2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.47 ლარი გახდა და 5.5 %-ით გაძვირდა ოქტომბერთან შედარებით. წლიურად, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, ხაჭაპური 6.9 %-ით შემცირდა. ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი 28 პროცენტით გაიზარდა – სასამართლოს სტატისტიკა
საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 28 %-ით გაიზარდა. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 13 351 პირის მიმართ გამოიტანეს განაჩენი საპროცესო შეთანხმებით, 2021 წელს – 10 396 პირის მიმართ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპროცესო შეთანხმებები ძირითადად საქმის არსებითი განხილვამდე მტკიცდება. საერთო სასამართლოებმა არსებითი განხილვის ეტაპზე 4 355 პირის მიმართ …
Continue reading “საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი 28 პროცენტით გაიზარდა – სასამართლოს სტატისტიკა”
ზღვის ხელოვნური კვება ისევ საჭიროა, მაგრამ მდინარეებში აღარაა ინერტული მასალა – ინტერვიუ
„მდინარეების ნაპირებზე რომ გაიაროთ, როცა წყალუხვობა დავარდნილია, ნახავთ, მხოლოდ სილაა, ქვიშას თითქმის ვეღარ დაინახავთ,“ – გვიყვება გეოლოგი ტარიელ ტუსკია, მას ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე ვესაუბრეთ. რამდენად იცავს პლაჟს მისი ხელოვნური კვება და რა გამოჩნდა 27 ნოემბერს, როცა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი ისევ დააზიანა? – სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ზღვის ხელოვნური კვება ყოველწლიურად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამგვარი …
რამდენ პირს ჩამოართვეს თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლება – სასამართლოს სტატისტიკა
2022 წლის სტატისტიკით, მსჯავრდებულს პირებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა დაუმტკიცდათ, საქართველოში სულ 23 პირს ჩამოართვეს თანამდებობის დაკავების უფლება, ან საქმიანობის უფლება. 2021 წელს კი, ასეთი სასჯელი სულ 3 ადამიანს შეეხო. 2021 წელს საერთო მსჯავრდებულების რაოდენობის მაჩვენებელში ეს 0.02 %-ია, 2022 წელს კი, 0.12 %. 2022 წელს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებით სულ 18 …
სად განიხილავენ მოქალაქეებთან ერთად ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს
2023 წლის 4 დეკემბრიდან ბათუმის მერია ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. შეხვედრები ბათუმის სხვადასხვა უბანში გაიმართება. 4 დეკემბერს ბათუმის ბიუჯეტის პროექტს აეროპორტისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში განიხილავენ [შარაშიძის ქუჩა #12], 5 დეკმებერს – სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულებში [დიდაჭარის ქუჩა #23], 6 დეკემბერს – ბონი-გოროდოკის, თამარისა და მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულებში [მაიაკოვსკის ქუჩა …
Continue reading “სად განიხილავენ მოქალაქეებთან ერთად ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს”
„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ
„არ ვიცი, ვინ როგორ შეძლებს მომზადებას გაზაფხულამდე, მაგრამ ომი ჩიხში შევიდა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის არც გაზაფხულზე ელის ფართომასშტაბიან დაპირისპირებას. „ორივე მხარე ახლა ცდილობს, რომ ბუნებრივი ეფექტი გამოიყენოს თავისი ოპერატიული პაუზისთვის და გაზაფხული – ზაფხულის კამპანიისთვის. ეჭვი მეპარება, ზამთრის განმავლობაში დიდი აქტიურობა იყოს გამომდინარე იმ გამოფიტვით, რასაც ორივე მხარე განიცდის,“ – გვიყვება …
Continue reading “„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ”
„ხელ-ფეხი შემიკრეს და სკამზე დამსვეს“- ყაჩაღობის საქმის განხილვა სასამართლოში
დღეს, 30 ნოემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყაჩაღობის საქმე განიხილა. ეს შემთხვევა ქობულეთში 2023 წლის 17 მაისს მოხდა – ღამით ოჯახში სამი შეიარაღებული, ნიღბიანი კაცი შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. ჯგუფური ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას და პოლიციელებზე თავდასხმას პროკურატურა 3 ბრალდებულს ედავება. „საღამოს 11 საათი იქნებოდა, სამი შეიარაღებული კაცი შემოვიდა უცებ …
Continue reading “„ხელ-ფეხი შემიკრეს და სკამზე დამსვეს“- ყაჩაღობის საქმის განხილვა სასამართლოში”
„ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა
ევროპის ადამიანის უფლების დაცვის საერთაშორისო სასამართლომ „ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ქართველი მუსლიმების მიმართ დარღვევა დაადგინა. ქობულეთში მუსლიმ თემს პანსიონით სარგებლობის უფლება 2014 წელს არ მისცეს, მაშინ პანსიონის კარზე ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს. 2016 წელს ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, თუმცა დისკრიმინაცია დადგინდა ფიზიკური პირების, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და არა – სახელმწიფოს და კონკრეტულად …
Continue reading “„ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა”
რას ფიქრობენ ბათუმში პარლამენტარების ხელფასის 8 – 10 ათას ლარამდე გაზრდაზე – გამოკითხვა
„ლარიანი შოკოლადი 7 რატომ უნდა ღირდეს?“ – 14 წლის ბიჭი, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს
„ლარიანი შოკოლადი შვიდი რატომ უნდა ღირდეს?“ – მეკითხება 14 წლის თომა [სახელი შეცვლილია], რომელიც ქურდობის ფაქტზე პოლიციელებმა რამდენჯერმე დააკავეს. თომა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდია. „შოკოლადიც ბევრჯერ მოვიპარე,“ – დასძენს თომა, იგი განრიდების პროგრამაშია ჩართული. ორი წელია თომა სკოლაში არ დადის. ამბობს, რომ არ უფიქრია, რატომ აღარ სურს სკოლაში დაბრუნება. თომას ბიზნესმენობა სურს, რომ, პირველ რიგში, …
ბათუმში გამოავლინეს კვების 9 ობიექტი, სადაც ქართული მენიუს გარეშე მუშაობენ
„კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია… საცნობარო [კვების] მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე,“ – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ დღეს, 28 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. კონკურენციის სააგენტომ ბათუმში კვების 9 ობიექტს დარღვევა დაუდგინა და მოვაჭრეებს დაავალა, ერთ თვეში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს. კონკურენციის …
Continue reading “ბათუმში გამოავლინეს კვების 9 ობიექტი, სადაც ქართული მენიუს გარეშე მუშაობენ”
ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, დაიტბორა სახლები
ძლიერი შტორმის შედეგად ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, ზიანდება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სახლები. „წყლით სავსეა ყველაფერი, ახლაც მოდის და მოდის წყალი, არავინ მოდის საშველად… დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო სახლების დატბორვა, დაამტვრია კარ-ფანჯრები, მოაჯირიც მოანგრია. რაც ახალი ჯებირი მოეწყო სანაპიროზე, აღარ დავტბორილვართ, მერე ახალი სისტემა გააკეთეს, მაგრამ რა გაკეთდა, არ ვიცი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დარეჯან …
Continue reading “ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, დაიტბორა სახლები”
რამდენად გამოუვა ოპოზიციას „შეკრება“ და რას შეცვლის ეს? – ინტერვიუ
„რაც გადაწყვეტს ამ არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის პრაგმატული სტრატეგია,“ – კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამომრჩეველი ბევრად კრიტიკული გახდა და მის პოლიტიკურ დაკვეთას ხშირად პოლიტიკოსები ვერ პასუხობენ. დავით ჯინჭარაძის დაკვირვებით, ბოლო წლებში ამომრჩევლებს შორის ყველაზე ხალხმრავალი და კრიტიკულად განწყობილი ადამიანები – ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ოპოზიცია …
Continue reading “რამდენად გამოუვა ოპოზიციას „შეკრება“ და რას შეცვლის ეს? – ინტერვიუ”
რომელ ქალაქებში უსმენს პოლიცია ფარულად ყველაზე ხშირად ადამიანებს – სტატისტიკა
ყველაზე ხშირად პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების დროს მიმართავს ფარულ მიყურადებას: მარტო 2022 წელს პროკურატურას 1266-ჯერ მიუმართავს შუამდგომლობით სასამართლოსთვის, რომ ფარული მოსმენისა და ჩაწერის შესაბამისი ნებართვა მიეღო სხვადასხვა საქმეზე, აქედან 291 შუამდგომლობა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ეხებოდა. საუბარია შუამდგომლობებზე, რომლითაც საერთო სასამართლოს პროკურატურა მიმართავს. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქალაქო და …
Continue reading “რომელ ქალაქებში უსმენს პოლიცია ფარულად ყველაზე ხშირად ადამიანებს – სტატისტიკა”
კაცს ბათუმში 13 წლის გერზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ – ის მოსამართლემ გაამართლა
კაცს, რომელის ბათუმში ცხოვრობს და პროკურატურა ოჯახში ძალადობას, ასევე არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში მიიღო. პროკურატურის ვერსიით, რ.ვ. სექსუალურად ძალადობდა გერზე, რომელიც 14 წლის არ იყო. გამოძიება მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავებოდა. რ.ვ.-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის …
მოხალისე მებრძოლი ბათუმიდან უკრაინის პატრიარქმა დააჯილდოვა
დღეს, 23 ნოემბერს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ქართველი მოხალისე მებრძოლი – მირო ვანაძე „უკრაინის დაცვისთვის გამოჩენილი მამაცობისთვის“ დააჯილდოვა. „ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის დღეს უკრაინის დასაცავად სიმამაცისა და თავგანწირვისთვის ჯილდოს მიღება კიევის პატრიარქისგან,“ – წერს სოციალურ ქსელში მირო ვანაძე. მირო ვანაძე ბათუმელი სპორტსმენია. მის შესახებ „ბათუმელები“ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებშიც წერდა, ამ დროს მირო …
Continue reading “მოხალისე მებრძოლი ბათუმიდან უკრაინის პატრიარქმა დააჯილდოვა”
ქმარმა სცემა ცოლს, რომელიც დაბადების დღეზე „უნებართვოდ“ წავიდა – პროკურატურის ვერსია
„დაბადების დღეზე ქმრის ნებართვის გარეშე წასვლის გამო ნ. კ-მ, ხელების, თავისა და სახის არეში დარტყმების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ლ. ძ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეში, სადაც ბრალდებული კაცი გამართლდა და საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. პროკურატურის ვერსიით, ნ.კ.-მ 2023 წლის იანვარში, საკუთარ სახლში …
ბრალდებულებს პაემნებს ვეღარ შეუზღუდავენ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება
დღეს, 22 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ნიკოლოზ აკოფოვის სარჩელი, რაც ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის და მიმოწერის უფლებით სარგებლობას ეხება. დავის საგანი პატიმრობის კოდექსის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა, ან სატელეფონო საუბარი შეეზღუდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის …
Continue reading “ბრალდებულებს პაემნებს ვეღარ შეუზღუდავენ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება”
აშშ საქართველოს უკვე 6 მილიარდზე მეტი დოლარით დაეხმარა – ინტერვიუ USAID-ის მისიის დირექტორთან
„აშშ-ს მთავრობამ საქართველოში 30-ზე მეტი წლის განმავლობაში 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა მხარდაჭერისთვის, აქედან 2 მილიარდი დოლარი USAID-მა გამოყო. ჩვენ ამჟამად გვაქვს 40 პროექტი, რასაც საქართველოში ვახორციელებთ. წლიური ბიუჯეტი საქართველოში არის 75-დან 80 მილიონამდე აშშ დოლარი. ეს თანხა, რაც დავასახელეთ, არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან პარტნიორობა“ – გვითხრა ინტერვიუს დროს …
მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი
„ფასი უკვე ფორმირებულია: საშუალო, სტანდარტული მანდარინის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებშია. მე ამ ფასის ცოტათი კლებას ვვარაუდობ, რადგან მოსავალი რეალურად დიდია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახა შავაძე, რომელიც ციტრუსის ექსპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ ხელმძღვანელია. რამდენიმე დღეა, რაც მანდარინის კრეფა აქტიურად დაიწყო. ფერმერები ამბობენ, რომ წელს მოსავალი გამორჩეულად ხარისხიანია და ბევრი, თუმცა მყიდველი …
Continue reading “მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი”
როგორ დავიბრუნოთ გაქირავებული ბინა მარტივად? – ინტერვიუ კანონში ცვლილებაზე
საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის დაკვირვებით, გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა პრობლემური. იურისტის თქმით, მას არაერთი მოქალაქე აკითხავს შეკითხვით: როგორ დაიბრუნოს ბინა, რომელიც გააქირავა? გამოსახლებისთვის სასამართლო პროცესი აღარ იქნება საჭირო – ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა უკვე დააანონსა, თუმცა კანონპროექტი ჯერ არ არსებობს. რა მოხდება ამ შემთხვევაში, როცა მოსამართლე გამოსახლების საქმეებს …
Continue reading “როგორ დავიბრუნოთ გაქირავებული ბინა მარტივად? – ინტერვიუ კანონში ცვლილებაზე”
„ქუჩაში ფეხითაც ვერ დავდივართ“ – რას აპირებს ბათუმის მერია ხახულის ქუჩაზე
„დღევანდელ წვიმაში ბავშვებთან ერთი საათი ქუჩაში დავრჩი, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან, სკოლამდე უნდა მიმეყვანა ბავშვები, მაგრამ პრაქტიკულად ფეხით გასავლელი ადგილი არ იყო არსად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამუნა ბერიძე. ის ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ცხოვრობს. ხახულის ქუჩაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია 2023 წლის 10 ნოემბერს გამართა. აქციაზე მუნიციპალური ტრანსპორტი მოითხოვეს, და, ასევე, ინფორმაცია ბათუმის მერიიდან იმაზე, თუ …
Continue reading “„ქუჩაში ფეხითაც ვერ დავდივართ“ – რას აპირებს ბათუმის მერია ხახულის ქუჩაზე”
„მთავრობას ვთხოვეთ, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ“ – USAID-მისიის უფროსი „რევოლუციის მხარდაჭერაზე“
„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს,“ – გვითხრა USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა, ჯონ პანელმა, როცა მას ვკითხეთ, საქართველოს მთავრობის ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ჯონ პანელი არ ასახელებს, ვის შეხვდა საქართველოს მთავრობაში, თუმცა ამბობს, …
დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში – „საზოგადოება არა, მთავრობა გვიშლის ხელს სალოცავის აშენებაში“
„სასამართლოს მიმართ ცუდი რამ ვთქვა, არ შეიძლება, მაგრამ მოსამართლე რომ ხარ, შეიძლება, შენი სურვილი არ არის ის, რომ მეჩეთი აშენდეს, მაგრამ შენ ხომ სამართალს უყურებ? შენ ხომ გჯერა სამართლის?“ – იკითხა იოსებ აბაშიძემ, მას ბათუმის ახალ მეჩეთში შევხდით. დღეს, 17 ნოემბერს, „ბათუმელებმა“ დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში მოაწყო: რა ხდება სასამართლოში „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ სარჩელის …
„გშია? აიღე საჭმელი“ – მერვეკლასელი გოგოს აქცია ბათუმიდან
„გშია? აიღე საჭმელი“ – ბათუმში, თამარის დასახლების ერთ-ერთ ქუჩაზე ეს განცხადება, საკვებით სავსე პარკთან ერთად, ხეზე გამოკიდეს. მერვეკლასელი ანა ჩანტლაძე ამბობს, რომ არ იცის, პირველად ვინ გამოაკრა ეს განცხადება მისი საცხოვრებელი კორპუსის წინ, ლესელიძის ქუჩაზე, თუმცა იდეა ძალიან მოეწონა და თავადაც ტოვებს საკვებს ხესთან. ამ სიახლის ამსახველი ფოტო „ბათუმელებს“ ანა ჩანტლაძემ გამოუგზავნა. „მორიგეობით ყველა ვტოვებთ …
Continue reading “„გშია? აიღე საჭმელი“ – მერვეკლასელი გოგოს აქცია ბათუმიდან”
„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში
„ხელისუფლებას ამას ვეტყოდი, რომ სტატუსი მაინც მოგვანიჭონ და ჭერი. ევროპა ამიტომ გვინდა, რომ უსახლკაროდ და უპატრონოდ არ დავიხოცოთ, პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი უსახლკარო რატომ უნდა ვიყოთ?“ – კითხულობს თინა ანთაძე, რომელსაც ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის დროს გამოველაპარაკეთ. მსვლელობა ვარდების სკვერიდან დაიწყო, სადაც დღეს, 16 ნოემბერს, უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ. მეორე წელია ყოველი კვირის ხუთშაბათს უსახლკარო ადამიანები ბათუმის …
Continue reading “„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში”
მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო კომისიამ შეისწავლოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე EU-ს მოთხოვნებზე
„სადაც კლანური სასამართლოა, იქ ელიტები ძალიან მარტივად ახერხებენ თავიანთი საქმეების დალაგებას, დამოუკიდებელი სასამართლო უფრო მეტად არის გლეხის პრობლემა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და ადამიანი, ვისაც უნდა ენდობოდეს მოსამართლის სახით, იმას ვერ ენდობა,“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამ საკითხს გვისახელებს ერთ-ერთ გამოწვევად ევროკომისიისგან ახალი დათქმების შესრულების პროცესში: რამდენად კატეგორიულად მოითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სასამართლოს? …
ვის უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას 5 წუთში – ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა
სულ რაღაც 5 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულ ვიტალი ზოიძესთან საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. ამ სხდომას დღეს, 2023 წლის 14 ნოემბერს დავესწარით, თუმცა სასამართლოებში ასობით ასეთი საქმეა, 5 წუთში რომ სრულდება. მოსამართლეებამდე მისული საქმეების დაახლოებით 70 % საქართველოში საპროცესო შეთანხმებით სრულდება – როცა ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და პროკურორი მასთან, სასამართლო განხილვის …
Continue reading “ვის უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას 5 წუთში – ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა”
6 წლის შემდეგ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა სააპელაციომ ხელახლა დაიწყო
დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა დაიწყო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა. საქმე სააპელაციოს უზენაესმა სასამართლომ დაუბრუნა. „მხარეებმა წარმოვადგინეთ ახსნა-განმარტებები, დეკემბერში იქნება შემდეგი სხდომა, სადაც გადავალთ კითხვებზე და პაექრობაზე. დიდი შანსია, რომ მალე დასრულდეს განხილვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრის“ TDI იურისტი, შოთა თუთბერიძე. ეს ორგანიზაცია და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი …
Continue reading “6 წლის შემდეგ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა სააპელაციომ ხელახლა დაიწყო”
ბათუმში შსს სპეცოპერაციას ატარებს – „ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი დავაკავეთ“
დღეს, 14 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმში სპეცოპერაციას ატარებენ. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი. სპეცოპერაცია გრძელდება. შსს სპეცოპერაციას აჭარის რეგიონში ატარებს. ინფორმაცია განახლდება.
„საქართველოს ხელში უჭირავს ყველა ბერკეტი“ – ბრიტანეთის ელჩი ნატოს წევრობაზე
„…ყველა განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს, რომ მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა დაგმო ეს უმძიმესი ფაქტი. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, რომ რუსეთი და რუსული ძალები ყველა ამ განცხადებაში ნახსენები იყო იმიტომ, რომ ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მათი [რუსეთი] საქმიანობის შედეგი,“ – გვითხრა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში. „ბათუმელების“ ელჩის შეფასებით დაინტერესდა: რამდენად ადეკვატური იყო …
Continue reading “„საქართველოს ხელში უჭირავს ყველა ბერკეტი“ – ბრიტანეთის ელჩი ნატოს წევრობაზე”
„იმედია, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს შემდგომ ნაბიჯებზე მუშაობას“ – ბრიტანეთის ელჩი
„მოხარული ვარ, რომ პროგრესი იყო უკვე. იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება,“ – გვიპასუხა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა, რომელიც დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში სტუდენტებს შეხვდა, მან ჟურნალისტებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზეც ისაუბრა. „ბათუმელებმა“ ელჩს ჰკითხა, როგორია მისი პერსონალური მოლოდინი: შეასრულებს საქართველო ევროკომისიის ახალ პირობებს? ბრიტანეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ კვლევებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს …
ვინ რჩება ზამთარში გომისმთაზე – აქ თოვლი უკვე მოვიდა | ფოტო
„აქამდეც მოთოვა რამდენჯერმე, მაგრამ საღამომდე გადნა, ახლა გაყინა კიდეც, ვეღარ გადნება ადვილად, დაახლოებით 10 – 15 სანტიმეტრი იქნება თოვლის სიმაღლე უკვე“ – ამბობს მერაბ სანიკიძე. ის გასული წლების მსგავსად, წელსაც კურორტ გომისმთაზე აპირებს გამოზამთრებას. მერაბ სანიკიძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზა ჯერ არ ჩაკეტილა, ელექტროენერგია კი ოქტომბერში გათიშეს. კურორტის ყველა სახლი უკვე დაკეტილია – დამსვენებლებმა და …
Continue reading “ვინ რჩება ზამთარში გომისმთაზე – აქ თოვლი უკვე მოვიდა | ფოტო”
„ტრაილერი თუ დადის, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის“ – ურეხის დასახლებაში ქუჩა გადაკეტეს
„ვითხოვთ იმას, რომ შემოვლით გზაზე მაინც გამოიაროს ჩვენთან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, შემოვლით გზაზე ტრაილერები თუ დადის და სხვა ტრანსპორტი, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის?“ – კითხულობს თამუნა ბერიძე, რომელიც ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ცხოვრობს. ხახულის ქუჩის ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. უცნობია, როდის გაიხსნება გზა. დღეს, 10 ნოემბერს, ხახულის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ქუჩის ის მონაკვეთი …
რას ჰყვებიან მოწმეები „ბანანზე“ 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე
დღეს, 9 ნოემბერს, მოსამართლე ნინო სახელაშვილს მოწმის სახით ჩვენება იმ მოზარდების დედებმა მისცეს, რომლებიც 4 ივლისს 16 წლის ლუკასთან ერთად „ბანანით” გაიყვანეს ზღვაში. საუბარია ბათუმში 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა …
Continue reading “რას ჰყვებიან მოწმეები „ბანანზე“ 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე”
ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
„სტაბილურად მძიმეა, რჩება რეანიმაციის დეპარტამენტში, კონტაქტურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო ცენტრის პრესცენტრში ავარიის შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ავარია ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, გუშინ, 8 ნოემბერს, მოხდა. ორი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ერთ-ერთი გუშინ გარდაიცვალა. დაღუპული ახალგაზრდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამავე დეპარტამენტის თანამშრომელია დაშავებულიც. „ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ“, – გვითხრეს დეპარტამენტში. შინაგან საქმეთა …
Continue reading “ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”