აჭარის ტელევიზიის დირექტორი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ პირველი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხმები ასე გადანაწილდა: 2 ხმა მიიღო მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა; 1 ხმა – ბაჩო გურაბანიძემ, „დილის ტალღის“ პროდიუსერმა აჭარის ტელევიზიაში; 1 ხმა – ირმა ზოიძემ, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელმა; 1 ხმა მიიღო ნათია ზოიძემ, აჭარის ტელევიზიის …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
„მძიმე იყო ეს ჩემთვის, როგორც მერისთვის“ – ლაშა კომახიძე მაღალჩინოსნების დაკავებაზე
ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან გუშინ, 30 მაისს, ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით. „მძიმე იყო ეს ჩემთვის, როგორც მერისთვის, ვინაიდან თითოეული დაკავებული ადამიანი იკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციას მუნიციპალიტეტში, ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები, შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილებით. აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ, ვიმედოვნებ, სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას, რომელიც …
ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს
ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს. წილისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 17-მა წევრმა მიიღო. თემურ კახიძის წინააღმდეგ არავის მიუცია ხმა. წილისყრაში მონაწილეობა ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” არ მიუღია. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გამოთავისუფლდა, როცა ომარ მახარაძემ თანამდებობა დატოვა – იგი სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ომარ მახარაძემ დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველებიც”. იგი საკრებულოს …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს”
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა საკრებულოში თანამდებობა დატოვა
ომარ მახარაძე, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბათუმის საკრებულომ დღეს თანამდებობიდან გადააყენა. თანამდებობის დატოვების სურვილი ომარ მახარაძემ თავად გამოთქვა და განცხადებაც დაწერა. ომარ მახარაძე საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. დღეს ბათუმის საკრებულომ ცნობად მიიღო ომარ მახარაძის განცხადება, შესაბამისად, ის ბათუმის საკრებულოში თანამდებობაზე აღარ იმუშავებს, თუმცა საკრებულოს წევრად რჩება. ______ სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის …
Continue reading “სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა საკრებულოში თანამდებობა დატოვა”
ენმ-ის წევრი: „მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ სამ ადამიანს“
„მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ ადამიანებს,” – განაცხადა რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე მირდატ ქამადაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა. დღეს, 31 მაისს, საკრებულოს წევრები იურიდიული კომისიის ასარჩევად შეიკრიბნენ. ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა ომარ მახარაძე მისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოძიებამ ომარ მახარაძე გუშინ გამოკითხა. ის საკრებულოს რიგით წევრად რჩება. ვიდრე საკრებულო წილისყრის პროცედურებს …
Continue reading “ენმ-ის წევრი: „მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ სამ ადამიანს“”
„კორუფცია სისტემურია“ – ოპოზიციის ფოტოგამოფენა ბათუმის მერიასთან
„მარტო შვიდი მაღალჩინოსანი კი არა, მთელი სისტემა კორუფციულია,“ – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 31 მაისს, ბათუმის მერიის წინ იმ პროექტების ამსახველი ინფორმაცია გამოფინა, რომელთა საშუალებითაც, ოპოზიციის აზრით, ფული ხელისუფლებამ მიითვისა. „აქ არის 21 პროექტი გამოფენილი… ბათუმის სასაფლაოების პროექტიდანაც მიითვისეს ფული. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას პროკურატურას. ჯამში 100 მილიონზე მეტი …
Continue reading “„კორუფცია სისტემურია“ – ოპოზიციის ფოტოგამოფენა ბათუმის მერიასთან”
ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება
დღეს, 30 მაისს, პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსანი ერთდროულად დააკავა. აჭარის მთავარმა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება 2015 წელს ჩატარებულ იმ ტენდერს უკავშირდება, რომლითაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. დაკავებულებს ჯერ არ შეხვედრიან ადვოკატები. უცნობია, აღიარებენ თუ არა ისინი წარდგენილ ბრალს. დაკავებული მაღალჩინოსნები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების …
Continue reading “ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება”
ბათუმში 7 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის განათლების მინისტრი
„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. ბათუმის მერიაში თენგიზ პეტრიძის გარდა მერიის კიდევ სამი მაღალი თანამდებობის პირია დაკავებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. ხელმისწავდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” …
Continue reading “ბათუმში 7 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის განათლების მინისტრი”
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ეს იყო პროვოკაცია
“ეს პროვოკაცია ეტყობა დიდი ხანია მზადდება,” – უთხრა პოლიციის მე-6 განყოფილებიდან გამოსულმა ომარ მახარაძემ ჟურნალისტებს. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი დღეს, 30 მაისს გამოკითხეს. “ცუდი ფაქტია ძალიან, ეს არის ჩემს წინააღმდეგ საშინელი, ბინძური კამპანია. ეს პროვოკაცია ეტყობა გარკვეული პერიოდია მზადდება… მე გამოძიებას მივეცი ჩვენება და არ იკვეთება არანაირი დანაშაულის შემადგენლობა,” – აღნიშნა ომარ მახარაძემ. ბსუ-ს ყოფილი …
Continue reading “სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ეს იყო პროვოკაცია”
ავარია პუშკინის ქუჩაზე – დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში, დღეს, 30 მაისს, დილით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებული ქალი „მედცენტრში“ გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაახლოებით 50 წლის ქალს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება …
Continue reading “ავარია პუშკინის ქუჩაზე – დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს”
ბრალდებულის ჩვენება შერატონის „აფეთქებაზე“
“ნასვამი ვიყავი… მე მხოლოდ ტელეფონზე დავრეკე და ვთქვი, რომ „შერატონში“ ბომბია. ეს არ იყო ტერორიზმი,” – ამბობს ბრალდებული ორხან ს. მისი საქმის არსებითი განხილვა დღეს, 29 მაისს, დაიწყო მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. საუბარია ბათუმში 31 მარტს მომხდარ შემთხვევაზე – 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო “შერატონი” ნახევარ საათში აფეთქდებოდა. იმ ღამით სასტუმრო და კაზინოც სტუმრებისგან დროებით დაიცალა. …
Continue reading “ბრალდებულის ჩვენება შერატონის „აფეთქებაზე“”
შესაძლო ახალი სასჯელი პატიმრებისთვის, რომლებიც ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ
პატიმრები, რომლებმაც ხელებში მავთულები პროტესტის ნიშნად გაიყარეს და ერთმანეთს გადაებნენ, შესაძლოა, ახალი დანაშაულისთვის ახალი მუხლით გაასამართლონ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები: გიორგი მარსაგიშვილი და გიორგი ვარდუაშვილი წერენ, რომ მათ ბათუმის ციხეში სამუდამოდ დარჩენით ბათუმის ციხის დირექტორი დაემუქრა. ციხეში მისულმა გამომძიებელმა კი აცნობა, რომ მათ წინააღმდეგ მართლაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად – პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის …
Continue reading “შესაძლო ახალი სასჯელი პატიმრებისთვის, რომლებიც ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ”
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ბსუ ხელშეკრულებას უწყვეტს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ომარ მახარაძეს ეთიკური სტანდარტის დარღვევა დაუდგინეს. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დისციპლინარულმა საბჭომ მიიღო. საუბარია 21 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაზე – სტუდენტი გოგო „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მას ლექტორი სექსუალურად ავიწროებდა. გამოძიება თავდაპირველად იძულების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, პროკურატურამ მუხლი დაამძიმა და ამჟამად ძიება „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მიმართულებით გრძელდება. „დღეს, 6 საათზე, შევიკრიბეთ და ორი …
Continue reading “სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ბსუ ხელშეკრულებას უწყვეტს”
აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი: სწორი ვიყავი, როცა ვასილ მაღლაფერიძეს დავუჭირე მხარი
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძეა. ის არასამთავრობო სექტორიდან მოდის, თუმცა თვლის, რომ არასამთავრობოები საზოგადოებასთან ერთად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ატყუებენ. მესამე სექტორისგან განსხვავებით, გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელებული რეფორმებით კმაყოფილია – 2018 წლამდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო აჭარის კვოტით. რის გაკეთება შეძლო მან აჭარის ტელევიზიისთვის აქამდე? – ეს ერთ-ერთი …
უვადოდ დანიშნული ბათუმელი მოსამართლე, რომელსაც უვადოდ დანიშვნა არ სურდა
24 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ როინ კახიძე გაამწესა. იგი ბათუმელია და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. ამჯერად როინ კახიძე სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გაამწერეს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრ მოსამართლედ. როინ კახიძე ბოლო წლებში ცაგერის სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ. ბათუმელი ადვოკატები დღეს მის განხილულ კონკრეტულ საქმეებს ვერ იხსენებენ, თუმცა ახსოვთ, რომ ამ მოსამართლეს …
Continue reading “უვადოდ დანიშნული ბათუმელი მოსამართლე, რომელსაც უვადოდ დანიშვნა არ სურდა”
15 ათასი ლარი ჯარიმა შუქის, გაზისა და წყლის უკანონო მოხმარებისთვის – დავა საკონსტიტუციოში
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 28 მაისს, არსებითად განიხილავს „ახალგაზრდა დემოკრატების“ სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას აწესებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის განმეორებით უკანონო დატაცებისთვის. მაგალითად, ელექტროენერგიის განმეორებითი უკანონო დატაცებისთვის ფიზიკურ პირი 100 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 ათასი ლარით. მოსარჩელე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის …
ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის საქმეზე ევროპის სასამართლოს მიმართეს
„ქობულეთის პანსიონის საქმე“ შესაძლოა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ განიხილოს. სასამართლოს უკვე მიმართა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად. მუსლიმი თემი კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს ევროსასამართლოსგან, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს. სასამართლო პროცესების მოგების მიუხედავად, ამ დრომდე მუსლიმი თემი …
Continue reading “ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის საქმეზე ევროპის სასამართლოს მიმართეს”
ირაკლი კვერღელიძე სამშენებლო მასალების ვარდნაზე: უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო
„ეს იყო სტიქია, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო,“ – აცხადებს ირაკლი კვერღელიძე, კომპანია „ორბი ჯგუფის“ დირექტორი. მან დღეს, 27 მაისს უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს. შემთხვევა 25 მაისს მოხდა – ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებელო მასალები გადმოვარდა და ოთხი ავტომანქანა დაზიანდა. გამოძიება ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ნივთის დაზიანებას, ან …
„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი“ – ექთნები ბათუმის „რესპუბლიკურიდან“
„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი. „რესპუბლიკურში“ ზუსტად 35 წელია ვმუშაობ,“ – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების ექთანი ნარგიზ შარაძე. ის და ამ განყოფილების სხვა ექთნები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. მათი განმარტებით, პაციენტების რაოდენობამ მას შემდეგ იკლო, რაც ახალი კლინიკის მშენებლობა დაიწყო და ჯერჯერობით ვერ სრულდება. ექთნები მიიჩნევენ, რომ ამის მიუხედავად, კლინიკის შემოსავლები …
Continue reading “„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი“ – ექთნები ბათუმის „რესპუბლიკურიდან“”
ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ
„ან თვითონ გახდა თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში არსებული კორუფციული სქემების თანამონაწილე, ან ეს იყო პიარის ნაწილი,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს, 27 მაისს, რეზო ხარაზთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი მოაწყო და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, 30 აპრილს გაკეთებული განცხადება შეახსენა – 30 აპრილს მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ …
Continue reading “ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ”
ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად
ვისი მოწვევით ჩამოვიდა ბათუმში რუსული ჯგუფი, რომლის წევრებმაც დღეს, 26 მაისს, საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის ფედერაციის დროშები გამოიყენეს? – აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაწილეები ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორებმა მოიწვიეს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი აჭარის განათლების სამინისტროა. მემედ აბაშიძის გამზირზე დროშებით მარშირებისთვის მინისტრი ინგა შამილიშვილი დღესვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად გვქონდა საუბარი. …
Continue reading “ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად”
მერაბ კოსტავას მემორიალთან შეკრებილები: ხელისუფლებას ამის გახსენება არ სურს
ბათუმში, მერაბ კოსტავას მემორიალთან, „ეროვნული მოძრაობის“ წევრები და პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავი აღნიშნეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის, რომ ამ დრომდე მერაბ კოსტავასთვის ბათუმში ძეგლი არ დაუდგამთ. „სირცხვილია, რომ ჩვენ ისევ ვდგავართ ქვასთან, რომელიც აქ 1994 წელს გაჩნდა… ქვაზე წერია, რომ აქ უნდა აღიმართოს მერაბ კოსტავას …
Continue reading “მერაბ კოსტავას მემორიალთან შეკრებილები: ხელისუფლებას ამის გახსენება არ სურს”
რვა ქვეყნიდან ბათუმის ქუჩებში – საზეიმო მსვლელობა
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში რვა ქვეყნის სახელოვნებო ჯგუფებმა ჩაიარეს მემედ აბაშიძის ქუჩა, შემდეგ რუსთაველის ქუჩა და „საოცრებათა მოედანზე“ გაჩერდნენ. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა გამართეს პერფორმანსებიც. დღესვე მსვლელობის დროს რუსეთის დროშები გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსეთი ამ ფესტივალის მონაწილე არ არის და დროშები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ჰქონდათ. ამ …
Continue reading “რვა ქვეყნიდან ბათუმის ქუჩებში – საზეიმო მსვლელობა”
ინგა შამილიშვილი მის გათავისუფლებაზე: მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს
„მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს. მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ დროშების შესახებ. დანარჩენი კომენტარი შეგიძლიათ ბატონ თორნიკესთან მოიკითხოთ,“ – გვითხრა ინგა შამილიშვილმა. იგი აჭარის განათლების მინისტრის პოსტიდან დღეს, 26 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაათავისუფლა. ინგა შამილიშვილის გათავისუფლების საფუძველი ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობის დროს რუსული დროშების გამოჩენა გახდა. მსვლელობა იმ ფესტივალის ფარგლებში მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც აჭარის განათლების …
Continue reading “ინგა შამილიშვილი მის გათავისუფლებაზე: მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს”
რუსული დროშის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს
აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრში ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ინგა შამილიშვილი დღევანდელ ფესტივალზე რუსული დროშის გამოჩენის გამო დატოვებს თანამდებობას და გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უკვე მიიღო. დღეს, 26 მაისს, ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობის დროს რუსული დროშებიც გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების …
Continue reading “რუსული დროშის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს”
რუსეთის დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს
ბათუმში ქუჩებში 26 მაისს საზეიმო მსვლელობა 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მემედ აბაშიძის გამზირზე ჩავლის დროს მსვლელობაზე რუსეთის დროშები გამოჩნდა და ტრანსფარანტიც – Russia. “ეს იყო პროვოკაცია… რუსეთი არ მონაწილეობს ჩვენს ფესტივალში,”- გვითხრა თეა ჭანტურიშვილმა, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამ სამინისტროს ორგანიზებით უკვე მე-19 წელია ბათუმში ფესტივალი “ოქროს დელფინი” იმართება. ფესტივალის ფარგლებში იმართება საზეიმო …
რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან
თბილისში – რუსთაველის ქუჩას, ბათუმში კი მემედ აბაშიძეს, ხვალ, 26 მაისი, ანუ დღესასწაული დაეტყობა – ეროვნულ დროშებს გამოფენენ. ამ ქუჩებს მიღმა ადამიანებისთვის 26 მაისი ერთი მორიგი დღე იქნება. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, სახელმწიფო ჩვენში ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც „მტერი“. შესაბამისად, „დამოუკიდებლობა კი არ მიხარია, არამედ მისგან თავს ვიცავ“. ოკუპაციის მიღმა ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ დღეს …
Continue reading “რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან”
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე უვადოდ გაამწესეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ერთადერთი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე თავის პოზიციაზე უვადოდ გაამწესეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭო ჯუმბერ ბეჟანიძე და კიდევ 31 მოსამართლე გუშინდელ სხდომაზე დანიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ მოსამართლეთაგან 3 დაინიშნა გამოსაცდელი ვადით და დანარჩენი უვადოდო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ ასევე დანიშნა კობა გოცირიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. …
Continue reading “მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე უვადოდ გაამწესეს”
როგორ დაგსჯის კანონი თუკი სექსუალური შევიწროება დაგიმტკიცდება
გამოძიებამ კვალიფიკაცია უკვე შეუცვალა საქმეს, სადაც სტუდენტი ლექტორს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. გამოძიება თავდაპირველად „სისხლის სამართლის კოდექსის“ იძულების მუხლით დაიწყო, ამჯერად კი, საქმე უფრო მძიმე -„სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მუხლის მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირდა. რა სახის სასჯელი არსებობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისთვის“ და რას ითვალისწინებს „სექსუალური შევიწროვება“, რომელიც ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა 3 …
Continue reading “როგორ დაგსჯის კანონი თუკი სექსუალური შევიწროება დაგიმტკიცდება”
გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანას დატუმბვის დროს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმში, „სოკარის“ გაზგასამართ სადგურზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანას გაზით დატუმბვის დროს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ავტომანქანა დაზიანდა და ერთი საბურავი დაიწვა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო ჯგუფიც. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 187-ე მუხლით.
