მთავარი,სიახლეები

ბოლო ექვს თვეში მშენებლობაზე დაიღუპა 12 მუშა და დაშავდა 16

25.07.2019
ბოლო ექვს თვეში მშენებლობაზე დაიღუპა 12 მუშა და დაშავდა 16

2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით მშენებლობებზე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. საჯარო ინფორმაცია სამშენებლო ობიექტებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. მშენებლობაზე დაღუპვის  ბოლო შემთხვევა თბილისში 16 ივლისს მოხდა – დაიღუპა 16 წლის ბიჭი.

მშენებლობებზე დაღუპვის ყველა შემთხვევა თბილისში მოხდა, დაშავების 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, 1 – ქუთაისში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლამდე სამინისტრო ძირითადად პროფესიული კავშირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. წელს კი კანონმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელი დაავალდებულა, უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას. სამინისტროს ინფორმაციით, „წლის ბოლოს წარმოადგენს შრომის ინსპექცია სრულყოფილ სტატისტიკურ მონაცემებს“.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს მშენებლობებზე 16 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, 2017 წელს კი, 17 მუშა დაიღუპა, დაშავდა – 22.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/349701/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: