მთავარი,სიახლეები

ერმაკოვი და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვეს

24.07.2019 • 1579
ერმაკოვი და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერიის 7 ყოფილი მაღალჩინოსანი, ვისაც გამოძიება ედავება თანხის მითვისების ან გაფლანგვის მუხლის დარღვევას, რამდენიმე მათგანს კი მხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათასი ლარი იყო. პროკურორების პოზიციით კი, ახალი გარემოება არ გვაქვს და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე ისევ არსებობს.

“მე ვერ დავაჯგუფე ვერც ერთი ბრალდებული… ეს უნდა გაირკვეს არსებითი განხილვის დროს, ვინაა დამნაშავე და ვინ – არა,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

მოსამართლემ ადვოკატებს ასევე უთხრა, რომ ის განიხილავს, მაგალითად, ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლების საქმეს, სადაც ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არ არიან.

“ამიტომაც ყველა საქმე ინდივიდუალურია… მე ვფიქრობ, რომ ობიექტური ვარ,” – დასძინა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ სასამართლო სხდომის ბოლოს.

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ საქმის გამო  დააკავა.  დაკავებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.

ამავე თემაზე:

ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: