსირდა 2023 წლის ივნისშიც – …

„უკრაინელებს შედარებით წარმატება ხერსონში აქვთ, დნეპრზე პლაცდარმი ჩამოაყალიბეს“ – ინტერვიუ

„ყირიმიდან ოჩამჩირემდე 700 კილომეტრია, უკრაინელებს აქვთ უპილოტოები, რომელიც 1200 კილომეტრამდე დაფრინავს“ – ზელენსკის ნათქვამი რეალურად ეჩვენება გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, თუმცა მიაჩნია, რომ რუსებს სამხედრო ბაზის მოსაწყობად ოჩამჩირეში დიდი დრო დასჭირდებათ. „მნიშვნელოვანია, საქართველო რამდენად იაქტიურებს ამ მიმართულებით, მით უმეტეს, ასეთ პირობებში, როცა რუსეთი ოჩამჩირეში აპირებს სამხედრო ხომალდების განლაგებას – რაც შეიძლება მეტი ნატოს ხომალდი უნდა …

„პენსიას ანაბარზე ვინახავდი და პირიქით, 4 წლის პენსია დავკარგე“ – 70 წლის ქალი ქობულეთიდან

„10 წლის წინ, როცა პენსიონერი გავხდი, ვიფიქრე, ანაბარს გავხსნი და შვილს ბინის ფულს დავუგროვებ-მეთქი, სოციალური ანაბარი გავხსენი და პენსია ავტომატურად ანაბარზე გადადიოდა. თანხის დაგროვების ნაცვლად, 4 წლის პენსია საერთოდ დავკარგე,“ – ამბობს 70 წლის ლილი შაქარიშვილი, რომელიც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. ლილი შაქარიშვილმა „ლიბერთი ბანკთან“ სოციალური ანაბრის ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა – პენსიონერის პენსია ავტომატურად …

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე ამ თანამდებობაზე გიორგი ხურციამ ჩაანაცვლა. აქამდე 37 წლის გიორგი ხურცია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად მუშაობდა. გიორგი ხურცია, როგორც შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, ქონებრივ დეკლარაციას 2012 წლიდან ავსებს. რაც შეეხება დავით მაღრაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მაღრაძე …

რა ირკვევა ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრაზე – მოსამართლემ ბრალდებული გაამართლა

დღეს, 26 ოქტომბერს, მოსამართლე კოტე ჭილაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ლევან სირაბიძე გაამართლა. მას გამოძიება 24 წლის ნიკა თუთაშვილის დანით დაჭრას ედავებოდა. დაჭრილი კაცი დაჭრიდან მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 2023 წლის 11 მარტს მოხდა – ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო …

მოსწავლეებს უფლებების დაცვაზე ვესაუბრები და ჩემს თავს ვერ ვიცავ – დირექტორი სკოლის მიღმა

„შესაძლოა, სამეურვეო საბჭოს არც მე ავერჩიე დირექტორად, მაგრამ ჩავთვლიდი, რომ სკოლას მიეცა არჩევანის უფლება, თუ მას წარუდგენდნენ ორ კანდიდატს მაინც. სკოლებს არ ჰქონდათ არჩევანი, ეს დამცირებაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ტარიელ ქათამაძე, რომელსაც საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მას ამჯერად ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორობა სურდა. ტარიელ ქათამაძე ჩაქვის # 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორი …

არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება წელს 30 თეთრი იქნება – რიჟვაძე

არასტანდარტულ ციტრუსზე წელს სახელმწიფო სუბსიდია აჭარის რეგიონში 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააჟღერა აჭარის მთავრობის სხდომაზე. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაორმაგოთ არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია, ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსე ფერმერებს გაუორმაგდებათ შესაბამისი სუბსიდია და ის შეადგენს 30 თეთრს. წელს ველოდებით დაახლოებით 55 ათას ტონამდე …

მამა სახლში ჩაკეტვით დაემუქრა შვილს, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს – რა თქვა სასამართლომ

რა მიდგომა აქვთ მოსამართლეებს, როცა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციის მოტივი იკვეთება?  – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს ინტერნეტგვერდზე 2023 წელს მიღებულ რამდენიმე განაჩენს გაეცნო, სადაც საქმე ეხება დანაშაულის ჩადენას დისკრიმინაციის მოტივით. გამოჩნდა, რომ დისკრიმინაციით მოტივირებულ დანაშაულები ძირითადად უკავშირდება გენდერულ სტერეოტიპებს და გენდერულ იდენტობას. დისკრიმინაციის მოტივი ძირითადად ოჯახში ძალადობის საქმეებს ეხება, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. ოჯახში …

პოლიციის უფროსმა დგებუაძემ კაბინეტში პისტოლეტი დამიმიზნა, ბესელიამ კი მაგინა – მოქალაქე

„აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავის სამუშაო კაბინეტში ჯერ არდაბადებული ბავშვით დამემუქრა, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი, პისტოლეტი მომიშვირა… ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო რიჟვაძეც, თორნიკე რიჟვაძის მამა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები კახა გურგენაძე. მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსნებს პოლიციის შენობაში კრიმინალის ჩადენაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  5 სექტემბერს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, პოლიციის მაღალჩინოსნებმა მას …

„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმის განხილვა დაიწყო – ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

10 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საუბარია ბათუმში 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს. ამ საქმეზე …

ამ კონფლიქტში რუსეთის სარგებელი იქნება უკრაინის ამბების მეორე პლანზე გადატანა – ინტერვიუ

„პალესტინის შემთხვევაში მონაწილეობს რელიგიური ფაქტორიც. ისლამური სოლიდარობის საკითხი საკმაოდ აქტუალური საკითხია დღეს მთელს მსოფლიოში, კავკასია კი, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი,“ – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე. მას ვესაუბრეთ, როგორ შეიძლება საქართველოზე  აისახოს „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე ან რა შეიძლება შეცვალოს ამ კონფლიქტმა რუსეთ-უკრაინის ომში. ბატონო გიორგი, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ომი …

„ერთ კვირაზე მეტია შუქნიშანი გამორთულია“ – მოქალაქე აეროპორტის დასახლებიდან

„ჩვენს ქუჩაზე სულ დიდი სიჩქარით მოძრაობენ ავტომანქანები, შუქნიშნის გარეშე ძალიან რთულია გადაკვეთო ქუჩა, თანაც, ჩემი შვილი შშმ პირია, როგორ გადავდივარ, არ მკითხოთ,“ – ამბობს მზიური ბალაძე. ის ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს. მოქალაქის თქმით, შუქნიშანი აეროპორტის გადასახვევთან დაახლოებით ერთი კვირის წინ გაფუჭდა. მოქალაქეს 112-ში დაურეკავს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. „ორჯერ დავრეკე 112-ში, დამპირდნენ, რომ გადასცემდნენ …

ხაჭაპური ყველაზე ძვირი ბათუმშია – რა პროდუქტი გაძვირდა

ერთი სტანდარტული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 2023 წლის სექტემბერში 5.88 ლარი იყო. ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ მონაცემებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი ბათუმშია. ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება ბათუმში 6.26 ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო …

„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა აფხაზეთში“ – რა საფრთხეა რუსული ბაზა 

„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა. შესაძლებელია, ასევე გააღრმაონ ფსკერი,“ – გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, რამდენი მიმართულებით შეიძლება შექმნას საფრთხე რუსულმა ბაზამ ოჩამჩირეში. გადამდგარი გენერლის აზრით, რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზის მოწყობა, პირველ რიგში, პოლიტიკური გზავნილის გამოსაკვეთად სურს: „არსადაც არ მივდივარო“. ვახტანგ კაპანაძის აზრით, გადამწყვეტი მოქმედებები უკრაინაში გაზაფხულზე დაიწყება, მანამდე კი, მხარეები ზამთრის კამპანიისთვის ემზადებიან. …

„რას ვაკეთებთ აქ?“ – ჩუგოშვილის შეკითხვა კობახიძეს იმპიჩმენტის საქმეზე

„ჩემი უფლებაა, ისრაელი და ნიკარაგუა ვახსენო,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, როცა მას პრეზიდენტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი ჩააცივდა: „დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც იგივე წესები მოქმედებს და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე თავის კოლეგას ტელეფონზე უპასუხოს?” 5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა დეპუტატების კონსტიტუციური …

რას ამბობს კობახიძე საიას შეფასებაზე, რომ კონსტიტუციას შესაძლოა თავად მთავრობა არღვევს

„არასერიოზულია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასეთ აბსურდს წერს,“ – გვითხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელსაც საიას შეფასების შესახებ დღეს, 5 ოქტომბერს ვკითხეთ. მესამე დღეა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. წარდგინებაზე დასკვნა სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტის ვიზიტები, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინ, რაზეც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, საია-ს …

„ქალბატონი სალომე რომ მოსულიყო, ნაკლებს ილაპარაკებდა“ – რეპორტაჟი საკონსტიტუციოდან

„არსებობდა კონკრეტული ფაქტორები“, – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც კი არ უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კონკრეტული მიზეზი: რის გამო უთხრეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უარი ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებზე. დღეს, 3 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განიხილა. არსებითი განხილვის სხდომა ხვალ კითხვა-პასუხის ეტაპიდან გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა დადოს თავისი დასკვნა: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე …

რა მისწერა მოქალაქემ მოსამართლეებს „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“

„ეს საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა. საქართველოს საკონსტიტუციო მოსამართლეებმა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე უნდა მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება,“ – მისწერა გუშინ, 2 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოქალაქე რემზი შარაძემ „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“. საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე – კონსტიტუციურ წარდგინებაზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირაკლი კობახიძემ და „ოცნების“ სხვა დეპუტატებმა მიმართეს. დღეს, 3 ოქტომბერს, საქმის განხილვას …

Exit mobile version