„ორბის“ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომანქანები დააზიანა
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები ქუჩაში გადმოვარდა. საპატრულო პოლიციამ ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი გადაკეტა, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მასალების გამო არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დაზიანებულია 4 ავტომანქანა. სამაშველო სამსახურში სხვა შეტყობინება არ შესულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდნილმა რკინის კონსტრუქციამ რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. …
მუხლი შეიცვალა და დამძიმდა – „სტუდენტისა და ლექტორის საქმე“
პროკურატურამ მუხლი შეუცვალა საქმეს, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გამოძიება ამ დრომდე 150-ე „იძულების“ მუხლით იყო დაწყებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას“. იძულების მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 139-ე მუხლის მეორე ნაწილი – 3-დან …
Continue reading “მუხლი შეიცვალა და დამძიმდა – „სტუდენტისა და ლექტორის საქმე“ “
მანქანების ინსპექტირების ფასს მოქალაქე საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასური საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. დღეს, 24 მაისს ამ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა, ანუ კოლეგიამ უნდა იმსჯელოს, არსებითად განიხილავენ თუ არა სარჩელს. დავის საგანი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტია „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების დამტკიცების თაობაზე“. მოსარჩელე ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ უნდა დაედგინა ტექნიკური ინსპექტირების საფასური, რაც მსუბუქი …
Continue reading “მანქანების ინსპექტირების ფასს მოქალაქე საკონსტიტუციოში ასაჩივრებს”
მენაშენეების აქცია – ბათუმის მერია უნებართვოდ აშენებული კორპუსის დემონტაჟს აპირებს
დღეს, 24 მაისს, საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მენაშენეებმა გამართეს. ამ წუთებში [13:00] ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე დახურულ კარს მიღმა რამდენიმე მენაშენეს ხვდება. „შესაძლოა, მშენებლობა იყო უნებართვო, მაგრამ რვა სართული როგორ აშენდა ქალაქის შემოსასვლელში, აქამდე სად იყვნენ? ჩვენ არ დავუშვებთ მშენებლობის დემონტაჟს,“ – ამბობდნენ დღეს მერიის შენობასთან შეკრებილები. „სვეტი ჯგუფმა“ სამშენებლო სახლის …
საია-ს აჭარის ფილიალის უფროსი მეორე ვადით აირჩიეს
ანნა მდინარაძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს. ის კიდევ ერთი წელი იქნება ამ პოზიციაზე. გადაწყვეტილება საია-ს გამგეობამ გუშინ, 23 მაისს მიიღო. ანნა მდინარაძე საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად გასული წლის 31 მარტს აირჩიეს. საია-ს დებულების მიხედვით, ერთი და იგივე პირის არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი. ანნა მდინარაძე 2012 წლიდან არის საია-ს …
Continue reading “საია-ს აჭარის ფილიალის უფროსი მეორე ვადით აირჩიეს”
საია დაიცავს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს სტუდენტს, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შემთხვევის შესახებ „ბათუმელები“ 21 მაისს წერდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით არის დაწყებული. საია-ს ინფორმაციით, სტუდენტმა საგამოძიებო ორგანოს ჩვენება უკვე მისცა და წარუდგინა ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე დაკითხეს სხვა მოწმეები. უნივერსიტეტის სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეგულაციების შესამუშავებლად საია-მ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო …
Continue reading “საია დაიცავს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს”